არიზონას გაშვილება ანუ სტუმროად გაგრინსკისთან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

არიზონას გაშვილება ანუ სტუმროად გაგრინსკისთან
ზაზა
პოსტი Jul 7 2013, 17:01
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგეხსენებათ, ირაკლი დიდ ძებნაში გადავიდა, ჩამოყვანილი ფრანგული და ესპანური პოინტერების პირველი ბუდობიდან აიყვანა ხვადი ლეკვი - 2 თვის არიზონა. ირაკლის ჩემპიონი მაქსი რომ ჰყავს, საქვეყნოდ ცნობილია, ამიტომ ლეკვი ვინმესთვის უნდა მიებარებინა გასაზრდელად. მშვენიერი კანდიდატიც მალევე გამოჩნდა, სეტერისტი გაგრინსკი მალევე დათანხმდა ძიძობის წინადადებას და გუშინ შუადღისას ჩემი კოლტით მივადექით მის კარმიდამოს (მდებარეს...) newsmile05.gif

მასპინძელი ჩვეული სტუმართმოყვარეობით შემოგვეგება, ერთობ გახარებული ჩანდა, ვინაიდან მომავალში თავადაც აპირებს პოინტერის აყვანას.

აკვანში მოთავსებული არიზონა გაგრინსკიმ თავისი ძუ სეტერის ქ-ნ დაფნის ვოლიერში ფრთხილად მოათავსა. ოთხფეხები მალევე მიეჩვივნენ ერთმანეთს. დაფნიმ პატარა პოინტერის მიმართ მზრუნველობა ეგრევე გამოიჩინა, რამაც ძალიან გაახარა ირაკლი და ,,გამზრდელი"-დან შესაბამისი ციტატების შემდეგ შესაფერისი სახელები შეარქვა: გაგრინსკის - ჰაჯი უსუბი, დაფნის - ნაზიბროლა.

ქართული სუფრა ჩვეულებრივი მოვლენაა გაგრინსკისთან. დაილია ძალიან ბევრი ღვინო, უამრავი სადღეგრძელო ითქვა, რომლის 99 % მიეძღვნა არიზონას, დიდ და სამონადირეო ძებნას, გამოფენებსა და საველე-შეჯიბრებებს, ოჩოპინტრესა და ოჩოპინტრელებს, ბუნებასა და მის მოყვარულთ.................

აქვე ამ დიდი მოვლენისადმი მიძღვნილ ფოტოკოლაჟს დავურთავ მობ. ტელეფონით გადაღებულს, ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  « < 2 3 4  
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 45)
gagrinski
პოსტი Jul 9 2013, 22:45
პოსტი #46


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



წაიყვანეს არიზონა... დახურეთ თემა... newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2024 - 19:38