თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის ერთობლივი ღონისძიებები _ ბორჯომის ხანძარი

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 23 2017, 10:09

მოგესალმებით მეგობრებო

ყველამ ვიცით ბორჯომში განვითარებული მოვლენები. ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს მოხალისეთა ჯგუფები. აქ გავაკეთოთ სია ვინ შეძლებს წამოსვლას საჭიროების შემთხვევაში. ასევე დაგვჭირდება მანქანები, ნიჩბები, თოხები და ბარები. თქვენს გასწვრივ დაწერეთ ეს ყველაფერი.

1. ჩელე- მანქანით, ნიჩბით, ნებისმიერ დროს
2. ???
3. ???

პ.ს. უსაფრთხოებისის თან იქონიეთ პირბადე ან სველი ნაჭერი რომელსაც აიფარებთ სასუნთქ გზებზე ინტოქსიკაციის ასაცილებლად....

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 23 2017, 10:23

+ 1

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 23 2017, 10:25

ოთო სიაში მიეწერე და რა აღჭურვილობა გაქვს ისიც მიაწერე....

პოსტის ავტორი: კუთხა Aug 23 2017, 10:46

ბიჭებო, სანდროსაც დავუწერე და აქაც დავწერ, სურვილისათვის დიდი მადლობა, ჯიგრები ხართ, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენი იქ ჩამოსვლა, არანაირად არაა საჭირო, ვერაფრით ვერ დაეხმარებით იქ მყოფ ხალხს, არც შეგიშვებენ რამის გასაკეთებლად, ძალიან რთული პირობებია ცოცხალი ძალის სამუშაოდ, ცოცხალი ძალა საკმაოდ ბევრი გვყავს, აქ უფრო სპეცტექნიკაა საჭირო (უფრო დიდი ზომის საჰაერო ტექნიკა), ისე რომ კიდევ ერთხელ მადლობა, მაგრამ არაა საჭირო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 23 2017, 11:26

კუთხა

გაიხარე შოთა. უბრალოდ მაინც რომ მზად ვიყოთ საჭიროების შემთხვევაში ეგ თემაა თორე არავისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ. ეს უბრალოდ საჭიროების შემთხვევაში დავწერე.თუ ვინმეს დავჭირდებით კლუბი და ფორუმი ერთად წამოვალთ დასახმარებლად. ნებისმიერი სახის დახმარება შეგვიძლია კი იც შენ ეგ ამბავი...   მოლედ თუ რამეა და ვინმე დაიძახებს, აქ ვართ. თან პარალელურად მოხალისეების რაციაზე ვარ მიერთებული და ვიგებ ახალ-ახალ ამბებს. რაღაც ლოკაციებში მუშაობენ მოხალისეები. ძირითადად ტყის პირას და გზის მისადგომებთან. ასე რომ ჩვენც შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში მსგავსი სამუშაოების ჩატარება....

პოსტის ავტორი: general Aug 23 2017, 11:49

1. ჩელე- მანქანით, ნიჩბით, ნებისმიერ დროს
2. გენერალ-მანქანით, ნიჩბით, .....
3. ???

პოსტის ავტორი: სულთანა Aug 23 2017, 12:18

3. სულთანა- მანქანა, ნიჩაბი, წაღვერში სახლი

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 23 2017, 12:33

1. ჩელე- მანქანით, ნიჩბით, ნებისმიერ დროს
2. ოთო-
3. გენერალი- მანქანით, ნიჩბით
4. სულთანა- მანქანით, ნიჩბით, წაღვერში სახლით
5. ???
6. ???


ძალიან კარგია და მიხარია...

სულთანა

იქნებ შენი ტელ.ნომერი მომწერო ან პირადში ან ტელეფონზე: 5 99 40 10 14 სანდრო

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Aug 23 2017, 13:08

ციტატა(chele @ 23rd August 2017 - 13:33) *
1. ჩელე- მანქანით, ნიჩბით, ნებისმიერ დროს
2. ოთო-
3. გენერალი- მანქანით, ნიჩბით
4. სულთანა- მანქანით, ნიჩბით, წაღვერში სახლით
5. ბლექი. მანქანით.. ბარით..თოხით და ლაფატკით.
6. ???


1. ჩელე- მანქანით, ნიჩბით, ნებისმიერ დროს
2. ოთო-
3. გენერალი- მანქანით, ნიჩბით
4. სულთანა- მანქანით, ნიჩბით, წაღვერში სახლით
5. ბლექი. მანქანით. ბარით. თოხით და ლაფატკით.
6. ???

პოსტის ავტორი: სულთანა Aug 23 2017, 13:15

მივხედოთ ხანძარს და გუჯარეთში მწყერზეც შეიძლება ასვლა. 25 კილომეტეია წაღვერიდან

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 23 2017, 14:57

1. ჩელე- მანქანით, ნიჩბით, ნებისმიერ დროს
2. ოთო-მანქანით, ნიჩბით, ცულით და კიდე რავიცი რაც საჭიროა.
3. გენერალი- მანქანით, ნიჩბით
4. სულთანა- მანქანით, ნიჩბით, წაღვერში სახლით
5. ბლექი. მანქანით. ბარით. თოხით და ლაფატკით.
6. ???

