სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
Sep 12 2011, 18:51
პოსტი
#46
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
თემის არსი იქნა არასწორად აღქმული, როცა ჭალომ დაწერა პოსტი, ძაღლის პატრონებიც აქყვნენ და რაღაცნაირად გამოვიდა, ნუ ამას ძაღლის პატრონები ვერ მიხვდებიან, უძაღლოები მიხვდებიან
თუმცა არაფერი დაშავებულა, უბრალოდ შეუთანხმებელი უერთიერთგაგება იყო, ფორუმებზე ასეთი რამე ხშირად ხდება, ეგ არის ამ ვირტუალური ურთიერთკავშირის ნაკლი |
|
|
Sep 12 2011, 19:10
პოსტი
#47
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მე პირადად ჩემს ძაღლთან ერთად მარტოს თითქმის არასდროს მინადირია, და არც მსიამოვნებს მარტოს სიარული ,ყოველთვის მირჩევნია მეგობრებთან ერთად გავიდე, მაგრამ აქ მეორე მომენტია მე სხვის დაპატიჯებულზე წასვლისგან იმიტომ ვიკავებ თავს რომ, სანადიროდ მე მხოლოთ ჩემი გაზრდილი ძაღლის მუშაობით დასატკბობათ დავდივარ და ნადავლი ძალიან უმნიშვნელოა ჩემთვის. მეგობრებთან ჩახუტებას კიდევ ისეც მოვახერხებ სანადიროდ წასვლის გარეშე.
|
|
|
Sep 12 2011, 21:04
პოსტი
#48
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით. იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია და არ ვიცი,სხვაგვარად რატომ გაიგეთ.ჭალიმგელას ბეტისთან (ინგ.სეტერი ყავდა,შარშან მოუკვდა სეზონის გახსნამდე)იმდენი მონადირე მინახავს სურათებში... ჭალო მეგობარს არ ანადირებსო,როგორ უნდა იფიქრო...ვინც იცნობთ,ხომ იცნობთ ჭალოს და თუ არ იცნობთ,დაათვალიერეთ ფორუმი... ჩემი ბავშვობის ძმაკაცები არ ნადირობენ,რამდენჯერაც წავიყვანე თოფი არ მისვრია,დავუთმე ძაღლიც და სროლის უფლებაც,მაგრამ ვერ დავაინტერესე ნადირობით,ეს სხვა საკითხია. აქ ,,აკიდებაზე" დასვა კითხვა ჭალომ და არაეთიკურია,არამონადირული ასეთი ,,აკიდება"... რაც შეეხება ,,5-6 კაცი გვანადირას",წარმოუდგენელია მეძებარმა ასე იმუშაოს,ადრე შეიძლება დამეჯერებინა,მაგრამ ახლა როცა ამ საველეებს და ჩემპიონი ძაღლების მუშაობებს ვუყურებ,ეს ფანტაზია უფროა,ვიდრე რეალობა. ასევე გეტყვით ჩემს აზრს ბატონ შუქრიზე:მესმის იმ კაცის.მე ნადირობას როგორც ნადავლის მოპოვებას ეგრე არ ვუყურებ.შაბათს 440 კმ გავიარე და 5 მწყერიღა მოვკალი,მაგრამ ძაღლის მუშაობა იმდენად მომეწონა,რომ ხარჯი,დაღლა და ა.შ. არაფრად ჩამიგდია.ჩემი პოინტერი,იციან ბიჭებმა,სეკუნდირების მამაა,ვერ ვინადირებ სხვებთან,თუ სადმე ძაღლი ნაბულზე დადგება,ესეც სტოიკაზეა და უყურებს,ააფრინა იმან,ჩამოაგდო სხვა მონადირემ,ეგრევე გაიქცევა და თუ მიასწრო,მოაქვს ჩემთან,ამიტომ ვცდილობ ცალკე გავიდე. მარტო სანადიროდ არასდროს წავსულვარ,რა მინდა...