FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე
gagrinski
პოსტი Oct 17 2014, 20:32
პოსტი #16


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



dato 85

სამწუხაროდ დროის ფაქტორის გამო ვერ ვახერხებ ყველაფრის მოძიებას და თარგმანს. გერმანელების თემა საკმაოდ საინტერესოა. სამწუხაროდ საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი ვიცი ვისი ძაღლიც მეტნაკლებად მომზადებულია კომპლექსური გერმანული შეჯიბრისთვის. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება როცა ჩვენთან კურცჰაარებს და დრათჰაარებს მხოლოდ ფრინველზე ამუშავებენ, არადა უდიდესი პოტენციალის და გაქანების ჯიშებია.

მოკლედ მალე კონკრეტული ჯიშების სტილისა და ძებნის დახასიათებაზე გადავალ, რამდენიმე ევროპელ ცნობილ კონდუქტორს ვთხოვე და ისინი გადმომიგზავნიან მასალას.

მადლობა გამოხმაურებისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Oct 19 2014, 22:22
პოსტი #17


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gagrinski

მალაძეც! შენი ფანი ვარ!

პოსტები, რომლებიც წესებს შეიცავდნენ გავაერთიანე და პირველ პოსტად დავსვი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Mar 18 2015, 15:39
პოსტი #18


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მოკლედ ნელ-ნელა დავიწყებ ამ თემის შევსებას და აქ გავაერთიანებ სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის კვალიფიკაციის შესახებ. უკვე დაიწყეს ჩამოყვანა ლეკვების სხვადასხვა ადამიანებმა და ხშირად ისმის შეკითხვა რას ნიშნავს შემოკლებულ ვარიანტში დაწერილი ესა თუ ის ასოების კომბინაცია ლეკვის მშობლების გასწვრივ.

Field Trials შეფასებების განმარტებები

1. EXC - Excellent - ფრიადი

2. TB - Tres Bon - ძლიერ კარგი

3. BON - Bon - კარგი

4. CQN - Certificat de Qualites Naturelles - ნატურალური(თანდაყოლილი) თვისებების სერტიფიკატი

5. PO - Pas d`Occasion - ფრინველთან შეხვედრის გარეშე

6. EL - Elimine - დისკვალიფიკაცია

7. NC - Non Classe - კვალიფიკაციის (შეფასების) გარეშე

8. RET - Retire - მოხსნილია მეპატრონის მიერ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი May 8 2015, 13:53
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მოკლედ კიდევ ერთხელ დავუბრუნდი ამ თემას, დღეს შემოგთავაზებთ სტატიას დიდი ძებნის შესახებ რომელიც კარგად განმარტავს ყველაფერს რაზეც ვდავობთ ხოლმე.

newsmile05.gif

დიდი ძებნა–სრულყოფილების ძიებაში

სრულყოფილების ძიება დამახასიათებელია ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, ყველაფერი იწყება უბრალო სურვილით გახსე კონკურენტზე უკეთესი, გაიმყარო ბაზარზე შენი ადგილი, გქონდეს შენი ნიშა, შექმნა უფრო მოთხოვნადი და ცნობადი პროდუქტი. მაგრამ ხშირად მოქმედებაში შედის რაოდენობის ხარისხში გადაზრდის კანონი და ჩნდებიან უდიდესი მხატვრები და მოქანდაკეები, წყალში ხტომა 30 მეტრის სიმაღლიდან, პილოტაჟი დაბალ სიმაღლეზე, ფორმულა 1 და დიდი ძებნა!

სინამდვილეში დიდი ძებნა–ეს ფილდ ტრაილის ერთ–ერთი სახეობაა ანუ მეძებრების სამუშაო თვისებების გამოცდა. ,ძებნის რამდენიმე სახეობა არსებობს: სანადირო ძებნა სხვადასხვა სახეობის ფრინველზე მათ შორის გასროლის თანხლებით და ფრინველის აპორტირებით, სანადირო ძებნა გნოლზე, კლასიკური ძებნა ჩაჯენილ მწყერზე... მაგრამ დიდი ძებნა გამორჩეულია და უკავია დაახლოებით ისეთივე ადგილი როგორც ფორმულა 1–ს სხვა სახეობის ავტორბოლებში.


დიდი ძებნა წარმოიშვა იტალიაში, 40–იანი წლების ბოლოს, საერთოდ იტალია უკვე ორ საუკუნეზე მეტია აბსოლუტური კანონმდებელია ინგლიური პოინტერისა და ინგლისური სეტერის სტანდარტებისა. ბუნებრივია რომ ამ დროის განმავლობაში იტალიელებმა გამოიმუშავეს ამ ჯიშების თვისებების გაუმჯობესებისა და გამორჩევის უნიკალური მეთოდი–ყველა ზემოთ ნახსენები ძებნის სახეობები. მაგრამ მხოლოდ დიდი ძებნა იძლევა საშუალებას ბოლომდე ამოიხსნას ჯიშის შესაძლებლობები, აჩვენოს მაქსიმუმი რომელიც ძაღლს შეუძლია, მიაღწიოს სრულყოფილებას.
რიტ გამოირჩევიან პოინტერები და ინგლისური სეტერები ყველა სხვა დანარჩენი მეძებრისგან? პირველ რიგში თავისი განუმეორებელი და უნიკალური სტილით მინდორში. ამ ორი ჯიშის ძაღლებს შეუძლიათ სწრაფად, მეთოდურად და ეფექტურად დაამუშაონ უზარმაზარი ფართობი, ამასთანავე არ დაკარგონ გამომყვანთან კონტაქტი.



ცალ ფრთაზე ძებნის სიშორე შეიძლება შეადგენდეს 250, 300, 350 მეტრს...
მაგრამ დიდ ძებნაში ის 400–450 მეტრიდან იწყება და ასეთი გასვლა მხოლოდ პოინტერისა და ინგლისური სეტერისთვის არის ხელმისაწვდომი. ძირითადად მხოლოდ ეს ორი ჯიში დაქრის დიდ ძებნაში, ბევრად იშვიათად–ირლანდიური და შოტლანდიური სეტერები.

მაინც რა თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული მეძებარი, რომ დიდი ძებნის ძაღლი გახდეს?

