Holland & Holland - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ალთაზარ
პოსტი Sep 24 2012, 09:09
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძვირფასი სანადირო იარაღის მწარმოებელთა შორის არის რამოდენიმე სახელი , რომლებსაც მოწიწებით წარმოთქვამს ყველა , უბრალო მონადირეც და იარაღის საქვეყნოდ ცნობილი კოლექციონერიც. მათ შორის „ჰოლანდ-ჰოლანდს“ გამორჩეული ადგილი უჭირავს .



ძნელია მონადირეთა შორის იპოვო ისეთი , ვისაც არ სმენია ეს სახელი „ჰოლანდისა და ჰოლანდის „ სანადირო თოფი, ასი წლის წინანდელი იქნება ის თუ ჩვენს დროში დამზადებული , ნადირობის სამყაროში პრესტიჟულობის სიმბოლოდ აღიქმება. მასზე ოცნებობდნენ და „დღისით სანთლით „ ეძებნდნენ , მის ხელში ჩასაგდებად ზღაპრულ თანხებსაც არ იშურებდნენ და თითქოს ავი თვალისაგან დასაცავადო , ცხრაკლიტულში ინახავდნენ . „ჰოლანდ-ჰოლანდის „ სანადირო თოფი „პერდესთან“ ერთად , საიარაღო ხელოვნების ეტალონადაა მიჩნეული მათგანია უპირველესი . ესეთი თოფების დამზადებას სწორედ ხელოვნების დარგში აყვანილი , ვირტუოზული ოსტატობა სჭირდება. საბანეევი ამ ოსტატს ინგლისელ არტისტებს უწოდებს.
უმაღლესი ოსტატობა თავისთავად ტრადიციას ემყარება . ინგლისელთათვის კი ტრადიცია მოგეხსენებათ წმინდათა-ჭმინდა საქმეა . XIX საუკინის პირველ მეოთხედში უკვე არსებობდა ინგლისური იარაღის კეთების თითქმის საუკუნოვანი ტრადიცია და ამ დროს უკვე მუშაობდნენ ამ საქმის დიდოსტატები : რიგბი, პერდე-უფროსი, გრანტი , მური, გრეი , ლანკასტერი , ბოსი , ვესტლი-რიჩარდსი , ჯეფრი და სხვები . ისინი , უკლებლივ ყველა ინგლისური საიარაღო სკოლის ფუძემდებლის -ჯონ მენტონის მიმდევრები იყვნენ , და მის მიერ შექმნილ სტილს ავითარდებდნენ . თვითოეული ცალ-ცალკე კი ერთმანეთის უძლიერეს კონკურენტებად გამოდიოდნენ . ასეთ ვითარებაში ახალი საქმის წამოწყება და მითუმეტეს მისი შენარჩუნება , მეტი რომ არა ვთქვათ , სარისკო საქმე იყო.
მიუხედავად ამისა , ცნობილმა მსროლელმა და მონადირემ , ჰარის ჯონ ჰოლანდმა გადაწყვიტა საკუთარი წარმოების წარმოება. იგი არ იყო ამ საქმის პროფესიონალი , მაგრამ კარგად ერკვეოდა სანადირო იარაღის მაინდელ სისტემაში . იგი დაჯილდოვებული იყო ბიზნესმენის ნიჭით გამბედაობითა და ორგანიზატორული უნარით , და აი 1835 წელს , ლონდონში მან საკუთარი სახელოსნო გახსნა სხვა ფირმებიდან გადმოიბირა ენთუზიასტი ხელოსნები , შეკრიბა საკმაოდ ძლიერი გუნდი და შეუდგა საქმეს თავდაპირველად მისი მზიანი იყო შეედარებით იაფფასიანი კარგი ხარისხის მონადირეთა საშუალო და დაბალი ფენისათვის ხელმისაწვდომი იარაღის წარმოება . მან სხვათმიერ შექმნილი , აპრობირებული გლუვლულიანი სისტემის კოპირებით დაიწყო , მაგრამ ძლიერი კონკურენციის ფონზე ახლადშექმნილმა ფირმამ ვერ შეძლო ბაზარზე მყარი ადგილის დამკვიდრება , საქმის გამოსასწორებლად ჰოლანდმა გადაწყვიტა მთავარი ყურადღება ტყვიის თოფების წარმოებაზე შეეჩერებინა , და სწორადაც მოიქცა , რადგან ამ ტიპის სანადირო იარაღის კეთებას ჯერჯერობით სერიოზულად თითქმის არავინ ცდილობდა . მან მალე მიაღწია წარმატებას და სწორედ ამ თოფის წყალობით გახდა პოპულარული .
ასე გაგრძელდა 1867 წლამდე სანამ ჰარისმა საქმეში არ შეიყვანა თავისი ძმისშვილი-ჰენრი უილიამი .



