რა არის - Parallax - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
რა არის - Parallax, ბევრისთვის გაუგებარი და იდუმალებით მოცული თემა
Geoჟორჟიკა
პოსტი Oct 18 2009, 15:20
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მოკლედ დღეს მინდოდა დამეწერა სტატია თუ რა არის პარალაქსი, რაგავლენას ახდენს ის ზუსტ სროლაზე და ა.შ. მაგრამ იმდენი ტექნიკური ტერმინების ბრახა ბრუხი გამომივიდა რომ , ის სტატია რომ წაგეკითხათ უფო დაიბნეოდით newsmile05.gif , ამიტომ აგერ ვნახე ჩვენს მეზობელ ფორუმზე , ამ კაცს (Jah) უწვალია და შედარებიტ გასაგები ენით დაუწერია პარალაქსზე , ჰოდა პირდაპირ შემოგთავაზებთ აღნიშნულ სტატიას და ჩემი ინიციატივით სურათებს დავუმატებ newsmile05.gif

არსებობს ბევრი მცდარი აზრი ამ თემაზე. ჩვენ გავჩერდებით სწორზე.

რა არის პარალაქსი?
პარალაქსი - არის მიზნის გამოსახულების ხილული ჩაწევა, სამიზნის მარკასთან (reticle) შეფარდებით, თუ თვალი იწევა ოკულარის ცენტრიდან გვერდზე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ მიზნის გამოსახულება ფოკუსირებულია არა ზუსტად სამიზნის მარკის ფოკალურ სიბრტყეში.
მაქსიმალური პარალაქსი ჩნდება მაშინ, როდესაც თვალი მიაღწევს, სამიზნის გამსვლელი გუგის საზღვარს. ამ უკიდურეს შემთხვევაში, ოპტიკური სამიზნე ფიქსირებული გადიდებით 4x, პარალაქს გასწორებული 50 მეტრზე (ქარხნულად) მოგვცემს შეცდომას დაახლოებით 10მმ 150მ დისტანციაზე.
ნადირობისას, მოკლე მანძილებზე, პარალაქსი თითქმის არ უშლის ხელს მსროლელს, სხვა შემთხვევა - სპორტი. ასევე გავითვალისწინოთ რომ, თუ შევინარჩუნებთ თვალის პოზიციას, ზუსტად ოკულარის შუაში (სამიზნის ოპტიკურ რერძზე), პარალაქსის ეფექტი პრაქტიკულად არ არის და არ მოქმედებს სროლის სიზუსტეზე, უმეტეს სანადირო სიტუაციაში.



ოპტიკური სამიზნეები პარალაქსის ქარხნული გასწორებით.

ნებისმიერი ოპტიკური სამიზნე ფიქსირებული გადიდებით, შეიძლება იყოს პარალაქს გასწორებული მხოლოდ ერთ გარკვეულ დისტანციაზე.
უმეტესი ოპტიკური სამიზნე ქარხნულად პარალაქს გასწორებულია 50-100 მეტრზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას ისნი გამოვიყენოთ 10, 30,50,80,90,150, 300 და ა.შ. მეტრზე მეტრზე ზუსტი სროლისას.


ოპტიკური სამიზნეები პარალაქსის რეგულირების საშუალებით.

ზეზუსტი სროლა და ვარმინტინგი მოითხოვს დამიზნების მაქსიმალურ სიზუსტეს. დამაყმაყოფილებელი სიზუსტისთვის სხვადასხვა მანძილებზე, გამოდის მთელი რიგი სამიზნეების, დამატებითი პარალაქსის რეგულირების საშუალებით, ობიექტივზე, ოკულარზე ან ცენტრალური მილის კორპუსზე შესაბამისი მანძილების შკალით. ასეთი სისტემა გვაძლევს საშუალებას შევათავსოთ მიზნის გამოსახულება და სამიზნის მარკა ერთ ფოკალურ სიბრტყეში.
იმისთვის რომ მოვაცილოთ პარალაქსი არჩეულ დისტანციაზე, საჭიროა შემდეგი ქმედებები:
1. სამიზნის მარკის (reticle) გამოსახულება უნდა იყოს მკვეთრი. ამისთვის არსებობს ფოკუსის რგოლი ოკულარზე (დიოპტრიული კორექცია, არ უნდა აურიოთ პარალაქსის და ფოკუსირების მოვლენები)
2. მანძილმზომით გამოთვალეთ მიზნამდე მანძილი. მერე, პარალაქსის მარეგულირებელი ბორბლით დააყენეთ გაზომილი მანძილის მონაცემი, შესაბამისი მეტკის პირისპირ.
3. მყარად დააფიქსირეთ იარაღი, მაქსიმალურად სტაბილურ მდგომარეობაში და შეიხედეთ სამიზნეში, კონცენტრირება მოახდინეთ სამიზნის მარკის ცენტრზე.
ოდნავ აწიეთ შემდეგ კი დაწიეთ თავი. სამიზნის მარკის ცენტრი უნდა იყოს აბსოლუტურად შეურყევი სამიზნესთან შეფარდებაში. სხვა შემთხვევაში შეიყვანეთ დამატებითი რეგულირება, პარალაქსის ბორბლით, სამიზნის მარკის მოძრაობის სრულად გაჩერებამდე.
სამიზნეები რომლებსაც აქვს ასეთი პარალაქსის მარეგულირებელი კორპუსზე, გვაძლევს უპირატესობას იმაში რომ გასწორება შესაძლებელია უშუალოდ სროლის პოზიციაში, და არ საჭიროებს რაიმე ხელსაწყოებს.



მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს newsmile05.gif რომ ხშირ შემთხვევაში აცილება მსროლელის ბრალის და არა სამიზნის




პირველწყარო: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=66
საავტორო უფლებები დაცულია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Nov 10 2009, 22:48
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დავიჯერო ყველამ გაითავისა ეს სტატია კითხვები რომ არ დარჩა? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Nov 11 2009, 08:08
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ვიტო
მემგონი არც არავის წაუკითხავს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 11 2009, 11:41
პოსტი #4


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



geojorjika

კი წავიკითხე მაგრამ..... რას სთხოვ სამშობლოს ვერ მივხვდი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Nov 11 2009, 12:21
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



geojorjika
როგორ არ წავიკითხე, მაგრამ იცი რაა თუ ნადირობისას ერთი ფეხია და ხელს არ უშლის, მაშინ ???????


ალბათ www.guns.ge-ლებს უფრო მეტი კითხვა ექნებოდათ, ან Shoters, რომელიც ჩვენი ფორუმის წევრია, მაგრამ ალბათ მაგან უკვე იცის

აუუ, რას ვწერ მეც არ ვიცი newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Nov 11 2009, 12:56
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



Maverick
ჭალიმგელა
ეხლა რა ხდება აქედან რომელიმს კარგი შაშხანა რომ ქონდეს და შორს ისროდეს ან კარგი პნევმატიკა კარგი ოპტიკით დაინტერესდებობდნენ მაგრამ .......................... newsmile05.gif ასე რომ რომ გექნებათ კარგი შაშხანაბი და ოპტიკასთან ხშირი შეხება მერე დაინტერესდებით newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 11 2009, 13:01
პოსტი #7


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შენს პირს შაქარი. კაი შაშხანა დავითრიო და ბოლო ბოლო თავიდან ახსნას არ დამამადლებ ალბათ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Nov 11 2009, 13:13
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჭალიმგელა
ეგრე იყოს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 21:36