სეტერები 74-ე ეროვნულ გამოფენაზე... - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
სეტერები 74-ე ეროვნულ გამოფენაზე..., ინგლისური,ირლანდიური და შოტლანდიური სეტერების მიმოხილვა+ფოტორეპორტაჟი
megreli
პოსტი Jun 11 2014, 23:15
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



სალამი მკითხველო !!!

მიხარია,რომ კიდევ ერთხელ მიწევს ამ ფორუმზე გამოფენის შედეგების გამოქვეყნება newsmile041.gif

ტრადიციულად,საგაზაფხულო,სავე
ლე გამოცდა-შეჯიბრებების და დამღლელი დღეების შემდეგ ტარდება ეროვნული გამოფენა,წელსაც ისე მოხდა რომ არ ვუღალატეთ ამ ტრადიციას და "სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით მოყვარულთა საზოგადოების" ორგანიზებულ,მონადირე ძაღლების 74-ე ეროვნულ გამოფენაზე შევიკრიბეთ.როგორც ყოველთვის ასეთი ტიპის ღონისძიებებზე,გავიცანით აქამდე უცნობი და ახალბედა მონადირეები,ვნახეთ ნაცნობ-მეგობრები და როგორც ხდება ხოლმე newsmile05.gif მთავარია იყო კარგი ამინდი და განწყობაც შესაბამისი.ბევრი რომ არ გავაგრძელო ერთი ნაბიჯით მივუახლოვდები თემის მთავარ სათქმელს newsmile045.gif ალბათ უკვე ბევრმა იცის და ბევრიც ახლა გაიგებს,რომ მე ვარ სეტერების,განსაკუთრებით ინგლისური სეტერების მოყვარული.თავს უფლება მივეცი,რომ წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი სეტერების შედეგები ცალკე თემაში დამეწერა და თან დამერთო ფოტოები.კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწევ წინ და გეტყვით იმასაც რომ მსოფლიოში ცნობილი სეტერების ოთხი ჯიშიდან,საქართველოში მხოლოდ სამია,ინგლისური,შოტლანდიური და ირლანდიური.მეოთხე ირლანდიური წითელ-თეთრი სეტერი კი ჯერ-ჯერობით არ არის შემოყვანილი ჩვენთან.(პირადად ჩემი დიდი სურვილია,რომ ვინმე მოახერხებდეს ამ ჯიშის ჩამოყვანას და მის განვითარებას საქართველოში)რაც შეეხება ჩვენთან უკვე მოშენებულ სეტერებს,შოტლანდიურები და ირლანდიურებში არც ისე კარგადაა საქმე,წლევანდელ გამოფენაზე მხოლოდ ორი შოტლანდიური და ერთი ირლანდიური სეტერი იყო წარმოდგენილი,მათ მომშენებლებს კი წარმატებას ვუსურვებ ამ საქმეში და მომავალ გამოფენაზე უკვე 2 ან 3 ათეული წარმოედგინოთ გამოფენაზე !
ჩატარებულ გამოფენაზე სულ 32 ეგზემპლიარი იყო წარმოდგენილი,აქედან 29 ინგლისური,2 შოტლანდიური და ერთი ირლანდიური.სამწუხაროდ ერთი ინგლისური სეტერი მოიხსნა რინგიდან,რადგანაც მისი კბილთაყრა ცდებოდა სტანდარტებს და წესების თანახმად,მსგავსი ეგზემპლიარი არ უნდა დაიშვას სელექციაში.
ახლა კი ჩატარებული გამოფენის დეტალებზე ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას.დათქმულ დროზე,დათქმულ ადგილზე გამოჩნდნენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და მათი მფლობელები,გაირეს რეგისტრაცია და განაწილდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.ვინც არ იცის მათ საყურადღებოდ დავწერ,რომ წესების თანახმად გამოფენისას ძაღლები იყოფიან ასაკობრივ ჯგუფებად I,II და III ჯგუფად.ახლა კი ქვევით დავწერ ჯგუფების მიხედვით გამოვლენილი,გამარჯვებულების და რინგზე ადგილების მიხევდით წარმოდგენილი ძაღლების შედეგებს,დავურთავ ფოტოებსაც.დავიწყებ ინგლისური სეტერებით.

ინგლისური სეტერები:

მთავარი მსაჯი:ნოდარ როსტიაშვილი.
I ასაკობრივი ჯგუფი.
ხვადები:
გამარჯვებული:

"ბობი" I-კლასში I-ადგილი
მფლობელი:ალექსანდრე თალაშვილი.

"ჯინო" II-კლასში Iადგილი.
მფლობელი:ალექსანდრე ქოჩიაშვილი.

"ჩესტერი" IIკლასში II-ადგილი
მფლობელი: ჯაბა გუგეშაშვილი.

რინგზე პირველი იდგა: "რეი"
მფლობელი:გურამ არაბიძე.

