ქობულეთის პრიჩალი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ქობულეთის პრიჩალი
amroci
პოსტი Nov 11 2009, 15:31
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



აი ჩემი მშობლიური პრიჩალი

არ ვიცი როდის ააშენს მაგრამ ნამდვილად ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, რაც თავი მახსოვს ასე გამოიყურება
პირველად ჩაინგრა 90-იანი წლების დასაწყისში როცა მანდარინს ტვირთავდნენ სატვირთო მანქანიდან სატვირთო გემზე. მას შემდეგ ბევრჯერ გავაკეთეთ მეთევზეებმა თვითნაკეთი დაკიდული ხიდი მაგრამ ყოველთვის ზღვა გვინგრევდა . თანაც მეორე მხარე უფრო და უფრო შორდება ნაპირს

ერთი პერიოდი ვიღაცამ ზედ რესტორანი გააკეთა სახელად ”ნათიას ტივი” და კარგი რკინის კონსტრუქციაც გაუდო ხიდად. მაგრამ რად გინდა დათვრნელ უკრანულ სათევზაო სეინერზე ის ბასიაკები და ამხელა ზღვაში მაინცდამაინც ამ ხიდს დაეტაკენ (წარმოგიდგენიათ!!).
მას შემდეგ ხან ნავით გადავდიავართ სათევზაოდ ხან კატამარანით

ერთის მხრივ კარგიც არის. ზედმეტი ტვინის მბურღველები აღარ გაწუხებს თევზაობის დროს და მართლაც რო მოწყევეტილი ხარ ამ ცხოვრების სანერვიულოებს. მაგრამმეორესმხრივ, თუ შუა ხიდზე მოგისწრო შტორმმა მეყოლე ვარდივით. ნავი ვერ მოადგება და მოგიწევს გადმოხტომა წყალში
ხიდზე გამოსვლის დროს ყველა დიდი ენთუზიით და სიხარულით არის სავსე

პრიჩალი ორ სართულიანია და ორივეგან თავისებურად კარგი სათევზაოა, ორივეს თავის თავისი პრივილეგიები აქვს,
ქვედა სართულზე ძალიან კარგია ბარაბულკების, ზღვის ოკუნების, ღორჯოების და ქოთეხის ჭერა.

ხანდახან საკუთარი თვალით უყურებ როგორ კიდებტ პირს თევზი შენს სატყუარას

ამასთან ზაფხულში იქ ისე გრილა რომ მთელს ქობულეთში უფრო სასიამოვნო ადგილს ნამდვილად ვერ იშონი

თუმცა უფრო ხშირად ზემოდან ვთევზაობთ.

აქ მოგეცა ჯანი. ყველაფერი იჭირება სეზონისდა მიხედვით
ყველაზე გავრცელებული სტავრიდკა - მოდის სულ, გარდა თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევრისა
ასევე:
ზღვის ოკუნი (იგივე სმარიტკა) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
სარღანა - ოქტომბერი, ნოემბერი
ლოფა (იგივე ლიფიორი) - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
სელდი (იგივე სილიოტკა) - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი
სკუმბრია - ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი
კეფალი - მოდის 3 სეზონად პირველი სეზონი -მაისის მეორე ნახევარი ივნისი. მეორე სეზონი - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. მესამე სეზონი დეკემბერი იანვარი. ყოველ სეზონზე განსხვავებული სატყუარათი და ანკესით იჭირება.
კამბულა - ნომბერი, დეკემბერი, ინავარი, თებერვალი, ხანდახან მარტშიც იცის
სკატი - არის სულ ზოგიერთი მხოლოდ მისთვის ცნობილი გამონაკლისის გარდა.
კატრანი - დეკემბერი იანვარი. სხვადროს იშვიათად
ღორჯო დიდი (აზოვის) - მარტი, აპრილი, ნოემბერი
ბარაბულკა -ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
ზღარბი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი.
დრაკონი - არის სულ. უფრო ცხელ სეზონებში
ქოთეხი ქვიშის (ვერცხლისფერი) - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი
ქოთეხი ქვის (იასამნისფერი) ივლისი, აგვისტო, სექტემბერი
ნალიმი - ზაფხულის თვეებში, მხოლოდ ღამით.
ხამსა - ივლის, აგვისტოსა და შემდეგ მთელი ზამთარი
გარდა ჩამოთვლილისა ვიჭერ კიდე პატარ-პატარა ქარავნის თევზუკებს რომელსაც ცოცხლად ვიყენებ სატყუარად დიდი სტავრიტკებისა და იასამნისფერ ქოთეხის საჭერად.
ასე რომ გვეწვიეთ ქობულეთის პრიჩალზე და იჭირეთ თევზები ჩვენთან ერთად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Nov 11 2009, 23:05
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საღოლamroci კარგი სტატია იყო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 12 2009, 08:30
პოსტი #3