სერბი მომშენებელი პეტარ პეტროვიჩი(ძაღლსაშენ ,,პემბო,,–ს მფლობელი), რომელმაც ამ პრესტიჟული შეჯიბრების არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი გაზარდა თვლის რომ მეძებრის ყველაზე მთავარი თვისება არა სისწრაფე, ყნოსვა და მითუმეტეს არა მისი საგამოფენო სილამაზეა. ძაღლის მთავარი თვისება რომელიც მას საშუალებას აძლევსგამოავლინოს ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების მაქსიმუმი–მისი მენტალიტეტია!–ძარლის თვისება დამოუკიდებლად იაზროვნოს.



მხოლოდ ასეთ მეძებრებს შუძლიათ გამომყვანისგან ასეთ შორ მანძილზე გასვლა, ისე რომ მასთან კონტაქტი არ დაკარგოს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ძაღლს მაქსიმალური დაშორების შემთხვევაშიც პირველ რიგში არ ეშინია, აგრძელებს ჩვეულ მდგომარეობაში თავისი სამუშაოს –ფრინველის ძებნის–შესრულებას. ამასთანავე აკონტროლებს გამომყვანის გადაადგილებებსა და მის ბრძანებებს. მეორე–არაჩვეულებრივად იმახსოვრებს თავის ,,ტრეკს,,(გზას)–არ გადის ორჯერ იმ ადგილს რომელიც უკვე დაამუშავა და პარალელებს შორის მანძილს ინარჩუნებს, რითაც მინიმუმამდე დაჰყავს ფრინველის გამოტოვების ალბათობა. მესამე–ასეთ ძაღლებს უნდა ჰქონდეთ ძალიან დელიკატური მიტანება და ნაბული რათა რამდენიმე წუთის განმავლობაში, გამომყვანის მოსვლამდე ფრინველი ყავდეს აყვანილი ცხვირზე(ყნოსვაზე), ამავე დროს მეძებარმა არ უნდა მოახდინოს ფრინველის პროვოცირება რომ ის დროზე ადრე არ აფრინდეს.


ყველა ეს თვისება მეტწილად თანდაყოლილია, ვითარდება შემდგომში გეშვით. ამის ნათელი მაგალითია უბრალო ფაქტი: იტალიაში ყოველწლიურადმაღალი კლასის მწარმოებლებისგან იბადება 14 000 ინგლისური სეტერისა და პოინტერის ლეკვი, მათგან დიდ ძებნაში ხვდება მაქსიმუმ 15–20 ძაღლი. გასაკვირია თუმცა ამ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე კარი ყველასთვის ღიაა. როგორც პეტარი ამბობს–დაარეგისტრირე თუნდაც ნებისმიერი ხოჭო, თუკი მის გამო არ შეგრცხვება შემდგომ. მაგრამ ტერმინი–დიდი ძებნის ძაღლი ნიშნავს, რომ მეძებარს აქვს პრეტენზია დაიკავოს მაღალი საპრიზო ადგილი.
თქვენ მკითხავთ–რა სჭიროა ეს ყველაფერი? სრულყოფილების მიღწევის ბანალური თემის გარდა, დიდი ძებნის ძაღლების გადარჩევას აქვს პრაქტიკული დანიშნულება. ასეთი ძაღლები საუკეთესო საჯიშე მასალაა, მასალა რომელშიც ჩადებულია ჯიშისთვის დამახასიათებელი ყველა საუკეთესო თვისება. დიდი ძებნის ძაღლების შთამომავლობას გარატირებულად ექნება არაჩვეულებრივი სანადირო თვისებები, მაგრამ ესეც არ არის მთავარი.



აი რას ფიქრობს ამაზე პეტარი რომელიც იმ საოჯახო ბიზნეს აგრძელებს რომელიც მამამისმა 1969 წელს დაიწყო:

–თუ თქვენ დართავთ ძაღლს რომელსაც ვთქვათ ძებნის სიშორე აქვს 200 მეტრი,მისი ლეკვების უმრავლესობა ძებნას დაიწყებს 160–180 მეტრზე. შემდეგ თაობებში ძებნის მანძილი კიდევ უფრო შემცირდება. ასეთი დართვებით მომავალ თაობებს მასიურად გაუუარესდებათ სხვა სამუშაო თვისებებიც. როგორ შევაჩეროთ ჯიშის გაუარესების შეუქცევადი პროცესი? მხოლოდ იმ ძაღლების მუდმივი სისხლის არევით რომლებიც საუკეთესო სამუშაო თვისებებს ფლობენ. საველე გამოცდის სხვადასხვა სისტემები–ძებნები–საშუალებ


როგორ ხდება გადარჩევა?

რა თქმა უნდა პროფესიონალი მომშენებელი გარკვეული სიზუსტით განსაზღვრავს დართვის დაგეგმვისას დიდი ძებნის ძაღლის არსებობას ლეკვებში. მაგრამ დიდი ძებნის გარკვეული ნიშნები ჩნდება არაუმეტეს 6 თვისას, როდესაც იწყება გეშვა და წვრთნა მინდორში. თუმცა არსებობს მომენტები როდესაც მეძებარი იხსნება ერთი წლის შემდეგაც და უფრო გვიანაც. ამოიცნო ლეკვში მომავალი ვარსკვლავი–თავისტავად ადვილი არ არის, ეს მხოლოდ პროფესიონალ მომშენებლებსა და მგეშავებს ძალუძთ. ამიტომ ვთქვათ, პეტართან დიდი ძებნის ძაღლები წლინახევრიდან ორ წლამდე და მხოლოდ ამის შემდეგ ყიდიან მათ ახალ პატრონზე. ასეთი ძაღლების ფასები ხშირად ცასაც კი წვდება თავისი სიძვირით, მაგრამ გაყიდვის მთავარ პირობად რჩება არა ფასი არამედ ის რომ ძაღლი ხვდება ,,ფურგუნში,,(მანქანა რომელსაც მგეშავი კონდუქტორები იყენებენ, ფურგუნში ხშირად არის 6–8 ძაღლი, ფურგუნში მოხვედრა ნიშნავს რომ კონდუქტორი მას მიიჩნევს იმის ღირსად რომ შეჯიბრზე გაიყვანოს), ეს ნიშნავს რომ ძაღლი პროფესიონალი სპორტსმენი გახდება.



