თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მეიარაღეები _ ლებედა....

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 16 2012, 17:06

სახელგანთქმული ჩეხი მეიარაღე ანტონინ ვინცენტ ლებედა დაიბადა 1797 წლის 1 მაისს, პრაღის მახლობლად .

http://postimage.org/


1822 წელს პრაღაში იყიდა სახელოსნო და დაიწყო თოფების წარმოება , 1829 , 1831, 1836 წლებში პრაღის გამოფენაზე უცვლელად ჯილდოვ-დებოდა მეიარაღეთათვის დაწესებული უმაღლესი ჯილდოთი- ვერცხლის მედლით .
ლებედას თოფები ევროპაში იმდენად პოპულარული იყო რომ ერთხანს ბელგიელები-თოფებს „ა ლა ლებედას“ სტილშიც კი ამზადებდნენ .

http://postimage.org/

„თოფით ნადირობის ლექსიკონში“ [1877] სერგეი რომანოვი წერდა „ლებედას თოფები რუსეთში უამრავი შემოდიოდა ფართოდ ვრცელდებოდა . ამ თოფების სროლის ხარისხზე . ჩვენი ხნიერი მონადირეები სასწაულებს ჰყვებიან და გაგონებაც არ უნდათ თანამედროვე-ინგლისური თოფების მასზე უპირატესობის შესახებ“
ლებედა გარდაიცვალა 1857 წელს მისმა დაარსებულმა ფირმამ კი . არსებობა შეწყვიტა 1882 წელს .


წერილი

„პატივცემულო დიმიტრი , გილოცავთ დიდი ოქტომბრის დღესასწაულს . გისურვებთ ჯანმრთელობას , ჯანმრთელობას და მხოლოდ ჯანმრთელობას . დანარჩენი ყველაფერს მოევლება , თქვენი წერილი მივიღე ერთი თვის დაგვიანებით . თქვენ სახლის არასწორი ნომერი მოგცეს . დიახ მე მაქვს თოფები , მათზე მოკლედ გაცნობებთ .
1. შომპოლიანი, ორლულიანი , ფისტონიანი თოფი . ძველი პრაღელი ოსტატის ანტონინ ვინცენტუს ლებედასი . თოფი დევს თავის ყუთში , ყველა კუთვნილი ნაწილებით , ლულები პატინირებულია ყავისფრად და დაფარულია ბუკეტური დამასკით .
2.შომპოლიანი ერთლულიანი თოფი სახელგანთქმული იტალიელი ოსტატის ლაზარო ლაზარინოსი , კამინაცოს ოჯახიდან . კონდახის ყელზე 1857 წლის მონოგრამაა. გვირგვინი და ასოები . კონდახი მუქი , იტალიური კაკალისაა , განსაცვიფრებელი ჩუქურთმებით , ტყის სცენით : კეთილშობილი ირემი დგას ყვავილნარში .
ორივე თოფი მუშაობს გამართულად , სახელგანთქმული ოსტატების თოფები , განსაკუთრებით კი შომპოლიანები ცოტა მონადირეებს აქვთ , რომლებიც უმრავლეს

http://postimage.org/

შემთხვევაში იდეალისტები ,ფანატიკოსები ან რომანტიკოსები არიან . გარკვეული ფასი ძველებურ თოფებზე არ არსებობს . ყველაფერი დამოკიდებულია შემთხვევით ვითარებაზე. საქმის ცოდნაზე და ადამიანის კეთილშობილებაზე .
მე წარსულში ორთქმავალის მემანქანედ ვმუშაობდი . ვიყავი მოქმედ არმიაში 1914 წლიდან 1918 წლამდე . სამოქალაქო და სამამულო ომში. სამივე ომში მივიღე ჭრილობები, უკანასკნელ ომში მარჯვენა მუხლის სახსარში , მას შემდეგ , მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ საკუთარი საბაღე ნაკვეთის იქით ვერ მივდივარ .
მომიტევეთ ზერელედ დაწერილი წერილისათვის , მუხლის ტკივილი მტანჯავს და აზრებს მიბნევს თქვენს ჩამოსვლას ველი .
მონადირული მოკითხვით - მაქსიმ მაქსიმიჩი
პატარა ქალაქი , რომელშიც მაქსიმ მაქსიმიჩი ცხოვრობდა მოსკოვიდან-ორასი კილომეტრით იყო დაშორებული , ავტოსადგურიდან დღეში ერთხელ ავტობუსი გადიოდა .

