ოჩოპინტრეს ზაოდობა 2018 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
ოჩოპინტრეს ზაოდობა 2018, ჭაჭაში დაკარგულნი
ჩელე
პოსტი Nov 1 2018, 09:54
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ხართ, რას შვრებით, რას საქმიანობთ? ხომ კარგად ხართ ოჯახში? რა ვიცი მეც ვაარ რაა. მივყვები ამ ცხოვრებას და ვარ ასე. ოჩოპინტრეს ღვინო შემოგველია და გადავწყვიტეთ გვეყიდა ყურძენი. ჰოდა ვიყიდეთ ამასწინად, მერე დაიწურა ეს 1000 კილოგრამი ყურძენი სულ საუკეთესო მტევნებით. დადგა ღვინო და რა დადგა? თითებს ჩაიკვნეტთ. მერე ეს ღვინო გადავიღეთ და რა თქმა უნდა დარჩა უამრავი ჭაჭა, რომელზეც დავიწყეთ ფიქრი თუ რა უნდა გვექნა.







ერთი თალია ვიფიქრეთ ინდაურები ხომ არ გვეყიდა და ისინი შეჭამდნენ. მერე დავკლავდით ამ ინდაურებს, ერთს კი შევიწყალებდით და ბუნებაში გავუშვებდით. მერე ვიფიქრეთ შარია ეს ინდაური, ხმაურიანიაო, ტვინს გაღუნავს დილაობით და ნაბახუსევზე ნერვებს მოგვიშლის-ო. მერე ვიღაცას წამოსცდა კაცო ჭაჭისგან კარგი ორაყი კეთდებაო. ჩვენ ვიკითხეთ ორაყი რაღააო და მოიცა-ო, წამოდითო და წაგვიყვანა ამ ჭაჭასთან. ხელი მოკიდეთო კასრებსო. მოვკიდეთ და მანქანაზე დაგვაწყობინა. კაი მძიმე კი იყო ძმაო. მოდით აქაო, მივედით. აბა ეხლა ამას მოკიდეთ ხელიო და რაღაც უცნაური ქვაბები შეგვალაგებინა იმავე მანქანაზე. ეხლა მანქანებში დასხედით და გამომყევითო და რომ გავყევით ჩემთან არ მიგვიყვანა გლდანში?



ვაააა, ვიფიქრე ეს რაღაც არ უნდა იყოს მეთქი კაი ამბავი. მოდითო ეხლა ეს ყველაფერი ჩამოვიღოთო. ჩამოვიღეთ. მერე ეს ქვაბი შემოდგა რაღაც სამფეხა რკინის კონსტრუქციაზე, ერთში წყალი ჩამასხმევინა, გაზი შეუნთო და ამ კასრებიდან არ დაიწყო ამ ჭაჭის გადმოტანა ქვაბშიი???... მეთქი რას აკეთეებ? მოიცა ეხლა ნახე რა მაგარი რაღაც გამოვაო. დაელოდეო. ჰოდა დავიწყეთ ლოდინი. ბიჭო, კი ვფიქრობ მეთქი ეხლა ეს ასიანი რაღაცას მაიმუნობს მეთქი, მაგრამ მერე მის კეპს ვეცი პატივი და აღარაფერი ვთქვი.



მოკლედ კი გაიწელა ეს ყველაფერი დროში, მაგრამ სხვა გზა არ იყო. უნდა მოგვეთმინა... ვიდექით და ვითმენდით.... მერე ვიჯექით და ისე ვითმენდით... ნუკრა მგონი წამოწვა კიდეც და ისე ითმენდა ერთი პირობა... მოკლედ სად იყო და სად არა, წამოვიდა რაღაც თეთრი სითხე. რომ დავსუნე რაღაც ნაცნობი სუნი კი ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე შანსი არალი მეთქი. ბიჭო დავსუნააავ და ცხვირს არ ვუჯერებ... მერე ბოლოს აღმოჩნდა, რომ არაყს ვხდიდით. ორაყი ვერ მივხვდით რა იყო. რომ ვკითხეთ თურმე ''ო'', "ა"-ში არევია: დამასლოკინაო თუ ამაომაქარვა მაგ დროს და ვერ წარმოვთქვი "ა"-ო....




















































