IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დაიწყეს შემოვლები, ახტუნგ!
Shooter
პოსტი Dec 4 2010, 14:50
პოსტი #16

თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა

მოკლედ ინფორმაცია რომ კარდაკარ დაიწყეს სიარული დასტურდება. მოიყვნეთ წესრიგში იარაღები, საბუთები და სეიფები.

არ ვიცი ჯერ ჯარიმებს წერენ თუ არა მაგრამ ვიცი რომ მასიურად დაიწყე სიარული იარაღის მეპატრონეებთან.

ცოტახანში აქ დავდებ ყველა ნორმატიულ აქტს, რომელიც ეხება იარაღის შენახვას.

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 613 2008 წლის 22 დეკემბერი ქ.თბილისი

„საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების,
გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის N 750
ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის N 750 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2006წ., N170, მუხ. 2284) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, აგრეთვე შენახვის წესსა და რეჟიმს.
2. ეს ინსტრუქცია, გარდა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა, არ ვრცელდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ გაცემულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე.
3. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს (მათ შორის საარქივო მასალები) და გასცეს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური სახის დოკუმენტებს.
4. იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“;
ბ) პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იარაღი – სამოქალაქო სახეობის თავდაცვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სამოქალაქო იარაღის ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება;
გ) მოსარგებლე – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირები;
დ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
ე) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ პირს გადაადგილოს მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი;
ე.ა) სააგენტოში ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით;
ე.ბ) შენახვის უფლებით არსებული იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით;
ვ) იარაღის რეგისტრაცია – კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მესაკუთრის ან მოსარგებლის სახელზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაცია (პირველადი რეგისტრაცია, ლეგალიზაცია, გადაფორმება, მემკვიდრეზე გადაფორმება და სხვ.), იარაღის შეძენის ნებართვის სახის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) განსაზღვრა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;
ზ) ხელახალი რეგისტრაცია – კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების ან/და დამატებების განხორციელება, გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;
თ) იარაღის ჩამოწერა – იარაღის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე უვარგისი და გამოუსადეგარი იარაღის აღრიცხვიდან მოხსნა და კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურება;
ი) შეძენის ყუა (დანართი 1) – იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იარაღის შეძენის ფაქტს.“;
გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
1. ფიზიკური პირი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შეძენილი იარაღის (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) სააგენტოში საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია.
2. სააგენტოს მიერ იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) გაცემას, სავალდებულო რეგისტრაციასა და ხელახალ რეგისტრაციას საჭიროებს:
ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთრების უფლებით შეძენილი სამოქალაქო იარაღი;
ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღი.
3. სააგენტოს მიერ ფიზიკურ პირზე იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) გაცემა დასტურდება სარეგისტრაციო ჩანაწერებითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.
4. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იარაღის შეძენის ნებართვის სახის მიხედვით იყოფა A, B, C და D კატეგორიებად:
ა) A კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა შენახვის უფლებით რეგისტრირებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ:
ა.ა) თავდაცვის სახეობის მოკლეხრახნილულიან ცეცხლსასროლ იარაღზე (პისტოლეტი, რევოლვერი);
ა.ბ) თავდაცვის სახეობის მოკლეგლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე (საფანტის პისტოლეტი ან რევოლვერი);
ა.გ) მოკლელულიან ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) B კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ:
ბ.ა) სანადირო სახეობის ხრახნილლულიან, გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.ბ) თავდაცვის სახეობის გაზის იარაღზე (პისტოლეტი, რევოლვერი);
ბ.გ) სპორტული სახეობის ხრახნილლულიან და გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.დ) იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდებათ იარაღის ტარების უფლება;
გ) C კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღზე;
დ) D კატეგორის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ სამსახურის ბალანსზე რიცხულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღზე, ამასთან იარაღით მოსარგებლე პირი იარაღის ტარების უფლებას ინარჩუნებს სამსახურებრივი მოვალეობის პერიოდში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში.
6. იარაღის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს უფლება აქვს იარაღის შეძენის ნებართვის მიღება, რეგისტრაცია ან/და ხელახალი რეგისტრაცია განახორციელოს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ დანაყოფში, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.
7. იარაღის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა მხოლოდ კონკრეტულ იარაღზე.
8. დაუშვებელია ერთიდაიმავე იარაღზე ერთდროულად სხვადასხვა კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა.
9. დაუშვებელია დაურეგისტრირებელი იარაღის განკარგვა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.
10. სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღის გასხვისებამდე მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოს იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მოხსნის თაობაზე.”;
დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
1. სააგენტო იარაღის რეგისტრაციასა და ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების მქონე ფიზიკური პირის ან უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციის დროს იარაღზე მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, სასამართლოს აქტით ან/და უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით.
3. იარაღის რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება:
ა) იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის:
ა.ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ა.ბ) საცხოვრებელი ადგილი;
ბ) იარაღის მარკა, მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი (ყალიბი), იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის სახე;
დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორია;
ე) იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) საფუძველი.
4. იარაღის შეძენის ნებართვა, იარაღის რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად იარაღის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მინიჭებული უფლებამოსილება იურიდიული ძალის მქონეა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობამდე.
5. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია არ განხორციელდება:
ა) თუ არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების ან გაუცემლობის საფუძველი;
ბ) თუ აკრძალულია იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ საშტატო იარაღად გამოყენება;
გ) როდესაც იარაღი ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებულია ლიცენზიის არმქონე პირის მიერ;
დ) როდესაც წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის, იარაღის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
6. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა და იარაღის რეგისტრაცია უქმდება:
ა) თუ მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები გამოვლინდა იარაღის რეგისტრაციის შემდეგ;
ბ) თუ იარაღის მესაკუთრემ ან მოსარგებლემ იარაღის ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით არ მიმართა სააგენტოს ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების მიზნით;
გ) თუ განხორციელდა იარაღის ჩამოწერა;
დ) თუ გაიცა იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;
ე) თუ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იარაღზე არსებული მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლებამოსილების სხვა პირზე გადასვლის გამო განხორციელდა ახალი სარეგისტრაციო მონაცემების აღრიცხვა (გადაფორმება);
ვ) თუ შეიცვალა ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო იარაღის რეგისტრაციას;
ზ.) აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
7. იარაღის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, პირი ვალდებულია აღნიშნული საფუძვლის წარმოშობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს სააგენტოს იარაღის გადაფორმების ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ იარაღის ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
8. სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი უქმდება იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის განცხადების ან უფლებამოსილი ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების საფუძველზე.
9. იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იმ უფლებამოსილებას, რომელიც მას მიენიჭა იარაღის რეგისტრაციის შედეგად, კარგავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის დღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის გახდა აღნიშნული გარმოებების შესახებ სააგენტოსათვის ცნობილი და როდის განახორციელა მან რეგისტრაციაში არსებული ჩანაწერის შეცვლა ან გაუქმება.
10. გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების გზით.“;
ე) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32, 33, 34, 35 და 36 მუხლები:
„მუხლი 31 .
1. მესაკუთრის ან მოსარგებლის მიერ რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ:
ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი;
ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი; ამასთან, B კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მქონე პირს უფლება აქვს, გარდა იარაღის ძირითადი შენახვის ადგილისა, კუთვნილი იარაღი დროებით შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით, თუ მის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის წესების დაცვა;
გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი იარაღის შენახვის ადგილი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ-ჟ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დაწესებულებების მიერ. ამასთან, შენახვის ადგილის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სამსახურის სპეციფიკა და ფიზიკურ პირებზე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები.
2. სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ჩანაწერებში იარაღის მესაკუთრის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება აღრიცხულ იქნეს:
ა) რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი;
ბ) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;
გ) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირის რეგისტრაციის ადგილი.
3. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ახალ საცხოვრებელ ადგილზე იარაღის შენახვის უფლება წარმოეშვებათ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოში იარაღის ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 32.
1. იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სააგენტოს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის მიზნით.
