IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2015-2016 წლბის სანადირო სეზონის ერთობლივი დახურვა.
საბო
პოსტი Feb 26 2016, 21:48
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მიიწურა კიდევ ერთი სანადირო სეზონი. დგემა ჟამი მოწყენისა მონადირეთათვის... განსხვავებით სეზონის საწყისისა, როდესაც სეზონის გახსნას ყველა მონადირე გამალებული გულისცემით ელოდება, ამ შემთხვევაში დიდია ყველა ჩვენგანის გულისტკივილი. იწყება ხანგძლივი მოლოდინი მომავალი სეზონისა. მაგრამ რას ვიზამთ. ასეთი ყოფილა ხვედრი ჩვენი იგი მძიმეი და ჩვენც მორჩილად ვეგუებით მას. ერთადერთი სასიხარულო და სანუგეშო ამ საქმეში არის ის, რომ კვლავ შეიკრიბება უძლეველი და სახელგანთქმული კლუბი “ოჩოპინტრე”-ს ნარჩევი საზოგადოება და ერთად ჩაატარებს იმ აუცილებელ და სასიხარულო რიტუალს, რომელსაც სეზონის დახურვა ქვია.
მაშ ასე.. დაიწყო დაგეგმარება ერთობლივი გასვლისა, რომელსაც როგორც ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა მოყვება. ამჟამად ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების და გამო, რიტუალის ჩვეულ ადგილას, ანუ ტყემალაძეების სანადირო მეურნეობაში ჩატარება და ბევრი სჯა-ბაასის შემდგომ, მისმა აღმატებულებამ, კლუბის პრეზიდენტმა შემგვთავაზა ჩინებული ადგლი სხვა მეურნეობისკენ. ვინაიდან კლუბის სახელოვანი იაგტერიერებიდან მხოლოდ “აიშა” იყო ფორმაში, გადაწყდა დაგვხმარებოდნენ იაგებით დიდებული ხალხი ბატონები გია დარჩიაშვილი, ზურა მიქაია და გიორგი პარკაული. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ვინ არ ვიცნოდით ამ ადამიანებს, ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩით მათი გაცნობით. მადლობა მათ დამხარებისთვის და უბრალოდ კარგი ადამიანობისთვის.
და აი დადგა ნანატრი დილა და დაიწყო შეკრება ოჩოს უძლეველმა არმიამ. ვიკრიბეთ, ვიკრიბეთ და ბოლოს როგორც იქნა შევიკრიბეთ, ოღონდ.... როგორც ყოვეთვის მცირედი დაგვიანებით. ასევე აღმოჩნდა, რომ ჩვენი კლუბის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი, მზრუნველი კაცი კლუბის ჯანმრთელი გემოკვებისა და უბრალოდ კეთილი ჯოლა,სამწუხარო მიზეზების გამო ვერ მოდიოდა ჩვენთან ერთად. ყველას გვეწყინა როგორც ვერ წამოსვლის მიზეზი, ისე ფაქტი ჯოლას გარეშე ყოფნისა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. გავაგრძელეთ მშვიდი მუსაიფი, შევიძინეთ მცირედი პროდუქტები, მოახტა კონდოლი შვინდისფერი რაშის საჭეს, აატყლაშუნეს მათრახები დანარჩენი ბედაურების მძღოლებმაც და კოლონა დაადგა გზას. Gგზას, რომელიც ჩვენ მონადირული ჟინის დაოკებას, ტურებს კი დიდ ალიაქოთს პირდებოდა.
მშვიდობით ჩავედით დანიშნულების ადგილეზე. დაიწყო სამზადისი. აჟღრიალდა იარაღი.....


