1867 წელს , პირველდაწყებითი პროფესიული განათლების მიღების შემდეგ . ჰენრი ფირმის მფლობელი გახდა და ამ დრიდან ფირმას „ჰოლანდი და ჰოლანდი“ ეწოდა . სწორედ ჰენრი ულიამ ჰოლანდის სახელთანაა დაკავშირებული ფირმის შემდგომი აღმავლობა . იგი უნიკალური პიროვნება იყო : ნოვატორი , გამომგონებელი , ორგანიზატორი , ოსატი ... მისი ხელმძვანელობით ფირმამ რაღაც ათ წელიწადში მიაღწია დიდების მწვერვალს . აქამდე კი , იყო მრავალი გაუმჯობესება , გამოგონება და პატენტი . რაც მთავარია იყო მუხლჩაუხრელი შრომა ,ურომლისოდაც არაფერი შექმნილა ქვეყნად .
მას ვისაც არ იცნობს სანადირო იარაღის წარმოების პროცესს. შეიძლება ეგონოს რომ თოფის შემადგენელ ყველა დეტალსა და კვანძს ერთი ოსტატი იგონებს და იგივე ოსტატი და მისი შეგირდები აკეთებენ მას . რათქმა უნდა , ეს ასე არ არის , რომელიმე დეტალის ან მთელი სისტემის შექმნაზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მრავალი ოსტატი მუშაობდა . მაგალითად XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისში ერთსასხლეტიან დამცემ მექანიზმზე ასზე მეტი პატენტია გაცემული , მათგან საუკეთესოდ კი რობერტსონის მექანიზმი ითვლება , პერდეს უნიკალური მექანიზმი ფრედერიკ ბიზლის გამოგონილია და მას პერდესათვის სტენტონის სახელსნო ამზადებდა . ყველაზე კარგ ლულებს ლანკასტერი , გრინერი კლიბი და სკუაიერსი აკეთებდნენ და ა.შ . სხვადასხვა ფირმები მათგან იძენდნენ მზა დეტალებს , კვანძებს და ასე აწყობდნენ თავიანთ თოფებს , და აი , ცნობილი მექანიზმის ოსტატის ჯოზეფ ბრაზიეს სახელოსნოში , 1885 წელს შეიქმნა კალაპოტის გვერდით დაფებზე აწყობილი მექანიზმის ახალი სახეობა , რომელიც პრინციპულად განსხვავდება .



