აი რატომ ვბურღავ ტვინს სასტენდრო სროლით - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
აი რატომ ვბურღავ ტვინს სასტენდრო სროლით, ეძღვნება ყველა ოჩოპინტრელს და არა მარტო
Bone
პოსტი Jul 23 2011, 21:37
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გამოჩენილი რუსი ავტორი და მონადირე, სპორცმენი და არა ერთი ნაშრომის ავტორი სერგეი ლოსევი (Сергей ЛОСЕВ) სანადირო ლიტერატურის სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი ზუსტი სროლის თავისებურებებზე, სხვა და სხვა ნადირობის ტექნიკაზე. ბატონი ლოსევი ავტორია სტატიის, ცნობილ ჯურნალ " მასტერ რუჟიოში", სადაც ერთი ნომრის სპორტული განყოფილება მთლიანად დაუთმო ჩვენი სპორცმენების ბიოგრაფიას და სპორტის ისტორიას, თბილი სიტყვებით ახასითებს თავის მეგობრებს, აქებს და ადიდებს ჩვენს სპორცმენებს. ქართველი სპორცმენებიც ვისაც ვკითხე დიდი პატივისცემით მოიხსენიებნ ამ კეთილ ადამიანს.
სტატია რომელიც მინდა შემოგთავაზობთ, სერგეის ლოსევის კიდევ ერთი შესანიშნავი ნაშრომია, რომლმაც ჩემზე დიდი სასარგებლო გავლენა მოახდინა, აზრები სწორი მიმართულებით დამილაგა, და შეცდომების გამოსწორებისკენ მიბიძგა. სამწუხაროდ ბნ. ლოსევს ხმას ვერ მივაწვდენდი გასაგები მიზეზების გამო, ამიტომ ფაქტიურად ჩემი ნებით ავდექი და ვთარგმნე მისი ნაშრომი ქართულ ენაზე, რაც დიდი იმედია რომ მას არ ეწყინება(თუ გაიგო რათქმაუნდა) თანაც საავტარო უფლებების დარღვევასაც ვფიქრობ არ ვახდენ ....
თხოვნაა გულისყურით გაეცნოთ ამ სტატიას.

სურათზე ბატონი ლოსევი მოპოვებული ბატებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 24 2011, 11:26
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





ძალიან ბევრი მონადირე ვისაც არ გაჩნია პროფესიონალური სროლის მომზადება სტენდზე, წუწუნებს იმაზე რომ უზარმაზარი რაოდენობის ტროფეი გაუშვეს იმის ნაცვლად რომ შეიძლებოდა მათი მოპოვება. უმეტესწილად ასეთი სიტუაცია საფანტის სროლის დროს, ფრინველზე ნადრობის დროსაა. ნადირობისას ტყვიის სროლა, ავად თუ კარგად ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია ვისაც ბავშვობაში ერთხელ მაინც ეჭირა ხელში შურდული მშვილდი , ან მამასთან ერთად დადიოდა ტირში პნევმატური შაშხანიდან სასროლად. აი სწრაფი სროლ კი, დიდი სიჩქარით მოძრავ ფრინველზე ყველას როდი შეუძლია წარმატებით. რომ მიაღწიო ასეთ სროლის გამართულ ტექნიკას ამისათვის საჭიროა ან ნადირობის მრავალწლიანი სტაჟი, ან სასროლ სტენზე გულმოდგინე ვარჯიში. მაგრამ იმაზეც არ შეიძლება ფიქრი რომ, სასტენდო მომზადება გარანტიაა ნადირობისას უშეცდომო სროლისათის. მე ვიცნობდი და ვიცნობ უამრავ ძლიერ სასტენდო მსროლელს რომლებიც ფრინველზე ნადირობისას უმწეო სიტუაციაში იყვნენ .
ჩემ ძვალმა მეგობარმა, საერთაშორისო კატეკორიის სპორტის ოსტატმა ანდრეი კოვალენკომ, იმედგაცრუებულმა მიატოვა სროლა და მიაშურა გაბრაზებულმა მანქანას შუაგული ნადიორბისას. საქმე იმაშია რომ ელვისებური სისწრაფით მფრინავი იხვინჭებისა და ხაზაულა იხვების დაუცილებელი სროლის შემძლემ, ვერაფრით მოუხერხა მელოტას წყნარ და ნელ ფრენას. კუნძულზე სადაც მე და ანდრეი ვიდექით , მოაწყდა უზარმაზარი რაოდენობის მელოტა.. სპორტის ოსტატი რამდენიმე ათეული, სიცარიელეში გასროლის შემდეგ , სასოწარკვეთილებაში ჩავარდა (აგონიაში)....

