ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობის სეზონის გახსნა, წალკა, 16 აგვისტო, 2014 წელი. |
Aug 17 2014, 17:32
პოსტი
#1
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით
პირველ რიგში გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას. შედეგიანი წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის. როგორც იცით, 16 აგვისტოს გაიხნა ნადირობის სეზონი რასაც რა თქმა უნდა მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ''ოჩოპინტრე''-ს წევრები და არა მარტო დიდი ხანია ელოდნენ. იყო მანამდე ძაღლების გეშვა, გამოცდა და რა თქმა უნდა ოჩოპინტრეს ტრადიციული შეჯიბრი, რომელიც წინ უძღვოდა ნადირობის სეზონის გახსნას. ''ოჩოპინტრეზე'' დიდი ხანი იგეგმებოდა ნადირობის სეზონის გახსნის საკითხები. ყველას თავისი აზრი ჰქონდა თუ სად უნდა გაეხსნა კლუბს სეზონი და ბოლოს შევჯერდით წალკაზე და მინდა ვთქვა, რომ არც შევმცდარვართ. როგორც იქნა მოვიდა ნანატრი 16 აგვისტო და შეკრების ადგილზე ნაადრევად მისული კლუბის წევრებს ერთი სული ჰქონდათ როდის დავიძვრებოდით წალკისკენ. და აი როგორც იქნა დავიძარით დათქმულ დროს. ვიყავით საკმაოდ დიდი კოლონა, დაახლოვებით 12 მანქანა, გზაზე რა თქმა უნდა იყო პატარ-პატარა სიურპრიზები, ზოგს თოფი დარჩა სადარბაზოში ზოგის მანქანამაც უარი თქვა დაქოქვაზე, მაგრამ ვმოძრაობდით მოწესრიგებულად კოლონაში. თავში ჩავლეს მანქანა იდგა, ბოლოში გენერალის მოკლედ ჩავედი მშვიდობით და გავჩერდით ბეშთაშენის გადასახვევთან. შევთანხმდით, რომ 12 საათზე შევხვდებოდით ნაძვნარში სადაც გველოდა დიიდი პურმარილი თავისი ბლომად სასმელით ყველა თავის გზაზე და მინდვრებში წავიდა. მე ვინაიდან თოფი არ მქონდა და ჭალიმგელამ მათხოვა, აღმოვჩნდი ჭალიმგელას, ზახარას, ჩავლეს, ნუკრას, ჯოლას, გურგენას და გენო ძიას ეკიპაჟში. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ.... კიდევ ვიარეთ, ვიარეთ და ბოლოს მივაგენით მინდვრებს, სადაც ჭალიმგელას აზრით უნდა ყოფილიყო ბეეევრი ბწყერი...... და იყო კიდეც.... )))) დავიწყეთ ამოლაგება, თოფების აწყობა და მუსაიფი. ამდენი გახარებული და ნადირობას მონატრებული სახე, კაი ხანია არ მინახავს.... მოკლედ კაი ხანი ვიარეთ. მწყერი ვნახეთ კარგი რაოდენობით, როგორც თქვეს კარგად არის მწყერიო, თორე აბა მე რა მაგისი მამიდა ვიყავი? პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ ჰოდა ძაღლებმაც კარგად იმუშავეს. გურგენას ლაიმამ და ჭალიმგელას გუფი-დანდალამ, სამაგალითო ყნოსვა, ''სტოიკა'' და მოტანა გამოავლინეს. მორჩა პირველი შეტევა და ჩვენც დავბრუნდით მანქანებთან. ყველა გახარებული იყო, ნასიამოვნები ნადირობითაც და ძაღლების მუშაობითაც. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, ცოტა დავისვენეთ და შევუდექით მეორე შეტევას. რაც შეეხება ჩემს ნადირობას და ნანადირებს. შთაბეჭდილებები კარგია. პირველად ვიყავი მწყერზე სანადიროდ და მინდა ვთქვა, არც ისეთი უსაქმური საქმე ყოფილა როგორც მეგონა. ძალიან კარგი სანახავია ძაღლის მუშაობა. დადგომა და შემდეგ მწყერის ამოფრენა. მთლიანობაში კარგი ნადირობა გამომივიდა (ჩემი აზრით ) 3 აყვანილი მწყერი, 9 აცელილი... რომ არ ამეცილა კი მეყოლებოდა 12 მაგრამ რად გინდა? არ ვარ მე იმნაირი... მიკლედ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე გუშინდელი ნადირობით და დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელი შეუწყეთ ჩემს ამ სიამოვნებას. |
|
|
Aug 18 2014, 09:23
პოსტი
#31
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
გილოცავთ ლომებო სეზონის გახსნას წარმატებული სეზონს გისურვებთ
|
|
|
Aug 18 2014, 11:11
პოსტი
#32
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უმაგრესი და ულამაზესი დღე იყო. მადლობა ყველას ამ მშვენიერი დღისთვის.
ისე მიმღეთ ახლიდან კლუბში რა, ახალი მაისური მინდა. |
|
|
Aug 18 2014, 12:24
პოსტი
#33
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
რაც შეეხება გენერალს,ჩემი აზრით ცალკე თემა ეკუთვნის ამ გახსნაზე
კარგადაც ვინადირეო,კულინარიის უნარით ყველა გაგვაოცა,თამადობა არ შეშლია უბადლოდ გაუძღვა სუფრას და ვაფშე კაი ტიპია რა |
|
|
Aug 18 2014, 12:46
პოსტი
#34
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
გილოცავთ ყველას სანადირო სეზონის გახსნას, მშვიდობიანად ჩაგეტარებინოთ ეს და სხვა მრავალი სეზონი.