2. პირებს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვებათ:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული მონაცემების შეცვლისას;
ბ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. იარაღის ხელახალი რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. იარაღის რეგისტრაციის ახალი მოწმობის გაცემის დღიდან ძველი იარაღის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად და იგი უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.
5. იარაღის ხელახალი რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით მოითხოვოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.
მუხლი 33.
1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო ახორციელებს იარაღის ბალისტიკურ შემოწმებასა და ადგენს იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტს.
2. იარაღის ბალისტიკური შემოწმების განხორციელება სავალდებულოა:
ა) იარაღის რეგისტრაციისას;
ბ) იარაღის ხელახალი რეგისტრაციისას;
გ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იარაღის სახეობიდან გამომდინარე კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ექსპერიმენტული გასროლის განხორციელებას);
დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას (დაკარგვის ან დაზიანებისას).
3. სააგენტოს მიერ იარაღის ბალისტიკური შემოწმება მიზნად ისახავს:
ა) იარაღზე (მის შემადგენელ დეტალებზე) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების შედარებას თანხმლებ დოკუმენტებთან;
ბ) იარაღის მოდელის, მარკის, სახეობისა და ტიპის განსაზღვრას;
გ) იარაღიდან არანაკლებ სამ ექსპერიმენტულ გასროლასა და გასროლის შედეგად ამოღებული ტყვია-მასრების ნიმუშის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ტყვია-მასროტეკაში განთავსების მიზნით გადაგზავნას.
4. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ იარაღს არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საინდიფიკაციო ნომერი, ნომრის მინიჭება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ იარაღის დადამღვით.
5. იარაღის ექსპერიმენტული გასროლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
6. რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე სააგენტოში წარმოდგენის მიზნით, ფიზიკური პირის სახელზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა - ფორმა N 1 (დანართი N 3), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელ ორგანოში, ხოლო შემოწმების შემდეგ იარაღი გადაიტანოს უკან შენახვის ადგილზე. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
7. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა N 1) I ნაწილს ავსებს იარაღის რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარების ადგილს, ხოლო გრაფაში “ძალაშია“ – განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაში ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება გადაიტანოს იარაღი ბალისტიკური შემოწმების განსახორციელებლად.
8. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა N 1) II ნაწილს ბალისტიკური შემოწმების განხორციელების შემდეგ ავსებს ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური პირის მიერ ბალისტიკური შემოწმების ადგილიდან იარაღის შენახვის ადგილზე გადატანის უფლებას, ხოლო გრაფაში „ძალაშია“ - განისაზღვრება გადატანის უფლების მოქმედების ვადა.
9. იარაღის დროებითი მოწმობა (ფორმა 1 და ფორმა 2) მოქმედებს მხოლოდ გრაფაში “ძალაშია“ განსაზღვრული ვადით, მიუხედავად მოწმობის გაცემის თარიღისა.
10. იარაღის დროებით მოწმობის (ფორმა 1) გრაფით „ძალაშია“ განსაზღვრული იარაღის გადატანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 სამუშაო საათს.
11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტით.
მუხლი 34.
1. იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირები ვალდებული არიან:
ა) განახორციელონ სარეალიზაციოდ განკუთვნილი იარაღის ბალისტიკური შემოწმება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იარაღის სახეობიდან გამომდინარე კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ექსპერიმენტული გასროლის განხორციელებას);
ბ) საკომისიო წესით ჩაიბარონ მხოლოდ ის იარაღი, რომელზეც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა (დანართი 2);
გ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი) საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ელექტრონული დოკუმენტის სახით (მყარი დისკით, ფლოპით ან/და სხვ.) ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიაწოდონ სააგენტოს;
ე) იარაღის რეალიზაცია განახორციელონ მხოლოდ იარაღის შეძენის უფლების მქონე პირებზე;
ვ) იარაღი შემძენ ფიზიკურ პირს გადასცეს მხოლოდ იარაღის რეგისტრაციის მოწმობისა და სააგენტოს მიერ დამოწმებული შეძენის ყუის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დამატებით იარაღის დროებითი მოწმობის წარმოდგენისას;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ყოველთვიურად წარუდგინონ მონაცემები რეალიზებული იარაღის და საბრძოლო მასალის, ასევე იარაღის შემძენის შესახებ.
2. სააგენტოს მიერ იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირებისაგან შეძენილი იარაღის რეგისტრაცია განხორციელდება იარაღთან დაკავშირებული მონაცემების ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან შესაბამობის შემთხვევაში.
3. იარაღის რეალიზაციის შემთხვევაში იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ავსებს იარაღის შეძენის ყუის I ნაწილს სამ ეგზემპლარად და გადასცემს იარაღის შემძენ პირს სააგენტოში წარსადგენად.
4. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისაგან შეძენილი იარაღის სააგენტოში რეგისტრაციისათვის ფიზიკურმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) შეძენის ყუა;
