ამჟამინდელი სპორცმენები და სპორტის მდგომარეობა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ამჟამინდელი სპორცმენები და სპორტის მდგომარეობა
გრიზლი
პოსტი May 30 2009, 22:35
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



"ლელო "
# 302 (12 673)
ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2008 წელი


ჩუბინებს სეოკ-ის თანადგომაც არ მოაკლდებათ

ვაჟა დანელია


გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ტყვიის სროლის ფედერაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ 2006-2008 წლების შედეგების შესაჯამებლად. გულწრფელად ილაპარაკეს ამ სახეობაში არსებულ შუქ-ჩრდილებზე. დასახეს სამომავლო გეგმებიც. სხდომის დამთავრების შემდეგ ყრილობის რამდენიმე მონაწილეს გავესაუბრე:


როლანდ გირგვლიანი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ქუთაისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

- ქვეყანას ყოველთვის ვუზრდიდით პერსპექტიულ სპორტსმენებს. ახლაც გვყავს ნიჭიერი თაობა, მაგრამ მოსამზადებლად პირობები გვაკლია. ქალაქის ცენტრში, �დინამოს� სტადიონზე, არის შენობა, რომლის მეორე სართულზე მოჭიდავეები ვარჯიშობენ, პირველ სართულზე კი, დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრზე, ორი ტირია განთავსებული, მაგრამ რად გინდა - უამინდობისას ჭერიდან წყალი ჩამოდის, კედლები სველდება, იარაღი ფუჭდება, ტყვია-წამალი ნესტიანდება. მოზარდები სიცივეში რიგიანად ვერ მეცადინეობენ, შეშის ღუმელზე ვთბებით. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი შეგვპირდა, რომ დარბაზს გადაგვიხურავენ და იარაღებსაც შეგვიძენენ. ხუთი წლის წინათ ტირი გაგვიძარცვეს - 44 მცირეკალიბრიანი და პნევმატური იარაღი წაიღეს, მათ შორის საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონისა და რეკორდსმენის ლია ჩაგანავასი. სამწუხაროდ, დღემდე მათს კვალს ვერ მიაკვლიეს.

ნინო სალუქვაძე, ოლიმპიური ჩემპიონი: - ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპის ჩემპიონატებზე რამდენიმე საპრიზო ადგილი დავიკავეთ, მსოფლიოს თასებზეც მივაღწიეთ წარმატებას, პეკინის ოლიმპიადაზეც არ შეგვირცხვენია თავი; სპორტის დეპარტამენტისა და სროლის სახეობათა ფედერაციის თანხებით, ასევე, შემოწირულობებით, შევიძინეთ ტყვია-წამალი და იარაღები.

რამდენჯერმე შეჯიბრებებზე მოზარდებიც გვყავდა, მაგრამ სასურველი შედეგები ვერ აჩვენეს, რადგან მათთვის საწვრთნელი შეკრებების ჩატარება ვერ მოხერხდა. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - წლევანდელ წარმატებებს იმასაც ვუმადლი, რომ ერევნის დიდებულ ოლიმპიურ ბაზაზე ორჯერ ვიყავი შეკრებაზე. ყოველი სჯა-ბაასის შემდეგ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ აუცილებლად გვჭირდება ღია სასროლეთი. ქალაქის მერიის სპორტის სამსახურის უფროსის ზაზა დოლიძის დახმარებით დედაქალაქის ტერიტორიაზე ღია სასროლეთის ასაშენებლად გამოვძებნეთ ადგილი. ინვენტარს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გვპირდება. ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქარსელაძის აქტიური ჩარევით, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც ავაშენებთ თანამედროვე ტირს, სადაც ვარჯიში და ოლიმპიადისთვის მომზადება შესაძლებელი იქნება.

თამაზ იმნაიშვილი, სროლის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი:

- ყოფილ საბჭოეთში საქართველოს სასტენდო სროლაში მოწინავე პოზიციები ეკავა. საკავშირო ნაკრებში უმრავლესობას ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები შეადგენდნენ. მაღალი მიღწევებით გაითქვეს სახელი ზურაბ მაჩხანელმა, ტარიელ ჟღენტმა, ბორის ანტონოვმა, თემურ მატოიანმა, გია შენგელიამ, დავით ქვათაძემ. პირადად მე 30 წელიწადი გამოვდიოდი საერთაშორისო სარბიელზე - ვიყავი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი, საკავშირო ნაკრების კაპიტანი და დღეს გული მიკვდება, როცა ვხედავ, რომ სასტენდო სროლა თვალსა და ხელს შუა გაგვიქრა. შესანიშნავი ბაზები გვქონდა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში, რომლებიც იავარქმნილია. სპორტის დეპარტამენტისა და სეოკ-ის ახალი ხელმძღვანელობის თანადგომით, აღორძინების ხანა იწყება. უკვე 16 იანვრისთვის გადმოგვირიცხავენ სახსრებს სასტენდო სროლისთვის სატყორცნი მანქანა-დანადგარების შესაძენად. ქალაქის მერიის სპორტის სამსახურის დახმარებით ვარკეთილში გამოიყო ადგილი, სადაც სტენდი მოეწყობა. ალბათ, ფედერაციის მრავალი თაობის წარმომადგენელთა ოცნებაც ახდება. ეს კი საშუალებას მოგვცემს, კვლავ აღვზარდოთ მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენები, რომლებიც, ნინო სალუქვაძის მსგავსად, მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე გვასახელებენ.