არ ღირს ფიქრი იმაზე რომ ერთი ორჯერ გაისვრით სტენდზე და ნადირობისას ნანახი ყველა ფრინველი თქვენს ჩანთაში მოთავსდება.
მხოლოდ სისტემატიური სტუმრობა სტენდზე და ნადირობის პრაქტიკა გამოიყვანს თქვენგან საკმაოდ კარგ მსროლელს.
სატენდო სროლის ინსტრუქტორმა, ალექსეი საველიევმა ერთი სამაგალითო ისტორია მომიყვა რომელიც ამ წელს მოხდა. ''ორი ახალგაზრდა მონადირე რომელიც სტენდზე მოვიდნენ სასროლას, შემომჩივლეს რომ,მათ სანადირო სავარგულებში იხვი უზარმაზარი რაოდენობითაა, მაგრამ მათ არ ძალუძთ დღეში 1-2 ეგზემპლარზე მეტის მოპოვება...ითხოვეს რომ მათთვის სროლა ესწავლებინა ვინმეს. გამოცდილი ინსტრუქტორები ავარჯიშებნდენ მათ მთელი ზაფხული . ბიჭები კი სტენდზე დადიოდნენ კვირაში 2-3 ჯერ მაინც . ნადიორის სეონის გახსნის შემდეგ ზემოთხსენებული ბიჭების პირდაპირ შემოიჭრნენ სტენდის ტერიტორიაზე განათებული სახეებით. მათ თურმე შეძლეს ერთ დღეში ორივეს ერთად 45 იხვი მოენადირებინათ. მაგალითი თვალსაჩინოზე მეტია. სამწუხაროდ ასეთი სიამოვნება მხოლოსდ უზრუნველყოფილი მონადირეებისთვისაა შესაძლებელი, ან ის ადამიანები ვინც ნადირობის სიყვარულისათვის დიდი მატერიალურ შემოწირულობას აწარმოებენ. ან უბრალოდ ფანატებისთვის. მაგრამ პრინციპში შესაძლებელია ნაკლები დანახარჯებით გამოვძვრეთ და ასეთი სისტემატიური ვარჯიში არ ვაწარმოოთ. უბრალოდ უნდა გადავწვიტოთ თუ რა გვინდა სროლისგან, და ფრინველის ფრენის რა ტრაექტორიები გხვდებათ უფრო ხშირად ნადირობისას. რომ შემდეგ ამ ტრაექტორიებზე ვივარჯიშოთ, ამისათვის განვიხილოთ თუ რას წარმოადეგნს სასტენდო სროლა დღეისათვის.

ყველაზე პოპულარული გახლავთ მრგვალი სტენდი და სასანგრე სტენდი, რომლებიც სროლის ოლიპიური სახეობებია. ასევე კომპაქტ სპორტინგი.
განვიხილოთ თითოეული მათგანი

