ტყის ქათამი (ვალდშნეპი) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

28 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ვალდშნეპის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
Коба
პოსტი Mar 16 2013, 17:20
პოსტი #31


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ტყის ქათამი, ჩვენი ნადირობის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. ის ყოველმხრივ საინტერესოა მეძებრით მონადირისათვის. აქ, მინდვრისგან განსხვავებით, აშკარად სჩანს ძაღლისა და პატრონის ურთიერთგაგება, ურთიერთკავშირი, ძაღლის ჭკუა, მონადირის შესაძლებლობლები (სროლის სისწრაფე და სიზუსტე).
ჩვენ ვნადირობთ, როგორც გაზაფხულზე (გადაფრენისას), ასევე შემოდგომაზე.
გაზაფხულზე, დაწყვილების პერიოდია და ამ დროს ტყის ქათამი ადვილი მოსანადირებელია. მონადირეს თითქმის არაფერი პრობლემა არა აქვს, შესაბამისი ადგილის მონახვის გარდა. ასეთ ადგილებს მიეკუთვნება ნებისმიერი ზომის მინდვრები შიგ ტყეში, ტყის პირი, ტყეში გზები, ახალგაზრდა, დაბალი სიმაღლის ხეები და ა.შ. პატარა მდინარეების და ღელეების სიახლოვეს.
მზის ჩასვლიდან 15-25 წუთის შემდეგ დედალი ქათამები ასეთ ადგილებში ჯდებიან და ელოდებიან მამლის გამოფრენას. მამალი მოფრინავს ხეების სიმაღლეზე და ხშირად ეშვება უფრო დაბლა, როგორც კი ღია ადგილს ნახავს. ფრენის დროს გამოსცემს თავისებურ ხმას, რაც "ხორ-ხორს" და " წივ-წივს" მოგავს. დედალი ამ დროს (როცა მამალის ხმას გაიგებს) იწყებს ადგილიდან "წამოხტომას" (წამოფრენას). ტყის ქათამის საქორწილო ძახილი, შედარებით შორი მანძილიდან ისმის და ამიტომ მონადირეს აქვს გარკვეული დრო, რომ მოემზადოს გასროლისათვის. სროლა გაცილებით ადვილია, რადგანაც, პარტნიორის ძებნაში მამალი გაცილებით ნელა მოფრინავს. გასროლის ხმა ტყის ქათამს არ აფრთხობს. ის შეიძლება რამდენჯერმე დაბრუნდეს იმ ადგილას, საიდანაც ესროლეს. ინტენსიური გამოფრენა (ტიაგა) დაახლოებით 1 საათი გრძელდება. შემდეგ ნაკლები სიხშირით და დილით, მზის ამოსვლამდე ისევ ძლიერდება (ტიაგა გრძელდება მთელი ღამე), თუმცა, ღამისას სიხშირით ჩამოუვარდება.
შემოდგომაზე/ მადირობა ისევე ტარდება, როგორც ჩვენთან - ძაღლებით ტყეში ან გადმოფრენის დროს.



მერი ტიაგაზე



კარმენი ტიაგაზე



შემოდგომით





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 16 2013, 19:36
პოსტი #32


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Коба

მშვენიერი მთხრობელი ხართ და შესანიშნავი ფოტოებია newsmile027.gif Коба
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 16 2013, 19:44
პოსტი #33


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(niko @ 16th March 2013 - 20:36) *
მშვენიერი მთხრობელი ხართ და შესანიშნავი ფოტოებია

მართლაც ეგრეა, უცებ ვალდშნეპზე მომინდა გასეირნება......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი Mar 17 2013, 11:08
პოსტი #34


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ციტატა(Bonehill @ Mar 16 2013, 20:36) *
Коба

მშვენიერი მთხრობელი ხართ და შესანიშნავი ფოტოებია newsmile027.gif Коба


აგერ კიდევ ცოტა (სანამ ახალი სეზონი გაიხსნება, დავდებ)







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Mar 17 2013, 19:59
პოსტი #35


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბატონო კობა ძალიან სასიამოვნოა თქვენი გამოჩენა ამ ფორუმზე, ბევრი გვსმენია თქვენი ძაღლების შესახებ. ჩემთვისაც ტყის ქათამი არის №1 სანადირო ობიექტია. თქვენის ნებართვით დავდებ რამოდენიმე ფოტოს.












Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი Mar 18 2013, 02:39
პოსტი #36


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ციტატა(Giorgi_M @ Mar 17 2013, 20:59) *
ბატონო კობა ძალიან სასიამოვნოა თქვენი გამოჩენა ამ ფორუმზე, ბევრი გვსმენია თქვენი ძაღლების შესახებ. ჩემთვისაც ტყის ქათამი არის №1 სანადირო ობიექტია. თქვენის ნებართვით დავდებ რამოდენიმე ფოტოს.


მადლობა, გიორგი! მეც ძან მსიამოვნებს თქვენი წარმატებების ნახვა. ამიტომ, რაც უფრო მეტ სურათებს დადებთ, მით უფრო უკეთესი იქნება.
კიდევ ერთი სათხოვარი მექნებოდა გიორგი თქვენთან. თუ შეიძლება დაწერეთ როგორ ადგილებში ნადირობთ, სად უყვარს ტყის ქათამს ჩვენთან დაჯდომა, როგორ იქცევა ჩვენს პირობებში ძაღლის ქვეშ და ა.შ. თქვენს ძაღლებზეც დაწერეთ ერთი-ორი სიტყვა მაინც.
დარწმუნებული ვარ, რომ, ყველაფერი ეს სურათებზე არანაკლებ დააინტერესებს ფორუმელებს და სტუმრებსაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Mar 18 2013, 09:57
პოსტი #37


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Коба @ Mar 18 2013, 03:39) *
მადლობა, გიორგი! მეც ძან მსიამოვნებს თქვენი წარმატებების ნახვა. ამიტომ, რაც უფრო მეტ სურათებს დადებთ, მით უფრო უკეთესი იქნება.
კიდევ ერთი სათხოვარი მექნებოდა გიორგი თქვენთან. თუ შეიძლება დაწერეთ როგორ ადგილებში ნადირობთ, სად უყვარს ტყის ქათამს ჩვენთან დაჯდომა, როგორ იქცევა ჩვენს პირობებში ძაღლის ქვეშ და ა.შ. თქვენს ძაღლებზეც დაწერეთ ერთი-ორი სიტყვა მაინც.
დარწმუნებული ვარ, რომ, ყველაფერი ეს სურათებზე არანაკლებ დააინტერესებს ფორუმელებს და სტუმრებსაც.