დიდი ძებნის ძაღლების მფლობელები თუ თავად არ არიან პროფესიონალი მომშენებლები ან მგეშავები, საკუთარ ძაღლებს თავად იშვიათად ავარჯიშებენ. ამას აკეთებს პროფესიონალი კონდუქტორი(მგეშავი), რომელსაც როგორ წესი ,,გუნდში,, ყავს 7–დან 10 ძაღლამდე. კონდუქტორს გამოყავს ძაღლი შეჯიბრზე. წელიწადში 10 თვე ის თავის ძაღლებს სპეციალურად მოწყობილი ფურგუნით ატარებს სხვადასხვა ქვეყნების მინდვრებში, ამზადებს მათ ფიზიკურად და წვრთნის. თითოეული ძაღლი ინდივიდუალური გრაფიკით ემზადება რათა გარკვეულ შეჯიბრებზე ფორმის პიკზე იყოს.

რას წარმოადგენს თავად დიდი ძებნის შეჯიბრი?

დიდ ძებნაში შეჯიბრი ტარდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სულ წლის განმავლობაში 10–ზე ნაკლები შეჯიბრია სხვადასხვა ქვეყნებში. ტარდება შეჯიბრი მხოლოდ გნოლზე და ფასდება ძაღლი მხოლოდ ამ ფრინველზე მუშაობისას. ძაღლები რომლებიც ასაკით 30 თვემდე არიან ცალკე გამოდიან. ასევე ტარდება შეჯიბრი ცალკე მხოლოდ ძუ ინგლისური პოინტერებისთვის და ცალკე ძუ ინგლისური სეტერებისთვის. მინდორი დიდი ძებნისთვის ირჩევა მშრალი, ფრინველი მცირე რაოდენობით. იმისთვის რომ იპოვოს ფრინველი ძარლისთვის ძირითადად გამოყოფილია 10 წუთი, თუ ამ დროის განმავლობაში ფრინველთან შეხვედრა არ მოხდა, მსაჯს შეუძლია დაამატოს დრო. დიდ ძებნაში ძარლების გაშვება ყოველთვის ხდება წყვილში, როგორც წესი სხვადასხვა მხარეს. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გამოამჟღავნონ თვისება–ეძებონ დამოუკიდებლად, არ შეუშალოს ხელი მეორე ძაღლს ძებნაში, არ აურიოს სისტემური ძებნა მხარეების შეცვლის დროს, ქონდეს სეკუნდირების უნარი ანუ შეწყვიტოს ძებნა მაშინ თუ მეორე ძაღლი ნაბულზე დადგა.


შეფასების ქულები არ არსებობს(ისევე როგორც ძებნის სხვა სახეობებში), როლს მხოლოდ ძაღლის ხარისხიანი მუშაობა თამაშობს. საბოლოო ჯამში იმარჯვებს ძაღლი, რომელმაც ყველა გაშვებისას სტაბილური და სტილიანი მუშაობა აჩვენა.

დიდი ძებნის ძაღლებით საერთოდ არ ნადირობენ?

–რათქმაუნდა ნადირობენ–ამბობს პეტარ პეტროვიჩი.

მისი თქმით ნებისმიერმა ძაღლმა რეგულარულად უნდა იგრძნოს ,,ფრინველი პირში,,. სხვა საქმეა ის რომ ნადირობის ხანგრძლივობა მათთვის არ აჭარბებს ერთ–ორ საათს. ბუნებრივია რომ კონდუქტორი ცდილობს ინადიროს იმ ადგილებში სადაც არის ფრინველი რომელზეც ძაღლი შეჯიბრისთვის ემზადება. ანუ ყველა ხშირად გარეულ გნოლზე. თუმცა ზოგიერთი დიდი ძებნის ძაღლი გამოყავთ სხვა შეჯიბრებზეც, ძირითადად ,,კლასიკაზე,,–ზაფხულის შეჯიბრზე ჩასმულ მწყერზე.

კუნძულელი მეძებრების გეშვა–მომზადებისას ყველაზე რთული ფაქტორი არის მათი ,,არაუნივერსალურობა,,. ეს ჯიშები აჩვენებენ ძებნის მაქსიმალურ სიშორესა და სისწრაფეს, ბუნებრივია ეს მაქსიმუმები მნიშვნელოვნად განსხვავდება ვთქვათ გნოლზე და ბეკასზე. გარკვეულ წილად იცვლება სვლის სისწრაფე, უფრო მეტ წილად პარალელების სიმჭიდროვე. ამიტომაც სხვათაშორის იტალიელი მომშენებლებთან ვისთანაც დასავლელი მონადირეები ყველაზე ხშირად ყიდულობენ ახლაგაზრდა მაგრამ უკვე სანადიროდ ბოლომდე მომზადებულ ძაღლებს, მიღებულია კითხონ მომავალ პატრონს რომელ ფრინველზე აპირებს მეტწილად ნადირობას, რათა აარჩიონ და მოამზადონ ძაღლი უშუალოდ ასეთი ნადირობისთვის.

ძაღლი რომელიც დაგეშილია ბეკასზე ან მწყერზე რა თქმა უნდა არანაკლები ეფექტურობით მოძებნის ტყის ქათამსაც და გნოლსაც, მაგრამ უფრო მჭიდრო პარალელების გამო წააგებს ძარლებთან რომლებიც დაგეშილები არიან ფრინველებზე რომლთა სუნი უფრო მძაფრია. აი ძაღლი რომელიც სპეციალიზირებულია გნოლზე ან ხოხობზე, ნკლები სუნის მქონე მწყერს და ბეკას ხშირად გამოტოვებს არასაკმარისად მჭიდრო პარალელების არქონის გამო. სპორტსმენი ძაღლის ერთი სახეობის ფრინველიდან მეორეზე გადაწყობას ხანდახან ერთი თვეც სჭირდება, ამიტომაც ასეთი ძაღლები მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში სპეციალიზირებულები არიან მხოლოდ ერთი სახეობის ფრინველზე.


რით არის მაშინ მდიდარი ეს სპორტული ცხოვრება გარდა ძაღლის მომზადებისა შეჯიბრისთვის?