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



amroci
მაგარი რეპორტია, მომეწონა. მაგ პრიჩალზე მეც მითევზავია, მაშინ ხიდი იყო ოღონდ. სტავრიდებს ვიჭერდი და ერთი ორი რაღაც მახინჯი დავიჭირე, ჰასანამ ეკლები მოაჭრა და შეინახა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 12 2009, 09:04
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ციტატა(ჭალიმგელა @ Nov 12 2009, 09:30) *
amroci
მაგარი რეპორტია, მომეწონა. მაგ პრიჩალზე მეც მითევზავია, მაშინ ხიდი იყო ოღონდ. სტავრიდებს ვიჭერდი და ერთი ორი რაღაც მახინჯი დავიჭირე, ჰასანამ ეკლები მოაჭრა და შეინახა


ეგ ან ზღარბი იქნებოდა ან დრაკონი
ორივე საშიშია. ზღარბის ნაჩხვლეტი გაგისივებს ხელს და ცოტახან ძვალი გეტკინება. დრაკონმა თუ გიჩხვლიტა, მაშინ სერიოზულად იქნება საქმე. ზოგი მაგისგან რეამინაციულშიც მოხვედრილა. თუმცა მინახავს ხალხვი არც არაფერი უქნა (ეს ძაან იშვიათ გამონაკლისში. რაშია საქმე არ ვიცით).
თუ დრაკონმა გიჩხვლიტა სასწრაფოდ გადაიჭირე ძუა იმ ადგილიდან 3-4 სმ. ძევით და სიგარტი დააწვი ზედ, ოღონდ მართლა დამწვრობამდე უნდა დააწვა. დამიჯერე ჯობია იმ პატარა დამწვრობას გაუძლო ვინემ მთელი მკლავის ძვლის ტკივის, რომელიც არაფრით ყუჩნდება
ყველაფერ ამაზე რეგულარურად მოგახსენებთ აქ http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1226
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kakhaber
პოსტი Nov 12 2009, 09:05
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 25-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბათუმი



amroci

სიამოვნებით ჩამოვალ, ნავის ამბავი ადვოლად გვარდება? მასწავლე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Nov 12 2009, 09:07
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



amroci
გაიხარე ძმაო ,მაგარი რეპორტია,რაც დაწერე ყველაფერი გასაგებია ჩემთვის,ერთი ორი თევზის გარდა,სახელებით ვერ ვიცანი.


მავრუშოკს არ იჭერ კიმაგრამ
?
და მე სამწუხაროდ ვეღარ ვთვზაობnewsmile05.gifრაც აჭარაში დაშვებულია ფოთში აგვიკრძალესnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 12 2009, 09:15
პოსტი #7


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



თუ გადაწყვეტთ პრიჩალზე გამოსვლას, მაშინ ნავის ამბავს ეხლავე აგიხსნით:
ნავები გადიან ზღვაში დილით გამთენიისას და შემდეგ იმისდამიხედვით თევზი როგორ მოდის გამოდიან სადილზე ხან 10-11 საათზე ხან 2-3საათზე. მერე რათქმაუნდა ყველა ბრუნდება სახლში შებინდებისას.
წოდა უნდა გადაწყვიტო როდის გინდა თევზაობა. დილას, საღამოს თუ მთელი დღე.
თუ დილას გინდა, მოხვალ გამთენიისას და იმ 4-5 ნავიდან რომელიც პრიჩალის წინ გადიან ნებისმიერი გაგიყოლიებს პრიჩალამდე და დაგტოვებს, სადილამდე.
თუ საღამოს გინდა მოდი 12- საათზე და და სადილიდან დაბრუნებულები ან მიმავლები გადაგიყვანენ. მაგრამ მერე საღამომდე იქ უნდა იყო.
თუ მთელი დღით აპირებ მაშინ წამოიღე სადილითან და მოდი გამთენიისას.
გაითვალისწინე თუ შტორმი ამოიჭრა იმდენად სწრაფად რომ ნავებმა ნაპირთან ტალღების მომეტებამდე ვერ მოასწრეს, მაშინ ნავთან ვეღარავინ მოადგება იმიტომ, რომ ტალღამიახეთქებს ნავს პრიჩალზე და დაამტვრევ. ასე რომ ამ შემთხვავაში მოგიწევს ...ამპრედუზო მედუზოოო... newsmile035.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kakhaber
პოსტი Nov 12 2009, 09:19
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 25-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბათუმი



amroci
ციტატა(amroci @ 12th November 2009 - 10:13) *
ასე რომ ამ შემთხვავაში მოგიწევს ...ამპრედუზო მედუზოოო... newsmile035.gif


ხოოო, ეგ მაგარი პერსპექტივაა... small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Nov 12 2009, 09:24
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



amroci
ციტატა(amroci @ 12th November 2009 - 10:15) *
ფოთში კიდე რა აკრძალეს?