ბატონმა გიამ და ჭალომ იკისრეს თავიკაცობა, მიგვანაწილ-მოგვანაწილეს ნომრებში, ჩავკეტეთ ცხრაკლიტულები, გაუშვეს უუუუუშველებელი იაგტერიერები და დაიწყო პირველი სარეკი. ჩაძვრნენ-ამოძვრნენ, აქეთ მოდგნენ, იქეთ მიდგნენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მაგრამ რად გინდა?! სორე ტურა, ვარე ტურა….. ან კიდევ იყვნენ და გაძვრნენ……..
ჰოოდააა.. იმას გეუბნებოდით, რომ შევიკრიბეთ, ზოგმა თითო რქით მოვიოხეთ უტურობით გამოწვეული დროებითი ვარამი და გადავინაცვლეთ მეორე სარეკის მოსაწყობად. იქაც მივლაგდ-მოვლგდით და დაიწყოოო.. აწრიალდა ჯოღორები, ერთმა ხომ სულ გადამრია, არ გვშორდება მე და კიდო თაზოს (გვერდი-გვერდ ნომრებში ვდგავართ ნუ), შეძვრება ჩვენს წინ ბუჩქებში ატეხავს კივილს, გამოძვრება.. კიდევ და კიდევ თავიდან.. გამოჩნდა ბატონი გიაც, შეუძახა ძაღლს, გაამხნევა და ისევ მიუშვა. დამიდგა შორიახლოს.

მოვიხედე გვერდზე სადაც თაზო მეგულებოდა და სადაა თაზო? ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგე, მოვიფშვნიტე ბებერი თვალები, კარგად დავაკვირდი და ქამელეონივით სრულად არ არის შეხამებული გარემოსთან. გამეხარდა, რომ არ მიმატოვა მეგობარმა.


იპოვნეთ თაზო....











იქეთ შორს ჩავლე ჩანს, იქვეა გურგენაც. უცებ დაიწყო სირბილი ჩავლემ,ხან იქეთ,ხან აქეთ… კი გამიკვირდა, მაგრამ ჩემი გაკვირვება წამსვე ჩაკლა თოფის ხმამ, ერთი მეორე.. დავინაზე ტურაც მაგრამ უცებ ისეც მოცელელივით მოწყდა და დაგორდა. ვერ გაუძლო საწყალმა ჩავლეს ტყვიას. უცებ ქვემოდან გავარდა კიდევ რამოდენიმე, ისევ დარბის ჩავლე, გურგენა აწყნარებს.. მაგრამ ჩავლეს რა დააწყნარებს, კიდევ სწყურია ტურის სისხლი.. შორს ცქერა უცებ შემაწყვეტინა ჭალოს ძაღლის ხმამ, დავიძაბე, დაძაბულია ჩემს გვერდზე ბატონი გიაც, მივჩერებივართ ერთ გამოსასვლელს და აი ისეც .. გამოჩნდა ქართული ფოლადი, ფოლადი კი არა ტურა კაცო... ესროლა გიამ, მივაყოლე დუპლი მეც ... ეჰ უშედეგოდ, თუმცა კი ორივემ ვიცოდით ასე რომ იქნებოდა,მაგრამ არ სროლა არ შეიძლებოდა, გააშუქებდა ტელევიზია და შევრცხვებოდით..... აი სამაგიეროდ ზემოდანაც ისმის გაძლიერებული ზალპი, ვიმედოვნებ რომ შედეგიანად და მართალებიც ვიყავით. შედეგიანი გამოდგა მეორე სარეკი 3 ტურა დაეცა გმირულად, ეს რაც ვნახეთ, ერთი ჩავლემ და გურგენამ დაკარგეს ჩამოგდებული მწყერივით. ჩვენმა მეგობარმა ოთარიმ (კარდინალმა) კი დუპლი შეასრულა და მით უფრო დასამახსოვრებელი გაიხადა, მსგავსი ტურაზე ნადირობის დებიუტი. შევიკრიბეთ, წავიხემსეთ, წავირქინეთ (ანუ ყანწით მოვწრუპეთ ორაყი), გავუზიარეთ ერთმანეთს განცდები და დავიძარით მესამე სარეკის მოსაწყობად......














მეტნაკლებად იქაც გასიმა სროლები, იქაც დაეცა სამიოდ ტურა და ერთი კუდგრძელი და ნასიამოვნებ ცოტა დაღლილები გამოვუდექით თბილისის გზას. გზას რომელიც დიდ ნადიმს და საამო საღამოს გვპირდებოდა.










