შემოდგომის პირველი ნადირობა, 01 . 09 . 2012 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შემოდგომის პირველი ნადირობა, 01 . 09 . 2012 |
Sep 1 2012, 22:34
პოსტი
#1
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
შემოდგომა დადგაო და ცამ იცვალა ფერი... სანადირო ვიკენდს ვგეგმავთ, მე და ტამპლიერი... აი ასე ხელსა და ფეხს შუა შემოგვეფცქვნა შემოგვეცალა ზაფხულიც, პრინციპში ცოტა იყო და გათავდა, ისე საწყობში მაინც არის დარჩენილი რამცხა რუმცხები, ამიტომ 1 თვესაც გავაქაჩინებთ (ასე ღადაობდნენ ძველად) თუმცაღა შემოდგომა მეტად პუნკტუალური პერსონაა, ამიტომ არც დაუგვიანია და როგორც ამას ათასწლეულების მანძილზე აკეთებდა, პირველ სეკტემბერსაც უსიკვდილოდ გამოცხადდა 31 აგვისტო დღევანდელი დღისგან განსხვავებით ბევრად ამაღელვებელი მახსოვს, 1 სექტემბრის მოლოდინში, პირველი სასწავლო დღის წინ რომ არდადეგების ემოციებით გაბრუებული, სამზადისში ხარ, თან გიხარია კლასელებს ნახავ, თან გაკვეთილების დამღლელი საათები რომ გახსენდება ცოტა სევდიანდები და ისევ საგაზაფხულო არდადეგების ნოსტალგიებში ვარდები, სამაგიეროდ საპირველსეკტემბრო საყიდლებზე წასვლისთანავე გავიწყდება ეს ყველაფერი და საღამოს უკვე სარკის წინ იმაზე ფიქრობ რომ ხვალ პირველ ზარზე ყველა შენს ახალ შარვალს და ბოტასებს მისჩერებოდეს იქნება : )) ჩემი შვებულება ლამისაა შემომელია და ნორმალურად არც გავსულვარ სანადიროდ, მართალია მწყრის სეზონია, მაგრამ ირგვლივ ისეთი საშინელებები ისმის ე.წ. მანოკებზე რომ უკვე სურვილიც არ მაქვს მწყერზე სანადიროდ გასვლის, არ მინდა ამ ვაი მონადირებს გადავეყარო, ყველა ადამიანები ვართ და თავს კონტროლი რომ ვერ გავუწიო... მოკლედ გადხედე ჩვენი მონადირული ისტორიიდან ვოიაჟებს და რათქმაუნდა გამახსენდა რომ გულიო-გვრიტ-ქედანიც გვყავს სანადირო ნუსხაში, ჩვენი წარსული გამოცდილების გამო, ბევრი ჩალიჩი არც დაგვჭირვებია რომ სასტავი შეკრულიყო, მოკლედ "ისტ ჰანტერზ თიმი" შეიკრა ფაქტიურად 1 საათში, მადლობა ჯეოსელს, მაგთის და ბილაინს, ეგენი რომ არა ფორუმის პიემებით მოვაგვარებდით საქმეს უმარტვესად სასტავი შეიკრა TAMPLIER Hunter777 ჯეკო Davitus მე გავუარე ტამპლის, გადავჯექი მანქანაში, რუსთავში მივადექით ჰანტერას, ავიწოვეთ, გადავედით ჯეკოსთან და გავაგრძელეთ გზა მარნეული-გარდაბნის მიდამოებში, დღე იყო ღრუბლიანი, წვიმაც გვემუქრებოდა მაგრამ მაინც ბოლომდე არ გაგვწირა ბუნების შვილები და მაინც დიდი პატივი გვცა გზად რათქმაუნდა მოსანადირებელი ობიეკტების მოძრაობას ვაკვირდებოდით, მოღრუბლულ ამინდში კი ხვდებით რომ ფაქტიურად არ მოძრაობენ ქედნები, მაგრამ ჩვენ მაინც ოპტიმისტურად განწყობილი მივდიოდით, შესაბამისად ოპტიმიზმმა ორ გზააბნეულ ქედანს პანჩური კრა და ჩვენს მიმართულებით გამოსტყორცნა, იმის გამო რომ ჩვენც ვმოძრაობდით, სროლისთვის მძღოლს მანქანის გაჩერება მოუწია, და 1:0 ანგარიშიც გაიხსნა, პირველი ქედანი შემოდგომის პირველ დღეს