მრგვალი სტენდი


მრგვალი სტენდის მოგონების მიზეზი იყო კიდევაც, ნადირობისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება, სამიზნე რომელიც მოძრაობს მრგვალ სტენდზე შეიძლება იყოს 3 ტიპის, 'ჩვენგან', გვერდითი და შემხვედრი. არის კიდევ VIII ნომერი პრაქტიკულად თავს ზევით, მაგალითისათვის ავიღოთ იხვზე ნადირობის საშემოდგოო გადაფრენა. როგორც ყველაზე გავრცელებული და სროლის თვალსაზრისით ძალიან ძნელი. გავიხსენოთ თუ როგორ იხვებზე გვიწევს სროლა, რათქმაუნდა იხვზე რომელიც მონადირისკენ მოფრინავს, ანუ შემხვედრი ტრაექტორიით. ამისათვის მრგვალ სტენდზე ვარჯიშისას ყურადღება უნდა მიექცეს შემხვედრ სამიზნეებს. შემხვედრი სამიზნეები პრაქტიკულად არის I,II,III,IV,V,VI,VII ნომრები. თუ ვისწავლით მათ დაზიანებას საკმაოდ დარწმუნებით, ჩათვალკეთ რომ 60-70 % თქვენსკენ მომფრენი იხვები თქვენი ნადავლი იქნება, აქვე ავღნიშნავ რომ ამ სტატიაში იგულისხმება სროლის იდეალური გარემო ნადირობისას. კარგი განათებისას, მყარი ნიადაგისას მოსახერხებელი ტანისამოსის პირობებში და ა.შ. რადგან უამრავი ფაქტორი არსებობს რომელიც განასსხვავევბს სროლას სტენდზე და ნადირობისას. მიეჩვიო შებინდებისას სროლას, ან სროლას ნავიდან, ან სროლას მუხლამდე წყალში შეიძლება მხოლოდ ნადირობისას. ვიმეორებ საუბარია ასეთი სროლის ბაზის შექმნაზე. რათმაუნდა ჩვენგან მფრენ სამიზნეებზე სროლა მრგვალ სტენდზე ასევე საჭიროა, მაგრამ მისი გავლა შეიძლება ზერელედ, ისე რომ უამრავი რაოდენობს ვაზნა გამოვიყენოთ უფრო აზრიან და საჭირო ტრაექტორიბზე სასროლად.
სროლის შემდეგი ნაწილი მრგვალ სტენდზე არის დუპლეტები. ეს კი ჩემი ღრმა რწმენით სრულიად არაა საჭირო ნადირობისას. ვინმეს უნახავს იხვები შემხვედრი მუმართულებით რომ მოფრინავდნენ ? სადაც ჯერ უნდა ესროლო ჩვენგან მფრინავს შემდეგ ჩვენზე მოსულს ? ასე რომ სტენდზე ვარჯიშისას თამამად შეგვიძლია უარი ვთავქათ დუბლეტებზე. (ნადირობისას დუბპეტებზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბროთ. )

VIII ნომერზე სროლა. თითქოსდა ძალიან გავს საღამოს გადაფრენაზე იხვინჭების ფრენას, როდესაც პატარა სწრაფმა ფრინველმა ლამისაა ქუდი მოგხადოთ თავიდან. მაგრამ ამ პოზიციას აქვს ერთი ძალიან უარყოფითი მხარე, სამიზნე უნდა დაზიანდეს მანამდე ვიდრე თვქენ ზურგს უკან მოექცევა, ანუ უნდა დაზიანდეს მოედნის ცენტრამდე. მაშინ როდესაც ნადირობისას სასურველია ფრინველი გაუშვათ ზურგს უკან და შემდეგ მივაყოლოთ საფანტი. შეიძლება თხოვოთ კიდევაც ინსტრუქტორს, მოგცეთ უფლება ასეთი სროლისა, ეს არ არის აკრძალული ვარჯიშის დროს.
მრგვალ სტენდზე სროლა ხდება პოზიციიდან როდესაც თოფი ქამარზე ოდნავ ზემოთ გაქვთ მომარჯვებული. ეს სრულიად უახლოვდება ნადირობის სიტუაციებს. ზოგიერთი დამწყები უგულველყოფს ამ წესს და ისვრის მიბჯენილი თოფით, რადგან ფრიქრობეს რომ დამწყებისთვის ასე უკეთესია ან ადვილია. ეს კი მცდარი მოსაზრებაა. ჯერ ერთი არავინ არ დადის ტყე ტყე მიბჯენილი თოფით ისევე როგორც არავინ ელოდება გადაფრენას მიბჯენილი თოფით. მეორეც ერთი, გვერდითი ხედვით თეფშის აღქმა მარტივად ხდება, როდესაც თოფის კონდახი ცოტათი დაშვებულია. მაგრამ ამ ყოველივეს უნტსრუქტორები თვითონ მოიყვებიან სტენდზე.

