სპინინგი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სპინინგი, ზოგადი საუბრები
გიორგი
პოსტი Jul 8 2009, 21:19
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება.

რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს.

ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული.

სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ.

მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს.

საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყლების ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას.
ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას.

იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას.

საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე.

სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში.

ავტორი: troutbaiter
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
14 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
ვიტო
პოსტი Jul 10 2009, 12:55
პოსტი #16


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Petre
სხვა მეთოდით დაიჭირე ქაშაპი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Jul 10 2009, 13:08
პოსტი #17


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(vito @ 10th July 2009 - 01:55 PM) *
სხვა მეთოდით დაიჭირე ქაშაპი?


კაი კითხვაა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Petre
პოსტი Jul 10 2009, 14:35
პოსტი #18


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 29
რეგისტრ.: 7-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სასროლი ბადით newsmile035.gif
...................
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 10 2009, 17:27
პოსტი #19


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Petre
ეუ, რა გამიტყდა newsmile05.gif მეთქი ეხლა გვასწავლის თევზაობასთქო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ანკესით არასოდეს არ დაგიჭერია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Jul 27 2009, 13:51
პოსტი #20


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ფოტომასალა დაყარეთ რა

ციტატა(Petre @ Jul 10 2009, 01:44 PM) *
არაგვზე ქაშაპი(ეგეც მტაცებელია newsmile05.gif ) არის, მაგრამ მე სპინინგით ვერ დავიჭირე. ვერც ვობლერებზე და ვერც სილიკონის სატყუარებზე.


ერთი როგორმე უნდა მოვიცალო და მივხედო აქაურ ქაშაპს! დასავლეთის ქაშაპი უპრობლემოდ რეაგირებს ტრიალაზეც, ვობლერზეც და სხვა სატყუარებზეც. მაგრამ იმ სიშორეზე წასვლა ტეხავს ქაშაპის გულისთვის. არაგვი აგერ ყურის ძირშია!

როგორმე ერთობლივად ხომ არ გვეცადა! არ არსებობს - უნდა ავაღებინოთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Petre
პოსტი Jul 28 2009, 22:25
პოსტი #21


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 29
რეგისტრ.: 7-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(troutbaiter @ Jul 27 2009, 02:51 PM) *
დასავლეთის ქაშაპი უპრობლემოდ რეაგირებს ტრიალაზეც, ვობლერზეც და სხვა სატყუარებზეც.

დასავლეთში არაერთხელ მყავს დანაჭერი ქაშაპი. აღმოსავლეთისას ვერაფერი ვერ გავუგე newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishing Club
პოსტი Aug 10 2009, 00:42
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,952
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Mitckevichis N 15



როგორ მიდის სპინინგის ამბები? გამოგდით რამე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Aug 10 2009, 01:01
პოსტი #23


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



FISHING CLUB
კი, აშკარა წინსვლებია, მართალია მასტერებთან ერთად ვერ მოხერხდა ჯერ, მაგრამ თვითნასწავლისთვის
ჯერ ჯერობით ნამდვილად კმაყფიი ვარ, საერთოდ სპინინგის თენას დავქოქავ მომავალ წლამდე,
ბევრ რამეს წაადგება, რაც მეტი ჩაერთვება თევზაობაში მით ნაკლები ბრაკი იქნება.................
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Aug 10 2009, 10:16
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ვიტო
გუშინ ვნახე 4 კილოიანი ლოქო ვობლერზე დაჭერილი და გამიკვირდა ძალიან,იქნებ და ეს თემაც გავახუროთ,საინტერესო ამბავია მგონი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოდარიძია
პოსტი Aug 10 2009, 10:27
პოსტი #25


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 97
რეგისტრ.: 23-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



იუტუბზე ვუყურე ამას წინად და მეც ჭკუაში დამიოჯდა მაგის გამოცდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishing Club
პოსტი Aug 10 2009, 23:23
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,952
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Mitckevichis N 15



კაია ბიჭებო შეუბერეთ აბა თქვენ იცით!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Aug 11 2009, 15:15
პოსტი #27