გამგზავრება -
ქალაქში ჩავედი საღამოს . სამსონოვის ქუჩა ქალაქის ბოლოში აღმოჩნდა . სიბნელეში , უცნაურ ჩრდილებში , რომელსაც მბჟუტავი ფანრები იძლეოდნენ , მე დავიწყე მაქსიმ მაქსიმიჩის სახლის ძებნა , სახლები იყო დაფეხვილი , გადახრილი საკვამურებით , ეზოში დიდი , დაბერებული ვაშლებით და ალუბლებით , „გაზაფხულზე უნდა ჩამოხვიდე აქ „-გავიფიქრე.
მოვძებნე სახლი დავაკაკუნე დარაბები მკვიდროდ იყო მიხურული არსად სინათლე არ ჩანდა სახლი ცარიელს და მიტოვებულს ჰგავდა . „მომკვდარა „ გავიფიქრე და ღობეს მივეყუდე „ასეთ სიშორეზე წახვიდე , ძლივს იშოვო ფული შესანიშნავი ნივთების საყიდლად და სულ ფუჭად!“
მოვტრიალდი , დავათვალიერე ღობე და შევამჩნიე ჟანგიანი რგოლი , მიბმული მავთულით , ორივე ხელით მოვწიე რგოლი და შორს ზარის ხმა გაისმა , თხუტმეტიოდე წუთის შემდეგ ღობის იქით ვიღაცამ ჩაიბურდღუნა .
-ვინ გინდა? !
-მაქსიმ მაქსიმიჩი ! ეს დიმიტრია მოსკოვიდან ! მან უნდა იცოდეს!- სიხარულით დავიძახე .
კარები გაიღო , მე დავინახე გამხდარი ფიგურა მაზარაში , ქვედა საცვალში და კალოშებში .
-გამოიარე .
სწრაფად შევედი კარებში და ვიკითხე
-მაქსიმ მაქსიმიჩი სახლშია? ჯერ არა სძინავს?
უცნაურმა ფიგურამ არაფერი მიპასუხა . ჩვენ შევედით წინკარში.
ფიგურამ გადასწია ჩითის ფარდა და გაუჩინარდა , მივიხედ - მოვიხედე და შევედი ოთახში . პატარა ოთახი კარგად იყო გამთბარი . კედელთან ჩანდა საწოლი , მასზე იწვა მაზარაწახურული , გამხდარი თავგადაპარსული მოხუცი , ოთახში მეტი არავინ იყო. საწოლთან იდგა პატარა მაგიდა , ზედ ეწყო ვაშლები და იდო მახორკა რკინის ყუთით .
-გაიხადეთ - თქვა მოხუცმა - აგე იქ , ფარდასთან საკიდია.

სტუმრად -
ჩვენ დავაკვირდით ერთმანეთს , წერილის მიხედვით ასე ლამაზად რომ იყო დაწერილი, მე ველოდი სუფთა სახლს , ჩაის სამოვარით , მაქსიმ მაქსიმიჩი მე წარმომედიგან მშვენიერ მოხუცად , სინამდვილეში გამოდიოდა სულ სხვა, ჯერ ვერ გავრკვეულიყავი და მხოლოდ ვათვალიერებდი . მოხუცი შემომყურაბდა , თითქოს მამოწმებდა - ის ვიყავი ნამდვილად ვინც წარმოვადგინე თუ არა , შეიძლება თუ არა ჩემი დაიჯერო , სწორედ ის დიმიტრი ვარ რომელსაც წერილი მისწერა , თუ არა.
-მაქსიმ მაქსიმიჩ , ეს თქვენ ხართ ? -ვიკითხე.
-არ მეგონა , არ მეგონა , რომ ასე ჩქარა , ასე მოულოდნელად ჩამოხვიდოდით ,- თქვა მაქსიმ მაქსიმიჩმა . - მე ბევრი მონადირე მწერს და ინტერესდება თოფებით მაგრამ არავინ ჩამოდის . აი თქვენ როგორი მოხერხებული ყოფილხართ .
-სულაც არავარ მოხერხებული , გამიგეთ, მე ძალიან მიყვარს ძველებური იარაღი , უკვე ბევრი მოვაგროვე , თოფები , ხმლები. მე მათ ვზეთავ , ვწმინდავ , მომყავს წესრიგში , ვუვლი როგორც შემიძლია , ისინი მიკიდია კედლებზე .
მაქსიმ მაქსიმიჩი თავის მიქნევდა , გრძელი გამხდარი ხელით მან სწრაფად აიღო ვაშლი და ღეჭვა დაიწყო .
„ნუთუ სულ მარტოა?“ გავიფიქრე .
-მარტო ცხოვრობთ?
-მყავს და - მიპასუხა მაქსიმ მაქსიმიჩმა -მოხუცია , ავადმყოფი და ყველაფრისა ეშინია , თქვენიც შეეშინდა . იკითხა „იგი არ დაგვკლავს ღამით ამ თოფებისათვის ? ჩამოხვედით არა?- მკითხა უცბად მაქსიმ მაქსიმიჩმა - მე კი შესანიშნავად მსროლელი . პრაღელი ოსტატის