სასნაგრე სტენდი


სასანგრე სტენდზე სამიზნეები მკაცრად ჩვენგან წასულებია. ძირითადი ტრაექტორიებია მარჯვენა მარცხენა და პირდაპირი. იქიდან გამომდინარე რომ სანგარში 15 მაქნაა, თეფეშის ტრაექტორია და კუთხეები , ფრენის სიჩქარე , ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სასანგრე სტენდზე ვარჯიში დამახასიატებელია იმ მონადირეებისათვის ვინც მეძებრით ფრინველზე ნადირობითაა გატაცებული . ან ვთქვათ ნავით კამიშებში ნადირობისას.
მართალია სანგარიდან ამოფრენილი თეფში სიჩქარე ზედმეტად მაღალია, არცერთი ფრინველი არ აიჭრება მიწიდან ასეთი სისწარფით, აქ კი ორი გზაა ნადირობისათვი მოსამზადებლად: ან უნდა ისწავლოთ დაამსხვრიოთ სწრაფი თეფშები (მაშინ კი გაგიადვილდებათ შედარებით ნელ სიჩქარით მფრინავ ფრინველებზე სროლა) ან უნდა სთხოვოთ სროლის ინსტრუქტორს თეფშის ფრენის სიჩქარე შეანელოს მე ვურჩევდი მაინც მეორე ვარიანტი აერჩიათ. რადგანაც სწრაფად მფრინავი სამიზნე ძალიან განსხვავდება ნელა მფრინავი სამიზნისგან თავისი სპეციპიკით(ნადირობისას სროლის გათვალისწინებით) . ასევე სასარგებლოა ე.წ. მისვლით სროლა, როგორც სპორტის სახეობა დიდი ხანია არ გამოიყენება,მაგრამ ნადირობისათვის მზადებაში ძალიან სასარგებლოა. ამ დროს სმროლელი არ დგას ერთ ადგილზე არამედ გადაადგილდება სანგრის კიდისკენ ანუ ცენტრისკენ თოფით ხელში. მსროლელისათვის უცნობ მომენტში ნებისმიერი ტრაექტორიით გამოჩნდება სამიზნე და სპორცმენი ვალდებულია დააზიანოს იგი. სანადირო სიტუაციის სრული იმიტაციაა.
იქიდან გამ,ომდინარე რომ მეძებრით ნადირობისას ხშირად წყვილი ფრინველი უფრინდება მონადირეს, სასურველია სასანგრე სტენდზე დუბლეტ სამიზნეებს მიექცეს ყურადება. მაგრამ ამის გაკეთება მას შემდეგაა შესაძლებელია და სასურველი როდესაც კენტი სამიზნეების ანბანს შესიწავლით. სასანგრეზე მრგვალისაგან განსცხვავებით შესაძლებელია ორი გასროლის გაკეთება ერთ სამიზნეზე. თუ ვინმეს პრობლემა აქვს პირველ სროლასთან დაკავშირებით შეიძლება დახვეწოთ ეს მომენტი .

ბოლოს გადავიდეთ თეფშებზე სროლის ყველა მოდურ სახეობაზე სპორტინგზე .

სპორტინგი



იქიდან გამომდინარე რომ ეს სახეობა შედარებით ახალია ორიოდე სიტყვით გავამახვილოთ ყურადრება იმაზე თუ რას წარმოადგეს სპორტინგი.
სპორტინგის მოედანი (ამ შემთხვევაში კომპაკტ ) ესაა დაახლოებით 40/40 მეტრზე კვადრატი. ამ მოედანზე სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა სიმაღლით განთავსებულია მინიმუმ 5-7 სასროლი მანქანა. მაქსიმალური რაოდენობა არაა შეზღუდული. მაგალითისათვის "კუზმინების" სასროლეტზე შენდება 12 აგრეგატიანი მოედანი.პირობითი კვადრატის წინა ხაზზე განთავსებულია 5 სასროლი პოზიცია. სასროლი პოზიციები ზემოთხსენებული სტენდებისაგან გასნხვავებულია, აქაა დამზღვევი ბოძები.(საცეცხლე ჩარჩო) ეს ჩარჩო დამზადებულია უსაფრთხოებისთვის, რადგან ნასროლები შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი მიმართულებით.
ყოველი სამიზნე რომელიც კონკრეტული ნომრიდან ამოიჭრება, განასახიერებს გარკვეულ სანადირო ფრინველს თუ ცხოველს. ერთ ერთი საეთი სტენდი მოედნია სურათზე# 3
მანქანა A
მრგვალი სტენდის მაღალი ჯიხურის მსგავსია, სადაც თეფში მიფრინავს მარცხნიდან მარჯვნინ.