სათევზაო ადგილები დაუბლოკეს, პრიჩალთან არ უშვებენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 12 2009, 09:31
პოსტი #10


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ბოლოს ვითევზავე შაბათს და კარგი სარღანები ვიჭირე. იმ დღეს დინება დაემთხვა და იმიტომ გააქტიურდა მტაცებელი. პატარა სტავრიტკები ბრინჯივით მოდიოდა, მაგრამ მე მარტო სარღანას ჩავაცივდი და დავიჭირე ასე 30-35 ცალი 2 საათამდე.
მეორე ანკესი კამბულაზე მქონდა გადაგდებული მაგრამ არაფერი. ერთ კვირიანი შტორმის მერე ერთი დღეც არ იყო გასული, ამიტომ ფსკერზე ლაფი ჯერ არ იყო დამჯდარი და იმიტომ არ მოვიდა ფსკერის თევზი. თუმცა ხიდის ქვეშ ტიპმა მართლა გიგანტი ღორჯოები დაიჭირა 3 ცალი. ასე მტკაველნახევარი სიგრძის იქნებოდნენ. ეგეთების უხა სუ კანკალს დაგაწყებიებს სიამოვნებისგან.
ეხლა მომავალ შაბათ კვირას ველოდები მაგრამ მეტეოჯიმ წვიმა იქნებაო. იმედია ცდება.
შაბათს იმედი მაქვს სარღანა კიდე იქნება. ისე განსაკუთრებიტ სკუმბრიას ველოდები. აგვიანებს წელს ძალიან. პრიჩალზე მაგაზი უფრო ბავეკი თევზაობა არაფერზეა. ნამდვილი ომი უნდა გაუჩაღო ძალაშიც და ნებისყოფაშიც.


ციტატა(ვიტო @ Nov 12 2009, 10:24) *
amroci

სათევზაო ადგილები დაუბლოკეს, პრიჩალთან არ უშვებენ


აუჰჰ!! newsmile089.gif ვის რაზე მოუშალა ხელი ანკესმა? ეგეც ხო პუტანკა არაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Nov 12 2009, 09:53
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



amroci
სკუმბრია რამდენი ხანი ჩერდება? და როგორ თევზაობ.......

და კიდევ მაინტერესებს სპინინგით თუ თევზაობთ ზღვაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში
შესაბამის განყოფილებაში გვიპასუხე რა და როგორ?
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1209
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
TORO
პოსტი Nov 12 2009, 10:39
პოსტი #12


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 38
რეგისტრ.: 7-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ყოჩაღ კარგი ინფოა, ალბათ ბევრი ამ რეპორტის მერე გადაწყვეტს ზღვისათვის მომზადებას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Nov 12 2009, 10:42
პოსტი #13


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(giorgixomeriki @ 12th November 2009 - 10:07) *
და მე სამწუხაროდ ვეღარ ვთვზაობnewsmile05.gifრაც აჭარაში დაშვებულია ფოთში აგვიკრძალესnewsmile05.gif

ციტატა(amroci @ 12th November 2009 - 10:31) *
აუჰჰ!! newsmile089.gif ვის რაზე მოუშალა ხელი ანკესმა? ეგეც ხო პუტანკა არაა?


ეხლა აქ ფოთზე არ დაიწყოთ ლაპარაკი !!! ეს თემა ეხება ქობულეთის პრიჩალს !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Nov 12 2009, 11:04
პოსტი #14


