საერთაშორისო საშემოდგომო საველე შეჯიბრი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
საერთაშორისო საშემოდგომო საველე შეჯიბრი, მწყერზე ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საშემოდგომო ს
giga_megu
პოსტი Aug 24 2015, 22:34
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მწყერზე ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საშემოდგომო საველე შეჯიბრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ზოგადი დებულებები
1.1. ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საშემოდგომო საველე შეჯიბრს ატარებს საქართველოს პოინტერკლუბი საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პატრონაჟით.
1.2. შეჯიბრი ტარდება FCI-ს გენერალური კომიტეტის მიერ 27-28.11.1997 წელს დამტკიცებული, ბრიტანული მეძებრების საერთაშორისო (CACIT) რანგის საველე შეჯიბრის ოფიციალური წესების მიხედვით.
1.3. შეჯიბრი ტარდება მწყერზე, სანადირო ძებნის კატეგორიისთვის ვარგის მინდვრებში.
1.4. შეჯიბრის ფორმატი მოიცავს როგორც წყვილთა, ასევე ინდივიდუალურ კონკურსებს.
1.5. შეჯიბრის ჩატარების მიზანია:
• მაღალი საველე ღირსებების მქონე ძაღლების გამოვლენა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ბრიტანული მეძებრების სწორ მოშენებას.
• მეძებრების გეშვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება.
• მეზობელი ქვეყნების კინოლოგიური ორგანიზაციებსა და მეძებარი ძაღლების მოყვარულთა შორის კავშირების დამყარება.
1.6. შეჯიბრის ჩატარების ადგილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ------------ რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
1.7. შეჯიბრი ტარდება 2015 წლის 11, 12, 13 სექტემბერს.
1.8. მსაჯობენ :
წყვილთა კონკურსი:
მთავარი მსაჯი - იანის ფუტრისი, საბერძნეთი (FCI).
მეორე მსაჯი - სერგეი შაგინოვი, რუსეთი (FCI).
ინდივიდუალური კონკურსი:
იანის ფუტრისი, საბერძნეთი (FCI).
1.9. შეჯიბრის მოსამზადებლად და ჩასატარებლად შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: გიორგი კუხალეიშვილი (თავმჯდომარე), ვანო დონჯაშვილი, გიგა მეგუთნიშვილი, უჩა ზღუდაძე, ალექსანდრე ნუკრაძე.
1.10. შეჯიბრის ბიუჯეტი იქმნება მონაწილეობის საფასურისა და შემოწირულობების ხარჯზე.
თითოეულ კონკურსზე მონაწილეობის საფასურია - 30 ლარი. ერთი მფლობელის ორი ძაღლის მონაწილეობა - 50 ლარი. ერთი მფლობელის სამი და მეტი ძაღლის მონაწილეობა - 60 ლარი.
პოინტერკლუბის წევრებისთვის, ანალოგიურად - 15, 25 და 30 ლარი.
სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს შეუძლიათ, შეჯიბრის დაწყების წინ (კენჭისყრის დროს), ადგილზევე გადაიხადონ მონაწილეობის საფასური.
1.11. ორგანიზატორი არ ანაზღაურებს მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვებისა და სასტუმროს ხარჯებს.
1.12. სტიქიური მოვლენების (ამინდის უკიდურესი გაუარესების) შემთხვევაში, ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, არ ჩაატაროს დაგეგმილი შეჯიბრი.