გ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ვ) იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტო ავსებს შეძენის ყუის II ნაწილს, რის შემდეგაც ორ ეგზემპლარს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად უბრუნებს იარაღის შემძენს. იარაღის შემძენი ვალდებულია 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეძენის ყუა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შეძენილი იარაღის შენახვის ადგილზე გადატანა.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრე პირის სახელზე იარაღის შეძენის ადგილიდან საცხოვრებელ ადგილზე (შენახვის ადილზე) გადატანის მიზნით, სააგენტო გასცემს იარაღის დროებით მოწმობას ფორმა N 2 (დანართი 4), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის გადატანა შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე. იარაღის გადატანისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლება ფიზიკურ პირს ენიჭება მხოლოდ გრაფაში „ძალაშია“ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო საათს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა შეიძლება მოხდეს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად, ამასთან მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტით.
9. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურმა პირმა საპატიო მიზეზის გამო ვერ უზრუნველყო იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა 2) მოქმედების ვადაში იარაღის შეძენის ადგილიდან წამოღება, ახალი დროებითი მოწმობის მიღების უფლება წარმოეშვება მხოლოდ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემდეგ.
მუხლი 35.
1. იარაღის ჩამოწერისათვის მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
გ) საკუთრებაში არსებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) ჩამოსაწერი იარაღი;
ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ჩამოსაწერი იარაღი ბარდება სააგენტოს, ხოლო იარაღის მესაკუთრეს გადაეცემა სათანადოდ დამოწმებული იარაღის სააღრიცხვო ბარათის ასლი შესაბამისი აღნიშვნით.
3. ჩაბარებული იარაღის განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 36.
1. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად მესაკუთრემ უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა გაიცემა სამ ეგზემპლარად, რომლიდანაც ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში, მეორე გადაეცემა მესაკუთრეს, ხოლო მესამეს - მესაკუთრე გადასცემს იარაღითა და საბრძოლო მასალის ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს, იარაღის ჩაბარებისას.
3. პირი ვალდებულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მოქმედების ვადაში უზრუნველყოს კუთვნილი იარაღის გადატანა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან ჩასაბარებლად.
4. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მოქმედების ვადას გასაზღვრავს სააგენტო და იგი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
5. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის შემთხვევაში იარაღი იხსნება რეგისტრაციიდან.“;
ვ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის შეტყობინების საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური 3 თვეში ერთხელ ამოწმებს მოქალაქის პირად საკუთრებაში არსებული იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვისა და რეგისტრაციის კანონიერებას.“;
ზ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული იარაღის სააგენტოში რეგისტრაცია ხორციელდება, თუ დასაჩუქრებული პირი ან მემკვიდრე აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“;
თ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვისა და აღრიცხვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“;
ი) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
იარაღის ტარების უფლების მქონე იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იარაღის ტარებისას ვალდებულია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად იქონიოს B, C ან D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა.“;
კ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
1. იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.
2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული იარაღი (გარდა სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღისა, რომელიც არ ინახება დაწესებულებაში) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში არსებულ ცეცხლგამძლე ლითონის კარადაში, რითიც გამოირიცხება იარაღთან და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. იარაღის აღრიცხვიანობისათვის (იარაღის საცავიდან გატანა-შემოტანისათვის) უნდა წარმოებდეს სპეციალური ჟურნალი, რომელიც იქნება აკინძული და დამოწმებული შესაბამის ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.“;
ლ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა დასაშვებია სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში.“;
მ) IV თავის შემდეგ დაემატოს ,,V თავი. გარდამავალი დებულებები“ შემდეგი რედაქციით:
„თავი V.
გარდამავალი დებულებები
მუხლი 19.
1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც იარაღის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია განახორციელეს 2008 წლის 20 დეკემბრის შემდეგ.
2. 2008 წლის 20 დეკემბრამდე რეგისტრირებული იარაღის, რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის მოქმედების ვადა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს რეგისტრაციისა (ხელახალი რეგისტრაციის) და შესაბამისი მოწმობის გაცემიდან სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულოა ხელახალი რეგისტრაციის გავლა ამ ინსტრუქციის 32 მუხლის შესაბამისად.“.
2. ა) ეს ბრძანებულება, გარდა ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ინსტრუქციის 11 მუხლის ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, 33 მუხლის მე-6-მე-11 ქვეპუნქტების, 34 მუხლის მე-6-მე-9 ქვეპუნქტებისა და 35 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
ბ) ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ინსტრუქციის 11 მუხლის ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტები, 33 მუხლის მე-6-მე-11 ქვეპუნქტები, 34 მუხლის მე-6-მე-9 ქვეპუნქტები და 35 მუხლი ამოქმედდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2008 წლის 19 დეკემბრის საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის
2008 წლის 22 დეკემბრის
N 613 ბრძანებულების
დანართი N 1