არც ეხლა გვიმტყუნა ფორტუნამ, ხაშლამის საამო ოხშივარმა გაგვინათა გონება. მშვენიერმა სუფრამ კი მიაყუჩა შიმშილის სინდრომი. მთელ ამ სიამოვნებას კი აორმაგებდა ბატონი მამუკა შილაკაძის მიერ ნათქვამი სადღგერძელოები. წარმოვთქვით ტრადიციული და არატრადიცილული (კარგი გაგებით) სადღეგძელოები. გავიხსენეთ წასული მონადირეები. იყო სიმღერაც და ჩუმი ცრემელბიც... სათითაოდ ყველა კლუბის წევრმა შესვა კლუბის ყოფილი თუ ეხლანდელი წევრების სადღეგძელო, ვადღეგრძელეთ მოწვეული სტუმრები და ოთხფეხა მეგობრები და ამასობაში ქე გადავიჩეხეთ ბახუსის მორევში.
ასე დასრულდა მშვენვრად დაწყებული დღე და კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა კლუბის ცხოვრებაში. მადლობა ბიჭებო ყველას სათითაოდ, მადლობა რომ არსებობთ და ასეთი კარგები რომ ხართ.. (ცოტა ქე ავქშუტუნდი ეხლა).. მადლობა მოწვეულ სტუმრებს და უფალს, მშვიდობიანი და ლამაზი დღისთვის.

ეს არის სულ, რაც ერთი სულის ამოთმით მოვზღაპრე. თვენს თუ რაიმე გექნებათ ჩასამატებელი სიამოვნებით გითმობთ ასპარეზს.
კეთილი მთხრობელი იგი, მუდამ თქვენი მონა მორჩილი საბო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- საბო   2015-2016 წლბის სანადირო სეზონის ერთობლივი დახურვა.   Feb 26 2016, 21:48
- - ჭალიმგელა   მეც ვიტყვი თითო სი...   Feb 27 2016, 02:18
- - ჭალიმგელა   ესეც მეორე ტამის ს...   Feb 27 2016, 03:02
- - kardinal84   ოხ ოხ რა რეპორტი სა...   Feb 27 2016, 10:44
- - kardinal84   მერე იყო პოზიორობა...   Feb 27 2016, 11:08
- - უიარაღო   მშვენიერია. ყოჩაღ ...   Feb 27 2016, 11:30
- - შოთა.03   საღოლ კაია!!!! ...   Feb 27 2016, 11:50
- - feroni   გილოცავთ, სასიამოვ...   Feb 27 2016, 21:14
- - gacho   ყოჩაღ საბო მართლაც...   Feb 27 2016, 21:45
- - საბო   gacho   Feb 27 2016, 22:21
- - Davitus   საბო მანგარ რეპორ...   Feb 27 2016, 22:41
|- - საბო   ციტატა(Davitus @ Feb 27 2016, 23...   Feb 28 2016, 13:38
- - megreli   კარგად დაგიხურავთ ...   Feb 28 2016, 12:33
- - ჰერცოგი   საღოლ კარგი დახურვ...   Feb 28 2016, 14:07
- - მამუკა   მართლაც საღოლ, კაი ...   Feb 29 2016, 10:07
- - მარდი   გენაცვალეთ კარგებ...   Feb 29 2016, 11:58
- - ჭალიმგელა   გადავხედე ძველებს   Mar 23 2020, 21:17
- - ოთო.   ეს მაგარი დღე იყო ჩ...   Mar 30 2020, 10:05
- - ჩავლე   ოთო. შენ რაჭველი ხო...   Mar 30 2020, 21:28
- - ჭალიმგელა   დაიცავით სოციალურ...   Apr 7 2020, 09:25
- - უიარაღო   კახურად ვიტყვი : აც...   Apr 7 2020, 23:46
- - უიარაღო   თუმცა რა , უფრო ახა...   Apr 8 2020, 00:01
- - ოთო.   წელსაც იყო კარგი ბ...   Apr 8 2020, 16:58


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 08:13