http://postimage.org/

ანტონინ ვინცენტ ლებედას თოფს არ გავყიდი! უფრო ადრე მოვკვდები , შეიძლება დამ გაყიდოს , მე კი სანამ ცოცხალი ვარ და ვარსებობ , არავის არ მივცემ !
არ მივცემ !-აღელდა მაქსიმ მაქსიმიჩი , დაიწყო ქოშინი და საწოლზე წამოჯდა .
მაზრიდან გამოყო ფეხები გაფარჩხული თითებით . მტკივან მუხლზე ნაწერი ჰქონდა შემოხვეული . ფეხები აუკანკალდა და გადაჭრილი თექის ჩექმებში ჩაჰყო .
მოხუცი ადგა და ფარდის იქით გავიდა , იქ დიდხანს აჟღარუნებდა გასაღებებს და ეხმარებოდა . ბოლოს მაქსიმ მაქსიმიჩი გამოვიდა ყუთებით . მოუთმენლად შევეგებე , ვეცი ყუთებს და გავხსენი.
შიგ ეწყო ოქრომკედით შემკულ მწვანე ხავერდში ჩაფლული ორი განსაცვიფრებელი თოფი . ცალკე ბუდეებში ეწყო შომპოლი , საპირისწამლე , სპილოსძვლიანი ზარხახშა ფისტონებისათვის....
ერთ ყუთს წითელი ხის გაპრიალებულ სახურავზე დაკრული ჰქონდა ფოტოსურათი . ძვირფასი ნივთის ასე უხეშად მოპყრობამ სახე დამიღმიჭა , მაგრამ როდესაც დავაკვირდი , სურათზე ახალგაზრდა მაქსიმ მაქსიმიჩი ამოვიცანი.
ტყისპირა მინდორში , ბალახებსა და ყვავილნარში იდგა რუსული პერანგით შემოსილი , გაღიმებული , ახოვანი , ლამაზი ჭამუ-კი და ხელთ „ლებედას“ თოფი ეპყრა . ქამარზე ტყის ქათმების კონა ეკიდა . ფოტოზე ეწერა „1920 წლის გაზაფ-ხული“
-როგორი ნადი-რობები ეწყობოდა ად-რე! - შესძახა მაქსიმ მაქსიმიჩმა -მე კარგი მსროლელი ვარ , დიდ -ხანს შევექცეოდით კეთილშობილი გასართობით მე და საყვარელი „ლებედუშკა“.
უნებურად შევხედე , მოხუცს მიეხუტებინა მკერდზე თოფი და ეფერებოდა . დავიწყე მეორეს თვალიერება , მსუბუქი , ლამაზი , თითქოს შიგ-ნიდან ანათებსო . იტა-ლიური კაკლისაგან გაკეთებული კონდახი დაფარული იყო განსაკუთრებული შემადგენ-ლობის ლაქით, რომ-ელიც საუკუნე არა სცილდება, გრძელი ლულით , მოჩუქურთმე-ბული ჩახმახით , ოსტა-ტის ლათინური წარ-წერით . თოფი ჩამეკონა ხელში და თითქოს თბებოდა , ყუთში დიდი ხნის ძილისაგან იღვიძებდა . ფრთხილად დავდე თოფი ადგილზე , მოხუცმა უხალისოდ გადმომაწოდა „ლებედა“ . აქა - იქ გაცვეთილი დაიგულიან დამასკური მასიური ორი ლულა , მუქი ალუბლისფერი კაკლის კონდახით , ფიფი უცნაურად მოგრეხილი ჩახმახებით , შავი ხისაგან დამზადებული ზუმბით და მოჩუქურთმებული , სასხლეტის დამცავი კავით , თოფი ძალიან ლამაზი იყო .

