ესე ამბავი პოინტერი 2010-სა, მუნ ბანძასა მყოფისა... - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
ესე ამბავი პოინტერი 2010-სა, მუნ ბანძასა მყოფისა..., არაკად თქმული
ჩელე
პოსტი Nov 1 2010, 16:58
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



... ესე ამბავი ნამდვილია, მასში მონაწილე ყველა პერსონაჟი დღესაც ცოცხალია და არც სახელებია შეცვლილი... მაშ ასე, დავიწყოთ....

... იდგა 30 ოქტომბრის სუსხიანი საღამო, მზე ჩასულიყო. ღრუბლები გამალებით ეკვროდნენ ცას და ხალხი შეციებული და მშიერი, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ბეღურბის ხმაც არსად ისმოდა,. ხეები ქარისგან საკმაოზე ბევრად მეტად ირწეოდნენ. სახლში ვიყავი, ვთოხნავდი. არსად წასვლას არ ვაპირებდი და არც იმას ვფიქრობდი თუ ,,რა გამეფუჭებინა,, უბრალოდ ვიჯექი და ვთოხნავდი. უცებ: ტანა-ნა-ნა, ტანა-ნა-ნაა, ტანა-ნა-ნა-ნაააა..... ჩემი ტელეფონი რეკავს. დავხედე ეკრანს და დიდი ვიტო გამოსახულიყო. ვიფიქრე: რა უნდა უნდოდეს ამ სიცივეში მეთქი და მწვანე ღილაკს თითი დავაჭირე:

-ხოო..
-სად ხარ?...
-სახლში...
-რას აკეთებ?
-ვწელამ, რას უნდა ვაკეთებდე?
-გამომყვები?
-კი
-მაშინ ჩაიცვი და გამოგივლი- და ტელეფონი გამითიშა...

შე დალოცვილო, ის მაინც გეთქვა სად გამოგყვები, ვისთან გამოგყვები, რატომ გამოგყვები, თბილად ჩაცმული გამოგყვები და ფლასტებამოცმული გამოგყვები, იქნებ ბოტი უნდა ჩავიცვა და ისე უნდა გამოგყვე ან იქნებ ანკესი უნდა ავიღო და გამოგყვე ან.... ან.... მაგრამ ვიცოდი, რომ ცუდ ადგილზე არ უნდა გამოგყოლოდი და მაინც თავი დავიზღვია, თბილად ჩავიცვი, დავჯექი და თოხნა გავაგრძელე.

მოვიდა...
ჩავედი...
დაქოქა მანქანა და წავედით...
გავცდით დიდი დიღმის გადასახვევს...
ჩუმად არის...
მეც არ ვიკლავ თავს ლაპარაკით...
მივუახლოვდით ზაგესს...
ისევ დუმს...
მეც არ ვიკლავ თავს ლაპარაკით...
გავცდით მცხეთის ხიდებს...
კვლავ დუმს...

-კაცო, აღარ იტყვი სად მიგყავარ?
-ააა..
-ააა და კონინჯვაააა...
-ბანძაში..
-იქ რაღა მინდა?
-ლეკვი უნდა ჩამოვიყვანო...
-რა ლეკვი?
-სუპერპოინტერი 2010...
-ააა...
-აააა დააა....

მივედით სახლში, 1 ბოთლი ორაყო და 1 ლიტრი ლუდი ჩავიცვით, 3-1 მომიგო დომინოში და დავწექით იმ იმედით, რომ ჩვენი მოგზაურობა კეთილად დასრულდებოდა.

გათენდა, ცეცხილს მზე აენთო, აცურდა ,,პადიოოოომ,, ჩქარაააა- გაჰკიოდა ვიტოს ტელეფონი დილის 6 საათზე. ავდექით 20 წუთის დაგვიანებით, ყავა ჩავცეცხლეთ და გავეშურეთ ბანძისკენ სუპერპოინტერი 2010-ის ჩამოსაყვანად. ძალიან ციოდა, უფრო მეტად ვიდრე გუშინ. ქარი იყო, თან წვიმა მთელი გზა არ გვანებებდა თავს. ქარელში საკმაოდ წვიმდა, ჩაბნელებული იყო იქაურობა ღრუბლების სიმრავლის გამო. ხაშურში რომ შევედით ტყეში თოვლის სითეთრეც კი შევამჩნიე.



