IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Bone
პოსტი Jan 15 2010, 16:51
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



...საიარაღო ფირმა ბლასერი ცნობილია როგორც შაშხანების და ზოგადად ხრახნილლულიანი იარაღის საუკეთესო მწარმოებელი მსოფლიოში(დღეს დღეობით ბერნარდ ნობელის ხელმძღვანელობით) მაგრამ, ფირმის ღირსების და კონკურენციის მიზნით ბლასერმა შექმნა არაჩვეულებრივი მოდ. F3-ი



დღეისათვის თითქოს შექმნილი და მიღწეულია სრულყოფილება ბოკფლინტების ზოგად სტანდარტში, გაუმჯობესება თითქოს შეუძლებელია...მაგრამ ბრძოლა რჩეულ კომპანიებს შორის მაინც გრძელდება. სხვადასხვა ფირმების ახალ -ახალი მოდელები ხშირად გავს ერთი მეორეს და მათ შორის სხვაობა თითქოს არაა...სწორედ ასეთ მომენტებში გამოჩნდე ხოლმე F3-ის მსგავსი ქმნილებები, რაც უდიდე ემოციებს იწვევს ამ კატეგორიის იარაღის მოყვარულთა შორის.
როდესაც ბლასერი F3-ს უშვებდა მთავარ ამოცანას წარმოადრენდა ტრადიციული ღირებულებების და თანამედროვე მიღწევების გაერთიანება. გარდა ამისა მრავალი სპოორცმენის შეხედულება იყო გათვალისწინებული...
F3 ერთი შეხედვით შეიძლება ჩვეულებრივ ბოკფლიბნტად მოგვეჩვენოს მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით აღმოვაჩენთ აშკარა ნოვაციებს და დიზაინურ სიახლეებს.
F3-ის კალაპოტის სიმაღლე 6,15 სანტიმეტრია რაც ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფის კალაპოტზე ცოტათი მაღალია



F3 ასე ვთქვათ ქვეყანას მოევლინა 2004 წელს
სასხლეტ დამცემი მექანიზმი სწრაფად მოსახსნელია. დასხლეტიდან ფისტონის დარტყმამდე დრო 18 მილიწამს შეადგენს(თავის მსგავსებში უსწრაფესია) ერთსასხლეტიან სისტემაში მეორე გასროლა არაა დამოკიდებული პირველის უკუცემაზე მისგან დამოუკიდბლად ხდება. საბრძოლო ზამბარები სპირალური ფორმისაა და მათი კოპნსტრუქცია ისაა ჩამოყალიბებული რომ გატეხვის შემთხევაშიც აგრძელებს მუშაობს უპრობლემოდ. სასხლეტის დაწოლის ძალა 1 400გრამია. ლულების თანმიმდევრობის სელექტორი სასხლეტის წინაა მოთავსებული. ასევე თოფის ფუნქციებში ჩართული სასხლეტის ადგილმდებარეობის ცვლა , ინდივიდუალური მორგებისთვის, სასხლეტი გადაიწევა წინა და უკანა მიმართულებით, მსროლელი ფალანგის სიგრძის მიხედვით.


ეჟექტორეის სისტემა ისეა დაპროექტებული რომ როდესაც ზამბარა ურტყამ ფისტონს ის ამავდროულად ააქტიურებს ეჟექტრორს, რომელიც მხოლოდ გასროლის შემდეგ ჩაირთვება და შესამაბისად მხოლოდ გასროლილ ლულას ემახურება. თოფის შენახვის დროს ზამბარა დაშვებულ მდგომარეობას ინარჩუნებს, ეჟექტორი აბსოლურირად არიგრძნობა თოფის დაკეტვის დროს.


ტობჟირი ენსონის სიტემის ჩამალული ბერკეტითაა.
ბლასერს გააჩნია უკვე დაპატენტებული ბალანსირების სისტემა , კონდახში მოთავსებულია ღერძი რომელიც მაგრდება კალაპოტზე, ამ ღერძზე ჩამოცმულია ცილინდის(ეხრახნება და სურვილის მიხედვით მობილურია) ფორმის ორი სიმძიმე საერთო მასით შეიძლება იყოს 200 გრამამდე, ანუ ბალანსის პრობლემა გადაწყვეტილია ბოლომდე. ასეთივე ხელოვნური ბალანსები მოყვება ლულაბსაც...



საკონდახე მასალა დაყოფილია 11 დონედ, სერიულ თოფებში გამოიყენება II დონის კაკალი. (გარკვ. მიზეზების გამო ფოტოების განთავსების ადგილი აღარაა)
F 3 ორი ძირითადი ფერის კალაპოტით გამოდის შავი და რუხი



გრავირების დონე სტანდარტიდან პრემიუმ კლასამდე ნებისმიერი შეიძლე იყოს:


დამცავი განსაკუთრებული ყურადღებითაა დამზადებული, თოფის უჩვეულო ვიბრაციის ან მითუმეტეს დავარდნის დროს მცველი ავტომატურად ბლოკავს ჩაქუჩებს.


ბლასერ F3-ში გამოყენებული ე.წ. ტექნიკა ტრიპლექსი ესაა:
ჭურვის დიდი საწყისი სიჩქარე
მცირე უკუცემა
ძალიან თანაბარი სიბურჯღლე

ეს ფაქტორები გამოწვეულია ლულების გაბურღვის სიტემით ''ოვერბორი'' სადაც ლულის ცენტრალური მონაკვეთი მკაცრად 18,65მმ-ია. გარდამავალი კონუსი სავაზნიდან ლულაში 2,5 გრადუსია.
სავაზნე ყოველთვის 76 მმ,
ლულის სიგრძე უმეტესად 76 სმ
ლულები აღჭურვილია მობილჩოკებით, რომლის საშუალებით ფოლადის საფანტის სროლაა შესაძლებელი.
ჩოკების ზომებია:ცილინდრი 0,000მმ; 0,125მმ ;0,250მმ ;0,380მმ ;0,500მმ ;0,625მმ; 0,750მმ ;0,850მმ ;1,050მმ.


