IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გამარჯვებულების დაჯილდოვება, რეპორტი
საბო
პოსტი Sep 21 2010, 22:40
პოსტი #46


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც იქნა დამადაგა საშველი და მოვიცალე.
დადგა ჟამი იმისა, რომ ფართო საზოგადოების წინაშე გამოვამზეურო, იმ ნანატრი დაჯილდოების ამსახველი მასალა,რომელსაც როგორც გამარჯვებულები, ასევე, გამარჯვების მსურველები და ღვინისძიების მოყვარული ხალხი მოველოდით.

იმედია, თემას სწორი მისამართით ვხსნი და თუ კი რაიმე მაინც ისტე ვერ გამევიდა, ქე გადეიტანეთ უმფროსებო, იქ სადაც ჩათვლით საჭიროდ.

თათბირი, შეხვედრა თუ ელიტარული კლუბუის მორიგი, საიდუმლო-საზეიმო სერობა, ტრდიციისამებრ, დიდი იაღოვას სახელობის და მისი შუქით გაჩირაღდნებულ სარიტუალო დარბაზში შედგა.
შეკრებილი საზოგადოება,დროის მოსაკლავად განიხილავდა მიმდინარე სეზონის საჭირბოროტო საკითხებს და დროდადრო თვალს აპარებდა ამაყად მდგომი ოქროს თასისაკენ.





და აი ისიც, ამაყად მდგომი და დამშვენებული, რომელმაც გარკვეული პერიოდი ძილიც კი დამაკარგვინა და ლამის გამალოთა, მასზე დარდმა და ოცნებამ.


იქ მისულიც კი სულ მისკენ ვიწევდი და შეხება მსურდა მისი, როგორც მიუწვდომელი და დიდხანს ნაოცნებარი ქალისა.





ამასობაში, ბონე უფრო და უფრო მაწამებდა. პრიზებით , მენდლებითა და საჩუქრებით ალამაზებდა, ისედაც თვალის მომჭრელ ლამაზმანს.



ჩემგან განსხვავებით საკმაოდ დინჯად და დარბაილურად იდგნენ, პრიზიორები, იკო და შუკა. მაგრამ ზურგის ტვუნით ვგრძნობდი, რომ მათ გულშიც, ისეთIვე მაჭარი ჩუხჩუხებდა, როგორიც ჩემში.

ისე შევწუხდი, რომ მეგობრებმა ხელიც კი შემაშველეს, რომ გულისყრისგან მაგიდის ქვეშ, რომ არ გამედინა ზღართანი.


და აი მივიწიეთ სუფრისკენ, ლუკმა გავტეხეთ, ერთმანეთს მივეფერეთ და ყელიც ჩავისუფთავეთ, ვაზის საამო ცრემლებით.



მომავალი თაობა, კი გამოცდას აბარებდა. რით უფრო მალე ჩაიკლავდა შიმშილს, საკუთარი ნერწყვით თუ ჩვენი ყურებით.


გიზოვიჩც თვალები უელავდა ცარიელი სუფრის შემხევარეს, გოგიტა კი მდუმარედ ფიქრობდა , ამ ცხობვრების უკუღმართობაზე.



არიქა მომეშველეთ ვინცხამ, თუ გინდათ მეორე სერიასაც გაყურებინოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 09:18