მრგვალი სტენდი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
მრგვალი სტენდი, SKEET SHOOTING
Bone
პოსტი Jun 1 2009, 16:13
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მრგვალი სტენდი წარმოიშვა ა.შ.შ. - ი 1920-ან წლებში, მონადირეებმა გვარად დევისებმა და მათმა მეგობარმა, გადაწყვიტეს ფრინველზე ნადირობის დროს დაშვებული შეცდომები სროლაში, გამოესწორებინათ. ამისათვის მოიფიქრეს გაეკეთებინათ პრიმიტიული სასტენდო მოედანი, ერთად ერთი სასტყორცნი აპარატით. საიდანაც ფრინველის ფრენის მსგავსი ტრაექტორიით გამოფრინდებოდა თიხის თეფში. კატაპულტა მოტავსებული იყო გარკვეულ სიმაღლეზე,(კოშკის მაგვარ ნაგებობაზე) საცეცხლე პოზიციები კი მის გარშემო წრეზე მდებარეობდა, სულ 12 საცეცხლე პოზიცია იყო. დროთა განმავლობაში ეს მოედანი დაიხვეწა და მას დაუმატეს პირველი აპარატის მოპირდაპირედ, ასეთივე მეორე აპარატი და მოაცილეს მოედანს, ზედმეტი სასროლი პოზიციები(ასე ჩათვალეს საჭიროდ) დარჩა 8 სასროლი ნომერი.
მრგვალი სტენდი სპორტული სროლის ძალიან პოპულარულ სახეობად იქცა მცირე დროში, იმართებოდა მრავალი შეჯიბრებები, ხოლო 1947 მსოფლიოს ჩემპიონატიც კი გაიმართა ქალაქ სტოკჰოლმში, (შვედეთი)


"სკიტ" სკანდინავიური სიტყვაა რომელიც სროლას ნიშნავს თუმცა დამახინჯებულადაა მოღწეული ჩვენამდე ანუ როგორც SKEET. მრგვალი სტენდი, ოლიმპიური სპორტული სროლის სახეობად 1968 წლიდანაა მიღებული.
მრგვალი სტენდი წარმოადგენს ნახევარწრის ფორმის სასროლ მოედანს რადიუსით 19,2მეტრი, რომლის ორივე მხარეს(მარჯვენა და მარცხენა) დამონტაჟებულია თეფშების მომწოდებელი ჯიხური. მოედნის განლაგება აუცილებელია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, რადგანაც მთელი დღის სროლის დროს, სპორცმენებს არ შეეზღუდოთ მხედველობის არე მზის სხივების ზემოქმედებით, დისკომფორტი სროლის დროს!

მარჯვენა(სურათზე 1) ჯიხურის სილამღლე 91მმ-ია(მიწიდან); მარცხენა(სურათზე2) ჯიხური კი3,5 მეტრზე. მათ შორის დაშორება დაახლოებით 40მეტრია.
მრგვალ სტენდზე სულ არის 8 სასროლი პოზიცია(ნომერი). 1 დან მე- 7 პოზიციები განლაგებულია ნახევარ წრეზე და ერთმანეთისგან ზუსტად 8,2 მეტრითაა დაშორებული ხოლო მე-8 სასროლი პოზიცია ორ ჯიხურს შორისაა მოთავსებული



სროლა(შეჯიბრი)მგვალ სტენზე მიმდინარეობს 25 ტეფშიანი სერიებით,სულ ექვსი ან მეტი სერია, სადაც გვხვდება როგორც ცალობითი ისე წყვილი სამიზნეები ანუ დუბლეტები! თითო სამისნის დასაზიანებლად მხოლოდ ერთი სროლაა შესაძლებელი...

შეჯიბრებში საერთო რაოდებაა 150, 200თეფში, მსროლელების კვალიფიკაციის და სქესისი მიხედვით.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Dec 11 2013, 22:52
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Dec 19 2013, 09:31
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 13:29