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ორიოდე სიტყვით ჩემს მშობლიურ პრიჩალზე სპინინგით სკუმბრიაზე თევზაობის შესახებ მოგახსენებთ:
სკუმბრია ნავში ჯერ კიდე სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა მაგრამ იქ 2-3 ცალის მეტი დღეში არავის დაუჭერია.
ნავში როცა სტავრიდაზე თევზაობ მაშინ იცის გამოკიდება. მაგრამ სტავრიდის პავადოკი რადგან გაქვს სკუმბრია წყვიტავს. თუ გაგიმართლა და 300 გრამზე პატარები მოყვა 2 ცალამდე, მაშინ გაქვს შანსი ამოიყვანო. მაგრამ ამის მერე პავადოკი ან ივარგებს ან არა.
პრიჩალზე სხვა ამბავია. თუ მოსული ხარ უბრალოდ თევზის საჭერად მაშინ სკუმბრიაზე არავინ იქნევს. რადგან სკუმბრიაზე მარტო სპორტული ჟინით უნდა იყო რო ითევზაო.
პრიჩალზე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან უკვე მოსალოდნელია სკუმბრიის მოსვლა და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ნამდვილად ჩერდება, ამის შემდეგ უკვე ყოველ წელიწადს თავისებურად.
ეხლა როგორ უნდა ითევზაო:
უნდა გქონდეს ისეთი სპინინგი რომლითას 40-50- გრამის ტყვიას რაც შეიძლება შორს გადააგდებ. ამასთან ძირითადი ძუა არ უნდა იყოს 0.35მმ.-ზე ნაკლები პავადოკიც შგიძლია იგივე სიმსხო გააკეთო მაგრამ უფრო გირჩევ 0.25მმ. ძალიან სუფთა ძუას. დრეკადობას დიდი მნიშვნელობა არ ქვს. კავები აცმული უნდა იყოს ისევე როგორც სტავრიდის პავადოკია, ოღონდ დიდი, გრძელღეძიანი, უყუნწო და ბრჭყვიალა კავებით, ამსთან უკეთესია თუ კავები არ იქნება მძიმე ლითონისგან და სქელი მავთულისგან გაკეთებული. ჯობია დიდი ზომის მაგრამ თხელი და მჩატე იყოს. რადგან დიდი ზომის კავებია ხოლო პავადოკის სიგრძე შენი სპინინგის 3/4 უნდა შეადგენდეს, პავადოკზე ყენდება 7-დან 9 კავამდე. შეგიძლია ბუმბულის დაბნევაც, ეს ხშირად მაგრად ჭრის (ანუ მოდის). არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კავზე არაფერი ფერადი. მხოლოდ თეთრი ან სარკისებრად ბრჭყვიალა.
სიმძიმე განსაკუთრებული საკითხია. სამწუხაროდ ფოტო არ მაქვს და არც ტელეფონზე მაქვს გადამღები მაგრამ აგიხსნი რამდენიც შემიძლია
სიმძიმეს 3 მთავარი პრინციპია:
1. უნდა იყოს იმისიმძემე რომ პავადოკი გადაგაგდებინოს რაც შეიძლება შორს ამასთან 0.25მმ. პავადოკი არ გაგიწყვიტოს როგორც წესი 35-45 გრ. ამიტომ არის თხელი და მჩატე კავები საჭირო რომ ნაკლებად დაგიტორმუზოს გადაგდებისას პავადოკი.
2. უნდა იყო ამრეკლი ზედაპირის ანუ სარკესავით, რომ წყალში 4-5 მეტრ სიღრმეზე მზის ანარეკლი ჰქონდეს მაქსიმალურად ნათელი, რომ სკუმბრიას რაც შეიძლება შორს მოხვდეს თვალში არეკლი სხივი. ამისათვის ტყვიას ვასხამთ 6-7 სმ. სიგრძის და სანტიმეტრ-სანტიმეტრნახევარი სიმსხვილის ლატუნის მონიკელებულ რადიო ანტენის ნაჭერში. თან ბოლოში ყუნწისათვის ვუყენებთ უჟანგავი ტროსის რამოდინემე წვერს.
3. ტყვიას არ უნდა ჰქონდეს მბასრი და წაბრტყელებული მხარეები. რადგან გადაგდების დროს არ ჰქონდეს ჰაერთან დიდი წინაღობა, ასევე წყალში უკან გამოტარებისას არ აბრზრიალდეს (აქ ასევე მნიშვნელოვანია კავების სიმჩატე და სითხელე დიდი ზომების მიუხედავად). როცა სკუმბრია დაებება, განსაკუთრებით რამოდენიმე ერთად აუცილებლად ათასნაირად დაგრიხავს შენს პავადოკს სანამ 30-40 მეტრს გამოატარებ, ამიტომ თუ ტყვიას მბასრი წვეტები აქვს სადმე ძუას გადაგიწყვეტს. ამიტომ გვერდები შემოუქლიბეთ.