ახლობლებთან მივდივარ,ყველას ყავს სერიოზული მეძებარი,ვიშლებით ადგილზე და დათქმულ დროს ისევ მანქანასთან ვიკრიბებით. რა ვიცი,მგონი აზრი გადმოვეცი. ახლა არ ჩამქოლოთ მე პირადად ჩემს ძაღლთან ერთად მარტოს თითქმის არასდროს მინადირია, და არც მსიამოვნებს მარტოს სიარული ,ყოველთვის მირჩევნია მეგობრებთან ერთად გავიდე, მაგრამ აქ მეორე მომენტია მე სხვის დაპატიჯებულზე წასვლისგან იმიტომ ვიკავებ თავს რომ, სანადიროდ მე მხოლოთ ჩემი გაზრდილი ძაღლის მუშაობით დასატკბობათ დავდივარ და ნადავლი ძალიან უმნიშვნელოა ჩემთვის. მეგობრებთან ჩახუტებას კიდევ ისეც მოვახერხებ სანადიროდ წასვლის გარეშე. ალეკო,შენ ხომ იცი,რამდენჯერაც ერთად ვიარეთ,სულ დასასჯელია როკი,მარტო გავდივარ,მშვენივრად მუშაობს.ამის გამო მეგობრებთან არ გინდა ნადირობაო რომ მითხრან...სადაა სამართალი წიე |
|
|
Sep 12 2011, 21:39
პოსტი
#49
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჭალო მეგობარს არ ანადირებსო მაგას ვინც ჭალოზე იფიქრემს ეგ უნამუსო და ნამუსგარეცხილი +არაკაცია !!!! მაგას არც არავინ იფიქრებდა ზაზ!!! ჩემი აზრით დასაგეში ლეკვით შეილება მარტო ინადირო(ესეც ყოველთვის არ გამოდის )მე მაგალითად ტუკოთი ჯერ მარტო არ მინადირია და გულიც არ მწყდება! ისე ვიცი რომ უფრო წაადგებოდა მარტო ნადირობა!) რომ მომწიფდეს,უფრო დამჯერე იყოს და ა.შ მაგრამ რომ მომწიფდება და უკვე დაძაღლდება აი იმ დზაღლით მარტო ნადირობა(სისტემატიურად) არ მესმის!! ლიჩნად ჩემთვის იდიალური ნადირობა არის 1-ძაღლი და 2 კაცი!!! ბავშობიდან ასე ვნბადირობდით მე და ჩემი ძმა და უდიდეს სიამოვნებასაც ვიღებდი და მივიღებ კიდე ! მარტოც მინადირია და ბევრჯერაც და იქაც დიდი სიამოვნება მიმიღია! მაგრამ ყველაფერი სიტუაციიდან გამომდინარეა!! ასე რომ ნამდვილმა მონადირემ და აქ მე ვიცნობ ბევრ ასეთ კაცს იციან ვისტან სად როდის და როგორ უნდა ინადირონ! ეთიკაც ესაა და წესდებულებაც ჩემთვის!! |
|
|
Sep 12 2011, 22:37
პოსტი
#50
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ჭალო მეგობარს არ ანადირებსო,როგორ უნდა იფიქრო...ვინც იცნობთ,ხომ იცნობთ ჭალოს და თუ არ იცნობთ,დაათვალიერეთ ფორუმი.. არავის უკადრებია მე მგონი ჭალიმგელასთვის ეგ. როგორც ჩანს ძირითად საკითხად ის გაირჩეოდა რო უცხო მონადირეს გვერდით არ უნდა ამოუდგე და იმისი ძაღლით არ ისარგებლო. აღარც მეგონა თუ ვინმე ეგეთ რამეს კადრულობდა კიდევ. და ერთერთმა ფორუმელმა მართალი თქვა ეგეთ მოძალადეს შეიძლება თავყბაც დაუნგრიო და მართალიც იქნები. ეგ 2-ჯერ 2 ოთხია და განსახილველიც არაფერია. |
|
|
Sep 12 2011, 23:47
პოსტი
#51
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
შენი მხრიდან არაფერი დაშავებულა. შეგიძლია მთლიანადაც აჩუქო. შენ თუ აგიღია ფრინველი როცა სხვაზე ნაკლები მოგიკლავს? არა ეგეთი შემთხვევა არ მახსენდება თუმცა მეტ ნაკლებსაც აქვს მნიშვნელობა, მე რო 20 ავიღებ და მეგობარმა 4 ცალი აიყვანა ისეთი შემთხვევა ვიგულისხმე, ეგეთი მე არ დამმართვნია ჯერ არ მახსოვს ( არ ვტრაბახობ ჭალო ოჩოპინტრემ დამჭიპოს თუ ვტრაბახობდე) მარა ეგეთიც შეიძლება მოხდეს (ჩემი სიბერის ჟამს.) თორე ეხლა როცა სხვაობა ორ სამი ცალია მაშინ კიარ გამოვიდებ ხოლმე თავს კაცო? თან ეგეც არ იყოს და არსებობენ ჩემი მეგობრები რომლებიც ნაკლებ მონადირეები არიან ასე რომ ვთქვათ ნუ შემთხვევიდან შემთხვევამე ნადირობენ, გასაკვირი არცაა რო ეგეთ ,, მონადირეს,, არ ეყოლება ძაღლი მაგრამ კარგი ადამიანია გეძმაკაცება გეახლობლება თუ რაც გინდა ის დაარქვი გთხოვა რო მოდი წამოვალ წამიყვანე სანადიროდო ხო ხდება ხოლმე არა კაცო ბაბუამისის ნაქონი თოფი აქ და წამოვიდა რა ეხლა ის რო იმდენს ვერ მოინადირებს ისიც ხო ფაქტია და ცარიელს ეგეთ ადამიანს არც შენ გაუშვებ სახლში ხო ეგრეა?? და ნაბულზეც რო მიუშვებს სასროლად ეგეც ფაქტია, რო არ გიცნობდე არ ვიტყოდი ამეებს ხოდა განა რაა ეხლა აქ გასაკვირი დასაძრახი ან არა მონადირული?? |
|
|
Sep 13 2011, 00:36
პოსტი
#52
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვაა..ე რა საინტერესო ამბებს გადავაწყდი. გადავიკითხე და დავასკვენი:(ჩემთვის) ნადირობა.. ზოგისთვის სხვაა და ზოგისთვის კიდე სხვა. სხვების არ ვიცი..მაგრამ ჩემთან თუ ვიღაც უცხო მოვა მინდორში და ჩემი ძაღლით დაიწყებს ნადირობას... თუ არ შევურაცხვყობ..გულს მაიც ვატკენ. (ეგ თავხედობაა და იმიტომ) თუ ჩემთან ერთად მოხვდა მანქანაში ვინმე უძაღლო(გინდაც არა ძმაკაცი..მაგრამ ჩვენ კამანდაშია) ნამდვილად არ გავუშვებ შუმავოიზე. ნადირობა ჩემთვის ხალხთან ურთიერთობა და გართობაა ბუნების წიაღში და იმიტომ. ჩემი ძაღლი თუ იმასაც ასიამოვნებს....უფრო გამეხარდება. მე....ნამდვილად მკიდია ნანადირევის რაოდენობა. თანახმა ვარ სხვამ ჩემზე მეტი მოკლას ჩემი ძაღლით. თუ სხვის წინ ნახავს ჩემი ძაღლი მწყერს...ნამდვილად არ შევეცილები. და თუ ჩემ წინ ნახავს..მაშინ იმან უნდა დამაცადოს სროლა. ნუ ძმაკაცზე და ძმაზე არაფერს ვიტყვი რათქმაუნდა. ისე კი მონადირეს..ძაღლიც თავისი უნდა ყავდეს და მანქანაც. თუ არც ერთი ყავს და არც მეორე(გარკვეულ პერიოდში)...არც ეგ არის პრობლემა. ძმაკაცები და მისი ჯანი.
|
|
|
Sep 13 2011, 01:00
პოსტი
#53
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 358 რეგისტრ.: 4-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეგრეა ლევან
|
|
|
Sep 13 2011, 07:40
პოსტი
#54
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Sep 13 2011, 08:30
პოსტი
#55
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
შენი მხრიდან არაფერი დაშავებულა. შეგიძლია მთლიანადაც აჩუქო. შენ თუ აგიღია ფრინველი როცა სხვაზე ნაკლები მოგიკლავს? არა ეგეთი შემთხვევა არ მახსენდება ვიცი ჰანთერ რომ არ გაგახსენდება საერთოდ ცარიელი რომ დარჩე მაინც არ გაგახსენდება, ვიცი ეგ მე და იმიტომ გკითხე თუ რა თქმა უნდა მიზნობრივად არ გვინდა ვინმეს ვაჩუქოთ ან შევუგროვოთ |
|
|
Sep 13 2011, 09:01
პოსტი
#56
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
რაღაც ვერ გავიგე ესე სასტიკად რატომ გაართულეთ თემა. ან ჭალოს ვერ გაუგეთ ან უბრალოდ რამის დაწერის გულისთვის წერთ.