შემდეგ იყო სურამი...





შემდეგ სუპერნაზუქების მცხობელ-გამყიდველი....



აი შემდეგ კი დაიწყო რიკოთის მიხვულ-მოხვეული და აღმართ-დაღმართიანი გზა...



მე სხვა რა მეკეთებინა და ექსპერიმენტებს ვატარებდი ჩემი ქენონიუსით....





შემდეგ კი იყო უკვე ზესტაფონი, ფეროს უდიდესი ქალაქი, ზესტაფონი- ქალაქი სადაც დალევ გემრიელ --ლავაცას-- და ქალაქი, სადაც შეგიძლია ასეთი რამ ნახო....






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 1 2010, 17:46
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩავედით ქუთაისში, ქალაქი რომელიც ინდუსტრიის მშენებელი იყო ახლო წარსულში, ქალაქში რომელიც ბევრისთვის იდეალური ქალაქია, ბევრისთვის კი არა, ქალაქი სადაც ქოლგიან კაცს ვერ დაინახავდი ასევე ახლო წარსულში რასაც ახლა ვერ იტყვი, მაგრამ ეს სხვა თემაა, მოდით ნუ გადავუხვევთ ჩვენს ძირითად თემას და დავუბრუნდეთ ამბავს სუპერპოინტერი 2010-სას.

უკვე ათის 20 წუთი გამხდარიყო, რაღაც უცნაური ხმა შემომესმა მუცლის ღრუდან. კუჭმა თავი შემახსენა. ეს ხმა სხვათაშორის ჩემი გვერდითმჯდომის მუცლიდანაც მომესმა.

უცებ ვიტოს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა:

-ხოოო...
-.......
-ქუთაისში...
-.......
-რაააა???
-.....
-ხო არ გაგიჟდი კაცო?
-.....
-ბიჯო, შენ ნორმალური თუ ხარ, რა სამტრედია, ხონიდან უნდა გადავიდეთ...
-.....
-ხო და ,,კრუგს,, ვარტყამ ეხლა დიდს თანაც...
-.....
-ბიჯო ნუ გამაგიჟე, მთელი 50 კილომეტრი უნდა გამოვიარო ტყუილად, დააჯექი ქუთაისის მარშუტკას და აქ ჩამოდი...
-.....
-ხოდა დროზე ეხლა კაცო დაღამდა...
-.....
-კარგი...

კავშირი დასრულდა.

-ეს ვერ არის.... წამო კაცო ვჭამოთ, რამე მოვძებნოთ.

ნეტა ვინ ვერ არის-ვიფიქრე, მაგრამ აღარ მიკითხავს, მუცელი უკვე ბევრად უცნაურ ხმას გამოსცემდა. დავიწყეთ ძებნა, ვიბოდიალეთ, ვიბოდიალეთ..... მერე კიდევ ვიბოდიალეთ, ვიბოდიალეთ.... ამასობაში მუცელი საშინელ ხმებს გამოსცემდა. უცებ თვალთ გამინათდა. როგორც იქნა დავინახეთ ჩვენი მუცლის დამაწყნარებელი თეთრი შენობა.



შევედით...

-ხინკალი გაქვთ?
-არა.
-მაშინ მენიუ მოგვეცით.
-მაგიდაზეა.
-მადლობა.