მანქანა B
შემხვედრი სამიზნე იმიტირებს მონადირისაკენ მომფრენ იხვს

მანქანა C
სამიზნე სანგრიდან ამოფრინდება თეფში და შორდება მსროლელს. ვარირებული სიჩქარით და ფრენის სიშორით. როგორც უკვე ვთქვით ეს სამიზნე ძალიან სასურველია მეძებრით მონადირეთათვის.

მანქანა D
სამიზნე რომელიც მარჯვენა მხრიდან მაღლა ფრინდება, განასახიერებს ხოხობს.

მანქანა E
განტავსებულია ყველაზე მაღალ და შორ ჯიხურში მოედნის მარცხენა მხარეს. შეიძლება განასახიეროს შორი ბატი რომელიც მოდის დასაშვებად , ასევე ხოხობი მარეკის გამორეკილი ტყიდან.

მანქანა F
ესაა ე.წ. გაქცეული კურდღელი, ამ ჯიხურიდან გამოშვებული სამიზნე მიგორავს გრუნტზე შიგადაშიგ ხტება ხოლმე. კურდღლის სირბილის ტრაექტორია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგიერთ მოედანზე, შეიძლება იყოს სამივე ტრაექტორიის კურდღელი, აი იქ კი სროლის სწავლის მსურველს ეძლევა არჩევის საშუალება ისროლოს მისთვის სასურველი სამიზნეს.
ხშირად ნადირობისას გაურკვეველია დაცილების მიზეზი, ნასროლის განმეორება კი , იმავე მანძილზე იმავე კუთხით და იმავე სისწრაფით როგორც ასეთი ამის შესაძლებლობა არასოდეს არა არის. ჩემი რეკომენდაციაა; მიახლოებით დავიმახსოვროთ ყველა მაჩვენებელი და შევარჩიოთ სასროლეთზე ანალოგიური სამიზნე და გავერკვიოთ დაცილების მიზეზებში. ძირითადად როცა მონადირე დაცილების მთელ სერიას აკეთებს , ვთქვათ მაღლა გადმოსულ ბატზე , იგი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას მან უბრალოდ არ იცის სწორი წინსწრება რამდენი სჭირდება, ამ შემთხვევაში დაგვეხმარება სამიზნე E , რამოდენიმე გასროლის შემდეგ დადგინდება წინსწრების სიშორე, რომელიც უნდა დაიმახსოვროს მონადირემ და გამოიყენოს პრაქტიკაში. იგივე ეხება კურდღელს და იხვს, ამოფრთხიალებულ ხოხობს და ა.შ.
სხვათაშორის მე შევამჩნიე რომ, ბევრი დამწყები მსროლელი ვისაც უნდა სროლის სწავლა სასროლად მოდიან სპეციალური სპორტული თოფებით, ან ქირაობენ მათ სტენდზე. საკუთარ სანადირო თოფებს კი ტოვებნ სახლში. მე ამას არ ვიზამდი.. თოფის შეჩვევა მისი ბალანსს , მანევრულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ასევე შესაძლებელია სტენდზე ისროდეთ შესანიშნავად სპორტული ბოკფლინტით , მაგრამ ნუ მოელოდებით იმავეს ნადირობისას ნახევრად ავტომატით.