იგი მაშინვე შეიძინა ჰოლანდმა და სწორედ აქედან იწყება მისი სახელგანთქმული თოფების წარმოება , რომელმაც ფირმას მსოფლიო აღიარება მოუტანა . ამ თოფს „როიალი“ ანუ „სამეფო“ ეწოდება .
1908 წელს ჰენრი უილიამმა . ცნობილ მეიარაღე ვუდვართან ერთად ხელით მოსახსნელი , კალაპოტის გვერდით დაფების გამჭოლი სამაგრი დააპატენტა რომელმაც ძალზე გაამარტივა მექანიზმის მოხსნა და მისი წმენდისა და რემონტისათვის , ეს დაფის გარეთ გამოტანილი რუსული „I” -სებური სამაგრი . ჰოლანდ-ჰოლანდის „როიალის“ საფირმო ნიშანი გახდა . 1922 წელს ჰოლანდმა მეორე მეიარაღე მანსფელდთან ერთად კიდევ სიახლე შექმნა - თვითგამხსნელი მექანიზმი , ანუ სისტემა , რომელიც გადამხსნელი
ბერკეტის გადაწევისას , თავისთავად , ძალდატანების გარეშე ხსნის თოფს . ამით დასრულდა ჰოლანდისეური თოფის სრულყოფა და იგი თამამად დადგა სახელგანთქმული მეტოქის პერდეს გვერდით. სახელი „როიალი“ იმთავითვე ფირმის , უმაღლესი კლასის თოფის სინონიმად იქცა . ეს თოფი დღესაც უცვლელის ახით კეთდება . გარდა ამისა , ფირმა საფანტიანი თოფის სხვა მოდელებსაც ამზადებდა და დღესაც ამზადებს . გავიხსენოთ შედარებით იაფფასიანი „ბადმინტონი“ და ასეთი ვე კლასის „რივერა“ . ეს უკანასკნელი ნადირობისა და სპორტული სროლისათვის განკუთვნილი ორი წყვილი ლულით იყო დაკომპლექტებული აღსანიშნავია რომ „ჰოლანდმა“ დღემდე შეინარჩუნა ენსინისა და დილეის მექანიზმიანი თოფი. ადრე მას „ნორთვუდი“ ერქვა .ეხლა კი , მნიშვნელოვნად გაახლებული და გაუმჯობესებული „კავალერის“ სახელითაა ცნობილი . ორი გარე ჩხმახიანი მოდელი „V” და „C“ დღეს უკვე აღარ გამოდის . ეს თოფები , მართალია თვისი კლასით ჩამორჩებიან „როიალს“ . მაგრამ მათ ყველას ერთი საერთო ნიშანი აერთიანებთ, წუნდაუდებელი აწყობა გამართვა . იდეალური ეკონომიკა და ბალანსი , კეთილშობილური იერი და მოხვედრის ფენომენალური სიძლიერე.
1914 წელს ჰოლანდმა პირველი ბოკფლინტი გააკეთა , მაგრამ „პერდეს“ მსგავსად , ეს კონსტრუქციაც არასრულყოფილი აღმოჩნდა და ვერ მოიპოვა პოპულარობა . მას მოყვა ძიების , მიგნებისა და გაუმჯობესების პერიოდი და 1932 წელს პარიზის მსოფლიო ჩემპიონატი სასტენდო სროლაში მისმა ახალმა ბოკფლინტმა მოიგო 1992 წლიდან კი ამ თოფების მნიშვნელოვნად გადამუშავებული და გაუმჯობესებული ახალი ვერსია გამოდის . ეს თოფებიც, ტრადიციულად ფრინველზე ნადირობისა და სპორტული სროლისათვისაა განკუთვნილი და მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ .
როგორც ავღნიშნეთ „ჰოლანდ -ჰოლანდი“ თავიდანვე დიდ ყურადღებას უთმობდა ტყვიის თოფებს . XIX საუკინის 50 -იან წლებიდან ინგლისში კიდევ უფრო იზრდება სპორტული სროლისადმი , ისედაც დიდი ინტერესი , ძალზე პოპულარული ხდება . კერძოდ , ტყვიის სროლა . დედოფალ ვიქტორიას ხელშეწყობითაც ტყვიის სროლაში გრანდიოზულუ ტურნირები ეწყობოდა . სროლის მანძილი სხვადასხვა იყო და იგი 100 დან 400 იარდამდე განისაზღვრებოდა . ასეთ შორ მანძილზე მიზანში სასროლად უზუსტესი იარაღი იყო საჭირო . ამ ტიპის საუკეთესო იარაღს ამზადებდნენ რიგბი , ლანკასტერი , მური , პერდე, ვიტვორტი , ვესტლი-რიჩარდსი , ჯეფრი და სხვები . ამ ბრწყინვალე კოპორაში ჰოლანდისელ ტყვიის თოფს გამორჩეული ადგილი ეკავა . 1883 წელს ლონდონურმა სანადირო ჟურმალმა „The Fild” , სხვადასხვა მანძილზე სროლის სიზუსტეში ყველა არსებული სისტემის და კალიბრის ტყვიის თოფების შეჯიბრი მოაწყო . „ჰოლანდ-ჰოლანდმა“ ყველა კალიბრში პირველი პრიზი მოიგო . ამის შემდეგ , როგორც იტყვიან , უკან დასახევი გზა აღარ იყო . მართლაც , ფირმის ისტორიაში ამ თოფს „როიალის“ შემდეგ , განსაკუთრებული ადგილი უჭირავს . თუმცა ძნელი სათქმელია , თავად მისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია , ტყვიისა თუ საფანტის ერთი კი უდავოა , ჰოლანდისეულმა ორლულიანმა შაშხანამ , ანალოგიური იარაღის სრულყოფაში , უდიდესი როლი შეასრულა . მან , როგორც ინგლისში ისე სხვა ქვეყნებში , ასე ვთქვათ „ჭეშმარიტ გზაზე“ დააყენა ამ იარაღის მკეთბელი ყველა პრესტიჟული ფირმა , მონადირეთა შორის ყველაზე ავტორიტეტული აფრიკელი „თეთრი მონადირე“ დღესაც სხვადასხვა სახის სანადირო იარაღის არნახული მოზღვავების ეპოქაში , აფრიკულ „დიდ ხუთეულზე“ სანადიროდ ამ თოფს ანიჭებს უპირატესობას . „ჰოლანდ -ჰოლანდის“ შტუცერი (ხრახნულიანი მსხვილკალიბრიანი თოფი) სხვა დანარჩენისაგან ერთი შეხედვით ადვილად საცნობი , თავისებური ხიბლით გამოირჩევა.