ბატონო კობა, როგორც ჩანს თქვენ საქართველოში ტყის ქათამზე არ გინადირიათ, თუ ვცდები შემისწორეთ. ტყის ქათმის მასიური გადაფრენა იწყება ოქტომბრის შუარიცხვებიდან. პირველი შეხვედრები ტყის ქათამთან შეიძლება მოხდეს ალპურ ზონებში სადაც ხის ნასახიც კი არ არის, მაგრამ აღნიშნულ ადგილებში ესეთი შეხვედრები ხშირი მოვლენა არ არის და აქდან გამომდინარე ამ პერიოდში სპეციალურად ტყის ქათამზე არ ვნადირობთ უბრალოდ მწყერზე ნადირობისას თუ წააწყდები გულს უხარია. ამის შემდგომ ვალდშნეპი ნაწილდება მაღალ მთიან რაიონებში(წალკა, დმანისი, რაჭა, გომარეთი და ა.შ) ძირითადად წიწვოვან ტყეებში. განსაკუთრებულად სასიამოვნოა ნადირობა ამ პერიოში, რადგან ამ დროს ტყის ქათამი არ არის დამფრთხალი და ძაღლის ქვეშ იქცევა შესანიშნავად newsmile027.gif , რასაც ვერ ვიტყვი შემდგომ პერიოდზე, როდესაც ის ატარებს გასაოცარ ხრიკებს რათა გაუსხლტეს მონადირეს და მის ოთხფეხა მეგობარს, რაც თქვენ დარწმუნებული ვარ მოგეხსენებათ. ოქტომბრის ბოლოს ყინვებთან ერთად ტყის ქათამი ნელნელა იწყებს დაშვებას უფრო დაბალ ზონაში როგორიც არის თეთრი წყარო, კოჯორი, წყნეთი და ა.შ და ბოლოს ნოემბის მიწურულს და დეკემბერშიც მისი ნახვა შეიძლება მტკვრის , არაგვის ჭალებში და ბევრ სხვა ადგილებში. მე პირადად არ ვნადირონ ე.წ ტიაგაზე, იმის გამო რომ არ მხიბლავს, მირჩევნია ერთი ქათამი მოვიპოვა ჩემი ძაღლის ნაბულიდან ვიდრე 10 ტიაგაზე. რაც შეეხება ძაღლებს, ჩემი და ჩემი მეგობრის ძაღლები, რომლებიც იხილეთ ფოტოებზე, არიან ჩვეულებრივი ე.წ საბჭოთა სისხლების ინგლისური სეტერბი, რომელთა საგვარეულოებში უზით ისეთი ძაღლები, როგორიც იყვნენ ტიუტკინის "ტრიფი", კაზანკინის "მაიკი", და ა.შ
ძაღლების შესახებ არ გავაგრძელებ, რათა არნიშნული თემა არ გავაოფო newsmile05.gif . უმეტესობა ფორუმელების ჩვენი ძაღლების შესახებ ინფორმირებულია და თუ რამე კონკრეტულად დაგაინტერსად შემიძლია პირადში მოგწეროთ. ერთს დავამატებ მხოლოდ, რომ საქარტველოში რუსეთთან და უკრაინასთაბ შედარებით ინგლისურ სეტერს არ დაუკარგავს ის პოპულარობა რომელიც ჰქონდა ადრე და ითვლება ერთერთ პოპულარულ და მრავალრიცხოვან ჯიშად პოინტერთან ერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი Mar 18 2013, 10:52
პოსტი #38


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ციტატა(Giorgi_M @ Mar 18 2013, 10:57) *
ბატონო კობა, როგორც ჩანს თქვენ საქართველოში ტყის ქათამზე არ გინადირიათ, თუ ვცდები შემისწორეთ. .....
................................................................................
.............................................................................


მე საქართველოში თითქმის არაფერზე არ მინადირია, რადგანაც, სამწუხაროდ იშვიათად მიწევდა ჩამოსვლა და როცა ჩამოვდიოდი მაინცდამაინც მაშინ იქცეოდა ქვეყანა. ერტი თვის წინ ვიყავი ერთი კვირით, მანამდე კი ბოლო ჩამოსავლა 2008 წლის 8 აგვისტოს გვქონდა. ჩვენი რეისი ბოლო იყო, მერე აეროპორტი დაკეტეს.
Eრტადერთი რაზეთ ასე თუ ისე ვარ ცვენთან ნანადირევი, ეს მწყერია. ისიწ 2000 წელს. მაშიმ ჩემი უფროსი ძაღლი, მერი, 5,5-6 თვის იყო. პირველსავე დღეს 4 მწყერი ავიყვანე ძაღლის სტოიკის ქვეს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. სადღაც მაქვს ერთ-ერთი პირველი ნადავლის (ჩემს ძაღლთან ერთად) სურათი და მერე დავდებ მწყერთან დაკავშირებულ თემაში.

ასე რომ, მე ყველაფერი მაინტერესებს, რაც შეეხება საქართველოში ნადირობის ობიექტებს და ნიუანსებს newsmile041.gif .

მადლობა, ვრცელი და საინტერესო პასუხისათვის.

გიორგი, ძალიან მაინტერესებს, რა იგულისხმება ჩვენთან " ტიაგაზე ნადირობის" ქვეშ. ეს უბრალოდ ნადირობაა ტყიდან ვალდშნეპის მინდვრებში გადმოფრენის დროს, თუ, ისევეა, როგორც ჩვენთანაა გაზაფხულზე, "საქორწილო ძახილით"?