2. მონაწილეობა
Article1. 2.1. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის (FCI) მიერ აღიარებულ საგვარეულო წიგნში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციის უფლების მქონე ჯიშიან ძაღლებს 8 თვის ასაკიდან.
შეჯიბრზე ჩასაწერად საჭიროა საექსპორტო საგვარეულო ნუსხის, ვეტერინარული პასპორტის ან სერტიფიკატის წარდგენა და მონაწილეობის საფასურის გადახდა.
Art.4. 2.2. შეჯიბრზე არ დაიშვებიან ავი ან გადამდები დაავადებით დასნებოვნებული, ცოფზე აუცრელი ძაღლები, ასევე დისკვალიფიცირებული პირის კუთვნილი ან FCI-ს მიერ არაღიარებულ კლუბებსა თუ საზოგადოებებში რეგისტრირებული ძაღლები.
2.3. აკრძალულია დოპინგის (მასტიმულირებელი პრეპარატების) გამოყენება. ძაღლი, რომელსაც აღმოაჩნდება დოპინგი, მოიხსნება შეჯიბრიდან, ხოლო მასზე პასუხისმგებელ პირს ან პირებს დაეკისრებათ სანქციები.
2.4. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არაა.
2.5. რეგისტრაცია წარმოებს წინასწარ. ამისთვის უნდა შეივსოს განაცხადი და გაიგზავნოს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე gigo74@mail.ru ან დაუკავშირდნენ ორგკომიტეტს - ტ. 595 08 96 60, 593 60 30 40.
2.6. განაცხადები მიიღება 5 სექტემბრამდე.

3. ორგანიზაცია
3.1. თითოეულ დღეს ტარდება წყვილთა და ინდივიდუალური კონკურსები. დილა იწყება წყვილთა კონკურსით, რასაც მოსდევს ინდივიდუალური კონკურსი.
Article 8. 3.2. ძაღლების დაწყვილება და გამოსვლის მიმდევრობის დადგენა ხდება კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება შეჯიბრის ჩატარების ადგილზე, ყოველ წინა დღეს, საღამოს.
წყვილთა კონკურსში მონაწილეთა კენტი რაოდენობის შემთხვევაში, ცალად დარჩენილ ძაღლს მეწყვილეს უნიშნავენ მსაჯები. ასევე მსაჯები აწყვილებენ მეორე ტურში გასულ ძაღლებს.
Article 5. 3.3. შეჯიბრში მონაწილეებმა ძაღლებითურთ თავი უნდა მოიყარონ დათქმულ დროს შეკრების ადგილას, ხოლო შემდგომ, მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ მსაჯების მიერ მინდორში გამოძახებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი შესაძლოა მოიხსნას შეჯიბრიდან.
3.4. შეჯიბრის მიმდინარეობისას წესრიგს იცავს კომენდანტი, რომელსაც ნიშნავენ ორგანიზატორები.
მონაწილეები და მაყურებლები უნდა დაემორჩილონ ორგანიზატორთა მიერ დადგენილ წესებს, არ იხმაურონ, არ იარონ მინდორში. აკრძალულია ძაღლების ვარჯიში ან ნადირობა იმ ადგილებში, სადაც შეჯიბრი უნდა ჩატარდეს.
მონაწილეები, რომლებიც არ დაიცავენ წესრიგს და არ დაემორჩილებიან კომენდანტს, ასევე ეთიკის ნორმების დარღვევის ან ძაღლის მიმართ სასტიკად მოპყრობის გამო, მოიხსნებიან შეჯიბრიდან ან დისკვალიფიცირებულ იქნებიან გარკვეული ვადით.

