თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ როგორ ხედავენ ფრინველები - იხვი

პოსტის ავტორი: Davitus Oct 27 2012, 00:44




...ცივ სუსხიან ამინდში გარიჟრაჟი ახლოვდება, ჭაობების პირას კარგად ჩასაფრებულ მონადირეს პულსი უხშირდება როგორც კი წარმოიდგენს
თუ როგორ გადაუფრენს თავზე ასეული გუნდი , როგორ დანაწევრდებიან და ოცეულებად, ათეულებად დაიწყებენ
წრიულ მოძრაობას და დასაფრენი ადგილის ძებნას, როგორი ადრენალინის მოზღვავებაა როცა ჰაერში მოტრიალე
გუნდი სწორედ იმ ადგილისკენ დაიწყებს საკვებად დაშვებას სადაც შენ ხარ ჩასაფრებული, გამოცდილი ხარ მაგრამ გულისცემა მაინც მატულობს, უამრავი აზრი გიტრიალებს თავში.
რა ტრაეკტორიით დაეშვებიან? "დაჯდომა" ხომ არ აცადო? დაჯდებიან კი? უცებ რომ შემნიშნონ? მაინც მზად უნდა ვიყო, რაც არ უნდა იყოს ნახევრადავტომატი მაქვს და დროს არ დავკარგავ...

ამასობაში გარიჟრაჟდა, მაღლა გადაფრენილმა გუნდებმა ისე ჩაიარეს ღამის წყვდიადში თვალიც ვერ მოვკარი, ნეტავ რაშია საქმე, რა ვერ გავაკეთე ისე? ისევ უიღბლობა არადა რა ოცნებებში ვიყავი...



მსგავსი სიტუაციები ბევრისთვის ნაცნობი, უკვე ტკბილ მოგონებად ქცეული ეპიზოდია, რათქმაუნდა გასახსენებლად მაინც სასიამოვნოა, მაგრამ ნადავლით დაბრუნება ნადირობის მამოტივირებელ
ძირითად მიზეზს წარმოადგენს.
ოცდამეერთე საუკუნეში, ნადირობისთვის იმდენნაირი აღჭურვილობა არსებობს, ალბათ ყველაფრის შესაძენად სოლიდური თანხების გაღებაც არ გვეყოფა, მიუხედავად ამისა იხვზე მონადირე ბევრ რამეს თმობს,
საგულდაგულოდ შენიღბული აქვს ნავი, აცვია მხოლოდ კამუფლიაჟი, კამუფლირებული ხელთათმანები, კამუფლირებული თოფი, სახეზე ნიღაბი, თვალ-წარბ-შუბლი შესანიღბით მოთხ**ილი,
ძაღლიც კი მუქი ყავს და კამუფლირებული ჟილეტი აცვია, მაგრამ იმ ყველა მეთოდზე რაც მონადირეს სჯერა რომ ეფექტურია, სულ სხვა შეხედულება აქვთ იხვუნიებს, რომლებიც არაფრის დიდებით ახლო
მანძილზე არ ეკარებიან ჩასაფრების არეალს.



ბევრი მოსაზრება და ხალხში მოარული აზრი არსებობს ფრინველების, კერძოდ იხვების მხედველობასთან დაკავშირებით, ზოგს გონია რომ ერთ ფერში ხედავს, ზოგს სჯერა რომ გარკვეულ მანძილამდე
ცუდად ხედავს და ა.შ.



მოდით დავიწყოთ ყველაფერი თავიდან და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

უმეტესი ფრინველების ცხოვრების ნირი დაკავშირებულია ჰაერში სწრაფ გადაადგილებასთან,როგორც წესი, ისეთი გრძნობათა ორგანოები როგორიცაა ცხვირი, ყური, ენა და სხვა "მფრინავს" ისე არ ჭირდება, როგორც
მხედველობა, მხედველობა უმეტესი ფრინველისთვის ის ძირითადი შეგრძნებაა რის გარეშეც მისი არსებობა წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, ფრინველებს ბევრად განვითარებული მხედველობა აქვთ
ვიდრე ადამიანებს და მთელ რიგ ძუძუმწოვრებს