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 18 2013, 11:54
პოსტი #39


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Коба
ციტატა(Коба @ 18th March 2013 - 11:52) *
გიორგი, ძალიან მაინტერესებს, რა იგულისხმება ჩვენთან " ტიაგაზე ნადირობის" ქვეშ. ეს უბრალოდ ნადირობაა ტყიდან ვალდშნეპის მინდვრებში გადმოფრენის დროს, თუ, ისევეა, როგორც ჩვენთანაა გაზაფხულზე, "საქორწილო ძახილით"

ჩვენთან გაზაფხულზე ვალდშნეპზე ნადირობა აკრძალულია.თანაც არამგონია ვალდშნეპი ჩვენთან წყვილდებოდეს,შესაბამისად საქორწინო ძახილიც არ ხდება.
"ტიაგაზე" ნადირობას რაც შეეხება,აქ ტერმინი"ტიაგა"ბიჭების მიერ არასწორად არის ნახმარი. newsmile090.gif
ჩვენთან გავრცელებულია ტყიდან მინდორში გადამფრენ ქათამზე ნადირობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Mar 18 2013, 12:56
პოსტი #40


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Коба @ Mar 18 2013, 11:52) *
გიორგი, ძალიან მაინტერესებს, რა იგულისხმება ჩვენთან " ტიაგაზე ნადირობის" ქვეშ. ეს უბრალოდ ნადირობაა ტყიდან ვალდშნეპის მინდვრებში გადმოფრენის დროს, თუ, ისევეა, როგორც ჩვენთანაა გაზაფხულზე, "საქორწილო ძახილით"?

ბაბუ-ს დავეთანხმები, რომ ეს ტერმინი უბრალოდ არასწორად ვიხმარე. ჩვენთან საღამოს გადაფრენის დროს ნადირობენ ძირითადად დასავლეთში, აღმოსავლეთშიც მაგრამ მე პირადად აღნიშნული ნადირობა ნაკლებად მიზიდავს. ბატონო კობა თუ თქვენ შეძლებთ და მომავალი სეზონისთვის ჩამობრძანდებით საქართველოში დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებდით ტყის ქათამზე სანადიროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი Mar 18 2013, 13:46
პოსტი #41


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



დიდი მადლობა, გიორგი!
სურვილი დიდი მაქვს საქართველოში ნადირობის, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, არ გამომდის. იმედი მაქვს ყველაფერი დაეწყობა და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ერთად წავინადიროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Mar 29 2013, 22:06
პოსტი #42


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი May 13 2013, 15:31
პოსტი #43


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ეს "ტიაგის" ვიდეოკადრები და პირველი 2 სურათი რიმოდენიმე დღის წინ გადავიღე (6 მაისს) . იქვე სხვა როლიკებიცაა ამ ნადირობიდან.

ყველაზე მსუქანი. უმრავლესობის წონა 300 გრამს არ აღემატეროდა (ამ გაზაFხულის მოკლე სეზონში 13 ცალი ავიყვანე)












image hosting 12mb
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი May 13 2013, 16:04
პოსტი #44


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Коба
მშვენიერი საგაზაფხულო ნადირობა მოგიწყვიათ კობა ბატონო

''ნაბეღლავი'' მართლა ყველას ჯობია D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Коба
პოსტი May 14 2013, 19:49
პოსტი #45


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ციტატა(Maverick @ May 13 2013, 17:04) *
Коба
მშვენიერი საგაზაფხულო ნადირობა მოგიწყვიათ კობა ბატონო

''ნაბეღლავი'' მართლა ყველას ჯობია D.gif


მშვენიერი არა, რადგანაც მთავარი ობიექტი ვერ მოვინადირეთ, ისე "გავისეირნეთ".

''ნაბეღლავი'' ონიშენკოს თვალის ამოსაგდებად დავდევი, ეგება მიხვდეს რა ასხია შიგ newsmile01.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

28 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 21:04