აფრიკული ნადირობის ისტორია და მასთან დაკავშირებული ინგლისური ფირმების ნახელავი იარაღი ფართე და ბევრის მომცველი თემაა და ჩვენი საუბრის ფარგლებს სცილდება ვიტყვით მხოლოდ , რომ ჰოლანდმა სწორედ აფრიკული ნადირობისათვის შექმნა თავის ოთხი შედევრი , 300H&H მაგნუმი , 375H&H მაგნუმი , 600 და 700 კალიბრის შტუცერები.
გარდა ამისა იყო სხვაც , მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად ეს ოთხი თოფი გამოირჩევა , აღსანიშნავია რომ ჰოლანდი თავის თოფებისათვის ტყვიებსაც თავადვე აწარმოებს , ჰოლანდისეული 300 და 375 მაგნუმი თავის მაჩვენებლებით , ყველა სხვა ფირმის ანალოგიური ტყვიებისაგან გამოირჩევიან , განსაკუთრებით 1912 წელს შექმნილი 375 , იგი კარგი მსროლელის ხელში „დიდ ხუთეულზე“ სანადიროდ , დღესაც უნივერსალურ ტყვიად ითვლება.



აფრიკა თავის უკიდეგანო სივრცითა და უთვალავი ნადირით შეძლებულ მონადირეთათვის მუდამ იყო და არის ერთგვარი მექა , ელდორადო , თავის გამოჩენის ასპარეზი ინგლისელები თავიდანვე ცდილობდნენ აფრიკის ათვისებას : ქვეყნის სიღრმეში შეჰყავდათ რკინიგზა , აბანდებდნენ კაპიტალს , იკვლევდნენ მათ წიაღისეულს , ფლორას და ფაუნას... და ნადირობდნენ .
XX საუკუნის დასაწყისში ჰოლანდმა შექმნა იქამდე არნახული 600 კალიბრის უძლიერესი თოფი , 58 გრამიანი ტყვია , რომლესაც 590 მ/წ საწყისი სიჩქარე აქვს , ადგილზე აჩერებს შეტევაზე გადმოსულ სპილოს . ერთხელ აფრიკელ „თეთრ მონადირეს“ -მარკუს სილვანს , მოელოდნელად თავს დაესხა გაბრაზებული სპილო . თოფის მხარზე გადმოდების არც დრო იყო და არც საამისო სივრცე . მან თავისი 600 კალიბრიანი „ჰოლანდიდან“ მხოლოდ ერთი გასროლა მოასწრო , ქვევიდან ზევით . სპილოს თავის მიმართულებით , სპილოს ტყვია ხორთუმის ძირში მოხვდა და იქვე ჩააჩოქა , თოფის უკუდარტყმამ კი სლივანს მარჯვენა ხელის ორი თითი გადაუმტვრია , ერთ ძველ მონადირეს ჰკითხეს , თუ რატომ ნადირობდა იგი ასეთი ზემძლავრი იარაღით , როცა სპილოს ან კამეჩის მოკვლა უფრო მსუბუქი თოფითაც შეიძლებოდა : „ მე იმიტო ვნადირობ 600 ანით , რომ არ არსებობს 700 კალიბრის თოფი“ - მიუგო მან . ძველი მონადირის ეს სიტყვები ერთგვარ წინასწარმეტყველებად შეიძლება მივიჩნიოთ .
1975 წელს , ერთმა ამერიკელმა მილიონერმა განიზრახა თავისებურად , უნიკალური თოფის მფლობელი გამხდარიყო. საქმე ის არის რომ მან ფირმას, მეტად უჩვეულო შეკვეთა მისცა. "ჰოლანდ-ჰოლანდს" მისთვის 600 ყალიბის შტუცერი უნდა დაემზადებინა და ეს თოფი ფირმისთვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. თოფს ასეც ეწოდა: "უკანასკნელი 600 იანი" . იგი 5 წლის განმავლობაში კეთდებოდა და დამკვეთმა მასში ასტრონომიული თანხა გადაიხადა.



მდიდარ ადამიანებს შორის პირველობისათვის ჭიდილი ხანდახან, მართლაც მოულოდნელ, უცნაურ სახეს იღებს. 1987 წელს მეორე ამერიკელმა უილიამ ფალდშტეინმა "ჰოლანდ-ჰოლანდს" არანაკლებ უჩვეულო შეკვეთა მისცა - იქამდე გაუგონარი 700 ყალიბის შტუცერი. დიდი ყოყმანის შემდეგ ფირმა დათანხმდა და 1989 წელს თოფი მზად იყო. ცნობილია რომ ფალდშტეინმა იგი თავად გამოსცადა აფრიკაში და კმაყოფილი დარჩა. ასე ჩაეყარა საფუძველი მსხვილკალიბრიანი სანადირო იარაღის ახალ თაობას.
პირველი თოფი 8კგ 150 გრამს იწონის, ხოლო მისი ტყვია 64,8 გრამია. ამ ტყვიის ენერგია, ორი მსხვილკალიბრიანი
ტყვიის 458 მაგნუმისა და 470 ნიტროექსპრესის ენერგიათა ჯამს უდრის და 610 მ/წმ საწყისი სიჩქარე აქვს. ასეთი ტყვია
თუნდაც ფეხში მოხვედრილ, შეტევაზე გადმოსულ სპილოს მიწაზე აგდებს და მისი მოკვლა შემდგომ მსუბუქი თოფითაცშეიძლება. ერთი ასეთი თოფი 80 000 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამბობენ რომ 700 იანი დღემდე 10 ცალი უნდა იყოს დამზადებული, ხოლო ერთმა მილიონერმა წყვილიც კი შეუკვეთა.



XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან, ინგლისში თანდათან გამოიკვეთა ისეთი უნივერსალური თოფის შექმნის იდეა, რომელიც ერთნაირი წარმატებით გაისროდა, როგორც საფანტს, ისე ტყვიასაც. ამ იდეის ხორცშესხმაზე მრავალი გამოჩენილი მეიარაღე მუშაობდა, მაგრამ ასეთი ლულების შექმნა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილმა მეიარაღემ, გვარად ფოსბერიმ მოახერხა. მისი მოქმედების პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ჩვეულებრივი გლუვი ლულის ბოლოში, ჩოკის შემდეგ მდებარე ცილინდრულ ნაწილში, გარკვეული კუთხით დახრილი, ფართე და ღრმა ღარები იჭრება. მათი რაოდენობა სხვადასხვაა, უმეტეს შემთხვევაში 4 ან 6. ეს რარები უზრუნველყოფენ საამისოდ ჩამოსხმულ სპეციალური ფორმის ტყვიის, ჰაერში, თავის ღერძის გარშემო ტრიალს. ასეთი ტყვიის სიზუსტე და ძალა 100-120 იარდზე, შაშხანიდან ნასროლი ტყვიის ძალას არ ჩამოუვარდება.ასევე კარგა ისვრიან ეს ლულები საფანტსაც და ახლო და საშუალო მანძილზე ეს ნასროლი ნახევარჩოკის მაჩვენებელს უახლოვდება. ასეთ ლულას "პარადოქსი" ეწოდება.



1886 წელს ჰოლანდმა შეიძინა იგი ფოსბერისაგან და დაიწყო ამ თოფების გამოშვება. ისინი იმ დროს ყველა პოპულარული კალიბრისა კეთდებოა და სულ მალე ინდოეთის ჯუნგლებში სნადიროდ, შეუცვლელი იარაღი გახდა.ჰოლანდისეული "პარადოქსი" დღემდე ამ ტიპის იარაღის ეტალონად ითვლება, თუმცა მას დიდი ხანია აღარავინ ამზადებს.
რაც შეეხება ინდოეთს XIX საუკუნის ბოლოს , ქვეყანა სანადირო იარაღის გავრცელების თვალსაზრისით "აუთვისებელი ყამირი" ოყო. მისი კოლონიზაციის პერიოდში, გარდა ინგლისის სამხედრო კონტიგენტისა და არისტოკრატიისა,ინდოეთისაკენ სამსხურისა და ბედის მაძიებელ მდაბიოთა და ავნტიურისტთა , მრავალათასიანი არმიაც მიედინებოდა. ყოველ მათგანს ჭირდებოდა კარგი ხარისხის, იაფი და საიმედო იარაღი. მდიდარი ინდოელი რაჯებიც სანადიროდ,ბუნებრივია, ინგლისურ იარაღს ეძებდნენ.
ინდოეთის უკიდეგანი ბაზრის ათვისებას მრავალი ინგლისური ფირმა ცდილობდა, მაგრამ ყველაზე კარგად ეს ჰოლან ჰოლანდმა , ვესტლი რიჩარდსმა, კოგსველ ჰარისონმა და ჯეფრიმ მოახერხეს. სავარაუდოა, რომ ამ ფირმების ყველაზე მეტი იარაღი, სწორედ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაშია გაყიდული.
1898 წელს გერმანულმა ფირმამ "მაუზერმა" შექმნა ხელით გადასატენი მექანიზმი. ამ სისტემას "მაუზერ 98" ეწოდება. მას შემდეგ მსგავსი იარაღის მრავალი ნაირსახეობა შეიქმნდა. თავისი სრულყოფილებით კი, ვერც ერთი მათგანი ვერ ჯობს მაუზერს. ჰოლანდ-ჰოლანდი და მასთან ერთად ყველა ინგლისური პრესტიჟული ფირმა, მხოლოდ ამ სისტემის კარაბინს ამზადებს. ჰოლან-ჰოლანდი აქაც ტრადიციულად, ინარჩუნებს ჩვეულ უმაღლეს კლასს და მისეული კარაბინი შესრულების დონით ფორმებისა და ხაზების სრულყოფილებით, მრავალთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.



