პოინტერ კლუბის საველე ღონისძიება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
პოინტერ კლუბის საველე ღონისძიება
barambo
პოსტი Sep 20 2012, 19:50
პოსტი #31


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



AlekoN
AlekoN
თუმცა მერე წყვილში გამოსვლისას გამოასწორა და დაუყვედრებელი EL დაიმსახურა. ამ გაზაფულზე მისი უკეთესი მუშაობები მინახავს.

ალეკო,ვერ გავიგე,ელ დადებითი შეფასებაა?
გიგოს უწერია რომ ელ დისკვალიფიკაციას ნიშნავსო. იქნებ დააზუსტო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 20 2012, 19:59
პოსტი #32


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



GIGO
AlekoN
დაპოსტეთ თუ რამე გაქვთ ნათარგმნი მასალა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 20 2012, 20:14
პოსტი #33


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბაბუ
NC არის ის კატეგორია რომელსაც სავარაუდოდ არაფერი ეშველება, ბრაკია, დაწუნებულია
EL არის დისკვალიფიცირებული კატეგორია, რომელთა დისკვალიფიკაცია რაღაც მიზეზით მოხდა. . .
მაგ.: გამოტოვა ფრინველი, გამყოლის გარეშე ამოიყვანა და ა.შ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 20 2012, 21:20
პოსტი #34


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხოდა დადეთ ბიჭებო ნათარგმნი მასალა თუ რამე გაქვთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Sep 20 2012, 22:49
პოსტი #35


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Maverick
მაგას ვკითხულობ,დისკვალიფიკაცია დადებითად რატო ფასდება?
ალეკოს პოსტიდან მე ეგეთი შთაბეჭტილება შემექმნა.მაგის განმარტებას ვითხოვ.
რა გამოდის,ძაღლი ერთ დღეს დაიწუნეს,არაფერი არ ეშველებაო, და მეორე დღეს რახან დისკვალიფიცირებული იქნა ის პირველი დღის შეფასება აღარ ითვლება?
ანუ ეშველა????
მე მგონი ,უფრო დეტალურად უნდა იქნას გარჩეული ეს შემთხვევა და უფრო გასაგები კომენტარები უნდა გაკეთდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Sep 20 2012, 23:03
პოსტი #36


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნათარგმნი მასალები კი არა, საკუთარი შთაბეჭდილებები მოგვიყევით. რომლის რა მოგეწონათ, რამდენი ნაბული დაფიქსირდა, რა დიაპაზონით ეძებდნენ და რა სისწრაფით დარბოდნენ, რომელი ეძებდა მიზანმიმართულად, რომელი უბრალოდ დარბოდა? ეპანიოლიც უსტილობის გამო დაიბრაკა? საერთოდ კონტინენტალები რითი გამოირჩეოდნენ და ა.შ.
რა პერსპექტივებს ხედავთ, როგორ უნდა განვითარდეს ეს საქმე, მთავარი აქცენტი ისევ ლეკვების ჩამოყვანაზე უნდა გაკეთდეს? ან ამ მოუმზადებელი ძაღლებით ტყის ქათამზე როგორ აპირებთ შეჯიბრის ჩატარებას? თქვენი საქმეა, მაგრამ ხომ არ ჩქარობთ გასაჯაროებას? გული არ გაუტყდეთ ახალგაზრდებს...
მოკლედ უამრავი კითხვაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Sep 21 2012, 00:48
პოსტი #37


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Concours CACIT -1, RCACIT-1, CACT-2, 3ème EXC -1, EXC -3 , PO-0 , EL-6, NC-3,
Grande Quête

ეს დიდი ძებნის ჩემპიონ BULERIA DU MAS DU ZOUAVE -ს 2009-2010 წლის გამოსვლის შედეგებია.(რამდენჯერ რა შეფასება მიიღო) აქედან დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.

უბრალოდ არიან ძაღლები რომლებიც ცხოვრებაში NC მეტს ვერ ეღირსებიან, რადგანაც არ აქვთ ჯიშისათვის დამახასიათებელი სტილი, ძებნა და მუშაობის მანერა, ყნოსვა და ა.შ.
და არიან სხვა ძაღლები რომლებსაც ეს ყველაფერი გააჩნიათ მაგრამ შეიძლება მოიხსნან EL მადისკვალიფიცირებელი (ზემოთ ჩამოვთვალე) შეცდომის გამო. ან მიიღონ შეფასება NC, მაგალითად დიდ ძებნაში არ აჩვენოს შესაბამისი ძებნა და ა,შ. ან მიიღოს CACIT RCACIT CACT EXC, TR.BON, BON, CQN, PO.
ნუ აღიქვავთ ნურცერთ არამაკვალიფიცირებელ შეფასებას ტრგედიად, ძაღლი ცოცხალი ორგანიზმია.