-უკაცრავად.
-ახლავე.
-2 ლობიო, 2 ლიმო...
-იცით ლობიო არ გვაქვს.
-უიიი... მაშინ ჯერ 2 ლიმონათი მოგვიტანეთ და მოვიფიქრებთ მანამდე.
-იცით, ლიმონათიც არ გვაქვს...
-ვააა... ჩაი, ყავა გაქვთ?
-ესე არ გვაქვს, მაგრამ პერსონალის ყავას მოგიდუღებთ.
-არა, იყოს, იყოს, იყოს....
-ხაჭაპური გაქვთ?
-კი, ხაჭაპური კი.
-თქვენ აგაშენათ ღმერთმა, მაშინ 1 ხაჭაპური. ქაბაბი გაქვთ?
-ნუგზარაააა- გასძახა მაგიდიდან მიმტანმა კაცმა- ქაბაბი გააქვს?
-კიი, გვაქვს- გამოსძახა სამზარეულოდან ნუგზარამ.
-ხოდა 1 ხაჭაპური, 1 ქაბაბი და.... შემწვარი კარტოფილი?
-ლალი, კარტოფილი აქვს ნუგზარას?- ნუგზარა აღარ შეაწუხა და ჰკითხა იქვე მჯდომ ლალის, რომელიც თვალებს იხატავდა და პუდრს იცხებდა სახეზე.



-ნუგზარააა- ახლა ლალიმ გასძახა- კარტოფილი გაქვენ?
-თქვენ რავა ნაწილ-ნაწილ მაპარებთ კაცო?- გადაირია ნუგზარა
-შე კაცო გაქვს თუ არა?- გაბრაზდა ნუგზარას უკმეხი პასუხით ლალი.
-ხოო, მაქვს- მოკლედ უპასუხა ნუგზარამ
-გვქონია..
-ხოდა, მოკლედ 1 ხაჭაპური, 1 ქაბაბი და შემწვარი კარტოფილი, ლიმონათს ჩვენ მოვიტანთ..... მაღაზიიდან.



უკვე ათს აკლდა 25 წუთი. გამახსენდა ანონიმური ზარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვიტო ცოტა არ იყოს, მწყობრიდან გამოიყვანა. ნეტა ვინ არის, რა უნდა, რისთვის ჩამოდის ქუთაისში?- და ის იყო უკვე უნდა მეკითხა ვიტოსთვის თუ ვინ იყო ეს მისტიური მასტი, რომ მიმტანმა ტომატის სოუსი მოიტანა წინა დღის თონის პურთან ერთად. ვეცით პურს, დავისხით სოუსი და შევექეცით. ცოტა ამოვისუნთქეთ.

უცბაშად ეს შევნიშნე... ფეროს ქალაქი, ინდუსტრიის მშენებელ ქალაქშიც ჰყვარებიათ...



ამასობაში......



მისტიური მასტი არ ჩანს, სამაგიეროდ ქაბაბი გამოჩნდა....



შემდეგ კარტოფილი....



ამასობაში....



მისტიური მასტი კიდევ არ ჩანს... შემდეგ გამოჩნდა ხაჭაპური...



ამასობაში...

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 1 2010, 18:27
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ რომ ვთქვა, ამოვისუნთქეთ. კი ვიფიქრეთ ამდენი რად გვინდოდაო, მაგრამ ეგ არაფერიო, ხელი ჩავიქნიეთ და გამოვედით რესტორნიდან, სადაც თითქმის არაფერი არ ჰქონდათ. რაღაც კიდევ გვინდოდა, რაღაც, მაგრამ ეს ,,რაღაც,, რა იყო ვერ მივხვდით. გამოვედით სადგურთან, რადგან მისტიური მასტი სადგურში უნდა მოსულიყო. უცბათ კიდევ ერთხელ გამინათდა თვალი, მაგრამ ამის მიზეზი უკვე მაკდონალდი იყო.

