კლუბი "ოჩოპინტრე" და გადაცემა "საფარი", განხილვები, შეფასებები, სურვილები და ა.შ. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი "ოჩოპინტრე" და გადაცემა "საფარი", განხილვები, შეფასებები, სურვილები და ა.შ. |
Apr 3 2012, 12:38
პოსტი
#31
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გემოვნებაზე არ კამათობენო, მაგრამ იქნებ ვინც ახლოს ხართ წამყვანთან მიაწვდინოთ ხმა და სქელშუბლას ჭერის ახალი მეთოდის გაპიარების დროს სწორი ტერმინი იხმაროს: ტექნოპლანქტონი და არა ბიოპლანქტონი (თუ რასაკვირველია გზაკვალს არ უბნევს მზაკვარ ბრაკონიერებს).
ის "ვირტუალური ნადირობა შველზე", რატომ ვირტუალური, როცა დაგეშილი მდევრები მშვენივრად იჭერენ შველს სარეკში და არავინ არის ამისგან დაზღვეული (ძაღლს ხომ არ ეტყვი ვირტუალურ ნადირობას ვაწყობო). გაზაფხულზე ამისთანა "ღონისძიების" მოწყობა კანონის პირდაპირი დარღვევაა და რამოდენიმე მუხლით შეიძლება ჯარიმების გამოწერა ყველა მონაწილეზე. კურდღლის მაგივრად ბოცვერების ჩვენებაც არაეთიკურია, არც ცოცხლების და არც შესაწვავად გამზადებულის, მითუმეტეს კომენტარებით, რომ ეს კურდღელია. გამოდის, რომ მონადირეს ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია კურდღელი და ბოცვერი ანდა მონადირის მოტყუება აქვს ამ გადაცემას მიზნად. კეთილი სურვილებით; გადაცემების მომზადების დროს ვინმე საქმეში ჩახედული ადამიანების კონსულტაცია აუცილებლად მიმაჩნია. აღრფთოვანება იმითი, რომ როგორც იქნა გვეღირსა და გაჩნდა ჩვენი საყურებელი გადაცემა არ არის საკმარისი. |
|
|
Apr 3 2012, 13:56
პოსტი
#32
|
|
. ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
akela1954+1000
ბევრჯერ გამღიმებია მისი გადაცემის ყურებისას, კარგი იქნებოდა გადაცემის გაკეთების წინ წამყვანმა კომპეტენტურ ადამიანებს კითხოს აზრი და რჩევა.. კარგია რომ ასე ვთქვათ ქართული # ახოტა და რიბალკის # მაგვარი გადაცემა გაკეთდა... მაგრამ წამყვანის კომპეტენტურობა უფრო კარგ საყურებელს გახდიდა მას |
|
|
Apr 3 2012, 15:34
პოსტი
#33
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
akela1954
სამწუხაროდ წამყვანს არ ვიცნობთ, მაგრამ პროდიუსერს ვიცნობთ და ვეცდებით მივაწვდინოთ ხმა |
|
|
Apr 9 2012, 21:48
პოსტი
#34
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 271 რეგისტრ.: 27-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Очень обемеая и содержательная передача...!!! Хотелось бы последующих, увидеть больше отснятого материала, про собак... в быту, в жизни , на испитаниях, на состязаниях, ну разумеется и на практической охоте.... !!!
ЗЫ.... Батоно Тенгиз, я не могу до Вас дозвониться... Попытайтесь пож. Вы +38 050 323 13 25. С ув. Казарян. А. |
|
|
Apr 10 2012, 12:16
პოსტი
#35
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
სხვა თემატური საუბრები გადატანილია აქ: http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8658
|
|
|
Jan 17 2013, 15:20
პოსტი
#36
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
პ.მ. ნახე
|
|
|
Jan 21 2013, 07:31
პოსტი
#37
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 14 რეგისტრ.: 20-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
გადაცემა კი არა კატასტროფაააა
|
|
|
Jan 21 2013, 09:05
პოსტი
#38
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Jan 21 2013, 11:39
პოსტი
#39
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
ვერ ვუყურებ და რაშია საქმე ხო არ იცით?
|
|
|
Jan 21 2013, 18:06
პოსტი
#40
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 452 რეგისტრ.: 3-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Rustavi |
გუშინ კი იყო რეკლამა და ველოდები დღეს 00:00 ზე ვნახოთ აბა ...
