ბერნარდელი თბილისშია, ღიირს ყიდვად? - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ბერნარდელი თბილისშია, ღიირს ყიდვად?
chubini-1971
პოსტი Nov 15 2010, 22:04
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 17
რეგისტრ.: 15-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ზაქარიაძის კუთხეში რო მაღაზიაა, "ბეკასი" იქ აქვთ იტალიური Vincenczo Bernardelli-s ფირმის თოფები. ნახევრადავტომატები. იწყება 2400-დან . რუსებმა ფორუმებზე გინდათუარა თურქებმა იყიდეს მაგ სახელით ნახევრადავტომატერბის გამოშვებაო და არის ერთი ამბავი. ჩვენ რა ვიცით ამ ყველაფრის შესახებ და ვინმეს აქვს ეს ნახევრადავტომატი შეძენილი? ველი გამოხმაურებას. მაგ ფირმის თოფი ჰემინგუეის საყვარელი იარაღი იყო. მაშ ასე, bernardelli, დადებითი და უარყოფითი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Nov 15 2010, 22:37
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



chubini-1971
მართლაც ძალიან გავს სურათზე თურქულ თოფებს ისე კი ვერფაფერს ვიტყვი

http://www.bernardelli.com/en/fucile-semia...-synthetic.html

შეიძLება ესეც იყოს , მოსბერგი მაგალიტად თურქეთში აკეთებინებს ნახევრად ავტომატებს, ვერნიე კარონიც უკვე თურქეთში იწობა ( მხოლოდ ნახევრად ავტომატებზე მაქვს საუბარი) ასევე ფრანკიც მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთთან და საერთოდ თანამედრო იარაღის მწარმოებლების უმეტესობა იაფიან თOფებს სხვა უფრო იაფი მუშახელის მქონე ქვეყანაში აწყობენ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chubini-1971
პოსტი Nov 15 2010, 23:04
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 17
რეგისტრ.: 15-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Geoჟორჟიკა

რუსები იმაზე დაობდნენ იტალიაში იწყობა თუ თურქეთშიო. ერთის აზრი იყო ჭეშმარიტებასთან ახლოს. ის ამბობდა, ეგ ფირმა ძალიან მაღალი კლასის და ძვირადღირებულ თოფებს უშვებს და ეგენი ნამდვილად თურქების აწყობილია.თუმცა სიმართლის დადგენა მე ვერ მოვახერხე. გამყიდველმა ნამდვილად იტალიურია, ბრეშიაშია აწყობილიო. ორივე თოფი მომცა გასასინჯად. შავი პლასტიკა და ხის. განსხვავება ფასშია. ხე 200 ლარით მეტი ღირს. ახლოდან რო ვნახე მაინცდამაინც უმაღლესი დამუშავება არ იყო, ხისაც კი. თუ ეგრეა რო თურქული აწყობაა, მაშინ ეგ ფასი, 2400 ლარი მაღალია. ფაბარმი ჯობია მაშინ, იქიდან გამომდინარე რომ იცი რომ ჯერჯერობით იტალიაში კეთდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 16 2010, 00:11
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



დიდი ხნის წინ ვიცოდი მაგის შემოტანას რომ აპირებდნენ მაგ მარაზიაში, ჩემს ნაცნობს აქვს მაგ ფირმის ავტომატი და იტალიიდანაა ჩამოტანილი, კმაყოფილია მარა ეგ ფირმა გადის საშუალო ხარისხის იტალიურ იარაღის მწარმოებლებში, მუშა თოფებია როგორც მე გამიგია, მარა არა მგონია ფაბარმს აჯობოს. საშუალო დონის თოფებია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
chubini-1971
პოსტი Nov 16 2010, 21:17
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 17
რეგისტრ.: 15-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მაინც ძვირია 2400. მსგავსი შავი პლასტიკით ფაბარმი მაგნუმში 2015 ლარი ღირს და რა ვიცი მგონი ჯობს ფაბარმი ბერნარდელს newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Nov 17 2010, 11:21
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ფირმა ბერნარდელი 1721 წელს დაარსდა, ოფიციალურად დარეგისტრირდა 1865 წელს ვინჩენცო ბერნარდელის მიერ. ფირმა აწარმოებდა როგორც საშუალო დონის, აგრეთვე მაღალ კლასის ორლულიან თოფებს. სანადირო თოფების გარდა აწარმოებდა პისტოლეტებს, რევოლვერებს და წარმოიდგინეთ, 19 საუკუნის 20-ან წლებში საავიაციო ძრავების კომპონენტებსაცკი.რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ცნობილია რომ ფირმის საკონტროლო პაკეტი თურქული ფირმა სარსილმასის ხელშია. დარწმუნებული ვარ, ორლულიანი თოფები, მითუმეტეს მაღალი კლასის, დღემდე კეთდება იტალიაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 19:45