რა თქმა უნდა საჯიშე მუშაობით. დიდ ძებნაში ძაღლების ძირითადი მასა ხვადებია–მათ უმეტესობას აქტიურად რთავენ 2, ორწლინახევრიდან. სპორტული კარიერა როგორც წესი გრძელდება 4–5 წელი. ამის სემდეგ დიდი ძებნის ყოფილი ვარსკვლავი ხდება კარგი, უფრო ხშირად კი არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი, თუმცა ამასთანავე ის არ მიდის ,,დიდი სექსიდან,,. ბევრი გამოდის შეჯიბრებზე ძებნის სხვა სახეობებში, რადგან დღეს ევროპაში მეძებრების შეჯიბრი–ეს ცალკე ინდუსტრიაა. ინდუსტრია რომელიც–პრესტიჟული, საინტერესო და რაც მთავარია ამ ინდუსტრიის წყალობით ნარჩუნდება და მრავლდება გამორჩეული სანადირო ძაღლები, მათ შორის პოინტერები და ინგლისური სეტერები.

მასალა მომზადებულია პროფესიონალი მგეშავებისა და მომშენებლების პეტარ პეტროვიჩის, მარიო და ფრანკო ტურტუროს დახმარებით

თარგმანი დათო კაკულია (ნათარგმნია რუსულ სანადირო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიიდან)


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gagrinski: May 8 2015, 13:51
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი May 8 2015, 14:03
პოსტი #20


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela




ყველგან ვდებ ამ სტატიებს სადაც ხელი მიმიწვდება, რავიცი იმედია წაიკითხავს ხალხი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი May 8 2015, 15:31
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მადლობა დავით. კარგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი May 8 2015, 17:57
პოსტი #22


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელი სტატიაა გასაანალიზებლად და დასკვნების გამოსატანად, ცხელი თავების გასაგრილებლადაც - ერთი ბანაკშიც და მეორე ბანაკშიც. newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
hunter88
პოსტი May 8 2015, 18:53
პოსტი #23


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 485
რეგისტრ.: 12-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi-bakuriani



gagrinski
საღოლ მაგრად გიშრომია. საინტერესოა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Gcckoka
პოსტი May 8 2015, 20:08
პოსტი #24


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 527
რეგისტრ.: 14-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძალიან საინტერესო სტატიაა newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი May 8 2015, 23:52
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



gagrinski
ბრავო small3d018.gif კარგია და საინტერესო,დიდი მადლობა newsmile05.gif
ციტატა(dato gagrinski @ 8th May 2015 - 15:03) *
ყველგან ვდებ ამ სტატიებს სადაც ხელი მიმიწვდება, რავიცი იმედია წაიკითხავს ხალხი

ცხვედიანს დაელაპარაკე,იქნებ ჟურნალშიც დაბეჭდონ ეს სტატია,უფრო მეტი ხალხი წაკითხავს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი May 9 2015, 18:00
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ჩასასწორებელია მიტანების მაგივრად ლტოლვა უნდა იყოს, ჩამისწორეთ რა, ანუ ე.წ. პადვოდკა ვთარგმნე არასწორად.

მადლობა, მიხარია რომ წაიკიტხეთ და ინტერესი გამოხატეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილი
პოსტი May 9 2015, 20:12
პოსტი #27


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



ბატონო დავით, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ასეთი ნაშრომისათვის. დაახლოებით ვიცი რა ძნელია თუნდაც ერთი წინადადების თარგმნა.
ბატონო დავით, უფრო გასაგები რომ იყოს, ციტატა-„როგორც პეტარი ამბობს–დაარეგისტრირე თუნდაც ნებისმიერი ხოჭო“- აქ უნდა იყოს არა ხოჭო, არამედ ჟუჩკა, ანუ ცუგა, ანუ ფინია და ა.შ. პატივისცემით თქვენდამი და ასევე თქვენი ნაშრომის მიმართ - არჩილი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი May 9 2015, 21:35
პოსტი #28


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



არჩილი

მადლობა გამოხმაურებისთვის, მინდოდა განმარტების ფრჩხილებში ჩასმა მაგრამ აღარ ვქენი, თხოვნა მაქ ბატონობით ნუ მომმართავთ, მეუხერხულება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
G_cicqa28
პოსტი May 9 2015, 23:58
პოსტი #29


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 33
რეგისტრ.: 21-October 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



gagrinski
მადლობა საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატიისთვის small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი May 13 2015, 21:21
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მოკლედ ვაგრძელებ სტატიების სერიას, შეკითხვა იყო დასმული რა პრინციპით ხდება შეფასება, შესაბამისად მოვძებნე სტატია და ვთარგმნე. სტატია ეკუთვნის ცნობილ უკრაინელ ექსპერტს იური კონოვალოვს რომელსაც საქართველოშიც აქვს ნამსაჯი. ვფიქრობ ექსპერტის შეხედულება ფილდტრაილზე საინტერესოა, თან იმ ექსპერტის ვინც საბჭოთა კინოლოგიაზე გაიზარდა და ბოლო რამდენიმე წელია გადაწყვიტა ახალ რეალობას ეზიაროს.

ეფციაი–ს წესებით მეძებრების შეფასების კრიტერიუმები

ვუბრუნდები თემას რომელთანაც მოხდა შეხება სტატიაში–,,ვისი სისტემაა უკეთესი?–სპორტულ და სანადირო ძაღლებში, მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია რომელიც მივიღე ჟან კლოდ დარიგადისგან რომელიც არის ევროპის პოინტერ კლუბის პრეზიდენტი, ასევე მისი კოლეგებისგან. მათთან საუბრის საშუალება მომეცა 2008 წელს რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მწყერზე მეძებარი ძაღლების შეჯიბრის დასრულებისთანავე CACIT–ის რანგის შეჯიბრი გაიმართა მეძებარი ძაღლებისთვის ასევე მწყერზე.