-ყავააა- ვიყვირე სახეგაბრწყინებულმა
-ბრაზილია- არ დააყოვნა ვიტომ და სწრაფად გამცა პასუხი.
-რა ბრაზილია?
-აბა რაის ყავა შე კაცო?
-ყავა დავლიოთ მაკდონალდსში.
-უიიი ხოოო, ეგ კარგი მოიფიქრე- მანქანა გავაჩერეთ იქვე სადგომზე და შევაღეთ მაკდონალდსის მრავალფეროვანი მენიუს სამყარო. ავიღეთ სუპერყავა 2010



რომელსაც საჩუქრად მოჰყვა, სუპერკექსი 2010



ამასობაში....



გარეთ კი წვიმდა.... მისტიური მასტი კვლავ მისტიურად დარჩენილიყო ჩემთვის...



გარეთ კი უკვე აღარ წვიმდა, სეტყვა მოდიოდა....



ამასობაში....



სეტყვას გადაეღო და ისევ წვიმდა...... მისტიური მასტისგან კი არაფერი ისმოდა....



ამასობაში ვიტოს ტელეფონი რეკავს, გამიხარდა, ვიფიქრე გავიგებ ბოლო-ბოლო ვინ არის ეს მისტიური მასტი.....

-გისმენთ- უპასუხა ვიტომ
-.......
-ხოო ოთარ, როგორ ხარ?- კოვზი ნაცარში ჩამივარდა, როგორც ჩანს ეს მისტიური მასტი არ იყო რადგან სხვა სახის საუბარი წამოიწყო ვიტომ, უფრო მოკრძალებული და დამშვიდებული.



ამასობაში....



ვიტომ საუბარი დაასრულა, უხდება ლოდინი.



უცბად სიმღერის ხმა მომესმა, ეს ბობი მაკფერენი იყო...... dont wory, be happy..... და აღარაფერზე არ ვნერვიულობდი და ვიყავი უზომოდ ბედნიერი, რატომ? არ ვიცი, მაგრამ ვიყავი ბედნიერი.... თუმცაღა ძალიან არ მეტყობოდა....



ამასობაში....



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 5 2010, 22:27
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უცებ გვერდით გავიხედე და რას ვხედავ.......



ჰოი საოცრებავ, ჰოი სასწაულებავ, ჰოი ღმერთო ჩემო, ჰოი ღმერთო ჩემო, ჰოი, ჰოი, ჰოი, მისტიური მასტი ჩქარი ნაბიჯით გვიახლოვდება, თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ ეს ის არის, ნუთუ გვეღირსა მაკდონალდსის ბრჭყალებიდან თავის დაღწევა, ჰოი მისტიურო მასტო, ნუთუ ეს შენ ხარ, დიადი და უკვდავი, ურჩი და ჩქარნაბიჯოვანი, სწრაფმოლაპარაკე და ბანკიროსანი ნოსო.....





მოკლედ: გვეშველა, გვეშველა და რა გვეშველა თქვენ არ იცით ძვირფასო ამა ამბავის მკითხველო, შვებით ამოვისუნთქეთ და დავადექით გზას ბანძისკენ მიმავალს. გზად ასეთი ,,კატლავანი,, ვნახეთ, საკმაოდ მოზრდილი და საინტერესო.







მივედით ადგილზე.



მაგრამ გზიდან სახლამდე კი არის 200 მეტრამდე.

-რა ვქნათ ახლა?- იკითხა ვიტომ
-რა უნდა ქნა კაცო, უნდა შეხვიდე სახლში- არ დააყოვნა ნოსომ და ჩქარი ნაბიჯებით ჭიშკრისკენ გასწია
-მოიცა ბიჯო, რომ დაადე თავი და მირბიხარ, აქედან დავუძახოთ
-რას ამბობ კაცო, სანამ აქედან იქ ხმას მიაწვდენ დაღამდება შე კაცო- მიაძახა ნოსომ ისე, რომ ნაბიჯი არ შეუნელებია- აქ მოსულია ასეთები, პირდაპირ უნდა შეაჭრა- და რკინის ჭიშკარი შეაღო

გადავხედეთ მე და ვიტომ ერთმანეთს, თითქოს რაღაცის თქმა მეც დავაპირე, მაგრამ აზრი არ ჰქონდა არფრის თქმას და შევყევით ნოსოს.