ციტატა
GIGO
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად,უფრო დაწვრილებით ახსენი რას ნიშნავს შეფასება ნც(მეძებარი ძაღლის სტილის არქონა).
გამოდის რომ პოინტერების უმეტესობას მონადირე ძაღლის სტილი არ გააჩნიათ.
ეს არის საერთო გავრცელებული და ჩვენთანაც მიღებული სტილის აქრონა თუ ფ.ც.ი.-ს წესებით სტილისადმი სხვა მიდგომა და მოთხოვნები არსებობს?


მეძებრების ჯიშობრივი სტილები არსებობს, რომელიც ფცი მიერაა აღიარებული.(ამ საიტზეც დევს).
მინდა ვთქვა რომ პოინერის, სეტერის, ბრეტონის და ა.შ , სტილი არის 1, და არ არსებობს ქართული, რუსული ან მოზამბიკური პოინტერის და სეტერის სტილი.
პირველ რიგში სტილში იგულისმება ჯიშისათვის დამახასიათებელი მოძრაობები,ამ მოძრაობების ენერგეტიკა და ამპლიტუდა, თავის, ტანის და კუდის ჭერა, ზურგის ხაზის მდგომარეობა და ა,შ.
მაგალითად, ძაღლს რომელსაც აქვს ჯიშისათვის დამახასიათებელი მოძრაობები, ენერგეტიკა ამპლიტუდა, მაგრამ არ უჭირავს თავი დამახასიათებლად-ასეთ ძაღლს არ მოხსნიან სტილის უქონლობის გამო-უბრალოდ ის ვერ მიიღებს მაღალ შეფასებას CACIT RCACIT CACT EXC .
მონადირე ძაღლის ჯიში რა ნიშნავს ვერ მივხვდი.

საერთოდ აქ სტილზე ლაპარაკი ზედმეტად მიმაჩნია, რადგან მე ვერანაირად ვერ ავხსნი აქ წერით როგორი უნდა იყოს პოინტერი ან სეტერი-ეს თქვენ თვითონ უნდა ნახოთ.

ციტატა
რა პერსპექტივებს ხედავთ, როგორ უნდა განვითარდეს ეს საქმე, მთავარი აქცენტი ისევ ლეკვების ჩამოყვანაზე უნდა გაკეთდეს? ან ამ მოუმზადებელი ძაღლებით ტყის ქათამზე როგორ აპირებთ შეჯიბრის ჩატარებას? თქვენი საქმეა, მაგრამ ხომ არ ჩქარობთ გასაჯაროებას? გული არ გაუტყდეთ ახალგაზრდებს...
მოკლედ უამრავი კითხვაა.


ლეკვები ჩაოყვანა კოველთვის წაადგება ამ საქმეს, მაგრამ ჩაოყვანა ზღვაში წვეთია იმ შრომასთან შედარებით, რაც ასეთი ძაღლების სწორედ დაგეშვას ჭირდება. (ადგილობრივი ძაღლებისგან განსხვავებით-ესეთი ძაღლები -მარტო უკან სოკოს კრეფით გაყოლით , ესეთი ძაღლები ვერ იგეშება) გასაჯაროებას ნამდვილად არ ვცდილობთ, ვცდილობთ დავანახოთ ყველას ვისაც აინტერესებს, რათა თვითონ გადაწყვიტონ როგორი ურჩევნიათ.
იგივენაირ ღონისძიებას ვაპირებთ -შეჯიბრს არა. ახალგაზრდებს პრაქტიკის და რჩევა დარიგებების მიღებით არამგონია გული გაუტყდეთ-პირიქით გამოცდილებასა და ცოდნას შეიძენენ.

შადიმან უმარავი კითხვიდან თვითონ გასცემდი ბევრს პასუხს გამოყვანას რო დასწრებოდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Sep 21 2012, 07:39
პოსტი #38


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



GIGO
მინდა ვთქვა რომ პოინერის, სეტერის, ბრეტონის და ა.შ , სტილი არის 1, და არ არსებობს ქართული, რუსული ან მოზამბიკური პოინტერის და სეტერის სტილი.

მაგას ვამბობ მეც. სტილი ერთია,მიდგომებია სხვა და სხვა!
ის ძაღლები,რომლებიც ჩვენ შეჯიბრებზე მეორე და წარმოიდგინეთ პირველი ხარისხის დიპლომებს ღებულობენ,ფ.ც.ი.-ს მოთხოვნებით საერთოდ ვერ მიიღებდნენ ვერანაირ შეფასებას!)newsmile05.gif:
მე სხვა რამეს ვკითხულობდი,რაზეც შენს მიერ მოყვანილი ძაღლის მუშაობის შედეგით მივიღე პასუხი.
მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე რომ მაგ ძაღლებს,როგორც ყველა ვარსკვლავს,არ ახასიატებთ სტაბილურობა.
ამითი ისენი განსხვავდებიან ე.წ. სამომხმარებლო ძაღლებისგან,რომელთა უმეტესობაც მართალია საშუალო,მაგრამ სტაბილური ძაღლები არიან.