http://postimage.org/

სახესთან ახლო მივიტანე და აღტაწებით ვათვალიერებდი მას ყოველ მილიმეტრს . ჩემი ყურადღება მიიქცია ხეში ჩასმულმა კაპიკიანზე პატარა ვერცხლის ფირფიტებმა . მათზე წვრილი ციფრებით ამოტვირთული იყო .: 1921 , 1928, 1929 , 1934, 1938, 1940 , 1946, 1948, 1953.
-ეს წლები განსაკუთრებით კარი ნადირობებით აღინიშნა - თქვა მაქსიმ მაქსიმიჩმა - ჩვენ ტყეებში ბევრი ნადირ ფრინველი იყო , ირმებიც კი , თვითონ ჩვენ მათ არ ვესროდით , აი ქურდებისაგან , ამ მოღალატეებისაგან ვერ დავიცავით ... დიდი ხნის ამბავია მეძნელება გახსენება მაგრამ მოგიყვები , დიმიტრი და თვითონ განსაჯე ... დავიჭირე ერთხელ ბრაკონიერი , ნაცნობი გლეხი ჩემი ასაკისა , ის-საა ომიდან დაბრუნდა -მოკლედ , ყოველმხრივ ჩვენიანი , ამხანაგი . მოუკლავს ირემი , რქებით მიუთრებია მარხილამდე. ჭრის ხორცს და ტომარაში აწყობს , თავზე წავადექი „ამას რას აკეთებ, შე უნამუსო „ ვუთხარი , არაფერს ამბობს ჯიუტად დუმს , მე ისევ „სირხცვილი გაქვს? ასეთ იშვიათობას როგორ კლავ?“ მან კი იმხელა დაიყვირა , მუხლები სიბრაზისგან აუკანკალდა : „თქვენ გველები ხორცი გენანებათ , არა? მო-ო-გკლავ ! და თოფს დაავლო ხელი , მოკლედ შემეცოდა და გავუშვი . მანკი მოღალატემ ხორცი გაყიდა და დაამღერა , აი , ასე ხდება ცხოვრებაში , დიმიტრი-მაქსიმ მაქსიმიჩმა მძიმედ ამოიოხრა და თვალები დაახამხამა .
-ჰო-ო-ო - გავწელე მე - ადრე შეიძლება შიმშილის გამო კლავდნენ , ახლა კი გასუქდნენ და იმიტომ ეგერებსაც ზედ მიაყოლებენ ხოლმე , მე ჟურნალში წავიკითხე.
- ან ჩვენ ვაჯობებთ მათ , ან ისინი გვაჯობებენ ! მკაცრად თქვა მაქსიმ მაქსიმიჩმა და მუშტები მოკუმა . გავჩუმდით , მე ისევ კონდახს დავაცქერდი კონდახზე ბევრი უწვრილესი ბზარი იყო , ნაჭდევი , მეტალი გაშავებულიყო დროისაგან , დამასკურის ხვიები ამოვსილიყო ზეთისა და დენთის ნამწვით , შეიძლება წარმოდგენა , რამდენ მზის ამოსვლას და ჩსვლას შეხვდა ამ თოფით მაქსიმ მაქსიმიჩი , რამდენი იხვი , როჭო , ყრუანჩელა , კურდღელი დასცა ძირს ამ ლულების ზუსტმა გასროლამ , რამდენი მანძილი გაიარა მან ტყეებსა , დათოვლილ მინდვრებსა და ჩალიან ჭაობებსი .
ზურგსუკან კვნესა გაისმა , სწრაფად მოვიხედე და დავინახე . როგორ ჩაიკეცა მოხუცი , მოიკუჭა საწოლის ზურგთან მოკუზული , ჩამქრალი სახით , იგი მუხლზე ხელს ისვამდა .
- წამალი ხომ არ მოგიტანოთ-ვკითხე, რაღა დროს წამალია , ძალიან დავბერდი , ოთხმოცდამეცხრე წელში გადავდექი . ალბათ აღარაფერი მიშველის , მიქელ -გაბრიელის მეტი . გავჩუმდი და სკამზე ჩამოვჯექი.
მოხუცმა მანიშნა რომ საწოლის ქვეშ შემეხედა , დავიხარე და დავინახე თეთრი რკინით შემოჭედილი ზანდუკი. გამოვათრიე იგი შუა ოთახში და თავი ავხადე , იგი სავსე იყო ტომსიკებითა და ყუთებით , მაქსიმ მაქსიმიჩის ზედამხედველობის ქვეშ დავიწყე ყუთების და ტომსიკების გახსნა.
-მთელი ჩემი მონადირული მარაგი !- თქვა მაქსიმ მაქსიმიჩმა , რაღა არ იყო აქ! უწმინდესი , ჯერ კიდევ მეფისდროინდელი შავი წამალი , გამწვანებული ფისტონები, ყველა ზომის საფანტები , საუკეთსო თექის საცობები . ინგლისური , ყვითელი ტყავის საპირისწამლები , ძაღლის საყელურები , ორი დიდი დანა დათვებზე და ღორებზე სანადიროდ , სპილენძის საყვირი , ფოლადის ტყვიების ჩამოსასხმელები , ვერცხლის სატყუარები სხვადასხვა ფრინველზე , მოოქროვილი სირჩა და სქელი მინის შტოფი წარწერით: „გამარჯობათ ჭიქებო ! როგორა ხართ ?“ და

