ქედნებზე ბახა-ბუხი :D - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
ქედნებზე ბახა-ბუხი :D, 19 . 12 . 2012
ლაშა თევზაძე
პოსტი Dec 21 2012, 02:37
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Attention, Attention!!!

სამშაბათის საღამოა. ვზივარ ჩემთვის კომპიუტერთან C#-ის კოდებს ვუყურებ, მეორე დღეს გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და ამ დროს გაისმა მერკურის ხმა(ტელეფონზე რეკავენ). ჩემმა ტელეფონმა დაყვინა, მაქვს ახალი და შესაბამისად ბევრის ნომერი აღარ მაქვს და ვხედავ უცხო ნომერია... ვახ, ვის გავახსენდი ან რაუნდათ-თქო ვიფიქრე. ამასობაში კი ვუპასუხე და...:

-ალო!
-ლაშა, რას შვები როგორ ხარ?
-კარგად ვარ. რომელი ხარ?
-ზახარა ვარ.
-ვა ზახარ, როგორ ხარ რას შვები და ა.შ.
-კარგად ვარ. ხვალ რას შვები?
-შუადღემდე არაფერს.
-აბა მერე რას შვები?
-მერე უნივერსიტეტში ვარ მისასვლელი.
-სანადიროდ ვაპირებთ ხვალ და ვიფიქრე წამოხვიდოდი...
(ამ დროს ათასმა აზრმა გამირბინა ტვინში, თუ როგორ შეიძლებოდა უნივერსიტეტისთვის თავი ამერიდებინა... მაგრამ არაფერი მაფიქრდებოდა...)
-ზახარ, ნახევარ საათში დაგირეკავ და ზუსტად გეტყვი პასუხს.
-კაი, მიდი დაგელოდები.
-კაი.

ამ დროს ჩავარდი იზმენებში. ისიც ვიფიქრე ერთი გამოცდის დედაცთქო, მარა არ გამოდიოდა. მერე ვრეკე ჯგუფელებთან, მაგრამ სასიკეთო ვერც იმათმა მითხრეს რამე... ბოლოს ვიფიქრე გამოცდის დროს იქიდან დავურეკავ, ვეტყვი დიდთოვლობის გამო ტყეში ჩავრჩით და ვერ ვახერხებ მოსვლას და იქნებ გადამიტანოსთქო და ავკრიფე ზახარას ნომერი...

-ალო!
-ალო!
ხმაზე კალვერა ვიცანი უცბად.
-იკო შენ ხარ?
-ხო მე ვარ.
-ბიჭო ლაშა ვარ როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ რას შვები?
-მეც კარგად ვარ... ხოარ ჩაგისვიათ ვინმე?
-არა არავინ. მოიცალე?
-კი კი მოვდივარ. როდის გავდივართ?
-ღამე 3-ზე შენთან ვიქნებით.
-კაი, მოვემზადები მაშინ.

მოკლედ, ცოტა ვიფუსფუსე ჩავბარგდი და ამასობაში კი გახდა 1 საათი. ძილის რა მოგახსენოთ და ვიფიქრე ცოტას მივყვინთავ მაინც-თქო, მაგრამ არც ეგ გამომივიდა.
3-ის ნახევარზე ავდექი ჩავიცვი და იკოს ზარმაც არ დააყოვნა. ჩამოდი მოვედითო - იუწყებოდა...

მეც ავიღე ჩანთა, თოფი, გამოვუშვი ჩემი ლომი და ფრინველთმგუდავი და ჩავედი ქვევით. კვიცივით ნივით დამხვდნენ Jei და კალვერა თავისი ჯინოთი. ჩავბარგდით ჩავსხედით და წავედით ზახარას ასაყვანად. ჩამოვიდა ზახარაც. დავამატეთ ზახარას გრუზებიც, ჩავჯექით და ჰერი-ჰერი ალაზნისკენ.

ეხლა ის დროა უკვე შეჯამებული ეკიპაჟი წარმოგიდგინოთ:

1. კალვერა
2. ზახარა
3. Jei
4. Fishman

ძაღლები: რიჩი და ჯინო.

ცოტა პეიზაჟებით დატკბით newsmile05.gif







თოვლის და ყინვის გამო მოგვიწია ძალიან ნელა სიარული, ამიტომაც იხვის „პერელიოტს“ ვერ მივუსწარით :( ადგილზე რომ მივედით უკვე გათენებული იყო...
გადმოვედით მანქანიდან, ავისხით იარაღი და შევუყევით ტყეს.





ცოტა ვიბოდიალეთ.მე და ზახარამ დავიწყეთ ლაპარაკი, უცბად ზახარამ არწივის მზერა ისროლა, ამას თოფიც მიაყოლა, მარა არაფერი... ქედანმა შეიბერტყა ერთი და გაფრინდა ასტრალში...

აქ ქედნების წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა...






დავიწყეთ ისევ ბოდიალი. მე და Jei თლა უშედეგოდ დავბოდიალებდით D.gif რო შევერთდით იკოსაც და ზახარასაც ყავდათ უკვე ნადავლი.