ახლა უკვე გემოვნების და მიზანშეწონილების საქმეა ,ინდივიდს რა ურჩევნია.
ეპიზოდურად ჩაფლავებული და ეპიზოდურად ბრწყინვალედ მომუშავე ვარსკვლავი, თუ საშუალო,არაფრით გამორცეული,მაგრამ სტაბილური მუშა,მონადირე ძაღლი.
შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა,რომ მაგ ღონისძიებაზე მონაწილე ორი პიროვნება(არც ჟიშს და არც მათ სახელებს შეგნებულად არ ვასახელებ)თავიანთ ჩამოყვანილი ძაღლების მოცილება უნდათ და ადგილობრივო მოშენების კურცხაარის ლეკვების აყვანას აპირებენ!
ამას იმიტომ ვამბობ რომ ეგეთი ძაღლები საყველაო(ახალი ტერმინი შემოვიღე)newsmile05.gif არ არიან!
აბსოლუტურად მართალი ხარ გიგო,მაგ ძაღლებს უკან,ტრაკზრ ხელებდაწყობილი სეირნობით გაყოლით ვერ დაგეშავ!

რაც სეეხება შეჯიბრზე დასწრებას,აბსოლუტურად მართალი ხარ!
მიუხედავად უზარმაზარი სურვილისა, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე დასწრება.
დიდი სურვილი მაქვს შემდეგ სეჯიბრებს დავესწრო.

თქვენ კი გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს!
თუ რამეში დაგჭირდებით,მზად ვარ ყველანაირად გვერდში დაგიდგეთ მართლაც კარგი საქმის კეთებაში!!!!!!!!!

ღმერთმა ხელი მოგიმართოდ!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Sep 21 2012, 10:21
პოსტი #39


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



EL დისკვალიფიკაცია არ არის, არამედ მოხსნაა.
NC (Non Classe) ასე ფასდება ძაღლი რომელიც ვერ გამოავლენს ჯიშისთვის დამახასიათებელ ძებნას, სტილს ან ტემპერამენტს ან მისი გამოსვლა არ შეესაბამება შეჯიბრის ტიპს, და ამიტომ მის ყურებას აზრი აღარ აქვს.
ერთი NC სულ არ ნიშნავს, რომ ძაღლი ჩამოწერილია, ნუ იქნებით ასე კატეგორიულები, მაგრამ თუ ძაღლი ხშირად და ძირითადად იღებს ასეთ შეფასებას, მაშინ სხვა საქმეა.
EL იმიტომ ჯობია NC-ს რომ ამ შემთხვევაში ძაღლი ისეთ სტილსა და ძებნას მაინც აჩვენებს, რომ ამის გამო არ აჩერებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GALLOP
პოსტი Sep 21 2012, 11:58
პოსტი #40


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 14-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



სულ თვალს ვადევნებდი რა დაიწერებოდა და ვინ რას იტყოდა და ზუსტად ისე მოხდა როგორც მეგონა - არ ვიცით არ გვინახია და განსჯა და პოსტები იცოცხლე.. გიგოს თქმისა არ იყოს ძაღლი ცოცხალი ორგანიზმია და არანაირი წინასწარი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება სანამ ზრდასრულობას არ მიაღწევს და სანამ რამდენიმე შეჯიბრში მაინც არ მიიღებს მონაწილეობას.. მეტს ამაზე აღარ დავწერ უბრალოდ რამდენიმე მაგალითი მინდა მოვიყვანო და იმედი მაქვს დაინტერესდება აქ ბევრი ''განმსჯელი'' და ინტერნეტში მაინც მოჩხრიკავს რამეს...














ესაა იტალიის პოინტერ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოინტერები, რომლებსაც დერბიზე ძალიან მკაცრი შეფასებები აქვთ დერბი არის 2008 წლის და ბოლოს ცხრილი კი 2009 წელს სერბეთში ჩატარებული დიდი ძებნის შედეგებია დღეების მიხედვით (8-14მარტი) .. აი რა შეძლეს 1 წელიწადში დერბიზე არც თუ ისე კარგად გამოსულმა ძაღლებმა.. დერბის სურათებზე მსაჯების საბოლოო ჩანაწერებია ინგლისურად ნათარგმნი თუ დაინტერესდებით დაწერეთ და ქართულადაც შემიძლია მაგის გადათარგმნა.. აწი დასკვნები თქვენ გააკეთეთ..
ასეთი მაგალითები უამრავია და სავსეა ინტერნეტი ძაღლების 90% (ევროპულებიც კი ევროპაში) დერბიზე CACIT, CACT, EXC მუშაობას ვერ აჩვენებს ვერანაირად იმიტომ რომ ყველა ძაღლისთვის პირველი საველე შეჯიბრებაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GALLOP
პოსტი Sep 21 2012, 12:06
პოსტი #41