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 23 2017, 16:00

1. ჩელე- მანქანით, ნიჩბით, ნებისმიერ დროს
2. ოთო-მანქანით, ნიჩბით, ცულით და კიდე რავიცი რაც საჭიროა.
3. გენერალი- მანქანით, ნიჩბით
4. სულთანა- მანქანით, ნიჩბით, წაღვერში სახლით
5. ბლექი. მანქანით. ბარით. თოხით და ლაფატკით.
6. ჭალიმგელა (მაინც იქ ვარ) მე და ჩემი კამაზები (წყალმზიდები)

პოსტის ავტორი: ჩავლე Aug 23 2017, 17:56

მანქანა, წყალი და კეთილი გული

პოსტის ავტორი: lord Aug 23 2017, 19:57

1. ჩელე- მანქანით, ნიჩბით, ნებისმიერ დროს
2. ოთო-მანქანით, ნიჩბით, ცულით და კიდე რავიცი რაც საჭიროა.
3. გენერალი- მანქანით, ნიჩბით
4. სულთანა- მანქანით, ნიჩბით, წაღვერში სახლით
5. ბლექი. მანქანით. ბარით. თოხით და ლაფატკით.
6. ჭალიმგელა (მაინც იქ ვარ) მე და ჩემი კამაზები (წყალმზიდები);
7. lord - მანქანით, + 4 კაცით, ბარებით, ნიჩბებით, ცულებით.

პოსტის ავტორი: კუთხა Aug 23 2017, 20:08

თუ საჭირო გახდა თქვენი ჩართვა, დრუჟბა იქონიეთ, დიდი ალბათობაა რომ დაგჭირდეთ, გუშინ "საპიორი" ბარებით ვჭრიდით მორებს რომ ცეცხლმოკიდებული მორი ბოლომდე არ დამწვარიყო

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 25 2017, 08:43

კუთხა

მადლობა შოთა. თუ არის კიდევ რამე საჭირო რაც უნდა ვიცოდეთ იქნებ გვითხრა რომ მზად ვიყოთ. გამოცდილი ადამიანის რჩევა მაინც სულ სხვაა და თან საჭირო.

ბიჭებს კი დიდ მადლობას მოვახსენებ. კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც სიის გარეთ არიან და თუ საჭირო გახდა ისინიც აუცილებლად წამოვლენ. ასე რომ რაღაც ძალა ვართ. მთავარია გამოგვიძახონ.

lord

იქნებ შენი ნომერი მომწერო, რომ საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდე.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 25 2017, 10:19

მოკლედ მეხუთე დღეა ბორჯომში ვარ. ჯერჯერობით მოხალისეების საჭიროება არ ჩანს.

გუშინ წინ იყო 6 კაციანი ჯგუფი თვითნებურად, თეთრი ნასკებით და ჯინსის შორტებით. აიფონ 7 ებით შეიარაღებულები და ცეცხლი სირცხვილით დაიწვა ამათ დანახვაზე

იმენნა გამოყარეს რასაც ქვია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 25 2017, 10:54

ხო ი ვიცი, რომ არ დგას საჭიროება, მაგრამ მაინც მზად ვიყოთ მეთქი რაა. ბევრი გამოყარეს და ბევრსაც არ უშვებენ. არ აკარებენ და სწორსაც აკეთებენ ჩემი აზრით. აი რომ ჩააქრობენ, მერე შეიძლება კი გახდეს მოხალისეების საჭიროება. ვნახოთ რა იქნება....

პოსტის ავტორი: კუთხა Aug 25 2017, 14:49

ჩელე

ციტატა(chele @ 25th August 2017 - 09:43) *
თუ არის კიდევ რამე საჭირო

პრინციპში თოხი, ბარი და ლაფატკა, ხო წერაქვი კიდევ. ცეცხლ-მაქრები კარგია, მაგრამ მაგდენ ცეცხლმაქრს ალბათ ვერ იშოვით, ამიტომ ალტერნატივა ნახეს და ზურგის საწამლი აპარატებით შეგვაიარაღეს, მაგითი ჩამქრალი ცეცხლის დედა ვატირე მე, მაგრამ მაინც, ისე რომ თქვენც იქონიეთ მსგავსი იარაღი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: lord Aug 25 2017, 15:13

მეგობრებო, კარგი იქნება გადამწვარი ტყის გარკვეული ნაწილის (რამდენსაც გავწვდებით) აღდგენას თუ ვიკისრებთ საიტის სახელით...

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 25 2017, 15:41

lord


ნეტა ჯერ ჩაქრეს და დანარჩენს რა თქმა უნდა ვიზამთ...

პოსტის ავტორი: კუთხა Aug 25 2017, 15:51

ციტატა(chele @ 25th August 2017 - 16:41) *
ჯერ ჩაქრეს

+1

იმხელა მსხვილი კომპანიები გამოეხმაურა აღდგენას, რომ მალევე გაშენდება ახალი newsmile05.gif

ისე თუ მაინც დახმარება გინდათ, მაშინ ყველაზე მისაღები ამ ეტაპზე, საკვები პროდუქტებით დახმარება იქნება იმ ხალხზე, ვინც იქ შრომობს, სახელმწიფოც ზრუნავს მათზე და კიდევ ბევრი ქველმოქმედია მაგ განხრით, მაგრამ ეხლა ყველაზე კარგი ვარიანტი ეგაა მგონი (ხილი, სასმელები, სიგარეტები და ა.შ.)

პოსტის ავტორი: კუთხა Aug 25 2017, 16:15

არიქა, გვეშველა მგონი

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 1 2017, 10:14

ვნახოთ რა იქნება. ჯერ სპეციალისტები შეისწავლიან გარემოს და ალბათ გაზაფხულისთვის მოგვიწევს დარაზმვა ბარებით... newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)