დიდად გვეიმედება ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტისა, რომელიც მეგობარი ბიზნესმენების დახმარებით ტყვიის მსროლელებსა და მესტენდურებს იარაღს, ქუთაისელ ჩუბინებს კი დარბაზის გადახურვასაც შეჰპირდა.

გია ნაცვლიშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი: - საქართველოში სპორტის ისეთი სახეობები გვაქვს, რომლებშიც, ტრადიციულად, წარმატებებს ვაღწევთ. უპირველესად, სწორედ, მათ უნდა მივხედოთ. მათ შორის - სროლის სახეობებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე აქტიურ სპორტში რჩება. მას კიდევ შეუძლია მრავალჯერ გვასახელოს, თან მისი მაგალითი სტიმულია ახალგაზრდებისთვის.

მესმის, რომ მთავარი პრობლემა ბაზებია. მალე თანხები გვექნება და ყველაფერს გავაკეთებთ სტენდისა და ტირის ასაშენებლად, უწინდელი ტრადიციების ასაღორძინელად. შეჯიბრებებზე გასამგზავრებლად იმ ახალგაზრდებს დავაფინანსებთ, რომლებსაც ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვება შეეძლებათ, პერსპექტიულ სპორტსმენებს სტიპენდიებსაც დავუნიშნავთ. გპირდებით, რომ ჩვენი თანადგომა სროლის ფედერაციას არ მოაკლდება.









© გაზეთი "ლელო"

newsmile019.gif newsmile019.gif newsmile019.gif ეეეეეეეეეეეეეეჰ იმედია გამოსწორდება სიტუაცია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი May 30 2009, 22:58
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია




დაფუძნდა 1991 წლის 1 ივნისს. 2003 წლამდე აერთიანებდა ტყვიის სროლას, სასტენდო სროლას და მშვილდოსნობას (2003 წელს გამოეყო მშვილდოსნობა). 1992 წლის 23 სექტემბრიდან ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციისა (ISSF) და 1998 წლიდან მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FITA) წევრია. პრეზიდენტები: თენგიზ კიტოვანი (1991-95), თემურ ჭყონია (1995-96), ვახტანგ ქუთათელაძე (1996 წლიდან).
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 2 2009, 11:48
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გრიზლი
კი იძახიან რომ სახსრები გვექნებაო მაგრამ არის ძვრები? თან ამ სტატიაში როგორც მივხვდი მცილეკალიბრიან და პნევმატურ შაშხანებზეა ლაპარაკი,
ანუ პრიორიტეტი ეგენი იქნება

ამას წინათ ვიყავი სკას ტირში, მაგარი მოუვლელია, თუმცა სროლა შეიძლება, ვისაც ვარჯიში უნდა შეძლებს, თუ სწორედ მახსოვს 30 ლარი
ჯდება თვეში, კვირაში 3 გაკვეთილი, ცოტა მოზრდილი კარგ პრაქტიკას გაივლის 2 თვე რომ იაროს


პ.ს. ჩუბინები რას ნიშნავს, სტენდავიკებს თუ ზოგადად სპორცმენებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 2 2009, 12:03
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ვიტო @ Jun 2 2009, 11:48 AM) *
გრიზლი
კი იძახიან რომ სახსრები გვექნებაო მაგრამ არის ძვრები? თან ამ სტატიაში როგორც მივხვდი მცილეკალიბრიან და პნევმატურ შაშხანებზეა ლაპარაკი,
ანუ პრიორიტეტი ეგენი იქნება

ამას წინათ ვიყავი სკას ტირში, მაგარი მოუვლელია, თუმცა სროლა შეიძლება, ვისაც ვარჯიში უნდა შეძლებს, თუ სწორედ მახსოვს 30 ლარი
ჯდება თვეში, კვირაში 3 გაკვეთილი, ცოტა მოზრდილი კარგ პრაქტიკას გაივლის 2 თვე რომ იაროს


პ.ს. ჩუბინები რას ნიშნავს, სტენდავიკებს თუ ზოგადად სპორცმენებს?

ეგ სეკრება მოხდა 2008 წლის დეკემბერში, ვნახოთ ალბათ დრო ჭირდებათ, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება თუ ყველაფერი კარგად წავიდა newsmile058.gif
ჩუბინი- მარჯვე, აუცდენელი მსროლელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 2 2009, 12:23
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ვიტო @ Jun 2 2009, 11:48 AM) *
გრიზლი
კი იძახიან რომ სახსრები გვექნებაო მაგრამ არის ძვრები? თან ამ სტატიაში როგორც მივხვდი მცილეკალიბრიან და პნევმატურ შაშხანებზეა ლაპარაკი,
ანუ პრიორიტეტი ეგენი იქნება

ამას წინათ ვიყავი სკას ტირში, მაგარი მოუვლელია, თუმცა სროლა შეიძლება, ვისაც ვარჯიში უნდა შეძლებს, თუ სწორედ მახსოვს 30 ლარი
ჯდება თვეში, კვირაში 3 გაკვეთილი, ცოტა მოზრდილი კარგ პრაქტიკას გაივლის 2 თვე რომ იაროს


პ.ს. ჩუბინები რას ნიშნავს, სტენდავიკებს თუ ზოგადად სპორცმენებს?


ძვრები სამწუხაროდ არ არის, განსაკუთრებით ჩვენ რომ გვაინტერესებს იმ სტენდებთან დაკავშირებით

ჩუბინი-- არის ზოგადად სნაიპერი ქართული განმარტებით, ანუ მიზანში კარგად მსროლელ ადამიანს ქვია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:24