რაც შეეხება დუბლეტებს სპორტინგ მოედნებზე ; ჯერ ერთი ნებისმიერ მანქანას შეუძლია მიყოლებით გაისროლოს თეფშები 1-2 წამის ინტერვალით. საკმაოდ ხშირი მოვლენაა როდესაც ერთ ამოფრენილ ფრინველს მოყვება მეორეც. კიდევ და უფრო საინტერესო ვარიანტია როდესაც პირველი გასროლის შემდეგ თოფის ხმაზე აფრინდება მეორე ფრინველი. ბალახიდან ან კამიშებიდან. შესაძლებელია მაგ. კურდღლის გამოვარდნა იმ ადგილიდან სადაც ჩავარდა ჩამოგდებული ფრინველი. მე პირადად სიამოვნებით ვესროდი ორ კურდღელს რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბიან , ასეთი რამ ნადირობისას იშვიათია მაგრამ იქნება და რა ხდება....
მესტენდურის ყველაზე დიდი შეცდომა ნადირობისას ისაა რომ, სროლის ტექნიკა მთ (და ხანდახან მეც) ერთგვარი აქვთ აი ფრინველზე სროლის ტექნიკა კი სულ სხვაა. მესტენდური მოიგდებს თოფს მხარზე გაუსწრებს სამიზნეს და გამოკრავს ჩახმახს ისე რომ არ ფიქრობს შესწორებებზე. ვინაიდან თეფში მტვრად იქცევა თუ მას ერთი პატარა ნაწილი მოტყდება ის დაზიანებულად ითვლება, აი ნადრიობისას კი საჭიროა ფრიველის სასიკვდილოდ დაზიანება ისე რომ ჩამოგდებული ფრინველი არ იყოს დაჭრილი. მონადირე როგორც ასეთი ცდილობს გაუშვას სამიზნე და მშვიდად აუჩქარებლად დაუმიზნოს , ამას როგორც ასეთი მოყვება თოფის გაჩერება. შედეგად კი დაცილება. ესაა მესტენდურის ხში აცილების მიზეზი.
დაახლოებით 20 წლის წინ , მქონდა ბედნიერება მიმეღო მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო შეჯიბრში როგორიცაა სანადრიო ხუთჭიდი. ეს იყო ნამდვილი მზადება ნადირობისათვის. ხუთჭიდში შედიოდა შემდეგი ვარჯიშები, მრგვალი სტენდი 50 სამიზნე, სასანგრე სტენდი 50 სამიზნე, გარეული თხა 100 მეტრი , გაქცეული ტახი ნებისმიერი კალიბრის სანადირო შაშხანა და ბოლოს მფრინავი ხოხობი. ეს უკანასკნელი იყო ყველაზე საინტერესო; მსროლელი დგას 15 მეტრში ღობის წინ, ღობის უკან კი მაღალი ჯიხურია ორი კატაპულტით, ბრძანების შემდეგ ორივე მანქანა ერთდროულად უშვებს თეფშებს, სპორცმენი ვალდებულია წყვილი სროლით დააზიანოს სამიზნე ისე რომ არ გამოცდეს მას ზურგს უკან. მშვენიერი ვარჯიშია იხვის გადაფრენისათვის, მაგრამ ვიდრე აქამდე მივა მსროლეი ის ვალდებულია გაეცნოს მრგვალი სტენდის და კომპაქტ სპორტინგის საწყის ეტაპს.


