ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
Jan 13 2014, 10:23
პოსტი
#16
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მთვარეს შესცივნია იანვარში
ზეცას მგლის ყმუილი შეჰყინვია ირმებს უკვალიათ მთებზე თოვლი ჭადარს სამოსი არ შერჩენია. ტყეში გაუფატრავთ ტოტია და თოვლზე სისხლის კვალი ამჩნევია. ისევ შიმშილობენ ბეღურები რა ქნან სამშობლოს ვერ ელევიან. სულში საამური სიმშვიდეა, მთები ზამთრის ძილს რომ ეძლევიან. სერზე მიაბოტებს მონადირე ნადირს ძილი არც დღეს უწერია. ღამეს მოუკვლია მზის სხივი და ყინვას ჩემს ფანჯრებზე უქარგია. ისე გულადათ დგას იანვარი თითქოს დღეებს მასაც არ უთვლიან. ეს იანვარსსსსს |
|
|
Jan 13 2014, 10:28
პოსტი
#17
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
aragveli
წიგნის გამოცემას არ აპირებ? |
|
|
Jan 13 2014, 10:34
პოსტი
#18
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
არა მგონია ღირდეს. ეს ლექსები უბრალოდ ჩემი უსაქმურობის წამალია.
|
|
|
Jan 15 2014, 16:29
პოსტი
#19
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მე რომ მეგონა უშენოდ
დავიღვრებოდი ცრემლადა დავიღამებდი სამზეოს შენი ღიმილის ჩრდილადა ვერ გამკურნავდა წამალი სულ ვიავდრებდი წვიმადა მივეგდებოდი ძაღლივით წასული გრძნობის მცველადა, სულ გამთელავდა საწუთრო, გადვიქცეოდი რეტადა. არ გავივლებდი სხვის სახელს სულს ექმნებოდი კერპადა. თურმე არც მასე ყოფილა, როგორაც გული ღელავდა. თურმე არც მასე იწვიმებს როგორც ჭექდა და ელავდა. დრომ სულ მილოკა ჭრილობა მალამო გამიზიარა. ახლა ფერმკრთალად მაჩნიხარ წლები წაგშლიან მთლიანად. |
|
|
Jan 16 2014, 10:53
პოსტი
#20
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ღამით სიზმარი მეწვია
ამიტაცა და ამრია სადღაც საფლავებს მიმაგდო სადღაც სულეთში გამრია. აქეთ უმკლაო მუცალი იქით ჯოყოლაც სტანია. სისხლი გმართებსო შენ ჩვენი ცოდვებით დანაღვარია. კაცმა კაცურად უნდა ზღო რაც დატოვილი ვალია. თვალი ვარიდე გავწიტლდი ავტირდი როგორც ქალია. თვალი მარიდა ორივემ შეცბა და ზიზღიც გარია. წახდენილანო ბეჩავნი ზვიადაურის გვარია. ასეთ ცოცხალსა რით ვერ სჯობს, ის ჩვენი ხანჯლით მკვდარია ??? გული ცოცხლობსო იმისი, ღირსებაც ისევ საღია. ეს ცოცხალ ლეშად ქცეულა, ფეხს გვილოკს როგორც ძაღლია. ამას ჩვენს გვერდით რა უნდა გულჩვილი ჩვენ რას გვარგია, სად იყო, იქვე მიაგდეთ, იქ უღირსების ტახტია. |
|
|
Jan 16 2014, 11:48
პოსტი
#21
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
aragveli
|
|
|
Jan 16 2014, 12:05
პოსტი
#22
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
aragveli არა ძმაო უეჭველად უნდა გამოუშვა კრებული რა,ფორუმის სასტავს მაინც გვექნება
|
|
|
Jan 16 2014, 13:53
პოსტი
#23
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ვნახოთ ვნახოთ თუ ექნა მომავალი ამ ლექსებს.