როგორც წესი სკუმბრიას უყვარს როცა ნახევრად ავდარია მაგრამ არაფერი სერიოზული, ამასთან წყალი არ უნდა იყოს ამღვრეული. განსაკუთრებით მოდის დილის საათებში. თუმცა არც დღის სხვა დროს ღირს ხელის ჩაქნევა.
გაფრთხილებთ სკუმბრიას ხიდზე ვერ დაიჭერთ ბევრს. ამიტომ ვინც სტავრიტკაზეა მიჩვეული ბევრ ჭერას გაუჭირდება სკუმბრიაზე თევზაობის რეჟიმი. ასევე ვაფრთხილებთ ნაჟივკით თევზაობის მოყვარულებს, სკუმბრიაზე თევზაობისას დაივიწყეთ დასვენება. აქ ნამდვილი მარაფონისტის მონაცემები გჭირდებათ.
ვიმეორებ სკუმბრიაზე თევზაობა მხოლოდ სპორტული ჟინით ღირს.
რაც შეეხება თევზაობის სტილს: მოდიხარ დილით გათენებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხსნი პავადოკს და სპინინგს. დგები პრიჩალის ზედა იარუსზე სულ ბოლოში (სიღრმისკენ) და ისვრი პავადოკს იმისიშორეზე რაც ძალი და ჭაპანი გაქვს . მაგრამ თან მეორე ხელს კატუშკასთან ახლოს ტოვებ რადგან როგორც კი ტყვია წყალს შეეხება ხელათ უნდა გააჩერო და ჩაკეტო კოჭა. ტყვიის წყლის ზედაპირზე შეხებიდან 3-4 წამში ( როგორც კი ძუა გასწორდება) სპინინგს ქაჩავ უკან რამდენზეც მკლავი და ჯოხი გადის. ამდროს პავადოკი, რომელმაც უკვე მოასწრო დაახლოებით 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა მაქსიამლური სიჩქარით ამოდის თითქმის ზედაპირზე. ისევ მიუწევ ჯოხს წინ რო მიუშვა ტყვია. დაიძიროს ისევ 3-4 მტრზე და ისევ მაქსიმალური სიჩქარით მაოქაჩავ შენკენ, რითაც ისევ ამოიტან ტყვიას ზედაპირთან. ასე უნდა იმეორო სანამ პავადოკი არ მოვა შენთა. ან სპინინგი არ დაიკვნესებს "ვაიმე ნანაო". რადგან როცა სკუმბრია ამ სიჩქარეებზე ებმება პავადოკს, ხელში ისეთი შეგრძნება გაგქვს თითქოს იდატყვი უკან მიარტყი ბეტონს მთელი ძალით. დამიჯერეთ ამ დროს გული ლამის ამოგივარდეს ისე ფეთქვას ენდორფინი.
სკუმბრიისთვის მნიშვნელოვანია რომ სატყუარა (პავადოკი) მოძრაობდეს ძლიერი რივოკებით. ამ დროს ის ძალიან ჰგავს ლიფსიტის ქარავანზე დადევნებულ სტავრიდის ან სილიოტკის ქარავანს და სკუმბრიაც ზუასტად ამას დაეძებს ზღვაში. სკუმბრია ასეთ ბატალიებს სუფთა და მზიან წაყალში კარგი 10-15 მეტრის სიშორიდან ამჩნევს და სანამ შენი ერთი მოქაჩვის დასაწყისიდან, მის მკლავის ბოლომდე მისვალამდე, ასწრებს ამ მაძილის დაფარვას და შენი პადსეჩკის (მოქაჩვის) შუაგზაში გზაგადაჭრის ტრაექტორიით დაკავებას. ამოყვანისას მოგატარებს მთელი ზღვისმხარე ნახევარსფეროს სანამ მოიყვან პრიჩალამდე. დამიჯერეთ, ანკესზე დაბმიდან ასე ჩქარა და დიდ მანძილზე მოცურავე თევზს საქართველოს ვერცერთ სხვა თევზი შეედრება.
ჰუჰ დავიღალე დანარჩენი მერე
აგერ ჩემი ორი წლის უკან თევზაობაზე უცნობი რიბაკის გადაღებულეები



დააკვირდით ამინდს. ასეთი ძალიან უყვარს სკუმბრიას
აქ პატარა სკუმბრიაებია ასე 300 გრამამდე. ისე კილოიანიც კი მიჭერია. და საერთოდ დაახლოებით ნახევარ კილოიანები იცის ხოლმე, პლიუს-მინუს 200 გრამი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Nov 12 2009, 11:08
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



amroci
დენი ყველგან აკრძალულია.

ხოდა მაშინ მცოდნია რაზეც საუბრობ,ზუსთად ეგ თევზი ვერ მივხვდი რაც არი.


გიორგი
არვიწყებ დაწყნარდი!!! და ისე პრობლემაა ეგ რომ იცოდე!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:14