თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სათევზაო ადგილები _ ტბორის გაკეთება

პოსტის ავტორი: vaxusti Nov 19 2014, 09:09

მოგესალმები, ვაპირებ ტბორის გაკეთებას: მაინტერესებს თუ ვინმემ იცით რა თევზის გაშვებაა კარგი და რა რაოდენობით? 8-9 ჰექტრიან ტბორში? რა საჭმელი უნდა მივაწოდო, დღეში რა რაოდენობით და ასე შემდეგ თუ ვინმემ იცით რამე დაწვრილებით თუ დაწერთ დიდი მადლობელი დაგრჩებით...

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 19 2014, 09:27

8-9 ჰექტარი რაღა ტბორია შე კაცო? newsmile05.gif დიდი პრაფესორი არ ვარ მაგ ამბავში, მაგრამ რაც შემეძლება დაგეხმარები.

1. ანუ გამოდის, რომ ერთი ტბაა 8-9 ჰექტარი მოცულობის.
2. ლანდშაფტი ანუ დაახლოვებით რა პირობებში იქნება ეს ტბორი თუ ტბა? არის ტყის მასივიანი თუ არის გაშლილი მინდორი სადაც უფრო მეტი ტემპერატურაა ზამთარ-ზაფხულ?
3. ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რა თავზი შეიძლება გაეშვას.
4. რითი მარაგდება ტბორი. სავარაუდოდ მდინარეთი, მაგრამ რომელი მდინარეა იქნებ დააკონკრეტოთ.
5. საჭმელი მე რამდენადაც ვიცი, ქატოს აჭმევენ კვირაში ერთხელ.
6. ისე კი რეკომენდაციის სახით გირჩევდით, ჯერ კარგად გაერკვეთ ყველაფერში და მერე დააბანდეთ ამ ბიზნესში თანხა. პლიუს სანდო ხალხი უნდა გყავდეს იმ ტბაზე დარაჯებად, თორე ისე ამოგისუფთავებენ იმ ტბას, რომ ვერც გაიგებ ან მეორე ვარიანტია, მუდმივად იქ უნდა იყო.
7. ასევე რა ინტერესი გაქვს ტბაზე. სარეწაო თუ ტურიზმი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

პოსტის ავტორი: vaxusti Nov 19 2014, 14:11

ოკ გასაგებია ყველაფერი. მოკლედ რა ხდება: ესეიგი ტბორი არის ისეთ ადგილას რომ სითბო ნაკლებად იკნება ზაფხულში მინდორში თუ ეცხელება იქ ისეთი სიცხე არ იკნება. აუ სპუტნიკის სურათი.
http://postimg.cc/image/i73hwft7n/

მდინარეს რაც შეეხება ივრის წყალით მომარაგდება.
სანდო ხალხს რაც შეეხება პირადად მე უნდა ვიყო სულ იკ, ამაზე სანდოობა რაღა D.gif
ინტერესს რაც შეეხება ასეთია, მიზანია იმის რომ თევზი გაიზრდება და შემდეგ ტბა იკნება ტურიზმისთვის, ანუ იკნება ფასიანი ტბა, მაგრამ არა ისეთი რომ გადაიხდი ფულს და ერთცალს ვერ იჩერ, მე ამის უამრავი შემთხვევა მკონია და კარგად ვიცი რომ ადამიანი როდესაც გიხდის ფულს, იმან იმის სანაცვლოდ უნდა მიიღოს თუნდაც თევზის ჭერის სიამოვნება, ნუ ეგ უკვე ცოტა მოგვიანებითი საკითხია.
ნუ უკვე გასაგებია თქვენთვის ხომ რისთვისაც მინდა და სურათიც დევს ადგილის. აბა ეხლა რას მირჩევთ???

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 19 2014, 14:32

ეგ ტბები ვისია? მაგის მეპატრონეს ჰკითხე . მაგაზე კომპეტენტურად ვერავინ ვერ გირჩევს. მეტბორეობაც ეცოდინება და ადგილობრივი სპეციფიკაც.

პოსტის ავტორი: vaxusti Nov 19 2014, 14:34

მაგ ტბორის მეპატრონემ თევზის შესახებ არაფერი იცის.

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 19 2014, 14:41

მანდ თევზი არაა. თვითონ თუ არ იცის მეთევზე მაინც ეყოლება.