გარდა იმისა რომ ფრინველებს თვალის ზომა, თავიანთი სხეულის ზომასთან შეფარდებით საკმაოდ დიდი აქვთ, მათი მხედველობის სიზუსტეს მაინც თვალის თავისებური ანატომიური თვისებები
განაპირობებს. დავიწყოთ იქიდან რომ აკომოდაციაში(ფოკუსირება) საკმაოდ მძლავრი კუნთები მონაწილეობს და სისწრაფესთან ერთად დეფორმირდება როგორც ბროლი ასევე რქოვანა



(ადამიანებში მხოლოდ ბროლი, ისიც საკმაოდ სუსტად) ეს "მყვინთავებს" იმისთვისაც სჭირდებათ რომ წყალქვეშ შუქგარდატეხის კუთხე უკეთ არეგულირონ და იდეალურად დაინახონ საკვები, შესაბამისად ზედაპირზეც მშვენივრად
იყენებენ ამ ფუნქციას.

თვალის ბადურის სტრუქტურაში, ისევე როგორც ადამიანებში და ძუძუმწოვრებში,
სინათლის რეცეპტორები ორი სახისაა: ჩხირები და კოლბები, ჩხირისებური რეცეპტორები შეიცავს ნივთირება როდოფსინს, რომელიც სენსიტიურია ნაკლები განათების მიმართ, ამიტომ აქტიურად მონაწილეობს ღამის მხედველობაში.
კოლბები ძირითადად მონაწილეობენ ფერის აღქმაში, ფერის მთლიანი პალიტრის აღსაქმელად როგორც ვიცით 3 ძირითადი ფერის კომბინაცია გვჭირდება, ადამიანებში სწორედ 3 ტიპის კოლბები ახერხებენ პასუხი აგონ თავისი შესაბამისი ფერთა ტალღის აღქმაში.



აი ა ვუახლოვდებით ჭეშმარიტ პასუხს, ფერების აღქმასთან დაკავშირებით, ჩვენ რომ ფერებს მშვენივრად აღვიქვამთ,(დალტონიკებს არ ვგულისხმობ) ალბათ არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოებას, ეს რათქმაუნდა ზემოთ მოხსენიებული 3 ტიპის კოლბების დამსახურებაა, აი ფრინველებში გხვდება არა სამი, არამედ 4 ტიპის კოლბები, მეტსაც გეტყვით, მტრედებს ეს რეცეპტორები აქვთ 5 ტიპის, შესაბამისად ცნობილია რომ ფრინველების უმეტესობას ტეტრაქრომატული მხედველობა აქვთ, ყველა სხვა დანარჩენ "ნავაროტებთან" დამატებით, მტრედებს კი პენტაქრომატული.

ტროპიკულ ქვეყნებში ზოგიერთი სახეობის თუთიყურში, ძლიერ ინტერესდება წითელი ფერით, ამიტომ ზოგიერთ დამსვენებელს არათუ წითელი ტანსაცმლის ტარებისგან, არამედ წითელი ფერის ფრჩხილების ლაქის ხმარებისგანაც თავის შეკავებას ურჩევენ.

კიდევ ერთი ფაქტი, ფერების აღქმის სიმკვეთრის განმაპირობებელი, ზემოთხსენებულ კოლბისებურ რეცეფტორებში, არსებობს ცხიმოვანი წვეთი, ეს ცხიმოვანი ჩანართები (იხ.სურათზე) ისე არიან მოთავსებული ამ კოლბებში, რომ სინათლის სხივი, მათ გვერდის აუვლელად ვერ გადის და შესაბამისად ისინი გარკვეულწილად შუქფილტრების როლს ასრულებენ, დაახლოებით როგორც პოლარიზებული სათვალეები.

იხვების ბევრ ჯიშს (რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ლურჯი იხვია როგორც მახსოვს) ისევე როგორც უმეტეს ფრინველს, ახასიათებს მონოკულარული მხედველობა (ადამიანებს და ზოგიერთ ორგანიზმებს, გვაქვს ბინოკულარული მხედველობა) ანუ თვალები ისე აქვთ განლაგებული რომ არ ხდება ორივე თვალის მხედველობის კუთხის გადაფარვა, თანხვედრა.

