IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბინოკლი, ბინოკლის არჩევა, მისი მომართვა
limona543
პოსტი Oct 20 2012, 16:18
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 22
რეგისტრ.: 15-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



[size="4"][/size]ბინოკლი


upload picture

იმაზე, თუ რაოდენ საჭიროა ბინოკლი მონადირეთათვის არ ვაპირებ საუბარს. უბრალოდ, ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი მწირი გამოცდილება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ავარჩიოთ ბინოკლი სწორად და შემდგომ, როგორ მოვმართოთ იგი.
მაშ ასე, რას მივაქციოთ ყურადღება ბინოკლის არჩევისას? ყველა ბინოკლს, მწარმოებლისა და კონკრეტული მოდელის მითითების შემდეგ, მიწერილი აქვს რაღაც ციფრების ნამრავლი (მაგ., 7x35 ან 8x40) ამ ნამრავლის პირველი ციფრი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ აღემატება ჩვენს მიერ ბინოკლით დანახული გამოსახულება იმ გამოსახულებას რასაც შეუიარაღებელი თვალით ვხედავდით. ანუ, თუ ბინოკლს აწერია 7x35 ეს ბინოკლი შვიდჯერ გაადიდებს გამოსახულებას. ამ ნამრავლის მეორე ციფრი გვიჩვენს ობიექტივის დიამეტრს. რაც მეტია ობიექტივის დიამეტრი, მით უფრო მეტი სინათლის გატარება შეუძლია მას. მართალია დიდი ობიექტივის მქონე ბინოკლებით კარგად დავინახავთ ცუდი ხილვადობის პირობებშიც კი, მაგრამ აქაც საჭიროა რაღაც ოქროს შუალედის გამოძებნა. ასეთი ბინოკლები როგორც წესი, მძიმეა ხოლმე და მე გირჩევთ ისეთი ბინოკლები შეიძინოთ, რომელთა ობიექტივის დიამეტრი 40-50 არ აღემატება. არც იმაზე გამოკიდებას გირჩევთ, რომ ბინოკლმა რაღაც "უსაშველოდ" გაადიდოს, 7-ჯერ 8-ჯერ ან 10-ჯერ გადიდება საკმარისია. ისე, გადიდების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად შესამჩნევად მცირდება ხედვის არეალი, ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ.
ბინოკლის კიდევ ერთი მახასიათებელი გახლავთ ე.წ. выходной зрачок (მაპატიეთ, ამ ტერმინს ვერაფრით მოვუძებნე ქართული შესატყვისი) ამ მახასიათებლის გამოთვლა შესაძლებელია ასე: ობიქტივის დიამეტრის სიდიდეს ვყოფთ გამოსახულების გადიდების მაჩვენებელზე. რაც მეტია ე.წ. выходной зрачок, მით უფრო მკვეთრია გამოსახულებაც. იმისათვის რომ შებინდებისას კარგად დაინახოთ გამოსახულება, სასურველია ბინოკლის ეს პარამეტრი 5-ზე ნაკლები არ იყოს.
შეძენის შემდეგ აუცილებელია ბინოკლი მოვირგოთ ჩვენს თვალზე. ამას ვაკეთებთ იმისდა მიხედვით თუ როგორი ფოკუსირების სისტემა აქვს ჩვენს ბინოკლს. ცენტრალური ფუკუსირების მქონე ბინოკლებში ორივე ოკულარის ფოკუსირება ხდება ერთდროულად, ხოლო თუ ბინოკლს არ გააჩნია ფოკუსირების ეს სისტემა მაშინ ორივე ოკულარს ვასწორებთ ცალკ-ცალკე. ჩემი აზრით ეს უკანასკნელი უფრო მოსახერხებელია, იმიტომ რომ ადამიანის ცალი თვალი შესაძლოა უფრო უკეთ ხედავდეს, ვიდრე მეორე და ასეთ შემთხვევაში ბინოკლი გასწორდება ამ კონკრეტული ადამიანის მხედველობის თავისებურებების გათვალისწინებით.
დღეისათვის, უამრავი ცნობილი ფირმა აწარმოებს ბინოკლებს სპეციალურად მონადირეთათვის. ასეთი ბინოკლები წყალგაუმტარია, დარტყმაგამძლეა და კომპაქტური, თუმცა როგორც ყოველთვის, ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის ძვირია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- limona543   ბინოკლი   Oct 20 2012, 16:18
- - Fishman   limona543 სასარგებლო სტ...   Oct 20 2012, 17:44
- - ალთაზარ   Fishman http://ochopintre.ge/forum/index.php?show...   Oct 20 2012, 17:48
- - limona543   Fishman ოპტიკურ სამიზნ...   Oct 20 2012, 17:50
- - Fishman   ალთაზარ კანკრეტნ...   Oct 20 2012, 20:47
- - ilariona   limona543 კარგი სტატიაა ...   Oct 20 2012, 21:42
- - ilariona   Fishman ოპტიკაზეც მასე...   Oct 20 2012, 21:47
- - კალვერა   მონადირეს ბინოკლი ...   Oct 21 2012, 02:56
- - limona543   კალვერა იდეაში მა...   Oct 21 2012, 07:48
- - Fishman   აი ეს ბინოკლი ჩამო...   Nov 27 2012, 21:25
- - limona543   Fishman ასეთი მონაცემე...   Jan 31 2013, 08:48
- - Davitus   Fishman ჩაინა ბუშნელია   Jan 31 2013, 23:04
- - Fishman   Davitus ხოო დავით, ეხლა...   Jan 31 2013, 23:24
- - Davitus   Fishman ჯაპანა უნდა ეწ...   Jan 31 2013, 23:28
- - Fishman   Davitus აწი კი მივაქცე...   Jan 31 2013, 23:37
- - Davitus   Fishman ჯაპანა ბუშნელს...   Jan 31 2013, 23:51
|- - Fishman   ციტატა(Davitus @ Feb 1 2013, 00...   Feb 1 2013, 00:04
- - gelka72   თქვენი რჩევა მჭირ...   May 31 2014, 12:13
- - Fishman   gelka72 ციტატა8/40 გადიდ...   Jun 2 2014, 08:42
|- - gelka72   ციტატა(Fishman @ Jun 2 2014, 09...   Jun 2 2014, 23:07
- - Fishman   gelka72 რამდენიც გაკმა...   Jun 3 2014, 11:40
- - უიარაღო   კიდევ ერთი საკითხი...   Jun 4 2014, 11:27
- - Davitus   უიარაღო მაგ ბინოკ...   Jun 4 2014, 12:38
- - უიარაღო   მაგიტომაც ვიყენებ ...   Jun 4 2014, 13:17
- - vaxusti   მე შევიძინე ბინოკლ...   Nov 18 2016, 05:58
- - assassin29   vaxusti წონა რააქვს? მა...   Nov 19 2016, 14:45
- - Mr.Oto   ბიჭებო დამეხმარეთ ...   Mar 30 2017, 21:02
- - vaxusti   10x70x70 რას ნიშნავს. 70 გ...   Mar 30 2018, 21:25
- - უიარაღო   ალბათ 10-70*70 ზე უნდა ი...   Mar 31 2018, 09:38
- - vaxusti   20x50 ჯობია თუ 10x70 რომე...   Mar 31 2018, 13:00


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 20:06