5. შეჯიბრის მიმდინარეობა
Art.11. 5.1. მინდორში გამოსვლის დროს, ძაღლს არ უნდა ეკეთოს და გამომყვანმაც არ უნდა გამოიყენოს რაიმე საწვრთნელი ან ძალდასატანებელი ხელსაწყო-მოწყობილობა. იკრძალება ულტრაბგერითი სასტვენის გამოყენება.
Art.14. 5.2. პირველ ტურში გამოსვლის ხანგრძლივობა 15 წუთს უნდა შეადგენდეს, თუ მანამდე ძაღლი სადისკვალიფიკაციო შეცდომას არ დაუშვებს და თუ მისი მუშაობა აკმაყოფილებს შეჯიბრის მოთხოვნებს.
წყვილში შეჯიბრისას, პირველ ტურში, განკუთვნილი დროის გასვლამდე ძაღლის მოხსნის შემთხვევაში, მის მეტოქეს დარჩენილ დროს შეძლებისდაგვარად უნაზღაურებენ და აძლევენ გამოსვლის დამთავრების საშუალებას ყველა წყვილის გამოცდის შემდგომ, განმეორებითი გამოსვლების დაწყებამდე.
Art.15. 5.3. მსაჯები უფლებამოსილები არიან, იმდენჯერ გამოიძახონ ნებისმიერი ძაღლი მინდორში და გამოცადონ იმ დროის განმავლობაში, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. მათ შეუძლიათ ასევე, შეაფასონ ძაღლი პირველივე ტურში გამოსვლის მიხედვით.
მსაჯების გადასაწყვეტია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება განმეორებითი გამოსვლები.
Art.13. 5.4. ძაღლს, ყოველი გამოსვლისას, პირველი წუთის განმავლობაში ეძლევა შეღავათი. ამ დროს, დადებითი მუშაობა ეთვლება ჩვეულებრივ, ხოლო ნებისმიერი დაშვებული შეცდომა, თუნდაც სადისკვალიფიკაციო, ეპატიება. თუმცაღა, მსაჯებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ეს შეცდომა ადგილების საბოლოოდ მიკუთვნებისას.
Art.13. 5.5. გამოსვლის განმავლობაში ადგილის შეცვლისას, დროის ათვლა ჩერდება ძაღლისთვის თასმის ჩაბმისთანავე, ხელმეორედ გაშვებამდე.
პაუზის შემდეგ ძაღლის თავიდან გაშვებისას, ფრინველის დაფრთხობა ან გამოტოვება ქარქვეშ, პირველ პარალელზე მარცხნივ და მარჯვნივ, შეცდომად არ ითვლება (ნაყნოსი ფრინველის უნაბულოდ ამოყვანა არ იგულისხმება).
Art.16. 5.6. გამოსვლისთვის განკუთვნილი დროის დამთავრების შესახებ ნიშნის მიცემის შემდეგ, მხედველობაში აღარ მიიღება არც მუშაობა ნაბულით და არც დაშვებული შეცდომები, გარდა დაუმორჩილებლობის შემთხვევისა, რის გამოც გამომყვანი ძაღლს დროულად ვერ მოიხმობს თავისთან. თუმცა ეს ხელს არ უშლის ძაღლს, მაღალ დონეზე გამოსვლის შემთხვევაში, დაიმსახუროს „თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი“ (CQN).
Art.18. 5.7. ნაბულიდან ფრინველის ამოსვლისას უნდა გაისროლონ სულ ცოტა თითოჯერ მაინც, ყოველი ძაღლის გამოსვლისას.
Art.12. 5.8. ნაბულით მუშაობის შემდგომ, გამომყვანმა თასმა უნდა ჩააბას ძაღლს და დაელოდოს მთავარი მსაჯის განკარგულებას.
Art.12. 5.9. გამომყვანი ვალდებულია შეასრულოს მსაჯების ყოველი მითითება. საყვირით ნიშნის მიცემის შემდეგ, გამომყვანმა უნდა მოიხმოს ძაღლი, ჩააბას თასმა და მივიდეს მსაჯებთან შემდგომი განკარგულების მისაღებად.
Art.12. 5.10. წყვილთა კონკურსში გამომყვანებმა ერთმანეთთან ახლოს უნდა იარონ. მათ წინდახედულება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ხმოვანი ბრძანების ან სასტვენის გამოყენებისას, რათა ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს ძაღლის მართვაში.