გარკვეულწილად უნდა ვიფიქროთ რომ ნაკლია, მაგრამ მფრინველებს ამის კომპენსირების უამრავი მეთოდი აქვთ, პირველი ის რომ როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური ხედვის კუთხე 180 გრადუსამდე აქვთ, თავის სწრაფი ბრუნვით, ფრინველი ფაქტიურად 360 გრადუსით კონტროლს ახერხებს გარემოზე



ცალკე თემაა ულტრაიისფერი სხივების აღქმა, რომლის გვერდის ავლაც არ შეიძლება. ცნობილია რომ ფრინველებში ულტრაიისფერი ტალღების აღქმა თავისუფლად ხდეება (ადამიანებში უხილავია, გარდა ამისა რქოვანა არ ატარებს ულტრაიისფერ სხივებს და ამით იცავს თავლის ფსკერს მავნე ზეგავლენისგან, შესაბამისად ულტრაიისფერი სხივების აღმქმელი რეცეპტორბიც არ არსებიბს) და ისინი წარმატებით იყენებენ ამ ბოძებულ ნიჭს.

ბევრი ფრინველი, რომელიც ჩვენ სქესით ერთნაირი გვგონია და გარეგნულად ვერ ვარჩევთ, ერთმანეთს ულტრაიისფერი სხივების არეკვლის ინტენსიობით არჩევენ, ცნობილია რომ იხვები ულტრაიისფერი სხივების არეკვლის ხარისხით არჩევენ დედამიწის ზედაპირზე არსებულ მათთვის საინტერესო, სახიფათო და უცხო ნივთიერებებს.

მაგალითად მტაცებლები წარმატებით იყენებენ ძუძუმწოვრების მონაშარდის მიერ არეკლილ ულტრაიისფერ სხივებს, როგორც საინფორმაციო მინიშნებას სად იყო ობიეკტი და სად შეიძლება მიემართებოდეს, ფაქტიურად პირდაპირ "ნავოდკას" უკეთებს მტაცებელს.

იხვების და მონადირის შემთხვევაში, ჩასაფრების არეალში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოშარდვა, რომ არ მოხდეს საგანგაშო სიგნალის მიცემა: "აქ ვართ დაბანაკებულ-დამალულები და გელოდებით! "



ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძნელია გვერდი ავუაროთ და ისე დავტოვოთ, შენიღბვის საშუალებები, რომლებიც გვაძლევს იმის შანს რომ შეუმჩნევლები ვიყოთ, მიწის ზედაპირზე ჩასაფრების ადგილას.

"ბურჟუელი მონადირეები", ძირითადად იყენებენ შენიღბულ სანგრებს, რომლებიც როგორც სახელდახელოდ დროებით შექმნილი, ასევე მუდმივი ნაგებობის სახითაც არსებობს, სანგრები კეთდება როგორც მიწის სიღრმეში, ასევე მიწის ზედაპირზე, მის ქვეშ მყოფი მონადირე უხილავია და შეუძლია ატაროს ნებისმიერი ფერი, სროლის მომენტში მას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ალბათ ბევრს გექნებათ ნანახი იუთუბის ვიდეოებში.

სხვა საქმეა ინდივიდუალური თუ გუნდური, ღია ზედაპირზე ჩასაფრება, გარდა იმისა რომ კამუფლირებული გვაცვია, ბევრი მონადირე სავსებით დარწმუნებული რომ ხელების და სახის დაფარვა ასევე აუცილებელია კამუფლირებულით. კამუფლირება უამრავი არსებობს, იმის და მიხედვით რა გარემოში გვიწევს ნადირობა და ეს თემა იმდენად ვრცელია რომ, ამაზე კონკრეტული განხილვა ცალკე თემაა და შორს წაგვიყვანს.