იქვე პასუხი „გადაჰკრავთ ჭიქებს , დაინახავთ ჭინკებს!“ . შესანიშნავი , თხელი ტყავი იაგდტაში . ტყავის მაღალი ჩექმები ხელთათმანები ....
მოხიბლული ვალაგებდი მონადირულ განძს . შემოვიდა მაქსიმ მაქსიმიჩის და , შემოიტანა ორი ჭიქა ჩაი , თეფში მურაბით და პური/
-ნუ გაგვიკცხავთ ღარიბი სუფრისათვის- თქვა მაქსიმ მაქსიმიჩმა - ადრე ყრუანჩელას შეგიწვავდით , ახლა როგორც ხედავთ არც ნადირობა , არც მუშაობა აღარ შემიძლია , პენსია კი პატარა მაქვს , მაღაზიაში სიარულის თავი ჩვენ აღარა გვაქვს , მეზობლები გვამარაგებენ.
-იქნებ მოხუცების თავშესაფარში გადასულიყავით?-ვკითხე მე
-შემოგვთვაზეს , მაგრამ თოფებით არ გვიშვებენ, უიმითოდ კი მე არ წავალ , სულ ახლახან გადავწყვიტე გაყიდვა და ისი არა „ლებედასი“ -მასთან ერთად კიდევ ვიცოცხლებ ცოტა ხანს შემდეგ კი ... საკუთარ სახლში სიკვდილიც კარგია - დაამთავრა მაქსიმ მაქსიმიჩმა .
ჩუმად მოვსვი ჩაი
-ძილის დროა !- ამოიოხრა მაქსიმ მაქსიმიჩმა . მას თვალები ებლიტებოდა.
ამოვიღე საფულე და ფული გავუწოდე . მაქსიმ მაქსიმიჩმა ფული აიღო , ცდილობდა არ შეეხედა , ისე მომიწია ლაზარო ლაზარინის ყუთი .
-არასოდეს მიყვარდა იგი! -თქვა მან ზიზრით - ძალიან ლამაზია ნამდვილი ნადირობისათვის , აზიზი და მტვრევადი .
სიხარულით ვტაცე ხელი ყუთს , მოხუცმა გამიყვანა ღუმელს იქით და დამაწვინა ძველ ტყაპუჭებზე , სინათლე ჩააქრეს , მე ტვალები დავხუჭე და დავიძინე , ორჯერ გამეღვიძა სიცხისა და მოხუცის კვნესისაგან