პოსტის ავტორი: დაქსი Nov 19 2014, 16:33

vaxusti

ამჟამად მაგ ტბორს მცირე რაოდენობით მაინც თუ მიეწოდება წყალი და ამჟამად თუ ხდება წყლის ცირკულაცია???

ეხლა რა მდგომარეობაშია? ფსკერი ქვიანია თუ დაჭაობებული აქ????

შენამდე რა იყო მანდ და რისთვის იყენებდნენ??

თუ ჯერ დატბორილი არ არი და ეხლა აპირებ ნიადაგის სინჯი გააკეთე.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Nov 19 2014, 17:40

vaxusti
მშვენიერი იდეაა, ცოტა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ თუ არ დაიზარებ ყველაფერი კარგად იქნება...

ნელნელა, ცოტცოტა იდეებს ჩვენც მოგაწვდით...

მთავარია დაწყება

პოსტის ავტორი: დაქსი Nov 19 2014, 18:14

ნუკრიMax

ციტატა(Nukry @ 19th November 2014 - 18:40) *
მთავარია დაწყება


მართალი ხარ.

თან მითუმეტეს თუ ეგ ადგილი ბოლო პერიოდში მაინც იყო დატბორილი და მცირე დაჭაობებაც თუ არის მაგრად გაადვილდება თევზის მოშენება რადგან მხოლოდ ბალახითაც საკმაოდ კარგად იკვებება თევზი( საზანი. კარპი) კარასზე ხომ საერთოდ საუბარიც არ არი, და საკვების მიცემა მხოლოდ პირველ ეტაპზე იქნება საკმარისი. მაგრამ გარემოს დაცვიდან ექნება ნებართვა გასაკეთებელი

პოსტის ავტორი: giuli Nov 19 2014, 18:28

კვიირაობით დიღმის ბაზრობაზე ბოლო მაგიდასთან ზის სათევზაო მოწყობილობას ყიდის ალიკა ის არის იხტიოლოგი და თქვენ რაც გაინტერესებთ მაგ საკითხებზე მუშაობს.

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 2 2015, 09:37



http://www.trueactivist.com/8-reasons-why-natural-pools-are-awesome/

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jan 2 2015, 16:27

PREDATOR
რა შუაშია ამ თემასთან ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 3 2015, 07:56

ციტატა(ალთაზარ @ Jan 2 2015, 17:27) *
PREDATOR
რა შუაშია ამ თემასთან ? newsmile05.gif


ტბორია ესეც ხელოვნური. მართალია მინიატურული მაგრამ მაინც.თუ ვინმეს აქვს სურვილი გააკეთოს მსგავსი რამ დააინტერესებს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Jan 11 2015, 12:02

http://postimg.cc/image/i73hwft7n/

ეს ტბა უჯარმასტანაა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 11 2015, 12:04

იკა კაპანაძე
კი!ბევრი ტბებია მანდ ეგეთი და დამშრალია უმეტესობა!

პოსტის ავტორი: vaxusti Dec 18 2018, 22:26

ვერსად ვერ ვნახე სტატია ძირფესვიანად რომ იყოს დაწერილი. ნულიდან დაყებული გასული ბოლომდე. რა ცუდია ვისაც კითხავ კიდე და არავინ არ გეუბნევა ბოლომდე არაფერს რადგან კონკურენტი ხდები და ვის აწყობს :(

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 19 2018, 08:46

ინტერნეტში ზღვა მასალაა ნებისმიერ თემაზე. ახლა ნაუცბათევად ეს ამოაგდო. ვფიქრობ საინტერესოა. ამის გარდა კიდევ შეიძლება ნახვა ქართულ და უცხოურ ენებზე.
http://agrokavkaz.ge/dargebi/metevzeoba/methevzeobis-dargis-zogadi-mimokhilva.html

პოსტის ავტორი: sabaaaa12 Apr 13 2023, 14:28

ეგ კაი რამეა

პოსტის ავტორი: bondoshondo Jun 28 2023, 15:25


სამწუხაროდ ეგ არ ვიცი მეგობარო https://adshubshop.ge/yelsabami/ კიდე ჩემი თემაა იმენა ყველაფერი ვიცი მაგაზე.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)