2015-2016 წლბის სანადირო სეზონის ერთობლივი დახურვა. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
2015-2016 წლბის სანადირო სეზონის ერთობლივი დახურვა. |
Feb 26 2016, 21:48
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მიიწურა კიდევ ერთი სანადირო სეზონი. დგემა ჟამი მოწყენისა მონადირეთათვის... განსხვავებით სეზონის საწყისისა, როდესაც სეზონის გახსნას ყველა მონადირე გამალებული გულისცემით ელოდება, ამ შემთხვევაში დიდია ყველა ჩვენგანის გულისტკივილი. იწყება ხანგძლივი მოლოდინი მომავალი სეზონისა. მაგრამ რას ვიზამთ. ასეთი ყოფილა ხვედრი ჩვენი იგი მძიმეი და ჩვენც მორჩილად ვეგუებით მას. ერთადერთი სასიხარულო და სანუგეშო ამ საქმეში არის ის, რომ კვლავ შეიკრიბება უძლეველი და სახელგანთქმული კლუბი “ოჩოპინტრე”-ს ნარჩევი საზოგადოება და ერთად ჩაატარებს იმ აუცილებელ და სასიხარულო რიტუალს, რომელსაც სეზონის დახურვა ქვია.
მაშ ასე.. დაიწყო დაგეგმარება ერთობლივი გასვლისა, რომელსაც როგორც ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა მოყვება. ამჟამად ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების და გამო, რიტუალის ჩვეულ ადგილას, ანუ ტყემალაძეების სანადირო მეურნეობაში ჩატარება და ბევრი სჯა-ბაასის შემდგომ, მისმა აღმატებულებამ, კლუბის პრეზიდენტმა შემგვთავაზა ჩინებული ადგლი სხვა მეურნეობისკენ. ვინაიდან კლუბის სახელოვანი იაგტერიერებიდან მხოლოდ “აიშა” იყო ფორმაში, გადაწყდა დაგვხმარებოდნენ იაგებით დიდებული ხალხი ბატონები გია დარჩიაშვილი, ზურა მიქაია და გიორგი პარკაული. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ვინ არ ვიცნოდით ამ ადამიანებს, ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩით მათი გაცნობით. მადლობა მათ დამხარებისთვის და უბრალოდ კარგი ადამიანობისთვის. და აი დადგა ნანატრი დილა და დაიწყო შეკრება ოჩოს უძლეველმა არმიამ. ვიკრიბეთ, ვიკრიბეთ და ბოლოს როგორც იქნა შევიკრიბეთ, ოღონდ.... როგორც ყოვეთვის მცირედი დაგვიანებით. ასევე აღმოჩნდა, რომ ჩვენი კლუბის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი, მზრუნველი კაცი კლუბის ჯანმრთელი გემოკვებისა და უბრალოდ კეთილი ჯოლა,სამწუხარო მიზეზების გამო ვერ მოდიოდა ჩვენთან ერთად. ყველას გვეწყინა როგორც ვერ წამოსვლის მიზეზი, ისე ფაქტი ჯოლას გარეშე ყოფნისა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. გავაგრძელეთ მშვიდი მუსაიფი, შევიძინეთ მცირედი პროდუქტები, მოახტა კონდოლი შვინდისფერი რაშის საჭეს, აატყლაშუნეს მათრახები დანარჩენი ბედაურების მძღოლებმაც და კოლონა დაადგა გზას. Gგზას, რომელიც ჩვენ მონადირული ჟინის დაოკებას, ტურებს კი დიდ ალიაქოთს პირდებოდა. მშვიდობით ჩავედით დანიშნულების ადგილეზე. დაიწყო სამზადისი. აჟღრიალდა იარაღი..... ბატონმა გიამ და ჭალომ იკისრეს თავიკაცობა, მიგვანაწილ-მოგვანაწილეს ნომრებში, ჩავკეტეთ ცხრაკლიტულები, გაუშვეს უუუუუშველებელი იაგტერიერები და დაიწყო პირველი სარეკი. ჩაძვრნენ-ამოძვრნენ, აქეთ მოდგნენ, იქეთ მიდგნენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მაგრამ რად გინდა?! სორე ტურა, ვარე ტურა….. ან კიდევ იყვნენ და გაძვრნენ…….. ჰოოდააა.. იმას გეუბნებოდით, რომ შევიკრიბეთ, ზოგმა თითო რქით მოვიოხეთ უტურობით გამოწვეული დროებითი ვარამი და გადავინაცვლეთ მეორე სარეკის მოსაწყობად. იქაც მივლაგდ-მოვლგდით და დაიწყოოო.. აწრიალდა ჯოღორები, ერთმა ხომ სულ გადამრია, არ გვშორდება მე და კიდო თაზოს (გვერდი-გვერდ ნომრებში ვდგავართ ნუ), შეძვრება ჩვენს წინ ბუჩქებში ატეხავს კივილს, გამოძვრება.. კიდევ და კიდევ თავიდან.. გამოჩნდა ბატონი გიაც, შეუძახა ძაღლს, გაამხნევა და ისევ მიუშვა. დამიდგა შორიახლოს. მოვიხედე გვერდზე სადაც თაზო მეგულებოდა და სადაა თაზო? ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგე, მოვიფშვნიტე ბებერი თვალები, კარგად დავაკვირდი და ქამელეონივით სრულად არ არის შეხამებული გარემოსთან. გამეხარდა, რომ არ მიმატოვა მეგობარმა. იპოვნეთ თაზო.... იქეთ შორს ჩავლე ჩანს, იქვეა გურგენაც. უცებ დაიწყო სირბილი ჩავლემ,ხან იქეთ,ხან აქეთ… კი გამიკვირდა, მაგრამ ჩემი გაკვირვება წამსვე ჩაკლა თოფის ხმამ, ერთი მეორე.. დავინაზე ტურაც მაგრამ უცებ ისეც მოცელელივით მოწყდა და დაგორდა. ვერ გაუძლო საწყალმა ჩავლეს ტყვიას. უცებ ქვემოდან გავარდა კიდევ რამოდენიმე, ისევ დარბის ჩავლე, გურგენა აწყნარებს.. მაგრამ ჩავლეს რა დააწყნარებს, კიდევ სწყურია ტურის სისხლი.. შორს ცქერა უცებ შემაწყვეტინა ჭალოს ძაღლის ხმამ, დავიძაბე, დაძაბულია ჩემს გვერდზე ბატონი გიაც, მივჩერებივართ ერთ გამოსასვლელს და აი ისეც .. გამოჩნდა ქართული ფოლადი, ფოლადი კი არა ტურა კაცო... ესროლა გიამ, მივაყოლე დუპლი მეც ... ეჰ უშედეგოდ, თუმცა კი ორივემ ვიცოდით ასე რომ იქნებოდა,მაგრამ არ სროლა არ შეიძლებოდა, გააშუქებდა ტელევიზია და შევრცხვებოდით..... აი სამაგიეროდ ზემოდანაც ისმის გაძლიერებული ზალპი, ვიმედოვნებ რომ შედეგიანად და მართალებიც ვიყავით. შედეგიანი გამოდგა მეორე სარეკი 3 ტურა დაეცა გმირულად, ეს რაც ვნახეთ, ერთი ჩავლემ და გურგენამ დაკარგეს ჩამოგდებული მწყერივით. ჩვენმა მეგობარმა ოთარიმ (კარდინალმა) კი დუპლი შეასრულა და მით უფრო დასამახსოვრებელი გაიხადა, მსგავსი ტურაზე ნადირობის დებიუტი. შევიკრიბეთ, წავიხემსეთ, წავირქინეთ (ანუ ყანწით მოვწრუპეთ ორაყი), გავუზიარეთ ერთმანეთს განცდები და დავიძარით მესამე სარეკის მოსაწყობად...... მეტნაკლებად იქაც გასიმა სროლები, იქაც დაეცა სამიოდ ტურა და ერთი კუდგრძელი და ნასიამოვნებ ცოტა დაღლილები გამოვუდექით თბილისის გზას. გზას რომელიც დიდ ნადიმს და საამო საღამოს გვპირდებოდა. არც ეხლა გვიმტყუნა ფორტუნამ, ხაშლამის საამო ოხშივარმა გაგვინათა გონება. მშვენიერმა სუფრამ კი მიაყუჩა შიმშილის სინდრომი. მთელ ამ სიამოვნებას კი აორმაგებდა ბატონი მამუკა შილაკაძის მიერ ნათქვამი სადღგერძელოები. წარმოვთქვით ტრადიციული და არატრადიცილული (კარგი გაგებით) სადღეგძელოები. გავიხსენეთ წასული მონადირეები. იყო სიმღერაც და ჩუმი ცრემელბიც... სათითაოდ ყველა კლუბის წევრმა შესვა კლუბის ყოფილი თუ ეხლანდელი წევრების სადღეგძელო, ვადღეგრძელეთ მოწვეული სტუმრები და ოთხფეხა მეგობრები და ამასობაში ქე გადავიჩეხეთ ბახუსის მორევში. ასე დასრულდა მშვენვრად დაწყებული დღე და კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა კლუბის ცხოვრებაში. მადლობა ბიჭებო ყველას სათითაოდ, მადლობა რომ არსებობთ და ასეთი კარგები რომ ხართ.. (ცოტა ქე ავქშუტუნდი ეხლა).. მადლობა მოწვეულ სტუმრებს და უფალს, მშვიდობიანი და ლამაზი დღისთვის. ეს არის სულ, რაც ერთი სულის ამოთმით მოვზღაპრე. თვენს თუ რაიმე გექნებათ ჩასამატებელი სიამოვნებით გითმობთ ასპარეზს. კეთილი მთხრობელი იგი, მუდამ თქვენი მონა მორჩილი საბო. |
|
|
Feb 27 2016, 02:18
პოსტი
#2
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Feb 27 2016, 03:02
პოსტი
#3
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Feb 27 2016, 10:44
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ოხ ოხ რა რეპორტი საბო მალადეც. მეც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას მაგრამ ყველაფერი დაგიწერიათ, იმასა და იმას შუა რო იყო იმას ვიტყვი მაშინ, მოკლედ ჩავედით მივლაგდით მოვლაგდით და გავნაწილდით ზოგი მარცხნივ ზოგი მარჯვნივ ხოდა მოლოდინმა არ გაამართლა არცერთი ტურა არ გვინახავს, ცოტა არ იყო გული ამიცრუვდა, შევგროვდით და ადგილი შევიცვალეთ აქაც გავნაწილდით მაგრამ ყველა მარჯვნივ წავიდა მე ჭალო და ფიშუ წავედით მარცხნივ ვიარეთ ვიარეთ და პრეზიდენტმა ერთ პატარა ხევს მიაპყრო არწივის მზერა გულში ჩაიცინა და ეგ არისო გვითხრა, გავნაწილდით მე და ფიშუ, ჭალომ ზემოდან დაუარა მე ერთი კარგი ღია ადგილი შევარჩიე და სმენად ვიქეცი ცოტა მოლოდინი და ატეხეს აიშამ და ზორომ ერთი ამბავი, ხოდა ტურამაც არ დააყოვნა და ჩემი ნომრის წინ ჩაირბინა ერთი მეორე და უსულოდ დაეცა ბრძოლის ველზე, არ გაუვლია ხუთ წუთს და სულ ახლოს იყო ძაღლების ყეფა ცოტაც და მეორე ტურაც გამოჩნდა სასროლზე გასროლა და ისიც დაეცა მაგრამ დაჭრილი იყო ვინ აცადა წამოდგომა აიშა და ზორო ლომებივით ეტაკნენ 2 წუთში გაისტუმრეს საიქიოს