ვულოცავ ახალ წევრებს ოჩოზე გაწევრიანებას. ისეთი გამოხმაურებები აქვთ პირველ ნადირობაზე, პირველ მწყერზე და აცილებაზე, რომ ჩელე და მეგრელი სავარაუდოდ უკვე მოიწამლნენ ნადირობით თავისი სამომავლო შედეგებით, გილოცავთ ბიჭებო. გაიხარეთ ყველამ, მაგარი გახსნის დღე მოგიწყვიათ, ვწუხვარ, რომ ვერ ვიყავი თქვენთან ერთად. მე პირადად ჩვენებთან ერთად კვირას გავხსენი სეზონი, ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესეო ნადირობის მხრივ. გილოცავთ ისევ და ისევ, შეძლებაც მოქცეთ ღმერთმა, ხალისიც და ჯამრთელობაც |
|
|
Aug 18 2014, 12:54
პოსტი
#35
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,630 რეგისტრ.: 6-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
happy new year გილოცავთ ახალ 2014 წელს, მაგარი
გახსნა გამოგსვლიათ, ყველას გილოცავთახალ სეზონს... |
|
|
Aug 18 2014, 12:58
პოსტი
#36
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
ყოჩაღ ბიჭებო
ამ უბედურ დროში თქვენ თუ გაუწევთ პოპულარიზაციას ნადირობას და ახალგაზრდა თაობასს აარიდებთ ნაკოტიკებს და ათას უბედურებას |
|
|
Aug 18 2014, 13:08
პოსტი
#37
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
Nodar_Ilarionich
თქვენც გილოცავთ სეზონის გახსნას ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გქონოდეთ ისეთი გამოხმაურებები აქვთ პირველ ნადირობაზე, პირველ მწყერზე და აცილებაზე, რომ ჩელე და მეგრელი სავარაუდოდ უკვე მოიწამლნენ ნადირობით თავისი სამომავლო შედეგებით, გილოცავთ ბიჭებო. მადლობა გამოხმაურებისთვის სიმართლე რომ გითრათ მე 16 წლიდან ვარ მოწამლული,ნუუ უფრო ადრეც მოვიწამლე,მაგრამ თოფი მაგ ასაკში მანდეს ხოლო ასეთ სიტუაციაში პირველად გავხსენი სეზონი |
|
|
Aug 18 2014, 13:13
პოსტი
#38
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta |
ძაან კარგი დღე იყო,ჯიგრები ხართ ყველა და მაგარი ხალხი ხართ ,ახალ წევრებს გილოცავთ დიდ ოჯახში შემობრძანებას
|
|
|
Aug 18 2014, 13:47
პოსტი
#39
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
შესანიშნავი დღე,გადასარევი ნადირობა და ბრწყინვალე ხალხთან ერთად ქეიფი.გაუმარჯოს ოჩოპინტრეს
|
|
|
Aug 18 2014, 13:54
პოსტი
#40
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
კარგი დღე გამოგსვლიათ. ბევრ ასეთი დროის ტარებას გისურვებთ. არადა მწადზე ვნერვიულობდი როგორ შეწვავენ ნაძვის ნახშირზე მეთქი
|
|
|
Aug 18 2014, 13:57
პოსტი
#41
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
marco-polo
ძაღლმა რა ქნა? |
|
|
Aug 18 2014, 14:10
პოსტი
#42
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 374 რეგისტრ.: 15-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
გილოცავთ სეზონის გახსნას. ბევრ ესეთ ლამაზ და ჩახუტებულ დღეს გქონოდეთ....
მე დასავლეთშივარ. ქუთაიშI და ვერ ვახერხებ მანდ წამოსვლას თორე დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით. წარმატებულ სეზონს გისურვებთ |
|
|
Aug 18 2014, 14:44
პოსტი
#43
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ერთი სერიოზული ლაფსუსი გაგვეპარა, რაშიც ალბათ როგორც ორგანიზატორს მთავარი ბრალი მე მიმიძღვის. ერთმანეთის იმედზე ვიყავით უდროობის გამო და ყველას ამოგვივარდა თავიდან რომ ახალციხელი გასვლის დაგეგმვას ვერ ხედავდა და დაგვრჩა კაცი დაუპატიჟებელი. ახალ წევრებს ყველას შევატყობინეთ ნაცნობ მეგობრების ხარჯზე.ოფიციალური წერილი უნდა მიგვეწერა (როგორც წესია) ამიტომ ამ ფაციფუცში სულ ამომივარდა თავიდან, რის გამოც დიიიიდ ბოდიშს მოვახსენებ
|
|
|
Aug 18 2014, 14:55
პოსტი
#44
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
პირველ რიგში გილოცავთ სეზონის გახსნას, კარგი პირი უჩანს ამ სეზონს.
ჭალიმგელა სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენთან ერთად, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინ არის იმედი მაქვს კიდევ იქნება ბეევრი ღონისძიებები (ღვინისძიებებიც) და მეც თქვენს გვერდით ვიქნები. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ახალციხელი: Aug 18 2014, 14:55 |
|
|
Aug 18 2014, 15:21
პოსტი
#45
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2024 - 21:46 |