ნიკოლოზ ტამპლიეროვიჩს ეკუთვნის "ფენომას" მეშვეობით, 10 ნომერი ვაზნით ჯეკო გადახტა და პირველი ნადავლიც ჩვენია. ამ ერთი ნადავლით არ დავკმაყოფილდით იმიტომ რომ ლიცენზიაში ჩაწერილ ზღვრულ ლიმიტამდე ბევრი ფრინველი გვაკლდა : ))) ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით დიდ ყანებს, სადაც სიმინდის და იონჯის ნათესებია დაახლოებით ვიცოდით სადაც ისხდნენ გულიოს დიდი გუნდები, ჯეკო მოსავლელად წავიდა, ჩვენ გავნაწილდით, ნომრებში მე მაყვლის ბუჩქი მერგო : )) ამ დროს უეცრად თავს დაგვესხა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ადგილობრივი იხვის ასეული გუნდების არტილერია, ჩვენ რათქმაუნდა მოვიმარჯვეთ ლიცენზეა სადაც წერია რომ წყალმცურავებზე ნადირობა დაშვებულია 1 ნოემბრიდან, სამივემ გადავიკითხეთ და იარაღი არც კი დაგვიმიზნებია, ჯეკო სამწუხაროდ ჩვენთან არ იყო და ეს ნუსხა ვერ წავაკითხეთ, ის იყო ტელეფონზე ვურეკავდით რომ გაისმა ორი გასროლის ხმა და ჯეკოს ერთი იხვუკა შემოაკვდა, ნუ რა გაეწყობოდა, სასწრაფო წესით ვამცნეთ ვადების შესახებ და მანაც ათეულობით იხვს გაუხანგრძლივა 2 თვის სიცოცხლე ამის შემდეგ ყანა-ყანა მივადექით სამიზნის დისლოკაციის ადგილს, გეგმა იყო შემდეგი, დაჯგუფების ორი წევრი "ალფა" შემოუვლიდა და მიეჭრებოდა გულიოს ბანაკს, აფრენილ და მათგან გადარჩენილ ფრინველებს რომლებიც ყანისკენ გამოემართებოდნენ ცეცხლს გაუხსნიდა დაჯგუფების დარჩენილი ორი წევრი "ბრავო" მოკლედ ტაკნტიკურმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მტრის ბანაკში არეულობა ჩვენს სასარგებლოდ გამოიწვია, შედეგით კმაყოფილებმა ყანიდან დასასვენებლად მტრის დარბეულ ბანაკში გადავინაცვლეთ რათქმაუნდა ზღვრულ ლიმიტამდე ისევ გვაკლდა გარკვეული რაოდენობა, ამიტომ გავემართეთ ახალი კერების აღმოსაჩენად, გზად ისე გულგრილად ვერ ჩავუარეთ შავ ნაყოფებს, რომლებიც ხეზე ბლომად ესხა და ერთი ამოსუნთქვით 5 ცალი ერთად ჩამოვყარეთ... (მაგათი ერთ-ერთი დაუნდობელი მტერი რომ მე ვარ, ბევრმა კი იცის ამ ფორუმზე : )) ) ისე ვაზნაა დასანანი თორემ გასართობად, პესტკონტროლს კი მოუწყობდა ამ მონოქრომულ არსებებს ადამიანი ამდენ ბოდიალში გადავედით ბოლნისში და მჟავე წყ**ბიც დავაგემოვნეთ იქვე ვნახეთ ადგილობრივი მონადირე აზერები, (მე პირველად ვნახე) ძაღლებით იყვნენ მწყერზე და ზოლზე ნადირობდნენ, ვიფიქრეთ გავეკაიფოთ თქო, გვერდზე ყანაში სადაც მხოლოდ ბალახი იყო, შევვარდით მანქანით, კაპოტზე შემოვისვით თოფმომარჯვებული ჯეკო და დავიწყეღ "ჩელნოკით სიარული" გვიყურეს, გვიყურეს თათრებმა და ბოლოს ერთმა გაბედა და მოვიდა, გვეუბნება გაკვირვებული: სლუში, კტო ვას ტაკ ახოტიტსა ნაუჩილ? ავუხსენით რომ უბრალოდ ვმაიმუნობდით, მაგრამ ამ საღამოს დარწმუნებული ვარ ბირჟაზე დიდის ამბით მოყვება როგორ გადააწყდა უცნაურად მონადირე "უვიც" თბილისელებს მოკლედ თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ბევრი ბოდიალის შემდეგ მივადექით ადგილს, სადაც