ჭალოს ძაღლი, რომ მოუკვდა გგონიათ იმის მერე არ უნდადირია? ან გგონიათ ჭალოს ძაღლით სხვებს არ უნდადირიათ თუ როგორაა საქმეები? კაცმა თქვა, რომ ხშირად ესეთ რაღაცეებზე რიდის თუ სხვა რაღაცეების გულისთვის ხმას არ ვიღებთ ხოლმეო და ეს თემა განსახილველი უნდა ყოფილიყო და არა საწყენი. რა შუაშია "მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო?" ძმაკაცების ნახვა არასანადირო სიტუაციაშიც შეიძლება, ადამიანია და ბუნება, კაცს თუ მარტო ურჩევნია ნადირობა არ უნდა მიაძახო რომ შენ "ძაღლის ჟმოტი ხარო", და ეხლა არ თქვას ვინმემ ეგ სად წაიკითხეო? განსახილველი იყო ის რომ კაცი თუ უძაღლოდ ხარ, არ უნდა გქონდეს რაიმე პრეტენზია იმაზე რომ პატრონმა მარტო მოისურვოს ნადირობა გარდა იმ შემთხვევისა როდესაც თავად პატრონი დაპატიჟებს. მეც მინადირია სხვისი ძაღლით ჭალოსაც და ყველასაც მიუხედავად იმისა, რომ თავად მყავს, მაგრამ ყოფილა სიტუაცია როდესაც ჩემი არ წამიყვანია გარკვეული მიზეზების გამო, რაც პარტიის წევრებმა მშვენივრად იციან, მაგრამ ამის შესახებ თავიდანვე ყველამ იცოდა და არავის არ უფიქრია რატომ დადის უძაღლოდო. აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია 1 ძაღლით 4-5 კაცის ნადირობა, მგონი ეგ უკვე ნადირობა არ არის, კიდევ ვიმეორებ რომ ჩემი ძაღლითაც უნადირია ამდენ კაცს , მაგრამ არ მხიბლავს და მირჩევნია რომ მარტო ვიყო. ჩემი სუბიექტური შეხედულებით მაქსიმუმ 2 კაცი შეიძლება დაიშვას 1 ძაღლთან, სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვარ მომხრე. რა თქმა უნდა იდეალურია როდესაც კოლექტივში ყველა თავის ძაღლით არის, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ არის. კიდევ ერთი საკითხი: ეხლა იცით, რომ ვზრდი მეორე ძაღლს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ წელს ერთხელ იყო როდესაც სხვასთან ერთად ვინადირე(ნუკრისთან), ჭალოც იყო იქ თავისი სეტერით და ძალიან არ მომეწონა ეგ ამბავი, იმიტომ კი არა, რომ სხვამაც ესროლა ჩემი ძაღლის ნაბულიდან ამოსულ მწყერს - უბრალოდ ვერ ვაქცევდი ყურადღებას, ვფიქრობდი რომ იმასთან გაერბინა და ეპოვა რამე და ამასობაში თითონ ძაღლის მუშაობას და იმ წესებს რაც უნდა გამეთვალისწინებინა ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რამოდენიმეჯერ ეგთი რაღაცის გამეორება და მორჩა ძაღლის სწორედ ნადირობა......... ესეც თქვენი "ძაღლი არ გაფუჭდეს არა ის........." ხოდა ვინც ძაღლს ისე უყურებს რომ ოღონდ ირბინოს და უბრალოდ ნაბული გააკეთოსო ეგ იმის პრობლემაა, მე კი მინდა რომ ძაღლმა ისე ინადიროს როგორც მე მინდა. გამგები ამ ყველაფერს სწორედ გაიგებს |
|
|
Sep 13 2011, 09:14
პოსტი
#57
|
|
EX მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მართალია რუსეთი ქიხიაა და იქ სულ ტანკისთავა ნაძირლები!!! ცხოვრობენ, ფრინველზე ნადირობისას კანონი აქვთ მიღებული,