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 14-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბოლოს წინა სურათზე ჩანს რა შეძლო ბრიომ 2008 წელსვე სხვადასხვა შეჯიბრებებში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Sep 21 2012, 12:38
პოსტი #42


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ციტატა(ბაბუ @ Sep 21 2012, 08:39) *
მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე რომ მაგ ძაღლებს,როგორც ყველა ვარსკვლავს,არ ახასიატებთ სტაბილურობა.
ამითი ისენი განსხვავდებიან ე.წ. სამომხმარებლო ძაღლებისგან,რომელთა უმეტესობაც მართალია საშუალო,მაგრამ სტაბილური ძაღლები არიან.

ეპიზოდურად ჩაფლავებული და ეპიზოდურად ბრწყინვალედ მომუშავე ვარსკვლავი, თუ საშუალო,არაფრით გამორცეული,მაგრამ სტაბილური მუშა,მონადირე ძაღლი.


საშუალო, არაფრით გამორჩეული ე.წ. სამომხმარებლო ძაღლებს შორის რამდენია სტაბილურად მომუშავე? უმეტესობა?? ძალიან მეპარება ეჭვი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Sep 21 2012, 13:48
პოსტი #43


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(AlekoN @ Sep 21 2012, 13:38) *
საშუალო, არაფრით გამორჩეული ე.წ. სამომხმარებლო ძაღლებს შორის რამდენია სტაბილურად მომუშავე? უმეტესობა?? ძალიან მეპარება ეჭვი!

ისინი სტაბილურად რჩებიან საშუალო, არაფრით გამორჩეულ, სამომხმარებლო ძაღლებად, რაც ნიშნავს: ფრინველს სტაბილურად პოულობენ, ნაბულზე უდგებიან, დაჭრილს იჭერენ და უმეტესობას მოაქვს კიდეც. newsmile090.gif
გალოპის მოყვარულ მეგობარს კი მინდა ვუთხრა, რომ მე პირადად არავინ განმისჯია, მაინტერესებდა და შეკითხვები დავსვი მხოლოდ.. კარგი იქნებოდა, დავსწრებოდი. გიგო მართალია. სხვა დროს ვეცდები, არ გამოვტოვო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 21 2012, 13:57
პოსტი #44


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



GIGO
AlekoN

მოკლედ მაგარ რთულ საქმეს ხართ შეჭიდებულები. სიტუაცია კიდევ სავალალოც არ არის, უბრალოდ საერთოდ არ არის. მართლა შრომატევად საქმეს შეეჭიდეთ და თან ბევრი დამხმარეც ვერ გეყოლებათ, მარტივი მიზეზის გამო: ჯერ საქართველოში არ არიან ეგეთი ძაღლის გამზრდელები. პირველი მერცხლები თქვენ ხართ და ჩვენ თუ გაგამხნევებთ თორემ სხვა რაში დაგეხმაროთ არც ვიცი.

გაზაფხულის გამოფენა უფრო საინტერესო იქნება, ია ტაკ დუმაიუ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Sep 21 2012, 15:38
პოსტი #45


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



AlekoN
საშუალო, არაფრით გამორჩეული ე.წ. სამომხმარებლო ძაღლებს შორის რამდენია სტაბილურად მომუშავე? უმეტესობა?? ძალიან მეპარება ეჭვი!

სულ ტყუილად გეპარება ეჭვი ჩემო ალეკო!
აკი გითხარი საშუალო ძალი თქო!
საშუალო ძაღლით,რომელსაც არც სისწრაფე აქვს რეკეტისებრური,არც აქედან განომდინარე სტილი ენით აუწერელი,და არც ვარსკვლავებს მოწყვეტს არასდროს სამშაბათს,ბაზალეთზე 38 ცალი მწყერი მოვკალი!!!!!!!!!!!!!
ამაზე მეტი ავაცილე!!!!!!!!!!!!)newsmile05.gif:
აღსანიშნავი ის არის რომ 70% მყარი,ლამაზი ნაბულით და სწრაფი მიტანებით ამოიყვანა!
აი ეს არის ,სამომხმარებლო ძაღლი ჩემი გაგებით!

ხოლო თქვენს წამოწყებას რაც შეეხება,აკი გითხარი და გავიმეორებ კიდეც-ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
მაგარ საქმეს აკეთებთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:40