ოთხივე ძაღლმა მიიღო შეფასება ძლიერ-კარგი.

ძუ:
რინგზე I ადგილი: "ლედი"შეფასება(ძლიერ კარგი)
მფლობელი:გიგი აბუთიძე.

II ადგილი: "ჯენი"(ძლიერ კარგი)
მფლობელი:ანრი ლაცაბიძე
...
II ასაკობრივი ჯგუფი.
ხვადები:
გამარჯვებული:

"დენდი"(ძლიერ-კარგი)
მფლობელი:იგორ გორდაძე.

რინგზე პირველი სამეული.

I-"რიჩი" შეფასება(ფრიადი)
მფლობელი:ლაშა თევზაძე.

II-"დენდი"(ძლიერ-კარგი)
მფლობელი:იგორ გორდაძე.

III-"ბუბუ"(ძლიერ-კარგი)
მფლობელი:თემურ შურღაია.


ძუ:
გამარჯვებული: "ბარბი" რინგზეც პირველი იდგა.შეფასება(ფრიადი)
მფლობელი:გია გენებაშვილი.

რინგზე მეორე ადგილი: "დაფნი"(ფრიადი)
მფლობელი:დავით კაკულია.

რინგზე მესამე: "ალტი"(ძლიერ კარგი)
მფლობელი:ბექა ელიაშვილი.

...
III ასაკობრივი ჯგუფი.
აქ კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და ჩემპიონებიც newsmile045.gif
ხვადები:
გამარჯვებული:

"ჯიმი" I-კლასში I-ადგილი,დაიმსახურა მცირე ოქროს მედალი.შეფასება(ფრიადი)
მფლობელი:ვანო დონჯაშვილი.

"გუფი" II-კლასში I-ადგილი.(ფრიადი)
მფლობელი:გიორგი მეტრეველი.

რინგზე პირველი იდგა:"რიჩი"(ფრიადი)
მფლობელი:ლაშა ყანჩაველი.

ძუ:
გამარჯვებული:

"მოლი" I ადგილი ელიტა კლასში,გახდა გამოფენის ჩემპიონი,დაიმსახურა დიდი ოქროს(ჩემპიონის მედალი) შეფასება(ფრიადი)
მფლობელი:ვანო დონჯაშვილი.

რინგი კი განაწილდა შემდეგნაირად:
I-"ლუსი"(ფრიადი)
მფლობელი:აკაკი ლომიძე
II-"ჯესი"(ფრიადი)
მფლობელი:რამაზ კენჭიაშვილი.
III-"მოლი"(ფრიადი)
მფლობელი:ვანო დონჯაშვილი.

ასე და ამგვარად დამთავრდა ინგლისური სეტერების გამოფენა,რაც შეეხება ჩემპიონ მოლის,მან შარშანაც მოიგო გამოფენა!ვულოცავ მას და მის მფლობელს!
მიკერძოებაში თუ არ ჩამითვლით იმასაც ვიტყვი რომ ლამაზი გამოსვლები ქონდათ სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფებს,მეტი დამაჯერებლობისთვის კი ფოტოებს მივანდობ ჩემ სათქმელს.
პირველი ასაკობრვი ჯგუფი:





















მეორე ასაკობრივი ჯგუფი:










































მესამე ასაკობრივი ჯგუფი:









































ახლა კი ირლანდიური სეტერის ეგზემპლიარზეც დავწერ ორიოდ სიტყვას,სასიახრულო იყო ყველასთვის ამ ჯიშის გამოყვანა გამოფენაზე,მაგრამ ცოტა უხერხულიც რადგან მარტო იყო რინგზე,შეფასება მიიღო ფრიადი,ესეც მონაწილე:










რაც შეეხება შოტლანდიელებს როგორც ზევით დავწერე იყო ორი მონაწილე,ორივე I ასაკობრივ ჯგუფში გამოდიოდა და ორივემ ძლიერ-კარგი შეფასება მიიღო.ესეც შოტლანდიელები:




















ექსპერტთა კომისია:









ესეც შერეული ფოტოები:












































ესეც განწყობისთვის:
ეს შემოგზავნილი იყო პოინტერებისგან newsmile090.gif



რო ვკითხე ასე რათ დამდგარხარ მეთქი...xexe.gifსილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო newsmile090.gif

ის ბავშვი მოხალისე იყო xexe.gif
ესენი კი მომავალში გამომსვლელები small3d018.gif















იმედია არ მოგწყინდათ ამ თემის კითხვა-თვალიერება,უკვე დასასრულსაც ვუახლოვდები,აქაც ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას და დაგემშვიდობებით newsmile045.gif კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ გამოფენამ საინტერესოდ ჩაიარა,ბევრი ახალბედა მონაწილეც იყო და მათ მომავალში ვუსურვებ წარმატებებს!!! დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ექსპერტთა კოლექტივს,მადლობა მონაწილეებს და მადლობა დამსწრე საზოგადოებას!!! და მადლობა მკითხველს newsmile045.gif