რომელიც ერთი ძაღლით 2 მონადირეზე მეტით ნადირობას კრძალავს (3 მონადირე ერთ ძაღლზე დაუშვეს ტყის ქათამზე ნადირობის დროს) რაღაცა შეიძლება კანონით დარეგულირდეს, რაღაც მონადირული კოდექსით, ერთი ვიცი და 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ ,,ზიარად" ძაღლი არ უნდა გყავდეს |
|
|
Sep 13 2011, 10:01
პოსტი
#58
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მოვრჩეთ ამ თემაზე ალბათ. ყველაფერი ითქვა. ძაღლი რო უნდა გყავდეს მონადირეს არ უნდა მაგას ფიცი-მტკიცი. მაგრამ ზოგჯერ სანამ არ გყავს არ წახვიდე სანადიროდ როდესაც მეგობარს ყავს ძაღლი არც ეგ მიმაჩნია სწორად. იმაზეც ჩამოვყალიბდით და ეგ ხო დაუწერელი კანონია რო მინდორში მყოფ მონადირეებს არ უნდა გაყვე გვერდით როცა ძაღლი არ გყავს და ეგეთი საქციელი ნამდვილმა მონადირემ არ უნდა იკადროს და ყველაფრის ღირსია რაც მოუვა მერე. ვისაც მარტო ნადირობა უნდა ღმერთმა გაუმარჯოს და ვინც ახლობლებთან ივლის ნურც იმას გავინაპირებთ. დასკვნის სახით ვიტყვი რომ ყველა კაი კაცს გაუმარჯოს და ყველა ჭეშმარიტ მონადირეს
|
|
|
Sep 13 2011, 10:02
პოსტი
#59
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
ვიტოს ვენაცვალე განა არსებობს აქ ჩვენთან (ფორუმზე) ადამიანები რომლებიც დაამტკიცებენ ან ისე ფიქრობენ რომ ერთი ძაღლით 4 თუნდაც 3 კაცის ნადირობა მიზანშეწონილიაო? მე თუ მკითხავ არც ორი კაცის ნადირობაა მიზანშეწონილი ერთი ძაღლით. ეს ხო აბსურდია ამის მტკიცება? მიზანშეწონილი არც ისაა ,, ტეჩკიანი,, ძუს რომ სანადიროდ გაიყვან ეს მკაცრად გასაკიცხი და დასასჯელი საქციელია. მიზანშეწონილი ისაა ყველა თავისი ძაღლით ნადირობდეს სიამოვნებაც მეტია ძაღლის მუშაობით დატკბობაც და ნასროლიც უკეთესი გამოგდის ადამიანს მაგრამ ყოველთვის ეგრე ვერ იქნება ღვთის წყალობით საძმო საახლობლო არ გვაკლია და სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე რომ ძალიან ახლობელი უაძაღლო მეგობართან ერთად გვიწევს ნადირობა. ესაა და ეს, მეტი არაფერი. და კიდევ ერთი, მონადირისათვის დამღუპველი საქციელია შეჯიბრება იმას მეტი ყავს აყვანილი მე ნაკლებიო, მაშინ უჩნდება პროტესტის გრძნობა:- ჩემი ძაღლით ნადირობს და რა ენაღვლება, ეგ რო არა მეტს ავიღებდი, ხელს მიშლის. და ეგეთი გამოსვლები ხშირად მწყერზე ნადირობიას გამოვლინდება ხოლმე კარგად . ( ნანადირევის დათვლა ნადირობის პროცესში მონადირსთვის ცუდი ტონია) შეგიძლიათ შეიტანოთ მონადირის კოდექსში. ნანადირებს მაშინ ვითვლი როცა მანქანასთან ჩემი დაძენძილი სანადირო ქურთუკის უკანა ჯიბიდან სამწყერზე გაამაქვს ხოლმე მწყრები, იქვე სავაზნე მიდევს და შედარებაც იქვე კეთდება თუ როგორი ნადირობა გამომივდა, ეს ჩემთვის, მწყრების და ცატიელი მასრების რაოდენობის შედარებით. ნადირობის პროცესში არც არასროს ვპასუხობ იმ შეკითხვაზე თუ რამდენი აიყვანეო . ( ძველმოდური მონადირე ვარ 20 კალიბრითა და ლატუნის ვაზნებით ვნადირობ მწყერზე.)
|
|
|
Sep 13 2011, 10:07
პოსტი
#60
|
|
EX მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th June 2024 - 10:13 |