|
|
|
Jan 16 2014, 15:52
პოსტი
#24
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მზე იძინებდა კავკასიონზე
მწუხრი მოადგა ქედებს თოვლიანს მობანცალებდა მშიერი დევი, შეჭმას უპირებს დამბულ ამირანს. ყორნებს მიჰქონდათ ქართული სული ვერ გვივარგია დაჭრილ არწივათ. გამოგვლევია სულისთვის საზრდო გადავქცეულვართ ერი არიფათ. დაგვიწყებია ჩვენი ვარძია და სხვისი ლუვრი გაგვკვირვებია. გაგვკვირვებია სპარტა და ჰუნი, არაგველები დაგვიწყებია. მშვიდობით გვყავდეს ათენი, რომი ქართლს თუნდაც ცეცხლი წაკიდებია. სხვის ხელს შევყურებთ კუდის ქიცინით ღირსება ჩირად გადვიქცევია. ვერ დაგვიცვია წინაპრის მიწა უფლის იმედათ დაგვირჩენია. |
|
|
Jan 19 2014, 10:06
პოსტი
#25
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
უნდა ვცოვრობდეთ, სადაც ღრუბლები,
ჩვენი ქოხის წინ დაირწევიან სადაც მოვარდნილ ვნებათა დასი ჩვენს სარეცელზე დაიწვებიან. სადაც ბოროტი ქაჯი და ალი ჩვენი ყურებით დაისჯებიან. სადაც ნისლები მწვერვალთა თავზე ღამე წვიმისგან დაიცლებიან. სად სასთუმალთან ამბორს გიტოვებ, მე სანადიროთ მთები მელიან. მერე ფოფინა თვალები ალბათ, გზებზე ყურებით დაილევიან. სად დათოფილი ჯიხვების არვე კაცთა მტრობისგან დაფეთდებიან. ჩემი ლექსები და ოცნებები შენს სასთუმალთან დაიფქვებიან. ჩვენი ქოხის წინ მყინვარებიც კი, შენი თვალების მზერით თბებიან. უნდა ვცხოვრობდეთ ზეცასთან ახლოს სადაც ღრუბლები შენით თვრებიან. |
|
|
Jan 20 2014, 11:23
პოსტი
#26
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ნისლები, სავალ ბილიკებს შლიან,
ზვავი ჩემს სავალს დასჯახებია. სხვათა საუფლოს სიმსვიდე სუფევს, ჩემს სუნთქვას მგლები ჩასაფრებიან. მეც ხომ ვიდექი ერთ დროს დროს თქვენს გვერდით, თქვენთვის გმირობაც ჩამიდენია. სისულელეა ვინ დაგიფასებს გმირთათვის კბილი ჩაუბჯენიათ. ზოგჯერ ღვთის გლახა სალამს არ გეტყვის, ზოგჯერ მეფეც კი მომსალმებია. მე განდეგილი მთები მეძახის, იქ ბერად ყოფნა მომსურვებია. |
|
|
Jan 21 2014, 10:23
პოსტი
#27
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ჩემს ტკივილს, უცხოს არასდროს ვანდობ
მავანნი მყისვე გიჟათ ჩამთვლიან. მე სხვანაირი ტკივილით მტკივა, ჩემი დარდები სხვა გზით დადიან. მე დაჩეხილი მუხები მტკივა, პეპლის სიმცირე, გულში გამჩრია. მტკივა ზამთარში დამზრალი მიწა, ნისლი საკუთარ სუნთქვად მაჩნია. მე ამ გაყინულ ენძელებს ვჩივი, ყინვამ დაღები რომ დაამჩნია. მთაში ჩამოშლილ ზვავებზე ვდარდობ, სიბრალული რომ არ გააჩნიათ. ზღვის თავზე დაღლილ ფრინველზე ვგლოვობ, თბილი ქვეყანა რომ აირჩია. მე დაკოდილი ირემი მტკივა სისხლი ფოთლებს რომ უკვე არია. ხმელი ფოთლების სიკვდილი მტკივა, ხეებს სამოსი რომ არ აცვიათ. მე გაჩეხილი ვაზები მტკივა, მე ეს ბუნება დარდად მაჩნია. თქვენ მხოლოთ თქვენი ტკივილი გტკივათ, ყვავილზე დარდი მე გამაჩნია. |
|
|
Jan 21 2014, 10:37
პოსტი
#28
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
aragveli
საღოლ .შენზე კრებული ალალიაა თავის პრეზენტაციით.იფიქრე მაგაზე |
|
|
Jan 21 2014, 10:40
პოსტი
#29
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jan 21 2014, 10:53
პოსტი
#30
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მადლობა ბიჭებო გაიხარეთ. თქვენი გვერდში დგომა მაძლიერებს.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:14 |