შეძენის ყუა N
------------------------------------- (იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი)
გაიცა ------------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
მისამართი ------------------------
შეიძინა ერთი ერთეული იარაღი
-------------- N-------------------
(იარაღის მარკა, მოდელი) (საიდენტიფიკაციო ნომერი)

(იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის ხელმოწერა) ბ.ა.

„---------„ „---------„ 200 წ.
„ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს

(დანაყოფის დასახელება)
განახორციელა იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია
რეგისტრაციის N --------------
-----------------------------------
(უფლებამოსილი თანამდებობის პირი) (ხელმოწერა)

ბ.ა. „-------„ „----------„ 200 წ.

გაიცა -------------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
მისამართი ------------------------
შეიძინა ერთი ერთეული იარაღი
---------------- N-------------------

რეგისტრაციის N ---------------
------------------------------------

გაიცა --------------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
მისამართი ------------------------
შეიძინა ერთი ერთეული იარაღი
--------------- N-------------------

დანართი N 2

იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების
ცნობა N
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
(დანაყოფის დასახელება)
გაიცა ----------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
მისამართი -----------------------
უფლება აქვს ცეცხლსასროლი იარაღი
-------------N --------------------
(იარაღის მარკა, მოდელი) (საიდენტიფიკაციო ნომ.)
შემდგომი რეალიზაციის მიზნით საკომისიო წესით ჩააბაროს იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს

ბ.ა. გაცემულია „---„ „-------„ 200 წ.
ძალაშია „----„ „-----„ 200 წ.-დან „---„ „---„ 200 წ.-მდე

(იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი)
ჩავიბარე საკომისიო წესით
(ხელმოწერა) ბ.ა.
„-----„ „------„ 200 წ.
იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების
ცნობა N
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
(დანაყოფის დასახელება)
გაიცა -----------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
მისამართი ------------------------
უფლება აქვს ცეცხლსასროლი იარაღი
-------------N ----------------------

------------------------------ თანამდებობის პირი) (ხელმოწერა)

„----„ „-----„ 200 წ.
იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების
ცნობა N
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
(დანაყოფის დასახელება)
გაიცა ----------------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
მიამართი --------------------------
უფლება აქვს ცეცხლსასროლი იარაღი
-------------- N --------------------

------------------------------ (უფლებამოსილი თანამდებობის პირი) (ხელმოწერა)

„----„ „------„ 200 წ.