სროლისთვის მზადება მრგვალ სტენდზე. სტატიის ავტორი დგას VI ნომერზე.
მე გამახსენდა ძალიან საინტერესო ისტორია რომელიც მოხუცმა მონადირემ მიამბო მრავალი წლის წინ . მაშინ ჯერ კიდევ ვიწყებდი სასტენდო სროლას და ნადირობას. იმ შორეულ წარსულში იხვი ძალიან დიდი რაოდენობით იყო. ასტრახანში კი გადაფრენებზე მონადირეები ასობით ვაზნას ისროდნენ, აი რა მომოყვა მოხუცმა : "ჩვენ ვიყავით ექვსნი, არც პირველად ვიყავით კასპიის ზღვის სანაპიროზე სანადიროდ. იმ წელს ჩვენ შემოგვიერთდა 2 მესტენდური (მანდ დამისახელა ცნობილი გვარები) რომლებიც პირველად იყვნენ იხვზე სანადიროდ. ნადირობის პირველ დღეს ჩვენ ყველამ მოვიტანეთ 10-12 იხვი კაცზე, სპორტის ოსტატებმა კი 2-3 , იყო ბევრი სიცილი და მხიარულება. როგორ თუ ? სპორტის ოსტატები და სროლა არ იციან.! მეოერ დღეს ყველაფერი გამეორდა ჩვენ ისევ 10-12 კაცზე , სპორცმენებმა კი ისვე რამოდენიმე ცალი. ჩვენთვის მაშინათვე გახდა გასაგები რომ მესტენდური მონადირე არაა. იხვი თეფში არაა. მაგრამ მესამე დრეს მოხდა ისეთი რამ რამაც ყველანი გაგვაოგნა. ჩვენ როგორც ყოველთვის მოვიტანეთ 10-15 მდე იხვი. სპორტის ოსტატებმა კი ორ კაცზე მოიპოვეს 250 ცალი ფრინველი. ამ დღის შემგომი დღეებიც ამაზე ნაკლები რაოდენობის იხვი არ მოუკლიათ.
აი რას ნიშნავს მესტენდური, ნადირობისას, პირველი 2 დღე მათ დასჭირდათ იმისთვის რომ გარკვეულიყვნენ სწორ და ზუტს წინსწრებაში , მას შემდეგ კი საქმეში ჩართეს პროფესიონალიზმი, გამოხვეწილი სასტენდო მოედნებზე. ასე რომ გადაწყვიტე ძვირფასო მკიხველო ღირს თუ არა ნადირობისთვის მზადება თეფშებზე სროლით.
სერგეი ლოსევი 2007 წელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 2 2011, 21:58
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იმედია მოგეწონებათ........newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Aug 2 2011, 22:32
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Bonehill @ Jul 24 2011, 12:26) *


ასე რომ გადაწყვიტე ძვირფასო მკიხველო ღირს თუ არა ნადირობისთვის მზადება თეფშებზე სროლით.
სერგეი ლოსევი 2007 წელი.

ღირს ბონე აბა არ ღირს?

კარგია ძმაო, ტაკ დერჟატ............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Aug 2 2011, 22:52
პოსტი #5


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




Bonehill
ბონეე ვამაყობ შენით... ძალიან საინტერესოა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Aug 2 2011, 23:03
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



სამომავლო სასროლეთზე გზა უკვე მიყვანილია.
ვიცი, ძალიან დაგვიგვიანდა, მაგრამ სულ არაფერს
დაგვიანებულიც ჯობია.
ჩვენმა გუნდმა მოისურვა სრული სასროლეთის გამართვა
და ამის გამო უამრავი თავსატეხი და თავისტკივილი გამოჩნდა.
სრულ სასროლეთში ნაგულისხმევია: სრული სპორტინგი, მრგვალი და სასანგრე
სტენდი, ნახევრად დახურული 100 მეტრიანი ტირი, ტირი მოკლელულიანი იარაღისა
და პრაქტიკული სროლისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 2 2011, 23:31
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



small3d018.gif ველოდები ველოდები.............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაჭარა
პოსტი Aug 2 2011, 23:40
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 889
რეგისტრ.: 2-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბონე მიყვარხარ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Aug 2 2011, 23:49
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(მაჭარა @ Aug 3 2011, 00:40) *
ბონე მიყვარხარ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif



აუფ............

მსგავსი გზავნილები პმ-შიიიიი........... haied.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Aug 3 2011, 00:20
პოსტი #10


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგი სტატიაა ბონე...

ციტატა(niko @ 24th July 2011 - 12:26) *
"ჩვენ ვიყავით ექვსნი, არც პირველად ვიყავით კასპიის ზღვის სანაპიროზე სანადიროდ. იმ წელს ჩვენ შემოგვიერთდა 2 მესტენდური (მანდ დამისახელა ცნობილი გვარები) რომლებიც პირველად იყვნენ იხვზე სანადიროდ. ნადირობის პირველ დღეს ჩვენ ყველამ მოვიტანეთ 10-12 იხვი კაცზე, სპორტის ოსტატებმა კი 2-3 , იყო ბევრი სიცილი და მხიარულება. როგორ თუ ? სპორტის ოსტატები და სროლა არ იციან.! მეოერ დღეს ყველაფერი გამეორდა ჩვენ ისევ 10-12 კაცზე , სპორცმენებმა კი ისვე რამოდენიმე ცალი. ჩვენთვის მაშინათვე გახდა გასაგები რომ მესტენდური მონადირე არაა. იხვი თეფში არაა. მაგრამ მესამე დრეს მოხდა ისეთი რამ რამაც ყველანი გაგვაოგნა. ჩვენ როგორც ყოველთვის მოვიტანეთ 10-15 მდე იხვი. სპორტის ოსტატებმა კი ორ კაცზე მოიპოვეს 250 ცალი ფრინველი. ამ დღის შემგომი დღეებიც ამაზე ნაკლები რაოდენობის იხვი არ მოუკლიათ.
აი რას ნიშნავს მესტენდური, ნადირობისას, პირველი 2 დღე მათ დასჭირდათ იმისთვის რომ გარკვეულიყვნენ სწორ და ზუტს წინსწრებაში , მას შემდეგ კი საქმეში ჩართეს პროფესიონალიზმი, გამოხვეწილი სასტენდო მოედნებზე.



ზუსტად ეს მიზეზია, სტენდავიკები რომ ცუდ შედეგს ანახებენ, ერთჯერად სანადირო გასვლებზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Aug 3 2011, 00:31
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



Bonehill ნიჭიეროო შენი ადგილი ქალაქშია ბაბუ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 3 2011, 09:06
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბონე,სამურზაყანო ამაყობს შენით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Aug 3 2011, 09:32
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
კარგია ბონე, კარგი, ასე გააგრძელე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Aug 3 2011, 09:41
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bonehill
ციტატა(niko @ 24th July 2011 - 12:26) *
არ ღირს ფიქრი იმაზე რომ ერთი ორჯერ გაისვრით სტენდზე და ნადირობისას ნანახი ყველა ფრინველი თქვენს ჩანთაში მოთავსდება.
მხოლოდ სისტემატიური სტუმრობა სტენდზე და ნადირობის პრაქტიკა გამოიყვანს თქვენგან საკმაოდ კარგ მსროლელს.


ოქროს სიტყვებია, მაგრამ სერიოზულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, დღეს-დღეობით
კი ვიცით ერთადერთი სტენდი ფუნქციონირებს და ისიც იმ ხალხმა შეინარჩუნა ვინც მთელი
თავის ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სპორტს მიუძღვნა და ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ არსებობს
დაფინასება აქედან გამნომდინარე თითოეული იმ ადამიანის იქ ასვლა ვინც სასროლათ ადის, ერთგვარი
ქველმოქმედებაა სტენდის შესანარჩუნებლად, თორემ დარწმუნებული ვარ დღევანდელი ფასი მინიმუმ
20% ნაკლები მაინც უნდა იყოს

919
ციტატა(Gigs13 @ 3rd August 2011 - 00:03) *
სამომავლო სასროლეთზე გზა უკვე მიყვანილია.
ვიცი, ძალიან დაგვიგვიანდა, მაგრამ სულ არაფერს
დაგვიანებულიც ჯობია.
ჩვენმა გუნდმა მოისურვა სრული სასროლეთის გამართვა
და ამის გამო უამრავი თავსატეხი და თავისტკივილი გამოჩნდა.
სრულ სასროლეთში ნაგულისხმევია: სრული სპორტინგი, მრგვალი და სასანგრე
სტენდი, ნახევრად დახურული 100 მეტრიანი ტირი, ტირი მოკლელულიანი იარაღისა
და პრაქტიკული სროლისათვის.

ძალიან გთხოვთ ბოლომდე მიიყვანოთ ეგ პროექტი, შიძლება ბევრი კრიტიკა,
შეცდომები მოყვეს მუშაობის პროცესში, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 3 2011, 13:00
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყველას უღრმესი მადლობა ჩემი შრომის დაფასებისთვის...

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 05:35