წავიპოზიორებდით, ცეცხლსაც დავანთებდით და ნანადირევსაც მოვამზადებდით პოზიორიბისასაც ქედნების გუნდი ელანდება, ეს ვინა ყოფილა კაცოოო საკმაოდ იღრუბლებოა და წვიმის საჭიშროებაც იყო, ამიტომ სასწრაფოდ დავაფიქსირეტ ნანადირევი როგორც 21-ე საუკინუის მონადირის წესია და შევუდექით მომზადებას, იმის გამო რომ ფრინველი ძალიან მსუქნიც არ იყო და შესაბამისად დიიიიდი ქვაბიც არ გვქონდა,ასევე მთლიანად გაპუტვა გასუფთავებაც დიდ დრო წაიღებდა, არადა წვიმა იმუქრებოდა მოგევლინებითო, გადაწყდა ნაწილი ფრინველისგან გამოგვეყენებინა მკერდის ფილე და ბარკლები პუტვის პროცესი ხორცი რომ შერბილებულიყო დავამარინადეთ ლუდში, გასუფთავებამ მაინც დიდი დრო წაიღო, ცეცხლიც ავაგიზგიზეთ, ქვაბიც ამოვაცუნცულეთ და ერბოც ჩავათხლიშეთ, კარგად ათუხთუხებულ ზეთოვან მასაში გასუფთავებული ხორციც ჩავყარეთ და დორბლებ მომდგრებმა მგლის თვალებით ალყა შემოვარტყით რათქმაუნდა სპეციალური ჯადოსნური ფხვნილები და სითხეებიც შევურიეთ რომ კერძიც არანაკლებ ჯადოსნური გამოსულიყო, ამასობაში წვიმა ისევ იმუქრებოდა და ამას უკვე ჭექა-ქუხილით გამოხატავდა. მაინც იმედის თვალით ვუყურებდით რომ მოვასწრებდით, სახელდახელოდ გავშალეთ სუფრა, მაგრამ ქვაბში კერძს სულ არ ეჩქარებოდა, ჩვენც დამშეულები მივუსხედიტ სუფრას რომ რაც გვქონდა ის მაინც აგვეთვისებინა სანამ დღის კერძი მოვიდოდა. ის იყო სადღეგრძელო უნდა შეგვესვა და მერთი გვეხსენებინა, წვიმა ამდენი მუქარის შემდეგ, ადგა და მართლა მოვიდა, მოვიდა და ავისალეთ ჩვენც კრუხ წიწილებივით : ))) ვინ სად გარბოდა და ვის რა მიქონდა ვერ გაიგებდა კაცი, მაგარი სასაცილოები ვართ ეს პატარა კაცუნები დედაბუნების წინაშე : )) მოკლედ ყველაფერი შევყარეთ მანქანაში, ქვაბი სანამ ცეცხლი არ ჩაგქრებოდა ადგილზე უნდა დარჩენილიყო, ასეთი იყო ძირითადი სამოქმედო გეგმა, რაღადაგიმალოთ და წვიმამ რომ გული იჯერა ჩვენი დაბნეული სირბილის ყურებით და სიცილით ადგა და წავიდა რა გვექნა, ამასობაში კერძიც მომზადდა და გაჯადოსნურდა, გადმოვიღეთ და იმის შიშით რომ წვიმა გვეკაიფებაო მანქანაშივე გავშალეთ პურმარილი, დღის კერძი შეიძლება ითქვას რომ "შედგა" მარინადმა ტავისი გაიტანა და ხორცი საკმაოდ რბილი გამოვიდა ვსვით, ვჭამეთ, ვილაყბეთ, ვიხალისეთ, ნაგავი დავასუფტავეთ, ყველაფერი ცავალაგეთ მანქანაში და გამოვედით გზაზე, სანამ თბილისამდე მოვიდოდით გადაუღებლივ იწვიმა, მემგონი ახლაც წვიმს, ამიტომ შეიძლება თამამად ითქვას რომ ამინდმა დიდი პატივი გვცა, მაღარიჩი ჩვენზეა : )) ასე და ამგვარად ვისიამოვნეთ და ტკბილ მოგონებებში აღვბეჭდეთ შემოდგომის პირველი დღე და ცოტაოდენი თქვენც გადმოგეცით, როგორც შეგვეძლო. ღმერთმა ნადირობის, ბუნებში გასვლის სურვილი და შესაძლებლობა არ მოგაკლოთ არავის! ყვავი იქა, გვრიტი აქა ტაფა იქა მწვადი აქა |
|
|
Sep 1 2012, 22:41
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჰაიიი მალადეც, ჰაააიიი იახშიიი, ჰაიიი გურჯუსტან ოხოტნიკა.............