6. მსაჯობა და შეფასება
Art.19. 6.1. ძაღლი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, თუ ერთხელ მაინც, ნაბულით არ დაამუშავებს მწყერს. შეფასებისას ითვალისწინებენ სხვა ფრინველზე მუშაობასაც, მაგრამ არა დაშვებულ შეცდომებს (გამოკიდების გარდა).
Art.21. 6.2. ძაღლი ფასდება არა მხოლოდ ნაპოვნი ფრინველის (ნაბულების) რაოდენობით, არამედ პირველ ყოვლისა მათი დამუშავების ხარისხის მიხედვით. მსაჯებმა შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: ჯიშისთვის დამახასიათებელი სვლა და სტილი, ჟინი და შედეგიანობა, ყნოსვის სიძლიერე და მისი გამოყენების მანერა, ძებნისას გამოვლენილი ინიციატივა და საზრიანობა, გაბედულება ფრინველთან მიახლოებისას და სიფრთხილე მიტანებისას, გამომყვანისადმი მორჩილება და გაწვრთნილობა.
6.3. წყვილში შეჯიბრისას სეკუნდირება აუცილებელია. ძაღლი თავისით, გამომყვანის დახმარების გარეშე უნდა სეკუნდირებდეს.
6.4. გამოსვლის დამთავრების შემდეგ, კომისია თითოეულ ძაღლს აფასებს ქვემოთ მოტანილი გრადაციის მიხედვით:
EXC – Excellent - ფრიადი;
TB – Tres Bon - ძლიერ კარგი;
BON - Bon - კარგი;
CQN – Certificat de qualites Naturelles - თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი;
PO – Pas’ d occasion - ფრინველთან შეხვედრის გარეშე;
EL - Elimine - დისკვალიფიკაცია;
NC – Non Classe - არადამაკმაყოფილებელი (სტილისა და ძებნის სერიოზული ნაკლოვანებები).
RET - Retire - მოხსნა გამომყვანმა;
ABS – Absent - არგამოცხადება.
6.5. შეფასებისას აუცილებლად უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:
Art.22. 6.5.1. რომ დაიმსახუროს შეფასება „ფრიადი“ - ფრინველის ამოფრენისას, ძაღლი თავისით, ადგილზე უნდა დარჩეს ფეხმოუცვლელად.
Art.22. 6.5.2. ძაღლის მიერ შეჯიბრის დებულებით გათვალისწინებული ფრინველის გაუმართლებლად გამოტოვების ან დაფრთხობის შემთხვევაში, იგი შეიძლება შეფასდეს მაქსიმუმ „ძლიერ კარგით“.
Art.20. 6.6. „თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი“ CQN ენიჭება იმ ძაღლს, რომელიც გამოავლენს მაღალ ბუნებრივ თვისებებს, შესანიშნავად იმუშავებს დათმობილი დროის განმავლობაში, რაც უნდა გრძელდებოდეს სულ ცოტა 10 წუთს, დაამუშავებს ფრინველს ნაბულით, მაგრამ გამოეთიშება კონკურსს არდამორჩილების გამო.
Art.23. 6.7. ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან შემდეგ შემთხვევებში (დისკვალიფიკაცია):
6.7.1. თუ მისი გამოსვლა ვერ აკმაყოფილებს (სვლის, ძებნის ან მორჩილების მხრივ) მოცემული შეჯიბრის მოთხოვნებს, ან არ დაიწყებს მუშაობას პირველივე წუთების განმავლობაში.
6.7.2. შორს წინ წასვლისას ან კონტაქტის დაკარგვისას, გამომყვანის არდამორჩილების შემთხვევაში ანდაც უსისტემოდ ძებნისას.
6.7.3. განუწყვეტლად ყეფის შემთხვევაში.
6.7.4. თუ წყვილში შეჯიბრისას, აშკარად ხელს უშლის მეტოქეს კუდში დევნით ან ცრუ ნაბულებით.
6.7.5. თუ წყვილში შეჯიბრისას, თავისით არ ჩერდება, ნაბულზე მდგომი მეტოქის დანახვისას (არ სეკუნდირებს).
6.7.6. თუ ერთხელ მაინც, ნაბულის გარეშე, გამიზნულად ამოიყვანს ნაყნოს ფრინველს.
6.7.7. ორჯერ გაუმართლებლად, შეჯიბრის დებულებით გათვალისწინებული ფრინველის დაფრთხობის ან გამოტოვებისას.
6.7.8. სამჯერ სხვადასხვაგან, მყარი ცრუ ნაბულის გაკეთებისას.
6.7.9. ძებნის დროს ან ნაბულიდან ფრინველის გაკიდებისას, ბრძანებით შეჩერების თავდაპირველი მცდელობის მიუხედავად ან ცხოველის გაკიდების შემთხვევაში, თუ გამომყვანი თავიდანვე ვერ მოახერხებს ძაღლის მოხმობას.
6.7.10. გასროლის აშკარა შიშის გამო.