იკომ ალბათ სკოლის ფოტოგრაფის ხმაზე დაუძახა Jei-ს სურათს გიღებო და აი შედეგიც... D.gif



ეხლა შენ გადაგვიღეო...



შიგადაშიგ ცოტ-ცოტა სურათებიც ვიღეთ...











კარგა დრო იყო უკვე გასული. ზახარამ თქვა მანქანასთან წავიდეთ კიშკები წამოვიღოთ, რამე ადგილი მოვძებნოთ და აქ დავჯდეთო. წავედით მანქანასთან. ცოტა იქ მივირთვით.





ავბარგდით და დავუბრუნდით ტყეს.

იხვი და ბატი მოძრაობდა, ოღონდ ძალიან მაღლა და მაგათზე ოცნებასაც თავი დავანებეთ...

ამასობაში თოვლიც თითქმის დამდნარიყო...

ტყე დაგვხვდა ასეთი



და დავტოვეთ ასეთი




გავშალეთ დაყრილ ტოტებზე ჩვენი „პურ-მარილი“ და შევუდექით ჭამისთვის მზადებას. ზახარამ ჩამოასხა თავისი "ფლიაშკიდან", იკომ კიდე რაღაც „მადაფაქობა“ ბუტერბროტები გააკეთა D.gif



















ეს ეს იყო უნდა დაგველია და ზახარამ „ეე ბიჭოო!“ დაიძახა. თავიდან ვერ მივხვდით მე და Jei რა უნდოდა. რო მივხვდით კიდე გაფრენილები იყვენენ D.gif და ისევ დავუბრუნდით „სუფრას“. მეორე დაძახებაზე უკვე არაყი რომელმა რომელს მიასხა, საით გადაასხა და ჭიქა რომელ ხეზე შეაგდო ვეღარ მივხვდით და ავტეხეთ ბაგა-ბუგი D.gif. შედეგი ისევ იყო დიდი 0! ძლივს გამოვნახეთ დრო, დავლიეთ თითო ჭიქა, თითო ლუკმაც გადავყლაპეთ და ამ დროს ისევ ბაგაბუგი ავუტეხეთ ჩვენსკენ მომავალ ქედნებს. შედეგი ისევ დიდი 0! Jei-მ ერთი ამის დედაცო აღარ მშია უნდა მოვკლაო. სისხლი სწყუროდა... ჩვენც ავდექით და გავნაწილდით.

მე პირადად პირველად ვიყავი ქედანზე სანადიროდ და ვესროდი ყველა დისტანციაზე. ვაზნა არ დამნანებია D.gif

ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, რომ ხვდებოდა მარა არ კვდებოდა. რკინის აბჯარ ასხმულები დაფრინავდნენ სავარუდოდ... D.gif

Jei ბუთქებდა,
-„უხ შენი ავაცილე...“
მე ვპასუხობდი:
-არ აგიცილებია.
-რა იცი?
-რა ვიცი და ბუნდღები ჩემთან ცვივა... D.gif

ამასობაში კი გახდა 3 საათი(გამოცდის დრო) და უცბად გამოცდა გამახსენდა. იმ შემართებით, რომ ეხლა ლექტორს დამალაპარაკებენ და უნდა ვაბოლო რაღაცეებითქო დავრეკე ჯგუფელთან მეთქი რა ხდება დამალაპარაკე ან ნომერი გამოართვითქო და დავურეკავთქო. ჰოოოდა ეგრევე მახარა გამოცდა გადაიდოო. მოდით ეხლა და ნუ იტყვით, რომ ოჩოპინტრე არ არსებობს!!! D.gif

მოკლედ, ორმაგად ნასიამოვნები დავრჩი D.gif



ერთხელ კიდევ იკომ ერთი ქედანი 3 ვაზნით ძლივს მოკლა D.gif ეტყობა, რომ კარგი მიზანი აქვს, სულ კოჭებში ესროდა...

და მოკლედ, ასეთ რეჟიმში ვაგრძელებდით ახალი წლის ღამეობანას თამაშს ბათქაბუთქით D.gif

ნუ ბოლოს 2 ცალი მაინც გამოვასალმე სიცოცხლეს და ჩამოვიკიდე ქამარზე. პროგრამა მინიმუმი შესრულებული იყო!

ცოტ-ცოტა კიდევ წავიპოზიორეთ...















დრო დადგა ჩვენი შინ დაბრუნების და გავეშურეთ მანქანისკენ. იქ ცოტა კიდევ წავიხემსეთ, ნანადირევი ვაპოზიორეთ, ჩვენც ზედ მივყევით და ჩავლაგდით.



ესეც სრული ნანადირევი...



აქ ქედანზე გამარჯვებული ზახარა არწივის მზერას აბყრობს არემარეს!





