მტრედი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

17 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ლეკი
პოსტი Nov 28 2010, 13:16
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მტრედის აღწერილობა

ქედანი
გვრიტი
გვიძინი ანუ გულიო
მტრედი



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Nov 28 2010, 17:20
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეკი


ყოჩაღ, კარგად გაართვი თავი ამ თემას. ქება და დიდება შენ, ყმაწვილო.

ციტატა(კახაბერ @ Nov 28 2010, 16:19) *
საკვებად, მე მაგალითად, მტრედი, როგორც ფრინველი ვერ წარმომიდგენია,



მტრედისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს, მოშავო, ოდნავ მაგარი ხორცი აქვთ, სწორედ ამის გამო შემწვარი, ნაკლებად გემრიელია. მე პირადად მტრედის, ქედნის და ა.შ. ხორცს, უფრო ვშუშავ ხოლმე, ხახვში და პომიდორში. იფ,იფ,იფ........ აი ასეთია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Nov 28 2010, 17:45
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მტრედისებრებზე ნადირობა ერთერთი უსაყვარლესი ნადირობაა ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში.ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში და ა.შ.შ.-ში.

მტრედზე ნადირობა ევროპელი და რუსი მონარქების საყვარელი გართობა იყო,მათ კი დამიჯერეთ,არჩევანის საშუალება ქონდათ.
დღევანდელი სპორტული სროლა,მტრედებზე ნადირობიდან იღებს სათავეს,არსებობდა სპესპეციალური თოფები,ე.წ."სადოჩნოე რუჯიო" (მტრედს კალათიდან,"სადოკიდან" აფრენდნენ) ეს თოფები საკმაოდ მძიმე იყო და გრძელი ლულებით გამოირჩეოდა.

ქედანზე ნადირობა ძალიან აზარტულია,მაგრამ ძირითადად სხვა ნადირობების თანმდევათ ითვლება. ჩვენში სპეციალურად ქედანზე,იშვიათად თუ ნადირობენ,მე სულ რამოდენიმე კაცი ვიცი.
ეს ჩემი აზრით განპირობებული არის იმით ,რომ მტრედისებრი,ალბათ იმის გამო რომ ბევრია,ღირსეულ"ტროფეად" არ აღიქვება.
თან ძაღლით ნადირობის მოყვარულ მონადირეებს ქედანზე ნადირობა ,სადაც ძაღლი საჭირო არ არის, დროის დაკარგვად არ უღირთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Jan 16 2011, 19:33
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



სპეციალურად ქედანზე დავდივარ ხოლმე მარტო, მტრედებს კი სხვა ნადირობების დროს ვესვრი ხოლმა. სტრაფი და ლამაზი ფრენა აქვს მტრედს და ლამაზი ნასროლიც თუ გამოგივიდა ძალიან სახალისოა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Feb 17 2011, 14:00
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ღორქედანა თუ გაგიგიათ? ყველაზე დიდია ტარიბანაში და სირაქშია ბევრი და ჭაჭუნაზე მარა 4 ნომერი მაინც უნდა ამტანია ძალიან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 17 2011, 15:12
პოსტი #6


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(alika77 @ Feb 17 2011, 15:00) *
ღორქედანა თუ გაგიგიათ?

ერთი და იგივეა, კახეთში ეძახის ზოგი ღორქედანას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 17 2011, 18:16
პოსტი #7


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(alika77 @ 17th February 2011 - 16:00) *
ღორქედანა თუ გაგიგიათ?

კი გაგვგიგია..მაგრამ მაგას სინამდვილეში გულიო ქვია..მეორენაირად გვიძინსაც უწოდებენ. კახეთისკენ ეძახიან ორქედანას..ასევე ღორქედანას. ეგ კი მართალია..წვირი საფანტი ვერ ერევა..მე "დაჟე" 3 ნომერს ვესროდი ხოლმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Feb 17 2011, 20:52
პოსტი #8


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




მე კი ვიცი რომ ქედანს კახეთში "ღორქედანას" ეძახიან, რადგან მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია... 3-4 ნომერიც მას სჭირდება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Feb 17 2011, 22:19
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



5 ნომრითაც კარგათა ვკლავ მაგ ქედნებს, უფრო ,,სუფთად,, იღებს ვიდრე მსხვილი საფანტი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 17 2011, 22:58
პოსტი #10


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(romeo 1 @ 18th February 2011 - 00:19) *
5 ნომრითაც კარგათა ვკლავ მაგ ქედნებს

ფრენის მომენტში კი ერევა 5 ნომერიც. გული უფრო დაუცველი აქვს. აი დამჯდარ მდგომარეობაში უჭირს წვრილ საფანტს. დაკეცილ ფრთებში ძალიან რთულად ატანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქევხო
პოსტი Feb 18 2011, 09:44
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 181
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



მანძილს გააჩნია, მე 9 ნომრითაც მყავს ნახოცი და 1-ც ხშირად მისვრია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Feb 18 2011, 10:05
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



რა თქმა უნდა მანძილს გააჩნია, 40 მეტრამდეს კარგი ვაზნა 5 ნომერი დამჯდარსაც კლავს და გაფრენილსაც. დამჯდარს უნდა ეცადო რომ მკერდის მხრიდან ესროლო და ხის ტოტები არ ფარავდეს სილუეტს. არის შემთხვევები როდესაც გვერდიდან ნასროლი ქედანი ვარდება და მხოლოდ ფრთა აქვს ხოლმე მოტეხილი. ყველა ნასროლ ქედანს აუცილებლად გააყოლედ თვალი, სასიკვდილოდ დაჭრილი ქედანი ხან 100-200 მეტრის იქით მკვდრად ვარდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქევხო
პოსტი Feb 18 2011, 10:26
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 181
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



რომა მართალი ხარ, ბოლოს რომ ვინადირე ძირითადად მიწევდა სადღაც 60 მეტრამდე სროლა, ვესროდი 1 ნომერს (დამჯდარს). ადგილზე ჩამოგდებულს ყველას მხოლოდ ფრთები ქონდა დალეწილი, ერთმა კი კაი მანძილი იფრინა, მკერდში ქონდა გავლილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alika77
პოსტი Feb 18 2011, 15:00
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 794
რეგისტრ.: 15-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ძალიან ფრთხილია ახლოს არ გიშვებს მანქანიდან ჯობია სროლა მომენტს გააჩნია თორე ლაგატკიტაც მყავს მოკლული ბავშვობაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იკა კაპანაძე
პოსტი Feb 18 2011, 17:50
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 465
რეგისტრ.: 6-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ამიტომაა, რომ ქედანს "იღლიაში უნდა მოარტყა" თუ ჩემი არ გჯერათ ნოსოს კითხეთnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 19:46