თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი-დათვალიერება

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 12 2016, 10:12

გამარჯობა მეგობრებო, ხვალ სართიჭალის მინდვრებში სეტერ კლუბის ორგანიზებით გაიმართება ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური სეტერების საველე შეჯიბრი-დათვალიერება. შეკრების ზუსტ დროს და ადგილს საღამოს მოგახსენებთ. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია სეტერებს რომლებსაც აქვთ სანადირო მეძარლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბის ან ეფციაის საბუთი. შეჯიბრი გაიმართება 81 წლის წესებით, თუმცა იმ განსხვავებით რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ის ძაღლებიც რომლებსაც არ აქვთ საველე დიპლომი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არამხოლოდ მეძებრის მიერ ყნოსვის გამოვლენას, არამედ ჯიშისთვის დამახასიათებელ სტილსა და სისწრაფეს. გამომყვანსა და მეძებარს ექნება განსაზღვრული დრო იმისთვის რომ აჩვენოს ამა თუ იმ ჯიშის სტერისთვის დამახასიათებელი მუშაობა. შეჯიბრზე იმსაჯებენ ნოდარ როსტიაშვილი და გია ადიკაშვილი.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველები ვდებთ 5 ლარს. იმ შემთხვევაში თუ ძაღლი უდიპლომოა და გადის დიპლომზე ის იხდის დადგენილ 10 ლარს და ეს თანხა შედის სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბში.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ დრო და ადგილი დაზუსტდება იმის მიხედვით თუ არმოვაჩენთ მეძებრებისთვის უკეთეს პირობებს.

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გია ადიკაშვილს-555 69 43 21

ან მე-დათო კაკულია-577 110 556

გელოდებით, სეზონის გახსნის წინ შევაფასოთ ჩვენი მეძებრების საველე თვისებები.

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 12 2016, 20:19

არავინ აპირებს წამოსვლას? სუფთ ჰაერი მაინც ჩავყლაპოთ.

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 12 2016, 22:46

ხვალ დილის 5 საათზე ვიკრიბებით სართიჭალაში წრეზე, იუსტიციის სახლთან.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 13 2016, 03:31

აქ ვარ უკვე newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)