ჩვენ უკრაინელ და რუს ექსპერტებს რომლებსაც გვაინტერესებს ეს საკითხი და გვნიდა ფეხი ავუწყოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს მოგვეცა უნიკალური საშუალება ამ ღონისძიებაზე სტაჟირება გაგვევლო. ამასთანავე შეჯიბრის წინ მივიღეთ ინფორმაცია მინდორში ძაღლის შეფასების კრიტერიუმებზე. მოგვიანებით წილად გვხვდა რამდენიმე ძაღლი დარიგადის კომენტარებით, რატომ მიიღო ამა თუ იმ ძაღლმა შეფასება ან მოიხსნა. შემდეგ ექსპერტები გაგვყვეს ჯგუფებად, 3 კაცი თითოეულში და შემოგვთავაზეს გვემსაჯა რამდენიმე ძაღლისთვის როგორც სოლო ასევე წყვილში გამოსვლისას. ჩვენს მოსაზრებებს და დასკვნებს ვაბარებდით ჟან კლოდს–ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე მოცემული ძაღლის ან წყვილის წყვილის შეფასებისას. ის ან გვეთანხმებოდა ან კორექტირების მერე გამოქონდა თავისი გადაწყვეტილება რომელიც იყო კიდეც მთავარი სიტყვა ძაღლის შეფასებისას.

ამ შეჯიბრებეზე მონაწილეობის სურვილი განყოფილებაში ,,სოლო,, სურვილი გამოხატა 13–მა კუნძულელმა და 9 კონტინენტალმა, განყოფილებაში ,,წყვილები,, 9 კუნძულელმა და 4–მა კონტინენტალმა. აღნიშვნის ღირსია ხარკოვის პოინტერ კლუბის წევრის ა.დინეცის წარმატებული გამოსვლა კურცჰაარით–რონ ალდო, მან მეორე ადგილი დაიკავა განყოფილებაში სოლო. პირველ ადგილზე ამ განყოფილებაში სანადირო კლუბ იუნისის ძაღლები გავიდნენ, პოინტერი–ვულკანი და კონტინენტალებში კურცჰაარი ბრუნო. წყვილში ვერც ერთმა ძაღლმა მაღალი კატეგორიის მსაჯების აზრით ვერ აჩვენა მუშაობა რომელიც მათ CACIT–ის წოდებას მიანიჭებდა.

ახალი რა აღმოვაჩინე ამ სტაჟირების შემდეგ? აღმოჩნდა რომ დასავლეთში წყვილში გამოსვლა შეუძლიათ მხოლოდ ერთი ჯგუფის ძაღლებს, მაგალითად, კონტინენტალები ეჯიბრებიათ კონტინენტალებს, კუნძულელები კი კუნძულელებს. წყვილში შეჯიბრისას ერთმანეთს ეჯიბრებიან ძაღლები რომელთა ასაკი 4 წელზე ნაკლები არ არის, ჩვენი ევროპელი კოლეგები თვლიან, რომ ძაღლის მუშაობა მეტოქესტან არის უდიდესი გამაღიზიანებელი ფაქტორი, შეჯიბრებითობის, პირველობის სურვილი ახლაგაზრდა მორალურად ჯერ მოუძლიერებელი ძაღლისთვის ხშირად მთავრდება კრახით, ძაღლის მორჩილებიდან გამოსვლით, ეს კი მომავალში მისი როგორც სპორტსმენისა და მონადირის გამოყენება დაუშვებელს ხდის. დაახლოებით ასეთივე კრიტერიუმები ქონდათ ჩვენს რევოლუციამდელ და ომამდელ მომშენებლებს როდესაც ისინი ძაღლებს ყოფდნენ შემდეგ კატეგორიებად.

1–პირველი მინდვრის მქონე

2–რამდენიმე მინდვრის მქონე

3–ჩემპიონები

ჩვენს კლასიკურ სახელმძღვანელოებში რომელიც მეძებრების დაგეშვას ეხება ძირითადად საუბრობენ რომ დასაგეშად საუკეთესო ფრინველი არის დუპელი, შემდეგ მწყერი და მხოლოდ ბოლოს–გნოლი. არ ვიცი რამდენად არის ევროპაში გავრცელებული დუპელი, მაგრამ მწყერი კი ნამდვილად არის. როდესაც ჩვენ გვითხრეს რომ საუკეთესო ფრინველი ძაღლის დასაგეშად არის გნოლი ჩვენ გაგვიკვირდა, ვეცადეთ დაგვემტკიცებინა, რომ მწყერია ის ფრინველი რომელიც გამოსცემს მცირე რაოდენობის სუნს და წარმოადგენს მეძებრის ყნოსვის სიშორის საზომს. ამ სიტყვებზე ჩვენს ფრანგ დამრიგებელს გაეღიმა და აღნიშნა რომ მწყერი ნომერ პირველი ფრინველია საჭმელად და არა მეძებრების დასაგეშად და აი რატომ.

მწყერი მართლაც გამოსცემს მცირე რაოდენობით სუნს, ამაშია სწორედ მისი ნაკლი და არა უპირატესობა. ამას გარდა ისევე როგორც სხვა ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს შეუძლია საკმაოდ სწრაფად გადაადგილება ფეხების და არა ფრთების საშუალებით. ფრინველის ასეთი ქცევა ძაღლს ხშირად აიძულებს ეძებოს თავდაწეულმა, იქექება კვალზე და ხშირად გადადის ასეთი მანერით მუშაობაზე. განსაკუთრებით ეს დაუშვებელია ახალგაზრდა ძაღლებისთვის რადგან მათზე პირველი მუშაობისას გამოვლენილი ჩვევები ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. იმის გამო რომ მწყერი სუნს მცირე რაოდენობით გამოყოფს ძაღლი მწყერზე ზედ მიმდგარი მუშაობს. ასეთი მუშაობისას ძაღლს არ შეუძლია გააკეთოს მიტანება. გრენგროსის გამოთქმით–სად მიეტანოს როცა ფრინველი ცხვირთანაა. აქედანაა სწორედ პრობლემები–მიტანებაში, როცა მეძებარი ბრძანების შემდეგ დაბორკილ მდგომარეობაშია და არ მიდის ფრინველის ამოსაფრენად. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი თვისებები ახალგაზრდა ძაღლის მწყერზე დაგეშვისას, შესაძლოა გადავიდეს ჩვევაში და ძაღლი ვერ უპასუხებს იმ მოთხოვნებს რომელზეც საუბარი ქვემოთ გვექნება.