სამიზნე თამასა ე.წ. პერსექტივით, საწყისი 10,5მმ ლულის ბოლოში 8,5 მმ. ამავდროულად თამასა ვენტილაციის ფუნქციითაა.
სამიზნე კორა ბოჭკოვანი ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. (სანადირო F3-ს აქვს მონიკელებული ვერცხლის, კლასიკური კორა)



მიუხედავად ლულების სიგრძისა ბლასერს შუძლია მათი წონა თანაბარი დატოვოს, ლულის კედლების ხარჯზე, ასეთი სისტემი ლულების გაბურღვა გამოიყენება ძირითადად პომპლექტში სხვა ყალიბის ლულების შემთხვებვაში ან მათი შეკვეთისას.
F3 გამოდის ყველა სპორტული დისციპლინისათვის.
F3 სპორტინგისთვის Competition sporting
სავაზნე: 12/70
ლულების სიგრძე:71 სმ; 76სმ; 81სმ; 86სმ.
თამასა: 10,5მმ დან 8,5 მმ-დე. ან სულ 10,5.
კორა: ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
წონა: 3,600გრ
კონდახი მაღალი ზურგით, სპორტინგისათვის შესატყვისი სტანდარტებით

F3 სასანგრე სტენდისთვის Competition trap
სავაზნე: 12/70
ლულების სიგრძე: 76სმ; 81სმ; 86სმ.
თამასა: 10,5მმ დან 8,5 მმ-დე. ან სულ 10,5.
კორა:ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
წონა:3,700 გრ
კონდახი :''მონტე კარლო'' სასანგრე თოფებისთვის შესატყვისი სტანდარტებით

F3 მრგვალი სტენდისთვის SKEET
სავაზნე: 12/70
ლულების სიგრძე: 71სმ ; 74სმ ; 76 სმ.
თამასა: 10,5 მმ სიგანის
კორა: ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
წონა:3,700
ამერიკული SKEET -სთვის თოფს შეიძლებ მოყვეს ნებისმიერი სხვა კალიბრის ლულა, რომელიც 12კალიბრის ლულაში შიგნით იხრახნება ყოველგვარი ზედმეტი ხელსაყსოს დახმარებით, ჩოკების სახრახნით.
დამატებითი ლულების კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 20/76 ; 28/76; 410/76

F3 ამერიკული ტრაპისთვის(ამერიკული ტრაპი დისციპლინაა სადაც მხოლოდ ერთი გასროლაა შესაძლებელი)
სვაზნე: 12/70
ლულების სიგრძე: 76სმ; 81სმ; 86სმ
წონა: 4 000გრ
თამასა: 10,5მმ დან 8,5 მმ-დე. ან სულ 10,5.
კორა: ბოჭკოვანი , ნებისმიერი ფერის
მოდელი გამოირჩევა მაღალი სამიზნე თამასით და ერთი ლულით.

აგრეთვე , ზემოთ ხსენებული მოდიფიკაციების თოფების კონდახი სურვილის მიხედვით შეიძლება აღჭურვილი იყოს ინდივიდუალური მორგების სისტემით.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Bonehill   BLASER F3   Jan 15 2010, 16:51
- - veshapo   მიიიიიიიიიიიიიყვ...   Oct 4 2010, 18:21
- - Bonehill   RE: BLASER F3   Oct 4 2010, 20:02
- - შალვა   Bonehill ბარემ ,,კანტროლ...   Oct 4 2010, 21:22
- - Geoჟორჟიკა   შალვა 3500 ევრო   Oct 4 2010, 21:57
- - შალვა   ციტატა(geojorjika @ 4th October 2...   Oct 4 2010, 22:41
- - Davitus   არ შემიძლია არ ავღ...   Oct 5 2010, 00:14
- - wudu   ძალიან მაგარი კონს...   Oct 5 2010, 11:21
|- - HUNTER FREDY   ციტატა(wudu @ Oct 5 2010, 12...   Jul 26 2013, 23:40
- - Bonehill   ციტატა(Davitus @ 5th October 2010...   Oct 5 2010, 14:59
- - დემი   მაგარი თოფებია, რა ...   Oct 5 2010, 15:09
|- - jagermeister   ციტატა(დემი @ Oct 5 2010,...   Oct 5 2010, 15:25
- - დემი   ინტერნეტში ვეძებ ფ...   Oct 5 2010, 15:36
- - ჰერცოგი997   მაგარი თოფია ამით ...   Oct 5 2010, 16:26
|- - iva75   ციტატა(ჰერცოგი997 ...   Jul 26 2013, 22:27
- - veshapo   ჰერცოგი997 მანადირა...   Oct 5 2010, 19:12
- - megreli   Bone ციტატა(niko @ 15th January ...   Jul 26 2013, 22:12
- - ძამა   ეუუუფფფფფფ მაგარი...   Jul 26 2013, 22:36
- - HUNTER FREDY   ააყმუვლდით პატარე...   Jul 26 2013, 23:30
- - megreli   ციტატა(irakli fofxadze @ 27th Jul...   Jul 27 2013, 17:39
- - PREDATOR   RE: BLASER F3   Jul 27 2013, 18:41
- - PREDATOR   RE: BLASER F3   Dec 7 2013, 11:23
- - PREDATOR   RE: BLASER F3   Mar 1 2016, 15:15
- - PREDATOR   RE: BLASER F3   Mar 1 2016, 15:28


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 12:28