ჰოლანდ-ჰოლანდს სხვა მაღალი კლასისი ფირმებისაგან განსხვავებით ერთი მეტად საინტერესო თვისება ახასიათებს, იგი თავისი ნახელავით სისტემატურად ეხმაურება ცნობილი პიროვნების იუბილეებს და ნადირობასთან დაკავშირებულ ღირსშესანიშნავს თარიღებს. ამისათვის იგი როგორც წყვილი, ისე მრავალითოფისაგან შედგენილი საკოლექციო გარნიტურენს ამზადებს, ამათგან აღსანიშნავია ძვირფას ძველ ინგლისურ სტილში შესრულებული მუხის კარადაში მოთავსებული კრებული, რომელიც მან ინგლისის დედოფლის იუბილეს მიუძღვნა. ეს გარნიტური შედგება წყვილი 12 ყალიბის თოფებისაგან. წყვილი 20ყალიბის და 25 კარაბინისაგან, რომლებიც დედოფლის მეფობის თითოეულ წელს აღნიშნავენ. ასეთი კარადები დამახასიათებელია ფირმისათვის და ისინი სამეფო ოჯახის ყველა მონადირე წევრის პირად კოლექციაშია დაცული.
ინგლისის წყალში მცურავ ფრინველებზე ნადირობის ასოციაციის 75 -წლის იუბილესათვის 1983 წელს ჰოლანდ -ჰოლანდმა ძვირფასი თოფების კრებული გააკეთა. ამ კრებულში წყვილი 12 ყალიბის, წყვილი 20 ყალიბრი,ერთი 12 ყალიბის მაგნუმი და ერთი 28 ყალიბის საფანტის თოფი როიალი შევიდა.
ცნობილია აგრეთვე კოსმოსის თემატიკით გაფორმებული გარნიტური, აფრიკული ნადირობისადმი მიძღვნილი რამდენიმე გარნიტური და მრავალი სხვა. ჰოლანდისეული თოფები დაცულია მსოფლიოში ცნობილი ადამიანების კოლექციებში. ამ თოფებით ასაჩუქრებენ გამოჩენილ სპორცმენებს, ცნობილ პოლიტიკოსებს, ბანკირებს....მათ შესაძენად ზღაპრულ თანხებს იხდიან არაბეთის ქვეყნების მდიდარი შეიხები და ა.შ. ეს თოფები იყიდება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ აუქციონებზეც. რამდენიმე წლის წინ კრისტის აუქციონზე 396 ათას დოლარად გაიყიდა 14 ყალიბის ერთი თოფი, ფირმის მიერ დამზადებული სერიიდან "კლასიკური ორლულიანი თოფები". ეს სერია ფირმამ, 1985 წელს , თავის 150 წლის იუბილეს მიუძღვნა, ხოლო 1935 წელს , თავის 100 წლის იუბილეს მან, მარალი გემოვნებით, კლაისიკურ სტილში შესრულებული "როიალი" მიუძღვნა, ამბობენ, რომ ეს თოფი ერთ ერთი საუკეთესოა იმათგან, რაც ოდესმე ფირმას გაუკეთებია.
1994 წელს სან - ფრანცისკოს აუქციონზე 550 000 დოლარად გაიყიდა, 1908 წელს მერიკის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტისათვის დამზადებული - აფრიკული 450 / 500 კალიბრის შტუცერი. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება.



და ბოლოს უკანასკნელი სიახლე: მომრავლებულ კალაპოტიანი საიდლოკი, ანუ ე.წ. "სრულსაკეტიანი" ორ ლულიანი თოფი იგი თითქმის 120 წლის წინ, შოტლანდიელი მეიარაღის ჯონ ლოქსონის მიერ მოგონილი სისტემიდან იღებს სათავეს და დღეს იარაღის მოყვარულთა შორის, ძალზე მოდური და პოპულარულია. ეს თოფი ჰორიზონტალურ ლულებიანი იქნება თუ ვერტიკალურ ლულებიანი, ძალიან ლამაზი და უჩვეულო ელეგანტური იერით გამოირჩევა.
ძვირფას თოფს შესაბამისი მხატვრული გაფორმება ესაჭიროება, დეტალზე გრავირების "ძველინგლისური" ანუ "სამეფო" სტილი, რომელსაც, ძირითადად "ჰოლანდ-ჰოლანდი" იყენებს XIX საუკუნის მეორე ნახევარში, დედოფალ ვიქტორიას ეპოქაშია შექმნილი. ეს არის ორმაგი ხაზით შესრულებული მცენარეული ორნამენტი. იგი მრგვალად მოხაზული დეკორატიული რტოებისა და ფოთლების ხვეულებს წარმოადგენს და ძალზე დახვეწილ, კომპოზიციურად დასრულებულ სურათს ქმნის. ეს სტილი "ჰოლად-ჰოლანდის" სტილის სახელითაა ცნობილი. თანამედროვე შემკვეთის გემოვნების გათვალისწინებით ფირმას, ნებისმიერი გრავირების შესრულება შეუძლია.
დღევანდელი სანადირო იარაღის მსოფლიო წარმოებაში ერთი ტენდეცია შეინიშნება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ტენდეცია ახალი არ არის, იგი შემდეგში მდგომარეობს: ყველა პრესტიჟული ფირმა, ვინც უმაღლესი ხარისხის თოფების წარმოებაზე აცხადებს პრეტენზიას, თავიანთ თოფზე, უმეტესწილად ინგლისურ მექანიზმს აკეთებს.



