ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია . |
Jan 8 2014, 09:26
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს ისევ ვემზადები სანადიროდ ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს. ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს ლანდი შეერია უკვე ტყიანს მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს დღისით ხარ- ირემის ყვირილია უკვე მერამდენედ მივაბიჯებ ბილიკს სიპებიც კი გაელია ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან აი ავახწიე ჭიუხებს და ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს ისევ ვინადირებ უხიფათოთ დედის ლოცვებმაც თუ მომაწია თავზე გადავევლე ზვავიანებს მერე დავუყევი ქარაფიანს ზედვე წავადექი მთის ნადირებს ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს. აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია. გული გავიგრილე ნაკადულით მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს? დაბლა დავუყევი მოწყენილი ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს. გულში ცეცხლი მენთო სინანულის სხვები მილოცავდნენ სახელიანს. ეს ჩემი ნაჯღაბნი |
|
|
Jan 8 2014, 17:28
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 24-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
არაგველი საღოლ ძმაო მთელი ეს პროცესი წარმომიდგა თვალწინ, ყოჩაღ მაგარი ლექსია. ეგრე გააგრძელე.
|
|
|
Jan 8 2014, 17:44
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
|
|
|
Jan 8 2014, 20:03
პოსტი
#4
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
|
|
|
Jan 9 2014, 09:13
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
დილით ფანჯრებია დაჭირხლული
წუხელ მთებში ისევ უთოვია გარეთ ამინდია შლეგიანი ღამით მთვარეს მზესთან უომია ისევ ყურშა ყმუის უმადური ტყეებს წამიყვანე ნადირიანს ავდექ ავითრიე ტანსაცმელი ხირიმს ავიტაცებ სპილოს ძვლიანს კარში გამოვედი ჩავისუნთქე მადლი შევუთვალე დალის მზიანს ყურშას წკმუტუნმა და სიხარულმა უკვე ცხრა მთასაც კი მიაღწია. ქშენით მივუყვები ნაბილიკარს ყურშამ ტყიანსაც კი მიაწია ნისლით დაფარული ძირს ხევები უკვე მივამგვანე ფარდაგიანს ტყეებს ზამთრისაგან შეწუხებულს უკვე სუდარაც კი ჩაუცვიათ. თოვლმა აირეკლა მზის სხივები უკვე მზერას მჭრიან თვალ სევდიანს აი ყურშამ სადღაც ხევს ჩაჰყეფა ყორნები მოსმენასაც არ მაცდიან აი ამომიჩნდა მურა დათვი ავსულნი თოფის ხმაზე კვლავ კრთებიან ასე ნადირობდა ალბათ ჯარჯი მთები მის ნაკვალევს მისტირიან უკან დავბრუნდები უკუნეთში სახლში ჯალაბობა კვლავ მიცდიან. ბუხარს გაახურებს პაპა გოლა მერე არყის სმასაც მოჰყვებიან ზღაპრებს მოგვიყვება უხუცესი სასმლით ლეგენდები ცოცხლდებიან ისევ კოპალა და იახსარი დევებს ხევ-ხუვებში თავქვე ყრიან ღამე გაილევა ჩვენს ქუხილში ლექსებში ერთმანეთს არ აცდიან, მოდი გაბედე და სადმე წადი სულში დაბნელებას მოგისჯიან. სხვისთვის ნადირობა ხიფათია ჩემთვის რისკია და სხვა ხიბლია. ესეც თუ მოგეწონებათ. |
|
|
Jan 9 2014, 09:18
პოსტი
#6
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
aragveli
შენ აღარ ხუმრობ |
|
|
Jan 9 2014, 09:23
პოსტი
#7
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
aragveli საღოლ ძმაო!! შენი ლექსებიდან ჩანს რა შეხედულებების ადამიანი ხარ
|
|
|
Jan 9 2014, 09:27
პოსტი
#8
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მადლობა გაიხარეთ.