მასპინძელი გამოგვეგება და პირდაპირ ლეკვებისკენ გაგვიძღვა. დაიწყეს არჩევა.





იქნებ ეს?





ან იქნებ აქედან ერთერთი?





კაცმა არ იცის რომელი?





ვინაიდან და რადგანაც ლეკვებს ძალიან ბევრი რწყილი ჰყავდათ, ნოსომ თავის არჩეულ ლეკვს რწყილისმოსაცილებელი 2010 ჩაურთო





ლეკვები საკმაოდ აქტიურობდნენ





მგონი ეს უნდა იყოსო-ჩაილაპარაკა ვიტომ და აიყვანა ლეკვი ლომისა სწორი.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 5 2010, 23:00
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ, სანამ ბიჭები ჩამოყალიბდებოდნენ, მე გავედი გარეთ და თვალს წყალი დავალევინე და ჩემს ქენონიუსსაც, საბოლოოდ ასეთი რაღაც გამოვიდა.

ბიძიებო, მეც წამიყვანეთ ქალაქში გეხვეწებითო- მთხოვა კატამ



ეს კი მგონი კარლსონის პროპელერს გადავაწყდი.



ეს კი სუპერჭა 1979







ეს კი სუპერტრანგალეტკა ,,მურავეი,, 1984





ეს კი სუპერსაუკუნოვანი ხე 1890



ამასობაში ნოსო დროს არ კარგავდა



როგორც იქნა აარჩიეს ლეკვები, მოათავსეს ვიტოს მიერ წამოღებული ნაყინის ყუთი გურჯაანი 2010-ში და წამოვედით უკან.





ნოსომ კი მოგვატყუა და უკანა გზაზე ვანით კი არა, აბაშის გზით წამოგვიყვანა და თუ რატომ მოგვატყუა ახლავე მოგახსენებთ.

ვანის გზის დაახლოვებით 10-მდე კილომეტრი ცოტა არ იყოს გაფუჭებული იყო, თითქოს დაგვეზარა იგივე გზის გავლა, მაგრამ გადავწყვიტეთ მაინც ამ გზით წავსულიყავით. ამის გაგონებაზე ნოსომ თავი წამოყო.

-არა ვიტუხა, მომისმინე ახლა, აბაშის გზით წავიდეთ, გასისინებული ტრასაა, თან იქნებ წამოსულიყავით ფოთში, ვიქეიფებთ და წამოხვალთ მერე უკან- ჩაგვირტყა ნამიოკი
-ბიჯო, შენ ხომ არ გადარეულხარ, რა ქეიფი, დროზე უნდა ჩავიდე სახლში.
-არა ვიტუხა, დიდი ხანი კი არ დაგაყოვნებთ შე კაცო, ჩავიდეთ ფოთში, კაი რესტორანი გაიხსნა , ვიქეიფოთ და წამოხვალთ

ამასობაში მე გულში ისე მაგრად მეცინება, რომ თვალზე ცრემლები მომადგა

-არა ნოსო, რას ამბობ კაცო, ეს ლეკვი დროზე თუ არ ჩავიყვანე, მოკვდება, ვერ ხედავ რომ მშიერია?
-კაცო, ტრასაა აქედან აბაშამდე, თან აბაშიდან ფოთამდე 22 კილომეტრია, ქუთაისიდან კიდევ 70 და მარშუტკით როგორ წავიდე ქუთაისიდან, გრძელი გზაა

აქ კი თავი ვერ შევიკავე და გადავიხარხარე იმდენად დიდ ხმაზე, რომ კინაღამ ,,ლაბავოი,, გავბზარე. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ დათანხმდა ვიტო და და დავადექით აბაშის გზას.