|
|
|
Jan 21 2013, 19:05
პოსტი
#41
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
აუ რა კარგია ეს თემა რო გახსენით. მაგ გადაცემას წინამორბედი ყავდა, თუ გახსოვთ ცხონებულ ვანიჩკა საყვარელიძეს მიყავდა. ქართველ მონადირეებს ასაუბრებდნენ სანადირო ამბებზე და ბევ საინტერესო საკითხზე. მერე ეგ გადაცემა მოიხსნა. მიზეი არ ვიცი. არა მგონია ვანიჩკას გარდაცვალების გამო. და აი რამოდენიმე ხანია ინტერესით ვუყურებ ამ ახალ გადაცემას სახელწოდებით საფარი. როგორ შეიძლება ამ გადაცემის საწინააღმდეგო მქონდს რამე. ერთადერთი ჩემთვის საინტერესო გადაცემაა საზოგადოებრივზე. რათქმაუნდა დასახვეწია და ოხოტა ი რიბალკამდე ბევრი უკლია, მაგრამ სად იმათი შესაძლებლობები და სად ამ გადაცემის რომელიც დარწმუნებული ვარ კბილების ღრჭენით უჭირავთ და სპონსორების საქმე უნდა გაფართოვდეს. თემები ყველა საინტერესოა, მონადირე კაცს რამე მოასმენინე ნადირობაზე და ათასჯერ მოსმენილს ათასმეერთედ მოუსმენს და ნახავს. ეხლა კრიტიკა. წამყვანი ვერ უძლებს კრიტიკას. მონოტორული, მელანქოლიური და მდორე წაყვანა აქვს. იფიქრებ ამ კაცს სძინავსო. მართალია, არტისტიზმი, ემოციურობა და ხალისი აკლია. მერეა კიდე და იმ დღეს კურდღელზე წამოვედითო და სად იყო კურდღელი და სად იყო მასზე მონადირეები. ერთხელ აჩვენეს და მერე ერთერთ მონადირესთან ერთად მოკლულ ტყის ქათამზე ისაუბრეს და რამე ახალი გავიგე მეთქი ვერ ვიტყვი და წარმოიდგინეთ მაინც გაფაციცებული ვუსმენდი მთელ მონოლოგს. მერე იხვზე ჩასაფრდნენ და გადაცემაც მორა. ანუ აუწყობელია რაა. როდის წასულხართ თქვენ კურდღელზე და მერე გაგივლიათ იხვზე? ერთადერთი თუ მერე საღამოს სულ სხვა ადგილას პერელიოტზე გახვალ, მაგრამ ეგ უკვე სხვა ნადირობაა. მოკლედ დახვეწა აკლია და წამყვანის გამოცოცხლება და ვინმე კარგი კონსულტანტი აუცილებლად, რომელიც ძალიან კრიტიკული ქართველი მონადირეების დიდ ცოდნას ანგარიშს გაუწევს და კომპეტენტური ცოდნით და გამოცდილებით საინტერესოთემებს დაგეგმავს და კურდღელზე წასულებს იხვზე სანადიროდ არ გადაგვიყვანს. კურდღელზე ნადირობას შეიძლება 1 გადაცემაც არ ეყოს. აი სულ რაც მინდოდა მეთქვა და მესურვა გაცილებით საინტერესო და რეიტინგული გადაცემა გამხდარიყოს
|
|
|
Jan 21 2013, 20:01
პოსტი
#42
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 14 რეგისტრ.: 20-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
იქ სადაც ეგენი კურდღელზე იყვნენ ნადირობა ბრაკონიერობად ითვლება არ დაგავიწყდეთ, რომ ტელევიზორი ბევრისთვის ერთადერთი ინფორმაციის წყაროა და ბევრი იფიქრებს კურდღელზე ნადირობა დაშვებულიაო ყველგან. ნუ კარგი გვეტყვიან ეს თეორია იყოო და კურდღლის მოკვლას არც ვაპირებდითო, მაგრამ ტყის ქათამი ხომ მოკლეს თანაც თოვდა (ეს კი როდის იყო ყველას კარგად ახსოვს) ესე იგი კიდევ ერთი ბრაკონიერობის ფაქტი დრისით მზისით ტელევიზიით, შეიძლება ვინმემ თქვას რომ ვადები გადასახედია, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და მსჯელობის საგანი და მორმალური კონსულტანტების პირობებში შეიძლება ერტი გადაცემის თემაც გახდეს...
|
|
|
Jan 21 2013, 20:11
პოსტი
#43
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 14 რეგისტრ.: 20-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
რაც შეეხება წინამორბედ გადაცემას ოჩოს ქოხს ვგულისხმობ საქართველოს პირობებში მართლაც, რომ ბევრად უკეთესი იყო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ეს ჩემი პირადი აზრია და არავის არ ვახვევ თავზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაცემა ამახინჯებს დამწყები მონადირის ფსიქიკას, თუნდაც კანონმდებლობასთან მორჩილებასთან დაკავშირებით....
|
|
|
Jan 31 2013, 19:36
პოსტი
#44
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 13:36 |