მოკლედ დასკვნა მარტივია, იხვები ხედავენ, საკმაოდ კარგად, საკმაოდ შორიდან და საკმაოდ უჩვეულოდ. ასე რომ ჩვენ ისღა დაგვრჩენია მუდმივად სრულყოფილებაში მოვიყვანოთ შენიღბვის ტექნიკა, იხვები კი ევოლუციის წყალობით საფრთხის აღმოჩენის ტექნიკას დახვეწავენ და ასე აღმოჩენა - შენიღბვის ტექნოლოგიურ ჭიდილში გავა მრავალი წლები.

1 თვეში წყალმცურავებზე ნადირობის სეზონიც დადგება და იმედია ეს პატარა სტატია ვინმეს რამეში გამოადგება, თუ არადა შემეცნების ერთი პატარა ნიშა მაინც იქნება, ჩვენს მილიარდობით ნეირონებში

წარმატებულ ნადირობას გისურვებთ!





პ.ს. სტატია არ წარმოადგენს კოპირებულს და მომზადებულია ჩემს მიერ, სხვადასხვა მასალებზე დაყრდნობით, სურათების ნაწილი მოდიფიცირებულია ჩემს მიერ და აღებულია ინტერნეტ ქსელიდან.
სტატია წარმოადგენს ochopintre.ge-ს ინტელექტუალურ საკუთრებას, კოპირების შემთხვევაში მიმართედ ადმინისტრაციას, კოპირებისას აუცილებელია მიეთითოს პირველწყარო




პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 27 2012, 00:58

კარგია დავით მართლაც!გაიხარე კარგად გიშრომია.
მაგრამ კამუფლირებაზე ცოტა მეტს თუ დაამატებ კარგი იქნებოდა,ძირითადათ თემა იხვის მხედველობას ეხება მართალია მაგრამ თემა ისეტია რო წამოვა კითხვები კამუფლირებასთან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: Fishman Oct 27 2012, 01:04

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif მაგარია! იმის გარდა რომ შემეცნებითია და ჩემთვის ბევრი ახალი რამ გავიგე, კითხვითაც ვისიამოვნე!

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 27 2012, 09:44

ძალიან მამაგრი სტატიაა გაიხარე დავითუს ბერიც გავიგე და ბევრსაც მივქციე ყურადღება ისეთს რაზეც ადრე არც კი მიფიქრია ისე სიმართლე რო ითქვას იხვზე მონადირე მაიჯცდამაინც არა ვარ შემთხვევიდან სემთხვევამდე ვნადირობ იხვზე მაგრამ ნამდვილად გამოსადეგი ინფორმაციაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 27 2012, 09:53

newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 27 2012, 09:58

Davitus
სერიოზული ნაშრომია დავით. small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 27 2012, 10:35

ფუნდამენტალური ნაშრომია მართლაც !

აშკარად იგრძნობა ბიოლოგიისა და მედიცინის სრულფასოვანი ცოდნა.

ბრავო დავით small3d018.gif

პ.ს.

რა აზრი აქ ჯანო მაინც უკეთესებს წერეს და.... D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 27 2012, 10:50

იხვები ნახე რაააა.... ჰმ? D.gif D.gif D.gif D.gif კარგი სტატიაა ვეჟო. შექების ღირსი ხარ. აი მალადეცა. ისე დავაკვირდი და ყველა ცხოველი თუ ფრინველი ჩვენზე კარგად ხედავს..... გინდა შავ-თეთრად და გინდა კიდევ ფერადად.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 27 2012, 11:17

ძალიან საინტერესოა small3d018.gif

აი შარდის კვალს თუ ხედავდა ნამდვილად არ ვიცოდი newsmile05.gif მართლაც გასათვალისწინებელია !!!

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 27 2012, 11:27

დავით

თვალს ესიამოვნა წაკითხვა , ისე კარგად გაქვს ყველაფერი ჩამოყალიბებული newsmile05.gif

აპლოდისმენტები შენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 27 2012, 14:43

Davitus
საღოლ დავით ისე ეფექტურად გაქვს გადმოცემული თითოეული დეტალი ბევრი მომენტი გამხსენდა საკუთარი ისტორეიბიდან.

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Oct 28 2012, 19:22

Davitus
ბრავო მაესტრო!!! newsmile027.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)