დამშვიდობება

დილას ვიღაცის მზერა ვიგრძენი და გამეღვიძა , შევკრთი თავი ავწიე და დედაბერი დავინახე, მდუმარედ გამომიწოდა მან წითელი ვაშლი .
-გმადლობთ , რომ ჩახმოვედით - თქვა დედაბერმა - ბევრი გვწერდა , მაგრამ არავინ ჩამოდიოდა , ამ სიშორეზე ... ჩვენთან კი დასაფლავება ძალზე ძვირია . ამას მიეცი-იმას , ყველას , მაგრამ საიდან ავიღოთ ფული ? ჩემი დონ-კიხოტი მთელი ცხოვრება მუშაობდა , ებრძოდა მტრებს, თოფით დადიოდა და სხვადასხვა ჰოსპიტრლებში იწვა , აი სიბერისათვის ფული კი არ მოაგროვა , ხანდახან მივიდოდი მასთან ჰოსპიტალში , ღვეზელებს , შინაურ ბურახს მივუტანდი და ვეხვეწებოდი : „ მაქსიმ ... მაქსიმუსკა , ძმიკო შეგერთო ცოლი , ნახე რამდენი ქვრივია , ბავშვები გეყოლება , მარტო არ დავრჩებით „ . ის კი მოტრიალდება კედლისკენ ხმას არ იღებს , ბრაზობს „ წადი ნასტია , არაა შენი საქმე“ .... ასე დარჩა უცოლო და ყველაფერი იმის გამო , ჯარში რომ წავიდა , პირველ მსოფლიო ომში . მისმა ტურფამ ის დაივიწყა და სხვას გაჰყვა ცოლად . ძალიან უყვარდა და ამ სიყვარულის ერთგული დარჩა . ასე ვწვალობთ . ეს მე დავიყოლიე თოფი რომ გაეყიდა - წრაფად წაიჩურჩულა და შისით მიიხედ მოიხედა .
-სწორია ! -უცბად გაისმა ფარდისიქიდან - მე თვითონ არავითარ შემთხვევაში არ გავყიდიდი ! მოვკვდები და ჩამედბენ მიწაში , ზევით არ დამტოვებენ , სანამ ცოცხალი ვარ არაფერი მინდა .
-გაიგეთ? - თქვა დედაბერმა , გაიქნია თავი და წალასლასდა , მე შევჭამე ვაშლი ავდექი და გავედი ფარდის იქით . მაქსიმ მაქსიმიჩი იჯდა და რაღაცას წერდა , რომ დამინახა , წერტილი დასვა და ფურცელი გამომიწოდა , გამოვართვი და დავიწყე კითხვა :

ლებედავ , ჩემი კარგო ლებედავ
ლებედავ , ჩემო ფისტონიანო
კედლის ლურსმანზე ისე ჰკიდიხარ
ვით შავი ბაფთა სამგლოვიარო.

ეგ საკეტები მოჩუქუღტმებული
გამუქებულადნ , დაუფარავს მტვერს
შენი ლულები გამოსარკული
შეუჭამია ჟანგის ფენას თხელს,

როცა ზაფხულში , პაპანაქებაში
ანდა ზამთარში წვიმდა და თოვდა
ლაღად მედექი გვერდით ზმასავით
შენი ქუხილის ხმა ქარს გაჰქონდა


მოცელილივით დაბლა ცვიოდა ,
ზუსტი ნასროლით დუპელ ვალდშნები
ტეებში როჭოს სიკვდილს თესავდი,
ტბებზე იხვების , ძლიერ სწრაფების

და ვერთობოდით მე და შენ განა
მარტო მწყრებით, მარტო ფრინველით?
შენი დარტყმისგან ძირს ეცემოდნენ
მელა და ღორი , დათვები , მგლები

შენ გიწოდებდა „წყეულ ზარბაზანს“
შურით და ბოღმით ძმაკაცი ბევრი ,
ეხლა ლურსმანზე უქმად ჰკიდიხარ
ისე, უსაქმოდ, მოცული სევდით.

ეტყობა პატრონს ასაკში შესულს
დარდმა ძალები სრულად წაართვა
მძლავრი მკლავები დაბლა დაეშვა
სწრაფი ფეხები წლებმა დაღალა

სულში სიცივემ დასადგურა
გასთელა გული უამინდობამ
სწორედ ამიტომ მიგდებული ხარ
ჩემო ლებედავ , ტკბილო ლებედავ!

