თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მტკნარი წყლის მტაცებელი სახეობები _ ქორჭილა

პოსტის ავტორი: noso May 16 2009, 11:55

სიგრძე__50სმ. წონა__5კგ.

http://www.radikal.ru

ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს :ტბებში, მდინარეების შესართავთან, ზღვის გამტკნარებულ ადგილებში.

ი კ ვ ე ბ ე ბ ა : ძირითადად თევზებით, მისი ქვირითით, აგრეთვე ბენთოსითა და პლანქტონით.

ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი : თიქორი, პალიასტომის ტბა, რიონი, სუფსა, შავნაბადას ტბა, ჭურია, ხობისწყალი, ჯაპანის ტბები,
ასევე (ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ტბებში)

ს ა ტ ყ უ რ ე ბ ი :ჭია, პური, ცოცხალი სატყუარა და აგრეთვე(ბლესნა, ვობლერი და იმიტაციები)

პოსტის ავტორი: მონადირე Sep 1 2009, 11:49

WOW! ეგ დავიჭირე ოღონდ პატარა გაბარიტებით წინა კვირას ანაკლიაში.

ისე, ფიშერ.გე-ს ბიჭებს თუ დაეჯერებათ ორგვარი გაარიტის არსებობს: ერთი ნაპირას გაზრდილი, რომელიც პატარაა და დიდს არ იზრდება და მეორე დინების სიღრმეში გაზრდილი, რომლის წონა 3 კგ-ს აღწევს.

იქ წერენ, რომ სახეობა კი არ არის სხვადახვაო, უბრალოდ რა ადგილასაც იზრდება იმის მიხედვითაა წონაო. შეიძლებაო ერთი ქვირითიდან ერთი პატარა გაიზარდოს, მეორე დიდიო.

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: o.cho Oct 21 2010, 00:53

კი ეგრეა მართლა მართალი უთქვამთ მარტო ეგ ჯიში კია არა სხვა ბევრი თევზია კიდევ მასე რაც პატარა წყალსჰი იზრდება ის შედარებით პატარაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Oct 22 2010, 14:04

ციტატა(o.cho @ 21st October 2010 - 01:53) *
კი ეგრეა მართლა მართალი უთქვამთ მარტო ეგ ჯიში კია არა სხვა ბევრი თევზია კიდევ მასე რაც პატარა წყალსჰი იზრდება ის შედარებით პატარაა


ნებისმიერი თევზი ეგრეა, რამხელაც აქვს საცხოვრებელი სივრცე, იმხელა იზრდება. აკვარიუმის ზვიგენებს რომ ეძახიან ის ბუნებრივ პირობებში 3 მეტრამდე იზრდება, მაგრამ რომელ აკვარიუმში გინახავთ 3 მეტრიანი? newsmile05.gif

მაგრამ ის, რომ ნაპირთან გაიზარდა პატარა წყალში და იმიტომ დარჩა პატარაო აფსურდია! ნაპირი რომ არ ეყოფა მერე ის დიდ წყალში გავა და იქ გაიზრდება! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დემი Oct 22 2010, 16:02

ნაპირიდან შორს ვერ მიდის ბესოჯან, დაკარგვების ეშინიან, თანაც სიღრმეში ცუდი ძიები არიან, ამიტომაც ნაპირზედაც ზღოვრობენ მაშ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დემი Oct 22 2010, 16:20

ხუმრობა ხუმრობად მარა სინამდვილეში არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რაც განაპირობებს ქორჭილას ზრდას, მაგალითად საკვების სიმცირე(ან ნაკლებად კალორიული საკვები), ძლიერი კონკურენცია და გარემო პირობები, განსაკუთრებით საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო ხშირია ინბრიდინგი( ახლო ნათესაური კავშირი ), ყოველივე ამ ფაქტორებს მიყავს ამ შემთხვევაში ქორჭილა დეგრადირებისაკენ ( გენეტიკური სისუსტისაკენ), ანუ თევზს არააქვს გაზრდისთვის და განვითარებისთვის საჭირო ზემოთხსენებული პირობები. thinking.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Nov 17 2010, 19:38

საქართველოში ამერიკული ოკუნი არის???

პოსტის ავტორი: დემი Nov 18 2010, 12:48

ციტატა(nikoloza_migina @ Nov 17 2010, 20:38) *
საქართველოში ამერიკული ოკუნი არის???


ამერიკული ქორჭილა არ არის პატივცემულო(აშშ-მ გვითხრა NATO-ში რომ შემოხვალთ მერე მოგცემთ ბასებსოოო) newsmile090.gif


ჩვენ მტკნარ წყლებში(დასავლეთი საქართველო+აღმოსავლეთში სკრის კერძო ტბა) ევროპული ქორჭილაა მხოლოდ. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Nov 21 2010, 17:02

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Oct 4 2015, 22:38

ჩემი პირველო ქორჭილა სპინინგით newsmile05.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)