Jei-მ კი იბუზღუნა არ მინდა ამათთან გადაღებული სურათი, არცერთმა თავი არ მომაკვლევინაო, მაგრამ მაინც მოხვდა კადრში D.gif



გამოვეშურეთ თბილისისკენ დაღლილ-დაქანცულები. ტრასამდე გამოსვლისას Jei-მ და ზახარამ „ნივა ყველგან მივას“ პრინციპით მაგრად ი-OffRoad-ეს. მე და იკოს კიდე უკან თითქმის ფეხზე დამდგრებს გათიშულებს გვეძინა. როგორც Jei-მ და ზახარამ გვითხრეს თავებს ხან ერთმანეთს ვურახუნებდით და ხან მანქანის ჭერს... D.gif

მოკლედ, ისევ ნელნელა და მშვიდობით დავუბრუნდით ჩვენ-ჩვენ სახლებს.

P.S. მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავრჩი! პირველად ვინადირე ქედანზე(ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე. რთული და აზარტული ყოფილა), გავედი ქალაქგარეთ და მშვენივრად გავატარე დრო... დანარჩენს კიდევ ბიჭები მიამატებენ, თუ რამე გამომრჩა...

მადლობა ყურადღებისთვის. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jei
პოსტი Dec 21 2012, 03:46
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 95
რეგისტრ.: 21-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგი რეპორტი გამოგივიდა newsmile05.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Dec 21 2012, 05:22
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ყველაფერი კარგია მგარმა გამოცდაზე რაქენი D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 21 2012, 05:23
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აი საღოლ რა ლაშა, ძლივს ერთი ნორმალური რეპორტსმენი არ გამოერიაა, დავიღალე მარტო მე რომ ვწერ და სხვებს ეზარებათ, მოკლედ შენ ყველგან წასაყვანი კაცი ხარ, აწი სხვებმა იოცნებონ D.gif

დაწერა კაცმა გამართულად და ლამაზად, მიბაძეთ სხვებმაც, ორ სიტყვას რომ ვერ აბამთ, ოროსნებო D.gif

იმპროვიზირებული მაგიდა მომეწონა ნამეტანი D.gif

ნადავლიც საკმარისია, რაც მთავარია გახვედით და გაერთეთ, მთავარი ეგაა, ხორცის დედაც...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Dec 21 2012, 08:26
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



Fishman
ზე რეპორტია ძმაო, მალადეც small3d018.gif

ციტატა(jeko 15 @ 21st December 2012 - 06:22) *
ყველაფერი კარგია მგარმა გამოცდაზე რაქენი

????? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Dec 21 2012, 08:48
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



KTX-100
ეხლაც რაღაც გამოცდაზე ზის... მემგონი ეგ გამოცდოფილი არის...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Dec 21 2012, 08:55
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მომეწონა რეპორტი.

თქვენადააა...... სხვა ჩიტები არ იყვნენ?newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 21 2012, 08:58
პოსტი #8


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოჩარ ლაშაბერ. კარგი რეპორტია. კაიფი მერე გენეხათ მეც რომ მომეხერხებინა და ჩემი პუკალკა "ბელკით" წამოვსულიყავი. D.gif ჯეის ქვემეხი თუ ვერ იღებდა ქედანს.. ჩემი 32 კალიბრი რისთვის უნდა მესროლა ნეტა. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Dec 21 2012, 09:01
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi




ციტატა(levani @ 21st December 2012 - 09:58) *
ჩემი 32 კალიბრი რისთვის უნდა მესროლა ნეტა

შენ პატარა ქედნებზე იანდირებდი ლევან D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 21 2012, 09:05
პოსტი #10


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Fishman
ყოჩაღ შენ, იქაური გამოცდა არ ვიცი, მაგრამ რეპორტების გამოცდა 5 იანზე ჩააბარე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Dec 21 2012, 09:18
პოსტი #11


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგარი რეპორტია newsmile05.gif მე მჯეროდა შენი რომ ესე ლამაზად გადმოსცემდი ყველაფერს small3d018.gif small3d018.gif

ხო რაც შეეხება ნადირობას კარგი გამოვიდა , ეგ იყო გამყინვარებამ ნახევარი საათი დაგვაკარგვინა და იხვ-ბატებს ვერ მივუსწარით პერელიოტზე , რომ მივედით უკვე ალაზანზე გადადიოდნენ ძალინ მაღლა , მაგრამ როგორც იტყვიან : ომი ყვერობაა მთავარია მანევრირება !!! D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Dec 21 2012, 09:21
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგი რეპორტია. საღოლ ბიჭებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Dec 21 2012, 10:01
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



საღოლ რეპორტი მართლა მაგარია მაგრამ რას ერჩოდით რასაა მაგ მტრედებს და ჩხიკვებს მოკლედ ვერაფერი იპოვეთ და მერემაგას დაერიეეთ ხომ ოხ ოხ ოხ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Dec 21 2012, 10:01
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დონეა დონე !

ფიშმენა კაი თემამეიკერი ყოფილხარ. მაგრად მომეწონა ყველაფერი

newsmile045.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Dec 21 2012, 10:25
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Fishman

მალადეცი გითხარი მე შენ, მშვენიერო პეპორტმწერო...........

და კიდო მალადეცი ბიჭებს, სახალისო გასვლისთვიის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 12:29