რეპორტიორი newsmile05.gif

გემშვიდობებით ერთი წლით newsmile041.gif
პატივისცემით:მეგრელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jun 11 2014, 23:23
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



megreli
სურათების ჩასმა ვერ ისწავლე ხო ? D.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Don. vano
პოსტი Jun 11 2014, 23:51
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 160
რეგისტრ.: 19-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეორე ასაკობრივ ჯგუფში, ხვადებში იგორ გორდაძის ''დენდის'' აქვს 1-2 ხარისხის დიპლომი. ჩაასწორე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jun 12 2014, 00:40
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მალადეც!

სურათებს ჩავასწორებ ხვალ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jun 12 2014, 08:26
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ვულოცავ გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს. სანადირო ძაღლის მოწმობას პოინტერის სურათი რატომ ახატია. დავიჯერო პოინტერი ითვლება მონადირე ძაღლის სახედ და ეტალონად ? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Jun 12 2014, 09:25
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



megreli
აპლოდისმენტები შენ ჩემგან,ვფიქრობდი, ხომ არ გადაავიცყდა სეტერებითქო, მაგრამ რეპორტმა ყოველგვარ მოლოდონს გადააჭარბა. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif


"ჩესტერი" IIკლასში III-ადგილი
მფლობელი: ჯაბა გუგეშაშვილი.


,,ჩესტერამ'' II კლასში II ადგილი დაიკავა. xexe.gif xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jun 12 2014, 11:51
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



საღოოოლ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 12 2014, 11:53
პოსტი #8


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



megreli

კარგად გიშრომია small3d018.gif

ვულოცავ პრიზიორებს. მე ჩემი მხრიდან მადლობას მოგახსენებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 12 2014, 12:46
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა newsmile040.gif ,პირველად დავწერე მსგავსი მასშტაბის რეპორტი და შეცდომებმაც არ დააყოვნეს. newsmile090.gif

ალთაზარ

all right bro xexe.gif
qsha.gif პოინტერებში D.gif

jaba_gugesha
ციტატა(jaba_gugesha @ 12th June 2014 - 10:25) *
აპლოდისმენტები შენ ჩემგან,ვფიქრობდი, ხომ არ გადაავიცყდა სეტერებითქო, მაგრამ რეპორტმა ყოველგვარ მოლოდონს გადააჭარბა.


გაიხარე newsmile045.gif რაც შეეხება ლოდინს ეგ კი მოგიწიათ... მაგრამ ხარისხიანი შედეგი მიიღეთ newsmile045.gif
წარმატებებს გისურვებ მომავალშიც !

gagrinski
ჭალიმგელა

მადლობა,მადლობა blashe.gif

დარჩება ეს რეპორტი ფორუმის ფურცლებზე... Shooting.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jun 12 2014, 12:48
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



megreli
ქშა კი არა , ხო დაგვემშვიდობე 1 წლით აქ რა გინდა D.gif D.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 12 2014, 13:05
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალთაზარ
ციტატა(AJLTA3AP @ 12th June 2014 - 13:48) *
ხო დაგვემშვიდობე 1 წლით აქ რა გინდა


რეპორტით და ფოტოებით დაგემშვიდობეთ,თორემ... D.gif აქედან გამსვლელს ვგავარ ? xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jun 12 2014, 13:42
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



megreli
როგორც ოდესღაც სეტერის მფლობელმა,არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ შენი სახით"სეტერისტებმა" ღირსეული მემატიანე შეიძინეს! newsmile027.gif small3d018.gif

ეხლა თუ სხვა ჯიშებსაც გადახედავ,და ასეთივე რეპორტებს შექმნი, გაღიარებ როგორვ "ოჩოპინტრეს" ოფიციალურ ჟამთ აღმწერელს! d778bc34f693c93907196ff195628213.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Jun 12 2014, 17:16
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



small3d018.gif megreli
კარქია კარგად გიშრომია.. იცი რა მაინტერესებს აი ეს რომ გიწერია " რინგზე პირველი იდგა: "რეი"
მფლობელი:გურამ არაბიძე. " ამ ადამიანის ფოტო თუ გაქ ჩემი მოგვარე ყოფილა და მაინტერესებს ვინ არის, ეს გვარი ცოტაა და იქნებ ახალი ნათესავი აღმოვაჩინო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Jun 12 2014, 19:18
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



megreli
ალალია ერთი კარგი აპარატი შენთვის რაა. ბრავო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
manuchari89
პოსტი Jun 12 2014, 22:16
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 33
რეგისტრ.: 30-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



აფსუს სად არ მყავდა ჩემი წითელი მოჩვენება newsmile05.gif newsmile05.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 07:18