upload фотохостинг бесплатный хостинг картинок бесплатный хостинг картинок для форумов იქეთ ჭალო და ფიშუც ახურებდნენ ლულებს ერთი ას პროცენტიანი მოკლული დაჰკარგა ფიშმენამ .მოკლედ აქაც ავიყარეთ და ისევ შევგროვდით მაგარი გახარებული ვიყავი ორი ტურა იყო ჩემ ანგარიშზე იქეთ ბიჭებს ერთი მიუმატებიათ და სამი ტურა დავდეთ ამ სარეკში хостинг картинок bmp хостинг изображений შევიკრიბეთ და მივეძალეთ ცოტა ორაყს და სარჩო სანოვაგეს хостинг изображений фото хостинг хостинг изображений gif хостинг фотографий хостинг фотографий |
|
|
Feb 27 2016, 11:08
პოსტი
#5
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მერე იყო პოზიორობა კამერების წინ
image share фото хостинг фотохостинг бесплатно image share куда залить картинку залить картинку фотохостинг бесплатный хостинг картинок bmp фотохостинг бесплатный image uploader აქ თაზომ რატომღაც გადაწყვიტა სელფი ფეხით გადაეღო გამოუვიდა თუ არა არ ვიცი хостинг изображений png საბო და გაჩო სულ ერთად იყვნენ фотохостинг png фотохостинг png ბოლოს ტრადიციული ქეიფის და ოჩოს არაჩვეულებრივი ღვინის დროც დადგა куда залить картинку фотохостинг фото хостинг image uploader залить картинку на форум фотохостинг бесплатный хостинг картинок бесплатный ესეც თქვენი მონა მორჩილი მე ოთო. хостинг картинок для форумов |
|
|
Feb 27 2016, 11:30
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
მშვენიერია. ყოჩაღ ბიჭებო, კარგი დროება გიტარებიათ.
|
|
|
Feb 27 2016, 11:50
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
საღოლ კაია!!!!
გილოცავთ კარგ გასვლას, და ვიზიარებ სეზონის დახურვის მწუხარებას.... |
|
|
Feb 27 2016, 21:14
პოსტი
#8
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გილოცავთ, სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო საქმეც გაგიკეთებიათ, ძირს მავნებლები!
|
|
|
Feb 27 2016, 21:45
პოსტი
#9
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 918 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Feb 27 2016, 22:21
პოსტი
#10
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
gacho
|
|
|
Feb 27 2016, 22:41
პოსტი
#11
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
საბო
მანგარ რეპორტ რე საბულიკ |
|
|
Feb 28 2016, 12:33
პოსტი
#12
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
კარგად დაგიხურავთ სეზონი,მტაცებლებიც შეამცირეთ
|
|
|
Feb 28 2016, 13:38
პოსტი
#13
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Feb 28 2016, 14:07
პოსტი
#14
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
საღოლ კარგი დახურვა იყო ძალიან მინდოდა წამოსვლა მაგრამ ვერ მოვახერხე
|
|
|
Feb 29 2016, 10:07
პოსტი
#15
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 367 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მართლაც საღოლ, კაი დახურვა გამოვიდა, გაიხარეთ ყველამ, მაგრად მიყვარხართ, სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე თქვენთან ერთად ამ სეზონის დახურვა, მაგრამ სულითა და გულით თქვენთანა ვარ.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 22:39 |