როდესაც ახალგაზრდა ძაღლს გნოლზე გეშავ ყველა ამ უსიამოვნების თავიდან აცილება შეიძლება. თუმცა გნოლი მწყერზე არანაკლებად დარბის, მაგრამ ის ბევრად უფრო მძაფრ სუნს გამოსცემს და საშუალებას აძლევს ძაღლს ის თავაწეულს ყავდეს ცხვირზე. ძაღლი უფრო შორს ყნოსავს გნოლს, შესაბამისად ნაბულზეც მისგან საკმაოდ შორს დგება მწყრისგან განსხვავებით. ემანაცია (გაჟონვა, გავრცელება–ამ შემთხვევაში იგულისხმება სუნის) იმდენად ძლიერია რომ ხდება დამუხრუჭების რეაქცია რომლის დროსაც მისი ადგილიდან დაძვრა ფეხის კვრითაც კი შეუძლებელია. ძაღლი ადვილად იხსნება ნაბულიდან გამომყვანის ბრძანებისთანავე და მსუბუქად, რბილად აკეთებს მიტანებას ფრინველზე, გაძლევს სროლის საშუალებას.

ჩემთვის ისევე როგორც ბევრი ჩემი კოლეგისთვის, რომლებიც მიჩვეულები ვიყავით ძაღლის მუშაობის შეფასებას ციფრებითა და გრაფებით, გაუგებარი იყო როგორ ავუაროთ გვერდი ამ ყველაფერს და ამავე დროს მივცეთ შფასება ძაღლის მუშაობას, რაც მთავარია ობიექტურად გამოვარჩიოთ საუკეთესო ძაღლი, მივცეთ მეორე და მესამე ადგილი თუ ეს შეჯიბრის წესდებითაა განსაზღვრული. აღმოჩნდა რომ ეს არც თუ ისე რთულია. შეფასების კრიტერიუმები სამამულო და დასავლელი ექსპერტებისა პირველ ნაწილში ემთხვევა. უბრალოდ ჩვენთან ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. ჩვენი ექსპერტებიდან არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ყნოსვის სიშორე თუ ყველაფერს არა თითქმის ყველაფერს წყვიტვს დიპლომის ხარისხის მინიჭებისას. შორი ყნოსვის ჩვენების შემდეგ , ამავე დროს თუ ის ზუსტიც იყო, შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფნი დანარჩენი გრაფები დგება ისე რომ დაიწეროს მაღალი ხარსხის დიპლომი, ისე რომ ხშირად ყურადღებასაც არ ვაქცევთ ნაკლოვანებებს სტილში და სხვა პარამეტრებში. ყველაფერთან ერთად ჩვენ ვამბობთ რომ ვამრავლებთ ძაღლებს სანადიროდ და სპორტი ჩვენთვის უცხოა. მაგრამ უბრალო მონადირისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რა მანძილზე დაამუშავა მეძებარმა ფრინველი. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია არის თუ არა ამ მინდორში აერთოდ ფრინველი და თუ არის როგორ მოძებნოს ის სწრაფად.

მე ხშირად ვნადირობ მეგობრებთან ერთად რომლებსაც სხვადასხვა ჯიშის სანადირო ძაღლები ყავთ განსხვავებული ყნოსვის სიშორით. რაზე მეტყველებს მათი დიპლომები და ჩემი პირადი დაკვირვებები. ერთნაირი სასროლო მომზადებისას ნადირობის რეზულტატები თითქმის არ განსხვავდება, არ არის დამოკიდებული ძაღლის ჯიშზე, ყნოსვის სიშორეზე ან ამა თუ იმ ძაღლზე. ამიტომაც ყნოსვის სიშორეს აქვს მნიშვნელობა მონადირისთვის მაგრამ არა უმთავრესი არამედ მეორე ხარისხოვანი. მინდია ვიკითხო, სად არის ლოგიკა ჩვენს მსჯელობაში მეძებარი ძაღლების თანდაყოლილი თვისებების გამოვლენისას? რათქმაუნდა არავინ ამბობს იმას ყნოსვა მეძებრისთვის არის ნაკლებადმნიშვნელოვანი და უნდა გავამრავლოთ ყნოსვის არმქონე მორბენლები. ეფციაის წესები ზუსტად რომ არ გაძლევს საშუალებას ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადახვიდე, არამედ ფილტრავს ძაღლებს ყველა იმ პარამეტრით რომელიც ჩვენთან არის მიღებული 100 ქულიან სისტემაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მათ წესებში უფრო დიდი გრაფაა–რატომ შეიძლება მოიხსნას ძაღლი ან რა არ უნდა გააკეთოს ძაღლმა.

ამ წესების თვში განსაზღრულია სამი მიმართულება:

1–ძებნის სიშორე და სისწრაფე

2–ძაღლის მუშაობის სტილი კოპლექსურად

3–ფრინველთან ახლოს მუშაობა

ავხსნათ დაწვრილებით:

პირველი გულისხმობს რამდენად შორს გადის ძაღლი ორივე მხარეს გამომყვანისგან და რამდენად სწრაფად აკეთებს ამას. მათ აქვთ განსაზღვრება სანადირო ან საგნოლე ძებნა, ეს როდესაც ძაღლი 200 მეტრ სიგრძეზე გადის სხვადასხვა მხარეს გამომყვანისგან, ძირითადად ეხება კონტინენტალურ მეძებრებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ძაღლს არ შეუძლია გავიდეს უფრო შორს ან უფრო ახლოს.

არსებობს აგრეთვე განსაზღვრება ტრაილერი, დიდი ძებნა გამომყვანისგან 500 მეტრზე და უფრო შორს ორივე მხარეს. ის მიზანშეწონილია მხოლოდ კუნძულელი მეძებრებისთვის.

