ინგლისური სეტერი - ლავერაკი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #1801


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ოთო.
პოსტი Mar 29 2023, 20:18
პოსტი #1802


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



spacebar not working windows 7
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - უიარაღო   არა აქვს მნიშვნელო...   Feb 8 2016, 09:54
- - ammy   ანუ აუცილებელია ორ...   Feb 8 2016, 10:52
- - kardinal84   დიახ ეგრეა !.. ორივ...   Feb 8 2016, 11:01
- - ammy   ჩემს ემის ცვივა ბე...   Feb 13 2016, 22:46
- - Fishman   ammy ადგილ-ადგილ ხოა...   Feb 16 2016, 10:24
- - NAD1RA   9 თვის ჩუნჩო [/img] სიმ...   Feb 27 2016, 00:44
- - ammy   თქვენი ლეკვიც სულ ...   Feb 28 2016, 12:10
|- - NAD1RA   ციტატა(ammy @ Feb 28 2016, 13...   Feb 28 2016, 16:25
- - gagrinski   NAD1RA საერთაშორისო ს...   Feb 29 2016, 09:59
- - ammy   ჩემს ლეკვს თვალზე ...   Feb 29 2016, 21:37
- - kardinal84   ammy ვეტექიმს ანახე.   Mar 1 2016, 09:01
- - megreli   შემდეგ სეზონამდე...   Mar 2 2016, 01:00
- - megreli   არისტოკრატი   Apr 10 2016, 17:28
- - ჩ ა რ ლ ი   .   Jul 25 2016, 18:47
- - ჩ ა რ ლ ი   გამარჯობათ, ინგლის...   Jul 25 2016, 18:52
- - gagrinski   ზაფხულში ძაღლები ც...   Jul 25 2016, 19:44
|- - ჩ ა რ ლ ი   ციტატა(gagrinski @ Jul 25 2016, 2...   Jul 26 2016, 07:17
- - jaba_gugesha   ჩ ა რ ლ ი ჭიაზე დაამ...   Jul 26 2016, 12:15
- - gagrinski   სტერი ზოგადად თუ ღ...   Jul 26 2016, 18:32
- - ჩ ა რ ლ ი   გაიხარეთ, მადლობა ...   Jul 26 2016, 19:11
- - ჩ ა რ ლ ი   რითი კვებავთ სეტერ...   Jul 26 2016, 19:23
- - bubusicha   ციტატა(paata_27 @ 26th July 2016 ...   Jul 26 2016, 19:39
- - ჯოლა   ჩ ა რ ლ ი ჭიაზე და მკ...   Jul 26 2016, 21:42
- - ჩ ა რ ლ ი   რა პრეპარატები იყო...   Jul 27 2016, 07:55
- - ჯოლა   ჩ ა რ ლ ი მნიშვნელო...   Jul 27 2016, 10:45
- - ოთო.   ციტატა(paata_27 @ 25th July 2016 ...   Jul 27 2016, 15:28
- - baxi   \n \n \n \n \n ...   Jul 27 2016, 22:18
- - ჩ ა რ ლ ი   ასეტი მოკლე ბეწვი ...   Jul 28 2016, 20:18
- - baxi   სად ნახე ამის დაბა...   Aug 7 2016, 21:17
- - baxi   \n \n \n   Aug 22 2016, 07:29
- - JIN   ბატონებო სუფთა სის...   Sep 7 2016, 11:30
- - ნუკრიMax   JIN ეხლა მეეჭვება ვი...   Sep 7 2016, 15:07
- - ჭალიმგელა   JIN კი ყავთ სერიოზულ...   Sep 7 2016, 15:37
- - megreli   залить картинку на форум   Mar 29 2017, 14:55
- - ჭალიმგელა   გუფოვიჩი ბობო. ეხლ...   May 28 2017, 11:34
- - ოთო.   ჭალიმგელა ეგ ბობო ...   May 28 2017, 12:08
- - megreli   ჭალიმგელა ლაიქ შე...   Jun 2 2017, 19:25
- - ganja1981   სეტერი მიდიში გადი...   Jun 13 2017, 14:08
- - jaba_gugesha   მედიუმი   Jun 13 2017, 14:56
- - ganja1981   ჰმ....არა და მედიუმს ...   Jun 13 2017, 16:07
- - ვანიჩკა   ganja1981 მედიუმი უნდა https...   Jun 13 2017, 16:35
- - Gogi88   მოგესალმებით 3 დღე...   Aug 12 2017, 17:56
- - ოთო.   Gogi88 სალამი , კეთილი ...   Aug 12 2017, 18:04
- - Gogi88   ოთო. მადლობა ინფორ...   Aug 12 2017, 23:22
- - ოთო.   ეს ის შემთხვევაა კ...   Aug 13 2017, 07:22
- - უიარაღო   ლავერაკის სიმაღლე ...   Aug 14 2017, 09:00
- - Gogi88   ოთო. გასაგებია. ისე...   Aug 14 2017, 21:20
- - ოთო.   Gogi88 სამწუხაროდ მინ...   Aug 15 2017, 09:40
- - ოთო.   უიარაღო არ ინერვი...   Aug 15 2017, 09:53
- - უიარაღო   ოთო. მადლობა. ახლა ...   Aug 15 2017, 11:10
- - Gogi88   ოთო. პატრონს დაუბრ...   Aug 16 2017, 05:52
- - Fishman   უიარაღო რაც პატარ...   Aug 17 2017, 09:47
- - samsoni777   მირჩევნია კარგი იყ...   Aug 17 2017, 10:13
- - ოთო.   ციტატა(samsoni777 @ 17th August 2...   Aug 17 2017, 12:11
|- - samsoni777   ციტატა(ოთო. @ Aug 17 2017, ...   Aug 17 2017, 16:01
- - Gogi88   ოთო. მადლობა რჩევი...   Aug 17 2017, 14:32
- - ოთო.   Gogi88 არ არის პრობლემ...   Aug 17 2017, 14:52
- - ოთო.   samsoni777 გასაგებია რას...   Aug 17 2017, 17:03
- - samsoni777   კიბატონო ერთი ორ კ...   Aug 17 2017, 21:03
- - Gogi88   ოთო. და ფასი რა აქვ...   Aug 18 2017, 22:24
- - Fishman   samsoni777 ხოდა ზუსტად ი...   Aug 22 2017, 09:38
- - Gogi88   ერთ ერთი ცნობილი ძ...   Aug 24 2017, 16:13
- - ოთო.   Gogi88 რითი იყო ცნობილ...   Aug 24 2017, 21:17
- - ალექსანდრე   მოგესალმებით გვყა...   Nov 30 2017, 05:23
- - Fishman   ალექსანდრე, ასე გა...   Dec 26 2017, 10:36
- - ალექსანდრე   Fishman მადლობთ პასუხი...   Dec 26 2017, 13:59
- - king222   მოგესალმებიტ ყველ...   Apr 9 2019, 10:23
- - ოთო.   king222 მაიმარკეტზე იყ...   Apr 9 2019, 10:40
- - king222   https://m.mymarket.ge/ka/product/12754266 მა...   Apr 9 2019, 15:09
- - ჯოლა   king222 ესე სურათით ვერ...   Apr 9 2019, 15:27
- - king222   საგვარეულო ნუსხა კ...   Apr 9 2019, 16:42
- - ოთო.   king222 ადიკაშვილი წერ...   Apr 9 2019, 19:07
- - king222   ვესაუბრე პატრონს დ...   Apr 11 2019, 13:09
- - ოთო.   spacebar not working windows 7   Mar 29 2023, 20:18
19 გვერდი V  « < 17 18 19


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 09:43