გზად სუპერჭაპანი 2010 დავლანდეთ



შემდეგ სუპერბატებები 2010



შემდეგ სუპერველოსაპეტიანი კაცი შავი ქუდით



და შემდეგ კი სუპერ 2 ქალი ,,ტაჭკით,, ხელში



ამასობაში მივადექით აბაშის სუპერსადგურს



ეს ლანდი არ გეგონოთ, ეს სუპერძველიბიჭი აბაშიდან 2010-ია



მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი ნოსო ჩავსვით ,,მარშუტკაში,, და დავადექით ტრასას დედაქალაქისკენ მომავალს.

ეს ველოსიპედისტები იყვნენ.



ეს კი ზესტაფონთან ახლოს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 5 2010, 23:30
პოსტი #6


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოხ ეს ტრაილერები...





მივადექით რიკოთს და ჰოი საოცრებავ: თოვს....







არ ხუმრობდა თოვლი





















ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა






-ესღა მაკლდა- ჩაიკნავლა ფისომ და დასუნა ახალმოსახლეს



-ნეტა ეს ვიღა იყოვო- გაიფიქრა სუპერპოინტერ 2010-მა და ვიტოს ფეხებთან მივიდა იმ იმედით, რომ რამეს აჭმევდა



ნამდვილად არ შემცდარა







ამასობაში ტარასა გაიჩითა



-შენ ხარ ბიძია აგი ლეკვი მე რომ უნდა მაჯობოვო?
-რა ვიცი კაცო, აბა რა გითხრა, იქნება და მართლაც ეგრე იყოსო- მიუგო სუპერპოინტერმა და თვალებში შეხედა ტარას



-ჰმ, შენც მამალი ყოფილხარ- გაიფიქრა ტარამ და გული დასწყდა იმაზე, რომ ფუთუთი არ ეღირსა.....



ასე იყო თუ ისე, ლეკვები პატრონს ჩაბარდნენ, ჩვენც კმაყოფილები ვიყავით, კრებაც გაღიმებული დარჩა და ასე კეთილად დამთავრდა ,,ესე ამბავი სუპერპოინტერი 2010,,-ისა.

ჭირი იქა,
ლხინი აქა,
ქატო იქა,
ფქვილი აქა...

პ.ს. ბოდიში თემის დაგვიანებიზა.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif თუ რამე გამომრჩა მომიტევეთ....

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Nov 6 2010, 00:05
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ვახ კარგად ვიხალისე საღოლ ჩელე!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Nov 6 2010, 00:08
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გავჭაღარავდი სანამ ბოლომდე ჩავიკითხ-ჩავათვალიერე...............

მაგრამ ღირდა დაბერება, კარგი იყო ნამეტნავად კარგი................. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Nov 6 2010, 00:09
პოსტი #9


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მალადეც! ჩელე--- სუპერპოსტი 2010 გამოგივიდა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Nov 6 2010, 00:17
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ჩელე
არ დაგეზარა მაინც? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif კარგი ხარ კარგი newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 6 2010, 00:50
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



hunter777

ეგ კარგია, რომ იხალისე newsmile05.gif

sabo73

ეხლა მე ნუ მაბრალებ რაღაც-რაღაცეებს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

შალვა

გაიხარე newsmile05.gif

კუდიგორელი

რას ჰქვია დამეზარა? ვის კადრებ მაგას თუ იცი ვეჟო? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Nov 6 2010, 00:55
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



აუ მაგარი იყო რაააა. small3d018.gif საბოს თმა გაუთეთრდა მგარმა მე დამეძინა და როგამეღვიძა ნოსო უკვე ფოთში იყო ჩასული newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Nov 6 2010, 01:05
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჩელე
აუ კაი იყო საღოლ , არა რა მარტო ქუთაიშშI შეიძLება მოხდეს ი სე რომ სახინკლეშI ხინკალი და მწვადი არ ქონდეთ newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 6 2010, 03:00
პოსტი #14


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩელე

აგი ქუთეისია სიმონ! ჩემიდედასფიცავარ!

მალьადეც შენ, მაგალьითად!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 6 2010, 03:01
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 02:07