Art.24. 6.8. მსაჯების გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Art.25. 6.9. შეჯიბრის დამთავრების შემდეგ, მთავარი მსაჯი აცხადებს შედეგებს კომენტარებითურთ.



7. საპრიზო ადგილების მიკუთვნება. დაჯილდოება
7.1. საპრიზო ადგილებზე შეუძლია გავიდეს მინიმუმ „ძლიერ კარგით“ შეფასებული ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე ძაღლი.
საპრიზო ადგილების მიმდევრობას განსაზღვრავს მინიჭებული ტიტულებისა და შეფასებების ქვემოთმოცემული თანმიმდევრობა
- 1 ფრიადი, CACT, CACIT;
- 2 ფრიადი, RCACT, RCACIT;
- ფრიადი;
- ძლიერ კარგი.
7.2. თითოეულ კონკურსზე, მსაჯებს შეუძლიათ მხოლოდ თითო C.A.C.I.T.-სა და R.C.A.C.I.T.-ს მინიჭება.
Art.22. 7.3. რომ დაიმსახუროს ტიტული C.A.C.I.T. ან R.C.A.C.I.T., ძაღლი გამოსვლისას უნდა შეფასდეს „ფრიადით“ და ამასთან უნდა აჩვენოს უმაღლესი კლასის, უზადო მუშაობა, ყოველგვარი შეცდომის დაშვების გარეშე. ზემოაღნიშნულ ტიტულებთან ერთად, მონაწილეს ავტომატურად ენიჭება C.A.C.T. და R.C.A.C. T. ტიტულები შესაბამისად.
7.4. კვალიფიკაციამიღებული ძაღლები იღებენ დიპლომებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Aug 25 2015, 08:24
პოსტი #2


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



giga_megu

მშვენიალურია...
წარმატებებს და ბევრ მონაწილეს გისურვებთ.
იმედი მაქვს დავესწრები
small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Aug 25 2015, 09:26
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



წარმატებები!
თუ დრო მექნება მეც სიამოვნბლებით დავესწრები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 25 2015, 12:34
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



წარმატებებს და სანადირო ამინდს გისურვებთ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Aug 25 2015, 13:37
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



რაც უფრო მეტი მონაწილე იქნება საქართველოდან მით უფრო კარგი, შარშან უფრო მეტი სტუმარი გამოდიოდა ვიდრე ქართველი მონაწილე. გულშემატკივრებიც კარგი იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 25 2015, 13:58
პოსტი #6


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მშვენიერია. წარმატებები ყველა მონაწილეს და ორგანიზატორებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Sep 5 2015, 18:42
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



12-ში ასევე ჩატარდება სემინარი, რომელსაც გაუძღვება საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი იანის ფურტისი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი კუხალეიშვილს ზემოთ მითითებულ ნომერზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Sep 6 2015, 08:10
პოსტი #8


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



giga_megu
რა ხდება თქვენსკენ, როგორ მიდის მინდვრების ძიების ამბავი?
ჩვენსავით უმწყერობა ხომ არ გემუქრებათ...
ისე მაგ საქმისთვის მანოკის ჩართვაზეც არავინ დაგძრახავთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Sep 6 2015, 18:09
პოსტი #9