საქართველოს პრეზიდენტის
2008 წლის 22 დეკემბრის
N 613 ბრძანებულების

დანართი N 3

იარაღის დროებითი მოწმობა N

სახელი ------------------- გვარი--------------------- პირადი ნომერი ----------------------
ცეცხლსასროლი იარაღი ---------------------------------------------------
(მარკა, მოდელი)

I. იარაღის ბალისტიკური შემოწმების მიზნით უფლება აქვს ცეცხლსასროლი იარაღი გადაიტანოს იარაღის შენახვის ადგილიდან სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ------------------------- მდებარე -----------------
(დანაყოფის დასახელება)

ძალაშია ------------------------ დან ---------------------------------- მდე
(წელი, თვე, დღე, საათი) (წელი, თვე, დღე, საათი)

--------------------------------------------- ------------------------------------------
(უფლებამოსილი თანამდებობის პირი) (ხელმოწერა) ბ.ა.

II. განახორციელა ბალისტიკური შემოწმება, უფლება აქვს გადაიტანოს იარაღი მისი შენახვის ადგილზე მდებარე -------------------------------------------------------------------

ძალაშია ------------------------ დან ------------------------------------- მდე

------------------------------------------- --------------------------------------------

დანართი N 4

იარაღის დროებითი მოწმობა N
სახელი -------------------- გვარი -------------------- პირადი ნომერი-----------------

უფლება აქვს მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი
__________________________________________________________________________
(მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო N )

შეძენის ადგილიდან მდებარე --------------------------------------------------------------

გადაიტანოს შენახვის ადგილზე მდებარე --------------------------------------------------

ძალაშია ------------------------------ დან ------------------------------------------ მდე

--------------------------------------------------- -------------------------------------

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Shooter   დაიწყეს შემოვლები   Dec 4 2010, 14:50
- - hunter87   ...........   Dec 5 2010, 17:28
|- - Shooter   ციტატა(hunter87 @ Dec 5 2010, 18...   Dec 6 2010, 15:00
- - გიორგი   Shooter გაიხარე. მაგას ...   Dec 5 2010, 17:55
- - კახაბერ   პროგრამა კოდექსში ...   Dec 5 2010, 17:58
- - გიორგი   კახაბერ არ მაქვს ე...   Dec 5 2010, 18:01
|- - კახაბერ   ციტატა(გიორგი @ Dec 5...   Dec 5 2010, 18:05
- - გიორგი   კახაბერ გაიხარე. წ...   Dec 5 2010, 18:30
- - კახაბერ   საქართველოს პრეზი...   Dec 6 2010, 08:23
- - levani_200   ვააა რაუბედურებაა ...   Dec 6 2010, 09:33
- - ბესო   ციტატა(levani_200 @ 6th December ...   Dec 6 2010, 14:29
- - levani_200   გეთანხმები ბესო მა...   Dec 6 2010, 16:31
- - ბესო   ისე რა უაზრობაა? ამ ...   Dec 6 2010, 17:29
|- - romeo 1   ციტატა(ბესო @ Dec 6 2010,...   Dec 6 2010, 20:40
- - ჰერცოგი997   თუ არადა ქალაქიდან...   Dec 6 2010, 17:42
- - გოგა   ციტატა(romeo 1 @ 6th December 201...   Dec 6 2010, 20:47
- - კახაბერ   გოგა, მართალს ამბო...   Dec 6 2010, 21:22
- - levani_200   კაცო მეის ვერგამიგ...   Dec 7 2010, 09:52
- - romeo 1   თუ ერთი მისამართიდ...   Dec 7 2010, 21:36

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 15:10