სწორედ ამიტომ უქმად ჰკიდიხარ
ვით შავი ბაფთა სამგლოვიარო
ლებედავ , ჩემო კარგო ლებედავ
ლებედავ ჩემო ფისტონიანო .


-ნუთუ თვენი დაწერილია - ესღა მოვახერხე მეთვა .
მაქსიმ მასიმიჩმა გაიღიმა .
-მიიღეთ სახსოვრად ძველი მონადირისა და მესტენდურისაგან , ნახევარი საათის შემდეგ დავემშვიდობე და წამოვედი , მოხუცები იდგნენ ზღურბლთან და ორჯერ ხელი დამიქნიეს. დილა იწყებოდა , ცივი და წვიმიანი , ავტობუსის ფანჯრიდან მინდვრები შავად გამოიყურებოდნენ , სამიოდე საადის შემდეგ მოსკოვის გარეუბანში შევედით .
უცნაურია . მაგრამ ნაყიდი ნივთი სულ არ მახარებდა თვალწინ მედგა მაქსიმ მაქსიმიჩის სახლი , მისი ოთახი , მოხუცების სახეები.

http://postimage.org/

საგულდაგულოდ გაწმენდილი და დაზეთილი თოფი , ახლა კედელზე მკიდია , ვუყურებ და ვტკბები ლულების სილამაზით , მოხრილი კონდახის სინატიფით და განსაცვიფრებელი ჩუქურთმით „კეთილშობილი ირები დგას ყვავილნარში“ .
გავიდა ორი თვე და მივიღე ამანათი , დიდი ტილოთი გამოკერებულ ყუთში , იდო ლებედას თოფი და ქაღალდის ნაგლეჯი - იკლიბიკლო ნაწერით :
„პატივცემულო დიმიტრი ! მაქსიმ მაქსიმიჩი მოკვდა , მე ის დავმარხე , იქნებ ახლა მაინც არის მშვიდად ? მიცვალებულის უკანასკნელი სურვილის თანახმად თოფს გიგზავნით . გაუფრთხილ-დით - მას იგი ძალიან უყვარდა ! მშვიდობით ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობას და ბედნიერება“



თხზულების ავტორია:
რუსი ეროვნების, ანტიკვარული იარაღის, რეპლიკების, ისტორიული ღირებულების ძველებური იარაღის კოლექციონერი, მცოდნე , დამფასებელი და მწერალი დიმიტი დურასოვი.
თარგმნა ჩვენმა პატივსაცემმა და გადაჭარბების გარეშე, ბუმბერაზმა იარაღმცოდნემ : ოთარ ლომთაძემ.

საავტორო უფლებები დაცულია !

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 16 2012, 18:21

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 16 2012, 18:32

small3d018.gif small3d018.gif ravari-misca.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ilariona Oct 16 2012, 18:34

ბაბუ აღარ ხუმრობს და ყოველ დღე გვახარებს.

მაგარ

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 17 2012, 02:23

ჩემი უსაყვარლესი თოფებია. თვითონ ბატონი ანტონი კიდე უძალიანმაგრესი მეიარაღე. 1 ლებედას მაინც დავითრევ..სულ რომ მადაგასკარზე მომიწიოს ჩასვლამ. ბენი..შენ კიდე საღოლ. შრომობ აშკარად.

პოსტის ავტორი: axalcixeli Oct 17 2012, 08:32

small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 17 2012, 09:43

ვააახ, მეამა დიდად... მადლობა....

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 17 2012, 12:36

მადლობა მოწონებისთვის ყველას newsmile05.gif

http://postimage.org/
ლებედაზე რომ დაწერო , თუნდაც სხვა ავტორის ლექსი, ამისათვის ერთხელ მაინც უნდა გეჭიროს საეოცნებო ლებედა ხელში.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 17 2012, 13:17

Bonehill
მეც მითამაშია მაგ თოფით. newsmile029.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 27 2015, 15:10

Bone
მადლობა შესანიშნავი ისტორიისთვის. თქვენი არ ვიცი და მე კი თვალები ამიწყლიანდა.

პოსტის ავტორი: bondoshondo May 23 2023, 17:57

ძალიან მაგარია მართლაც

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)