მოკლედ, ბევრიც ვიცინეთ, ბევრიც დავლიეთ, ბევრიც ვჭამეთ, 30 ლიტრი არაყიც გამოვხადეთ და მერე წავედით სახლებში... პრინციპში ესენი წავიდნენ, თორე მე სახლში ვიყავი. უბრალოდ მე სახლში შევედი. ესენი წავიდნენ სახლებში. ნუ როგორც იყო რაა. ჰოდა 2 დიდი კასრი კიდეა გამოსახდელი და კვირას ვაპირებ გამოხდას. ვისაც სურვილი და დრო გექნებათ, შემომიერთდით.... newsmile05.gif კაი წავედი ეხლა რაღაც საქმეები მაქვს და მერე დაგელაპარაკებით. აბა ჰე... ბიჭო გამოიარეთ ხოლმე რააა, ნუ იკარგებით.... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif



















როგორც კი დალია პრეზიდენტმა გამოხდილი არაყი, ხელები ასე ქნა და ღმერთო შენ გვიშველე, ეს რა ღვთიური სითხე გამოვიდა-ო...



მერე ასე ქნა ხელები და კაი ხანი გაოგნებული იდგა....



























Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Nov 1 2018, 10:01
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ლაიქი შენ ასეთი რეპორტების წერისთვის . ხოდა მადლობა ყველას რო არ დაგეზარათ და გამოხადეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 1 2018, 10:15
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გამოსახდელი ჯერ კიდევ ბევრია.... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Nov 1 2018, 13:00
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ჩაგეძიებით, 30 ლიტრი გამოხადეთ თუ მაგდენი დაგრჩათ დღის ბოლოს? და კიდევ იმ რაღაც ფხვნილს რომ აზავებთ სურათში, მგონი ფქვილი და რაღაც ნაცრისფერი, ნაცარია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 1 2018, 14:21
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



30 ლიტრი გამოვიდა 2 კასრისგან. მეტიც გამოვიდოდა, უბრალოდ როგორც კი ცოტა შეიმღვრეოდა მაშინვე ვცვლიდით და ახალ ჭაჭას ვყრიდით. რაც შეეხება ფქვილს, ეს არის ჩვეულებრივი ჭადის ფქვილი და ნაცარი. ავურიეთ და მოვკალეთ ქვაბის თავი. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Nov 1 2018, 14:45
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ხორბლის ფქვილი სჯობია, მეტი წებოვნება აქვს. ძველად (მეც შევსწრებივარ) ძროხის ფუნას იყენებდნენ მაგ დანიშნულებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 1 2018, 15:02
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ძროხის ფუნა ნამდვილად არ ვიცი. ბებიაჩემი მხოლოდ ნაცარს ზელდა და იმას უსვამდა ხოლმე. ხორბლის ფქვილი იმ მომენტში არ გვქონდა, ამიტომ ჭადი ფქვილი გავურიეთ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Nov 1 2018, 21:47
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(უიარაღო @ Nov 1 2018, 15:45) *
ხორბლის ფქვილი სჯობია, მეტი წებოვნება აქვს. ძველად (მეც შევსწრებივარ) ძროხის ფუნას იყენებდნენ მაგ დანიშნულებით.

წებოვნება კი აქვს, მაგრამ ასუქებს მერე ხორბლის ფქვილით გამოხდილი ჭაჭა . ჭადის ფქვილით დიეტური გამოდის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Nov 1 2018, 23:03
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩელე small3d018.gif small3d018.gif

ჩემი საყვარელი პროცესია არაყის გამოხდა...

ჩვენ სულ თიხის მიწას ვიყენებთ შესაზელად...

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Nov 2 2018, 04:13
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნაცარს და ქატოს ვიყენებდით ხოლმე ერთმანეთში არეულს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Mar 21 2019, 21:21
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჩელე

ამას აძველებ თუ რატო არ ასმევ ხალხს ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Mar 21 2019, 21:29
პოსტი #12


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს ხმეორედ უნდა გამოვხადოთ და შემდეგ მოგართმევთ პრიზების სახით ჩამოსხმულს ბოთლებში... ????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Mar 21 2019, 22:07
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პრიზი რას ქვია კაცო ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Mar 21 2019, 22:08
პოსტი #14


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბოთლებში უნდა ჩამოვასხათ, ეტიკეტი დაგაკრათ და სროლის, თევზაობის და მსგავს შეჯიბრებებზე დარიგდება პრიზებად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Mar 21 2019, 22:10
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ეე ბედი რაში მაქ მე,
გაზიდავს სუყველას ჭალიმგელა სახლში chali.png
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 08:57