|
|
|
Sep 1 2012, 22:52
პოსტი
#3
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვაა რა მაგრად გამისწორდაააააა
მაგარი რეპორტია, მაგარი ბანდა, მაგარი თოფები, მაგარი ფიალები აი თქვენ გეხუტუნეთ სათითაოდ ვინც მაგ სურათებში ხართ. |
|
|
Sep 1 2012, 22:53
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
იფფ მალადეც თქვენ რა! მაგრად ვისიამოვნე
|
|
|
Sep 1 2012, 23:10
პოსტი
#5
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
არა რა, უკვე მესამედ ვკითხულობ......
პნვმოუდარ - არ გეწყინოს, მაგრამ ამაზე კარგი რეპორტი ჯერ არ დაგიდია. ჰანთერასგან არ გამიკვირდება პრინციპში ადგილის მინიშნება ეს ხაისტი ჯეკოიე უდაბნოშიც კი იპოვის იხვს და აბა რა...... გოგრიკ რაღაც გვრიტებს ვერ ვხედავ შენს ხელებში იტოგში კარგები ხართ, მთლად გადასარევები არა მაგრამ კარგები |
|
|
Sep 1 2012, 23:59
პოსტი
#6
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
რომანტიული გასვლა კი მოგიწყვიათ, მაგრამ აი რეპორტის მამა ხარ რააა
|
|
|
Sep 2 2012, 00:00
პოსტი
#7
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჭალიმგელა
მე უფრო ტყუპისცალი მეგონა |
|
|
Sep 2 2012, 00:02
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ვაი აი მალაცი , მშვენიერი გასვლა გამოგსვლიათ
|
|
|
Sep 2 2012, 00:53
პოსტი
#9
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Davitus
იცი რააა ტარება, იცი...... მაგრამ შენ სად იყავი ამასობაში საერთოდ რომ არ ჩანხარ?...... მაგრამ მაინც მაგარი ხარ.... მეამა.... |
|
|
Sep 2 2012, 09:48
პოსტი
#10
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
სუპერ-ბუპერ-ტრუპერ მაგარი რეპორტია იმისი თუ რა ვიბოდიალეთ ამ ერთ დღეს!
საღოლები შენ დავითა და კიდო მალადეცები! ყველაფერი "იძიალნათ" გადმოეცი კლიანუს ჩესტნი სლოვა. კოლეგებს კი ვეტყვი რომ ამ რეპორტის წაკითხვის შემდეგ თუ კიდევ რამე შეკითხვა ან პრეტენზია გაუჩნდებოდათ არ მეგონა ნამდვილად! არა ისე რა მაგარი შტურმანი მყავს რა მოკლედ დავითუსა არის შტურმან-პოვარ 2012 ქირაობის მსურველები დამიკავშირდნენ მე!ტელ:7 |
|
|
Sep 2 2012, 09:54
პოსტი
#11
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Sep 2 2012, 10:00
პოსტი
#12
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
Bonehill
გვრიტები ჯანა შენი ბოსტნების მოსავალია და ჩვენ იქ არ ვყოფილვართ შენს დაუკითხავად(რეესტრში ვიკითხე და დაგვიდასტურეს რომ შენ გაგიფორმებია : D) ხოდა მე მზად ვარ ყოველთვის გვრიტებზე და ქედნებზე სანადიროდ(და არა მარტო)!! ასე რომ!...წელცომე რავა ქედნები და გულიოები ცოტა ნახე ჩემს ხელშI ?? |
|
|
Sep 2 2012, 10:04
პოსტი
#13
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
არა ქედნებიც კარგად ვნახე...
გამოიდარებს და მერე ნახეთ თქვენ ჩარბუზანები მტრედზე წავიდეთ მალე თორემ ღობეც გასამართია, არავინ შევიდეს ბოსტანში |
|
|
Sep 2 2012, 10:08
პოსტი
#14
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მაშ მაშ
მოიწერ/მოირეკე მერე და.... |
|
|
Sep 2 2012, 10:11
პოსტი
#15
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 13:29 |