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Axalqalaqshi var 6 dgea ukve ,vvarhishob da vedzeb mindors,frinveli bevri namdvilad araa magram aris tu dzagli kargad modzebnis ipovnis uproblemod aqedan gamomdinare jer magis sachiroeba ar aris.vnaxot ra iqneba
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Sep 11 2015, 11:02
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Pirveli dge : kamhunting Lima 1 Ecc cacit gamomyvani Ali chichinadze
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Sep 11 2015, 11:50
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



giga_megu
ციტატა(giga_megu @ 11th September 2015 - 12:02) *
Pirveli dge : kamhunting Lima 1 Ecc cacit gamomyvani Ali chichinadze

ძალიან მაგარია , მაგრად გამიხარდა !!! newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif ვულოცავ გამომყვანს !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
G_cicqa28
პოსტი Sep 11 2015, 14:31
პოსტი #12


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 33
რეგისტრ.: 21-October 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



მართლაც კარგი ამბავია, ვულოცავ მფლობელს და გამომყვანს ასევე მომშენებელსაც!!!! small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Sep 11 2015, 17:45
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კარგია ვულოცავ გამომყვანს. "kamhunting Lima 1 Ecc" ერთი ესეც გვითხარი ბარემ რა ტიტულია ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Sep 11 2015, 22:06
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



kardinal84
ფრიადია,იგივე excelent_ი newsmile05.gif) მოკლედ ძალიან მაგარი შედეგი დადო ლიმამ... ძალიან გამიხარადა small3d018.gif გული დამწყდა რომ ვერ წავედი...


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Sep 14 2015, 11:45
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ჩავატარეთ საერთაშორისო შეჯიბრი, ახლა მოკლე ინფორმაციას დავწერ შემდეგ კი გავამდიდრებ ფოტო მასალით.

შეჯიბრს მსაჯობდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსაჯი და მომშენებელი ბერძენი იანის ფურტისი, ასევე სერგო შაგინოვი.

ყველაზე მაგარი ამ შეჯიბრში იყო ის რომ პირველად ისტორიაში საქართველოში გაზრდილმა და მომზადებულმა ძაღლმა, ალიკა ჭიჭინაძის ძუ ინგლისურმა სეტერმა აიღო CACIT ეს არის ძალიან დიდი შედეგი, განსაკუთრებით ძუ ძაღლისთვის. ასე რომ ინგლისურ სეეტერებში სერიოზული ნაბიჯია გადადგმული.

ჩემმა ირლანდიურმა წლის და 4 თვის ძუმ ფრიდამ აიღო შეფასება-TB – Tres Bon - ძლიერ კარგი; ამ ასაკის ირლანდიელისთვის არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს აღნიშნა ბერძენმა მსაჯმა, ეს შეფასება ნიშნავს რომ ძაღლს აქვს პოტენციალი და უნდა გაგრძელდეს მისი ვარჯიში. ამ შეფასებას ფრიდა ვერ აიღებდა რომ არა გიგა მეგუთნიშვილი რომელმაც შეჯიბრისთვის ერთი კვირის განმავლობაში მოამზადა ძაღლი და ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მას.

დამატებულია (14.09.2015, 12:43:50)
---------------------------------------------
ასევე შეფასება CQN – Certificat de qualites Naturelles - თანდაყოლილი თვისებების სერტიფიკატი; მიიღო დავიტ სამუშიას ახალგაზრდა ძუ პოინტერმა ა-სტელამ. სამომ დიდი შრომა ჩადო მაგ ძაღლში და ეს შეფასება არის დიდი სტიმული მუშაობის გასაგრძელებლად.

ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია მერე ფოტოებთან ერთად განვავრცობ

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gagrinski: Sep 14 2015, 11:45
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 07:46