|
|
|
Jan 9 2014, 15:46
პოსტი
#9
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 485 რეგისტრ.: 12-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi-bakuriani |
aragveli
საღოლ მაგრებია ! |
|
|
Jan 10 2014, 10:33
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მინდა გავეხიზნო უგულოებს
აღმა შევუყევი გზა-წვრილიანს ქალაქს ულოკია ჩემი სული მარილს მიმატებდა ჭრილობიანს. უკან მომკიოდა მიკიოტი წინ სულ მთებია და ველებია უკან მიმათრევდნენ უფსკრულებში სადაც სისხლის მსმელი ქაჯებია უნდა გავეცალო უღმერთოებს სადაც მთებია და ხატებია თქვენთან უკვე დადის ცოცხლად მძორი იქ კი უფლის წმინდა გულებია ქუჩებს ბევრი ახსოვს ცოფიანი სახლი თქვენი- "ქავის კარებია" გზაზე ბევრი შემხვდა უმადური ბევრჯერ სიყალბესთან მიომია უნდა გავეხიზნო პარაზიტებს ვნანობ აქამდე რაც მიცხოვრია. თქვენთან ომია და დუღილია იქ კი მხოლოდ ზვავის ქუხილია თქვენთვის უცხო არის ილია და ჩემთვის საუკუნო საგზალია. ჩემთვის მთებში არის სიცოცხლე და თქვენთვის აქეთ მხოლოდ ტრამალია. გზები მახსოვს მხოლოდ სისხლიანი იქ კი ყვავილების ბილიკია. ზოგჯერ თქვენც გიყვარდათ გაგიჟებით გრძნობა ისევ ვერცხლმა გადაძლია. მთაში ქოხებია გულით სავსე თქვენთან ბაბილონის გოდოლია მთები სპეტაკია თოვლისფერი თქვენთან სოდომი და გომორია. ჩემთვის მთავარია ერთგულება თქვენთვის მითია და ზღაპარია. არც მე არ ვყოფილვარ ანგელოზი ბევრი ვიმრუშე და მიპარია მერე ავედევნე ტატოს "მერანს" მერე უფლის გზებით მიარია. ნელა გამოვძვერი ჭაობიდან ახლა მთებში ვარ და მიხარია. ესეც იყოს თუ მოგეწონებათ. |
|
|
Jan 10 2014, 10:38
პოსტი
#11
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
aragveli
საღოლ მაგარია .დადე კიდე თუ გაქვს ლექსები |
|
|
Jan 10 2014, 10:42
პოსტი
#12
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 429 რეგისტრ.: 16-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
aragveli
|
|
|
Jan 10 2014, 11:07
პოსტი
#13
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მხოლოდ რწმენა და მთა მინდა
სიმშვიდე , მინდვრის სურნელი სადმე მიმაგდეთ ჭიუხებს ცა იყოს ჩემი მკურნელი. არ დავნებდები საწუთროს ლექსის ვიქნები მთხუპნელი. შემოგევლეთ მიხარია თუ მოგწონთ. |
|
|
Jan 11 2014, 13:04
პოსტი
#14
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
aragveli
სხვების სიტყვებს არ ვიცი რა დავამატო... ისე კი შენი ლექსების თემა ცალკე რო გახსნა არ გინდა ? |
|
|
Jan 11 2014, 13:58
პოსტი
#15
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
არ არის საჭირო იყოს აქ. ამასაც დავდებ მაშინ.
იყო წალკოტი და უფლის ბინა, ზეზვა-მზიას სანამ მოუგვნია. უფალს დაუთმია მოწყალებით, თავად ზეცად ყოფნა მოსურნია. მერე კერპებით და ზარ-ზეიმით თურმე უფალიც კი დაგვიწყნია. გონი გაუნათა უღმერთოებს ნინოს ჯვარით როცა ულოცნია. იყო უღრანი და შიგ ხოხობი, ახლა თბილისად რომ უძახიან. გონი დაუკარგავთ შიშისაგან, მტერს რომ გორგასალი უნახია. იყო დავითი და დარუბანდი, დიდგორს სელჩუკნი რომ გვიკაფნია. აბა ვინ შეჰბედავს დამარცხებას, სადაც დემეტრეს და ცოტნეს ზრდიან. ზეცა გაყინულა სიმწრისაგან სამას არაგველს რომ თავებს ჭრიან ჩვენი ღალატი და ჩვენი მარცხი აქ ხომ მინდორ -ველებს ზედ ატყვია. ჩვენი ცოდვითა და სიმწრისაგან გარეჯს უდაბნოებს უტირია. როცა ეგონათ რომ გავნადგურდით , ჩვენში ალგეთის მგლებს აღარ ზრდიან, მაშინ კვლავ ვანახეთ შინდისი და ქაჯნი ისევ ისე შიშით ჰკრთიან. მოდი ნუ წავლეკავთ ამ ქვეყანას ჩვენც ხომ ქართველები გვრქვია. მოდი ვუპატრონოთ სიკვდილამდე სანამ ახალ გმირებს ზრდიან. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:04 |