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რეალურია!!!
ჩემი ზუგდიდელი ახლობლები იჭერენ ხოლმე ლოქოს ვობლერზე. სურათებიც დავყარე თავის დროზე რომელიღაც ფორუმზე...
ერთი ფოთელი ნაცნობიც მყავს - ისიც იჭერს - ვობლერითაც და სხვა ხელოვნური სატყუარებითაც...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
salamandra
პოსტი Aug 19 2009, 16:18
პოსტი #28


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 30
რეგისტრ.: 18-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Russia Moskow



სპინინგისტები ლოქოს ძირითადად ჯიგით,სილიკონის სატყუარაზე და პარალონის თევზზე პსკრულ საფეხუროვან გატარებით იჭერენ.ვობლერზე კი მისი დაჭერა შეიძლება როდესაც იგი სიღრმიდან შედარებით უფრო თხელ სანაპირო ადგილებში გამოდის თევზზე სანადიროდ,ეს მეტ წილად საღამოთი ხდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Sep 1 2009, 13:06
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სპინინგი მაგარი აზარტულია - ბავშვობაში მამაჩემს ჰქონდა და სროლას ვამუღამებდი, თუმცა დაჭერით დიდი ვერაფერი დავიჭირეთ. ახლა არა მაქვს და მაინც მინდა რო შევიძინო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შესაბამისი თევზის ნაირფეროვნება არ არის. დასავლეთში ლოქოს იჭერენ როგორც გავიგე და ამან აზარტი შემმატა.

newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 3 2009, 14:30
პოსტი #30


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ესეიგი რა გავარკვიე სპინინგთან დაკავშირებით (თუ რამე შემეშალა - შემისწორეთ):

ჯოხი:
ჯერ ერთი ჯოხის ტესტი უნდა იყოს საკმაოდ მცირე. ვარიანტები 0-დან სადღაც 40 გრამამდე მაქსიმუმ (ლოქოზე და მისთანა გიგანტებზე არ ვგულისხმობ newsmile05.gif )
მერე და ჯოხის სიგრძე 2.4 -2.7 მეტრი. მე მაქვს 2.6 მეტრი... ძალიან სასურველია შტეკერული მაქსიმუმ ორი მუხლიანი...

კოჭა:
კოჭის შერჩევისას ყურადღება ექცევა ორ ფაქტორს: კოჭის ხარისხს და მის წონას. წონიდან გამომდინარე - ძირითადად ხოდშია წინა ფრიქციონიანი კოჭები
აგერ ყიდის პროფესიონალი სპინინგისტი თავის კოჭას: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=695

რაც შეეხება ძუებს:

ძუები დამწყებთათვის აჯობებს მონო. ისე იყენებენ წნულებს მაღალი LB ტესტით. ტესტის შერჩევა ხდება არა იმდენად სანადირო თევზის წონის გათვალისწინებით, არამედ - ზაცებიდან ხელოვნური სატყუარების ამოღების გათვალისწინებით. ანუ 10LB შეიძლება გეყენოს პატარა თევზეც კი....

ე.წ. "პავადოკები"
იყიდება მაღაზიებში. შესაძლებელია გიტარის სიმისგანაც დამზადება, მაგრამ იყიდება და წვალებად რამდენად ღირს – თქვენით განსაზვრეთ. ძირითადი დანიშნულება აქვს ის, რომ მტაცებელი თევზის კბილებისგან დაიცვას ძირითადი ძუა და შესაბამისად – თევზი არ გაგექცეთ....

ხელოვნური სატყუარა
ძირითადად, ჩვენთან აწვებიან ორ ტიპს: ვობლერერებს და ე.წ. "ვერტუშკებს" (ზოგი ამ უკანასკნელს ბლესნასაც ეძახის). ამ თემაზე ბევრი ჯერ არ გამეგება და ამიტომ, რო გავარკვევ დავამატებ.



ჯერ ჯერობით ესაა, რაც ვისწავლე და გავარკვიე

თუ რამე შეცდომით დავწერე, პროფებს ვთხოვ შემისწოროთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

14 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 07:02