ესენია პერდე, ჰოლანდ-ჰოლანდი, ბოსი, დიქსონი და ვესტლი-რიჩარდსი. ამათგან, ყველაზე სრულყოფილი, რომელსაც დღეს-დღეობით ანალოგი არ მოეძებნება და არც მოდერნიზაციას ექვემდებარება, არის "პერდეს" მექანიზმი.
სრულყოფილებისა და საიმედოების თვალსაზრისით, მეორეა "ჰოლანდ-ჰოლანდი" ტექნოლოგიურად ამ მექანიზმის შესრულება უფრო ადვილია, ვიდრე "პერდეს" ურთულესი მექანიზმისა და ამის გამო უფრო იაფიც ჯდება. ამიტომ მეიარაღეები უპირატესობას მას ანიჭებენ. ფრანგული, ესპანური ელიტალური იარაღი დღეს, სწორედ ამ მექანიზმით არის აღჭურვილი. "პერდეს" მექანიზმი კი ერთეულ შემთხვევითობაში, უმეტესწილად დამკვეთის მოთხოვნით კეთდება. ამავე მექანიზმით გამოდიან ის ფირმებიც, ვინც მის კონკურენტებად აცხადებენ თავს. სინამდვილეში ისინი მხოლოდ მიმბაძველები არიან და მეტი არაფერი. თავად "ჰოლანდი" კი, თავის რეალურ კონკურენტებად მხოლოდ "პერდეს" "ბოსს" და "ვესტლი-რიჩარდს" ასახელებს, კიდევ იტალიელ "ივო-ფაბრის", ისიც იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად გამოუვა ცალკეული ეგზემპლარი. ყველა დანარჩენს კი ის ხსენების ღირსადაც არ თვლის. რას იზამ, მას "ძალაც შესწევს ქადილისა".
"ჰოლანდ-ჰოლანდის" ერთი თოფის დამზადებას, 1300-მდე საათი სჭირდება, ამ თოფების არცერთი დეტალი, ერთმანეთს არ ცვლის, რადგან ისინი, მხოლოდ ინდივიდუალურად, ხელით კეთდება. ბუნებრივია, მწყობრიდან გამოსული დეტალის შემცვლელს, ვერც მაღაზიაში შეიძენთ.
ყველა, იარაღის მწარმოებელი იქნება თუ კოლექციონერი, ან უბრალოდ იარაღის მოყვარული და მონადირე, ერთხმად აღიარებენ ინგლისური თოფების, კერძოდ "ჰოლანდ-ჰოლანდის" უნიკალურობას და განუმეორებლობას, მის ფენომენალურ გამძლეობას და ტექნიკურ მაჩვენებლებს. თანამედროვე პროგრამული დაზგა-დანადგარებით "შეიარაღებული" იტალიელი თუ ესპანელი ოსტატები, რომლებიც მეტალში თითქმის შეუძლებელს აკეთებენ, ამ თვისებებით ვერ უტოლდებიან "ჰოლანდ-ჰოლანდს". მეც, ჩემი მონადირული ბიოგრაფიის მანძილზე, არაერთი ჰოლანდისეული თოფი მინახავს. ერთხელ, კი ერთი მათგანით, 20 კალიბრის "როიალით" ვინადირე კიდეც. ამ თოფისგან მიღებული შთაბეჭდილება ათეული წლების მანძილზე არ ნელდება ჩემში. ამ რამდენიმე წლის წინ, საშუალება მომეცა, "ჰოლანდ-ჰოლანდის" სპორტული სროლისთვის განკუთვნილი "როიალი" - Mц-II ისთვის - შემედარებინა, უნდა ვაღიარო, რომ ამ ინგლისური შედევრის შემდეგ, Mц-ს უბრალო შეხებამაც კი ჩემში ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც კი გამოიწვია.
მც


ჰოლანდი


რათქმაუნდა ერთი შეხედვით დიდი სხვაობა არ არის.