ძარლებს ასეთი ტიპის ძებნისთვის არჩევენ ლეკვობიდან, ყველა ძაღლს არ ძალუძს ასე შორს გავიდეს გამომყვანისგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ასწავლო ეს ძაღლს შეუძლებელია. მაგრამ ასეთი ძებნის შემთხვევაში ძაღლმა გამომყვანთან კონტაქტი არ უნდა დაკარგოს. ასეთ ძაღლებს ამზადებენ პროფესიონალები, როგორიც მაგალითად არის ერნესტო პეზოტა, მეოთხე თაობა პროფესიონალი კონდუქტორებისა. უნდა აღინიშნოს რომ მთავარი ამოცანა ასეთი შეჯიბრებებისას არის ძაღლის თანდაყოლილი ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების აღმოჩენა. გამომყვანი კადრს მიღმა დგას, ძაღლი ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს, მაგრამ ბევრს არ ესმის თუ რა ტიტანური შრომაა ჩადებული ცხოველში რომ ის ასე მოიქცეს შეჯიბრზე. პარალელების სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 40 მეტრს, პარალელების მოხაზულობას მკაცრად არ უყურებენ, მთავარია, რომ იმ ადგილადან რაც უკვე დაამუშავა ძაღლმა შემდეგ ფრინველი არ ამოფრინდეს, ასეთ შემთხვევაში ძაღლი იხსნება.

შემდეგი პუნქტი სტილია–ეს ძაღლის მუშაობის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. მოძრაობა, ნაბული, მიტანება და ახლომიწევა სტილის განსაზრვრებაშია გაერთიანებული. ძარლს რომელსაც არ აქვს სტილში გაერთიანებული ერთი ელემენტი მაინც არასდროს არცერთი ექსპერტის მსაჯობის დროს ვერ მიიღებს მაღალ ტიტულს, შესაბამისად არცერთი წესიერი მომშენებელი არ შეაჯვარებს ასეთ ხვადთან ძუს ან არ აიყვანს ამ დართვიდან ლეკვს. მათი წესების ეს პუნქტი იძლევა საშუალებას განსაზღვრო როგორც ჯიში ცალკე პოინტერი და ცალკე სეტერი და არა საერთო გაგებით მეძებრის პერანგში გადაცმული ამა თუ იმ ჯიშის ძაღლი.

სტილის შეფასების კრიტერიუმები ჩვენისგან არ განსხვავდება, ერთადერთი და განუყოფელი მოთხოვნაა რომ ნებისმიერი ჯიშის მეძებარს თავი მაღლა აწეულს ეკავოს, ანუ მინდორი ყავდეს ყნოსვაზე აყვანილი ძებნის დროს. ასევე ამაყად აწეული თავი ჰქონდეს ნაბულის დროს, უმჯობესი კი იქნება ყნოსვა კიდევ უფრო აწიოს მხრებს ზემოთ, მიტანება გააკეთოს თავის დაუშვებლად. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას თავი ფრინველის ნაჯდომისა და კვალის შესამოწმებლად. ევროპელებისთვის ასევე ნაკლად ითვლება:

1–გავის ასროლა მოძრაობის დროს

2–რბილი(პლავნი) მოძრაობის არქონა სეტერებში

3–მაღალი, გრძელი ნახტომი პოინტერებში

4–კუდის ბოლოს ან მთელი კუდის ქნევა, რასაც ხუმრობით მაიონეზსაც ეძახიან, რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ მაიონეზს თქვიფავს

5–მინდაოს ხაზზე თავის ტარება პოინტერებში, მინდაოქ ქვემოთ სეტერებისთვის

კუდი პოინტერს მოძრაობის დროს 45 გრადუსიანი კუთხით უნდა ეჭიროს, კარიერის და გალოპის დროს კუდი გაუნძრევლად უჭირავს. სეტერს ის უკანა ფეხებს შორის აქვს ცაშვებული და გაუნძრევლად უჭირავს.

და ბოლოს მუშაობა ფრინველთან ახლოს. აქ იგულისხმება ნაბული, ახლომიწევა(ლტოლვა–პადტიაჟკა) და მიტანება. ძაღლი უნდა დადგეს ნაბულზე და დაელოდოს გამომყვანს იმისდა მიუხედავად თუ რა მანძილზე იმყოფება ის კონდუქტორისგან. შემდეგ პირველივე ბრძანებაზე უნდა გადავიდეს მიტანებაზე, მიტანება უნდა ქონდესშეუფერხებელი რბილიდად მოსრიალე გამომყვანთან ერთად, არ უნდა უსწრებდეს კონდუქტორს.

ფრინველის აფრენა ნახტომით და შორს გამომყვანისგან ნადირობის დროს არ მისცემდა მონადირეს განეხორციელებინა გასროლა დამიზნებით. თუ ძაღლი დადგა ფრინველზე გამომყვანისგან შორს და ფრინველი გადაადგილდება მეძებარმა არ უნდა დაიწყოს მისი დევნა, ე.წ. ნაბული მოძრაობაში, როგორც ამის უფლებას ჩვენი წესები იძლევიან. ევროპაში ეს ისჯება ძარლის შეჯიბრიდან მოხსნით და ნაბულიდან არცერთი მეტრით გადაადგილება არ შეიძლება.

თუ ძაღლმა ფრინველი ცხვირიდან დაკარგა, მეძებარმა მაღალი ყნოსვით ის კვლავ უნდა დაამუშაოს და დადგეს ნაბულზე. ასეთ შემთხვევაში გამომყვანებს აძლევენ უფლებას ძაღლი 40–50 მეტრით უკან გაიყვანონ, რადგან ფრინველს შეეძლო ქარის მიმართულებით შემოსულიყო, სწორედ ამიტომ უნდა მიეცეს მეძებარს მისი დამუშავების საშუალება. ღირს დავეთანხმოთ რომ მხოლოდშორი და ზუსტი ყნოსვის ძაღლს შეუძლია ზუსტად და შეუცდომლად დაამუშავოს გადაადგილებული ფრინველი.