"ჰოლანდ-ჰოლანდს" თავისი ფილიალებიც კი აქვს გახსნილი პარიზსში, ნიუ-იორკში და ამ ბოლო დროს მოსკოვშიც, სადაც ყველა მსურველს შეუძლია შეუკვეთოს და მიიღოს სასურველი თოფი.
უდავოა, რომ ნადირობას თავისი ესთეტიკა და კულტურა გააჩნია ჩემისთანა მონადირისთვის, რომელიც მომპოვებლობის გარდა, ნადირობის სილამაზესა და კულტურას ყურადღებას აქცევს, ყოველთვის გაუგებარი იყო ის, რასაც რუსები ხშირად იმეორებენ : "Собака Рублёвая a Ружьё Копейчное". ღრმად ვარ დარწმუნებული, "მანეთიან ძაღლთან" ერთად "მანეთიანი თოფიც" ესთეტიკურად დასრულებულ სურათს შექმნის.
ბარაქალა იმ მონადირეს, ვისაც ეკონომიურ სიძლიერესთან ერთად სილამაზისაკენ ძლიერი სწრაფვაც ახასიათებს. მხოლოდ ასეთ მონადირეს შეუძლია ელიტალური სანადირო იარაღის, კერძოდ "ჰოლანდისა და ჰოლანდის" უძვირფასესი თოფის შეძენით, თავის თავს ესტეთიკური სიამოვნება მიანიჭოს.

თემა ნაშრომია ერთ ერთი ქართველი მწერალის, გლუვლულიანი თოფის უბადლო მცოდნის და შემფასაბელის

ბატონ თემურ ლომინაძის მიერ.


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Sep 24 2012, 19:36
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



უმაგრესი შედევრებია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 24 2012, 19:40
პოსტი #3


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ალთაზარ

ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ სტატიის პირველწყარო და რა გზით იქნა მოპოვებული მიაწერო არ გინდა?

ვინ შევაქოთ, რისთვის შევაქოთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Sep 24 2012, 20:22
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(Davitus @ Sep 24 2012, 20:40) *
ალთაზარ

ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ სტატიის პირველწყარო და რა გზით იქნა მოპოვებული მიაწერო არ გინდა?

ვინ შევაქოთ, რისთვის შევაქოთ...


ვეთანხმები დავითუსას და ავღნიშნავ რომ მშვენივრად ჩამოყალუბებული ნაშრომია კარგად ვისიამოვნე

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 25 2012, 00:52
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Davitus @ 24th September 2012 - 21:40) *
სტატიის პირველწყარო და რა გზით იქნა მოპოვებული მიაწერო არ გინდა?

ნამდვილად. მე ბატონი თემურ ლომინაძის ნაშრომი მგონია და აუცილებლად მიუთითეთ. ტეხამს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 25 2012, 07:39
პოსტი #6


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რატომ ჩქარობთ newsmile05.gif მიუთითებენ ეტყობა დასამტავრებელია , ბატონ თემურიმაც იცის ყველაფერი newsmile045.gif
)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 25 2012, 09:27
პოსტი #7


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(zaxara @ 25th September 2012 - 09:39) *
ბატონ თემურიმაც იცის ყველაფერი
)

მაშინ ხოო..მაშინ ხოო.. newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Sep 25 2012, 11:30
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



იფფფფფფფ
თვალიც ვიპოვნე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 26 2012, 17:55
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ესაა ბატონი თემურ ლომინაძის ნაშრომი, რომელზეც გვაქვს ნებართვა აღებული ვისგანაც საჭიროა newsmile045.gif

სტატია ჩემს მიერაა მომზადებული ჩემი ძმების (დამხმარე ჯგუფი) დაუფასებელი შრომის გამოყენებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Sep 26 2012, 22:27
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(Bonehill @ Sep 26 2012, 18:55) *
ესაა ბატონი თემურ ლომინაძის ნაშრომი, რომელზეც გვაქვს ნებართვა აღებული ვისგანაც საჭიროა newsmile045.gif

სტატია ჩემს მიერაა მომზადებული ჩემი ძმების (დამხმარე ჯგუფი) დაუფასებელი შრომის გამოყენებით.



ჰოო მივხვდი და ემჩნევა ბატონი თემურის სტილი

სტატია კარგი გამოვიდა მომეწონა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Baqacule
პოსტი Oct 11 2019, 21:43
პოსტი #11


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 11-October 19
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჰოლანდ ჰოლანდი ოტო რეიფი. ფასი იცით??

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Baqacule: Oct 11 2019, 21:48
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bondoshondo
პოსტი May 23 2023, 17:56
პოსტი #12


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 19
რეგისტრ.: 16-May 23
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძალიან კარგი ისტორიაა მაგრამ სამაჯურები ისეთივე საინტერესოა როგორც იარაღი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 22:59