ცრუ ნაბულები გავლენას ახდენს ძაღლზე არსებულ საერთო წარმოდგენაზე და მის საბოლოო ადგილზე სატურნირო ცხრილში. ცრუ ნაბული დაშვებულია მხოლოდ 3. ფრინველის აფრენის შემდეგ ძაღლი უნდა დარჩეს ადგილზე მანამ სანამ გამომყვანი მას საბელს არ ჩააბამს ექსპერტის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის დროს. ყოველი ხმოვანი სიგნალი პირველის გარდა (რომლითაც აფრთხილებენ მონაწილეს რომ პირველი საპატიო წუთი ამოიწურა სადაც ძაღლს ყველა შეცდომას პატიობენ) გამომყვანმა ძაღლს საბელი უნდა ჩააბას. წყვილში შეჯიბრის დროს ყოველი ხმოვანი სიგნალის შემდეგ ძაღლებს აბამენ საბელს და იცვლიან ძებნის მიმართულებას. თუ შენ თავდაპირველად ძაღლი გაუშვი მარჯვნივ, ხმოვანი სიგნალის შემდეგ შენ ვალდებული ხარ ის მარცხნივ გაუშვა.

წყვილში შეჯიბრის დროს აუცილებელია სეკუნდირება ორივე მონაწილისთვის, აკრძალულია ნებისმიერი ბრძანების მიცემა ძაღლისთვის იმ დროს როდესაც ის ზუსტად მიდის კონკურენტის ნაბულთან, ასეთ დროს ძაღლმა სეკუნდირება დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.

ძაღლისთვის რომელიც დაგეშილია გნოლზე, უფრო რთულია იმუშაოს მწყერზე იმ მანერით რომელიც ზემოთაა აღწერილი, ვიდრე ამას ჩვენი მოშენების ძაღლები აკეთებენ. მათ უხდებათ უფრო ხშირად სუნის შემოწმება და შეჩერება უფრო დიდხანს ვიდრე ეს ჩვენი ძაღლების შემთხვევაშია, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი ამ ამოცანას თავს წარმატებით ართმევენ.

როგორ განვსაზღვროთ შეჯიბრის საუკეთესო ძაღლი?

ყოველი გამოსვლის დროს ეს სოლო იქნება თუ წყვილში, ძაღლებს უწერენ პირობით ქულებს თითოეულ ელემენტზე, სვლა, სტილი და ფრინველთან ახლოს მუშაობა. სულ თითოეულ ელემენტზე 20 ქულას.

ფრიადი–15–20 ქულა

ძლიერ კარგი–10–15 ქულა

კარგი 5–10 ქულა

ამ ქულებს თითოეულ ელემენტზე არ აჯამებენ არამედ ადარებენ და გამოყავთ ერთი საერთო ქულა მოცემულ ძაღლზე ამა თუ იმ კატეგორიის შეფასებისთვის. ჩვენი შეჯიბრებებისგან განსხვავებით სადაც მონაწილეს გამოსვლის დასრულებისთანავე ეუბნებიან, ევროპელები რეზულტატებს მონაწილეებს აცნობენ საშეჯიბრო დღის დასრულებისას. როგორც წესი გამორცეული, მკვეთრად დასამახსოვრებელი მუშაობები ცოტაა. ყველა ასეთი მუშაობა ექსპერტებს მშვენივრად ახსოვთ და თათბირის შემდეგ შეუძლიათ დაამატონ ან დააკლონ ქულები ამა თუ იმ ძაღლს, ახსოვთ რა ძაღლის ნაკლი ან უპირატესობა. თუ ექსპერტებს შორის არსებობს ეჭვები ძაღლისთვის ადგილის მიკუთვნების თაობაზე, მეძებრებს უშვებენ წყვილში. აქ კი თვალნათლივ ჩანს რომელი ძაღლია საუკეთესო. ასეთი დამატებითი შეჯიბრი შესაძლოა დასრულდეს ერთ–ერთი ძაღლის სასარგებლოდ ისე, რომ მას ფრინველი არც კი შეხვდეს, რადგან მათ ძაღლის ფრინველთან დამოკიდებულება და მუშაობა უკვე ნანახი აქვთ. უპირატესობა ყოველთვის უჭირავს ძაღლის სტილს და ძებნის მანერას.

ფრინველის აფრენისას ისვრიან მხოლოდ სასტარტო პისტოლეტიდან, უსაფრტხოების წესებიდან გამომდინარე თოფის გამოყენება არ ხდება. ძაღლის მუშაობისას და მისი დასრულებისას გამომყვანს არ აქვს საუბრის უფლება, მითუმეტეს მსაჯების აზრის გაპროტესტების უფლება. მსაჯი ხელშეუხებელია და მისი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ძაღლის მუშაობის უკეთესი განსაზღვრისთვის მსაჯები მინდორში 100–150 მეტრის სიგანეზე იშლებიან და ბინოკლების საშუალებით აკვირდებიან მეძებრის მუშაობას.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ სისტემით დასავლეთ ევროპის ყველა ძაღლს არ ამზადებენ, ეს უმაღლესი ლიგაა, საუკეთესოები საუკეთესოთა შორის. გარდა ზემოთ აღწერილი წესებისა არსებობს ასევე სხვა ნაციონალური წესებიც მათ შორის ფრინველზე სროლის უფლებით. დართვა და საჯიშე ხაზზე მუშაობა დემოკრატიულია. რამის აკრძლვისკენ არავინ არ ილტვის. უბრალოდ პატრონისმიერ ძაღლის მიმართ წაყენებული სხვადასხვა დონის შესაბამისად არსებობს შესაბამისი ძაღლები. ადამიანები ვისაც ძაღლები დიდი სპორტისთვის ყავთ, ძაღლებს ძალიან დიდი დაკვირვებით არჩევენ, მათ არ აინტერესებთ სწრაფი დართვებით მიღებული შთამომავლობა და სწრაფი ფული. ლეკვებს საშენში აცერებენ წლამდე და ამის შემდეგ ნელ–ნელა ცხრილავენ იმ ძაღლებს ვინც მომშენებლის აზრით არ ვარგა ასეთი სახის შეჯიბრებებისთვის. ამიტომაც შეიძინო კარგი სპორტული ძაღლი ძალიან რთულია, თუნდაც დიდი ფულით.

იური კონოვალოვი

ხარკოვის პოინტერ კლუბის პრეზიდენტი

უკრაინელი ექსპერტი

newsmile045.gif

მოკლედ თუ რამე შეცდომა მაქ ტერმინებში გთხოვთ შემისწოროთ, არ ყოფილა იოლი სპეციფიური თემების თარგმანი და მათი ქართულ ენაზე მორგება. თუ დაგაინტერესებთ მოხარული ვიქნები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 12:20