საქართველოს რეკრეაციული პოტენციალი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
საქართველოს რეკრეაციული პოტენციალი
Caldera
პოსტი Jul 13 2011, 10:59
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



პირველ რიგში განვმარტოთ რეკრეაციის მცნება. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს დღესდღეობით უმრავლესობისთვის რეკრეაციის მცნება გაგებულია ცალსახად ის რომ ადამიანი ისვენებს ბუნებაში და აღიდგენს ფიზიკურ თუ სულიერ ძალებს, მაგრამ ეს გაგება მცდარია გამომდინარე იქიდან რომ რეკრეაცია ეს არის ადამიანის ბუნებასთან კავშირ-ზემოქმედების პროცესი. რამდენადაც ჩვენ აღვიდგენთ ფიზიკურ თუ სულიერ ძალებს სწორედ იმდენითვე ვზემოქმედებთ გარემომცველ ბუნებაზე. შესაბამისად რეკრეაციულ კომპლექსზე გამოიყოფა შემდეგი ზემოქმედი ფაქტორები: რეკრეანტი(ადამიანი, რომელიც ბუნებისგან რეაბილიტირდება ფიზიკურად და სულიერად და ის გაუაზრებლად ანაგვიანებს ბუნებას), რეკრეაციულ კომპლექსში მომუშავე პერსონალი, ტრანსპორტი და თვით რეკრეაციული ობიექტი, ყველაფერი ეს ზემოქმედებს გარემოზე. ბევრია ისეთი შემთხვევა როდესაც ტბებზე, წყალსაცავებზე, მდინარეებზე ან სულაც ზღვაზე დამსვენებლი ბუნებრივ ქვაბულებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ავსებს, სწორედ ამიტომ ხშირად ბინძურდება წყალი და მისი ხარისხის მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას კრიტიკული ნიშნულით აჭარბებს, წყალში მოხვედრილი ათასგვარი ქიმიური დამაბინძურებელი ნივთიერება აჩქარებს წყლის ევტროფიკაციის პროცესს(წყალს უჩნდება უსიამოვნო სუნი და გემო, ასევე ეცვლება შეფერილობა). ამ მხრივ ძალზედ ცუდი მდგომარეობაა ეროვნულ ტყეპარკებში სადაც არ ხდება არანაირი ზომების დაცვა. აუცილებელია ეროვნული ტყეპარკის რადიალური ზონირება. სულ გამოიყოფა 4 ზონა: 1) ნაკრძალი ანუ ბირთვი - სადაც დაუშვებელია ადამიანის ბუნებასთან შეხებაც კი. 2) ვიზიტორთა არე - ეს ზონა გამოიყენება სამეცნიერო მიზნებისთვის 3) ბუფერული ზონა - რომელიც II და IV ზონის გამყოფის ფუნქციას ასრულებს, ეს რადიალური ზონა ასევე ითავსებს რეკრეაციული ზონის ფუნქციას. 4) დასახლებული არე - ეს ზონა გამოყოფილია მოსახლეობის განსახლებისთვის. სამწუხაროდ დღეს ეროვნული ტყეპარკების ამგვარ რადიალურ დაყოფას საზოგადოების მეტი წილი არ იცნობს, ასე რომ ბევრია კანონის დაღვევის შემთხვევები.
მივდივართ იმ დასკვნამდე რომ დღსდღეობით საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის დონე ძალზედ დაბალია, გამომდინარე აქედან საჭიროა სპეციალური ღონისძიებების ჩატარება რაც საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
მოგეხსენებათ დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეკრეაციული ტერიტორიების მიმართ აღინიშნება საზოგადოების დიდი ინტერესი, საქართველოც არ ჩამოუვარდება მსოფლიოს ქვეყნებს და ჩვენს ქვეყანაშიც რეკრეაციული კომპლექსების გაცხოველებული მოწყობა მიმდინარეობს. საქართველო გამოირჩევა ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებითა და შესაბამისად ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების სიმდიდრით, თუმცა სარესურსო პოტენციალი სრულად როდია გამოყენებული. საქართველოს ჰავა ზომიერი და კომფორტულია. მისთვის დამახასიათებელი ჰაერის ზომიერად მაღალი ტემპერატურა ზაფხულში და გრილი ზამთარი. აბსოლუტური სიმაღლის მატებასთან ერთად ზაფხულის ტემპერატურა თანდათანობით კლებულობს და ამ პერიოდში საქართველოს მთებს მაღალი რეკრეაციული დანიშნულება ენიჭება. ბუნებრივ-რეკრეაციული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ზონა: ზღვის სანაპიროსა და მთის (ზღ. დონიდან 500-2000 მ) აქ თავმოყრილია კლიმატურ თუ ბალნეოლოგიურ კურორტთა უმრავლესობა.
საზღვაო კლიმატური კურორტებია: მწვანე კონცხი, მახინჯაური, ქობულეთი, ურეკი, გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი და სხვა. აღნიშნული კურორტები მაღალესთეტიკურია აქ შეხამებულია მთისა და ზღვის ჰაერი.
მეორე ზონაში თავმოყრილია ბალნეოლოგიური თუ კლიმატური რესურსები. სამწუხაროდ საზღვარგარეთ არაფერი იციან საქართველოს ამხელა რეკრეაციული სარესურსო პოტენციალის შესახებ, გამომდინარე იქიდან რომ არ ხდება რეკლამირება.
საქართველოში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი წყლის თითქმის ყველა სახეობა და მათ უმრავლესობას მაღალ ესთეტიკურ გარემოში აქვს გამოსასვლელი.
რეკრეაციული დანიშნულება აქვს ასევე ბუნებრივ წარმონაქმნებს, მაგ. კარსტებს მღვიმეებში, ტურიზმის (სპელეოტურიზმი) ეს სფერო განვითარებულია ევროპის მრავალ ქვეყანაში.
რეკრეაციულ რესურსებს საქ-ოს ისტორიულ-კულტურული დანიშნულების ობიექტებიც მიეკუთვნება, განსაკუთრებით შიდა ქართლი და მესხეთ-ჯავახეთი.
უცხოელებს ასევე იზიდავს ეთნოკულტურა, ხელოვნება, რეწვა და არქიტექტურა რაც წარმოდგენილია მაღალმთიან ზონაში.(სვანეთი, რაჭა, ხევსურეთი, თუშეთი და სხვა..)
სოფლის მეურნეობაც რეკრეაციული ტრადიციულ რეკრეაციულ რესურსად ითვლება. მევენახეობა, რთველი, ღვინის დაყენების ტექნოლოგია და ა.შ.
ეკონომიკური თვალსაზრისით რეკრეაციულ რესურსს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მისი სწორად დაგეგმარებისა და გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკის საგრძნობლად გაზრდა, გაზრდილი ეკონომიკა კი თავის მხრივ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა დარგების გაზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.


თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ არ მოგერიდოთ დასვით და აუცილებლად გიპასუხებთ.
თემა თუ არასწორად გავხსენი მოდერს ვთხოვ შესაბამის განყოფილებაში გადაიტანოს.
ამ და კიდევ სხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ვისურვებდი ბუნების სიყვარულით შეპყრობილ კლუბის წევრებთან საუბარს თუ რათქმაუნდა დაგაინტერესებთ. განვიხილავდით იმ აქტუალურ პრობლემებს რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი გარემომცველი ბუნება და ვიფიქრებდით მათი გადაჭრისა და მოგვარების გზებზე.

P.s. ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს, შევეცდები პერიოდულად დავდო თემები რომლებიც იმედია წაადგება ადამიანში პირველ რიგში ეკოლოგიური კულტურის გაჩენას და შემდგომ მის ამაღლებას. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 13 2011, 16:59
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Caldera

ერთ-ერთი დიდი პრობლემა საქართველოში ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც გადიან ბუნებაში, ისვენებენ, შემდეგ ქეიფობენ და მერე სახლებში მიდიან, ნაგავი რომელიც გროვდება ყოველთვის რჩება ბუნებაში. ამ ყველაფერს ემატება ხე-ტყის უკანონო ჭრა, ბრაკონიერობა, სხვადასხვა ნადირის, ფრინველის და თევზის უკანონო გზით მოპოვება, რაც საბოლოოდ აისახება ჩვენი რეკრეაციული ზონების განადგურებაზე. რა უნდა ვქნათ? კარგი ჩვენ ჩავატარებთ აქციას, მაგრამ ცოტა დიდმა ინსტანციებმა თუ არ მიაქციეს ამ ყველაფერს ყურადღება, მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით. მაგრამ ერთიც არის: ჩვენვე უნდა შევიგნოთ, რომ ამით ბუნებას და მერე ჩვენ გვადგება ზიანი. სანამ შეგნება არ გვექნება ამ საკითხს არ ეშველება..... სამწუხაროდ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Jul 13 2011, 20:03
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(chele @ 13th July 2011 - 17:59) *
სანამ შეგნება არ გვექნება ამ საკითხს არ ეშველება..... სამწუხაროდ


გაიხარე, სწორედ მაგასაა რომ ვამბობ, სანამ ადამიანში ეკოლოგიური კულტურის დონე არ ამაღლდება (ამაღლებას ვინ ჩივის ნეტავი თითოეულ ქართველში იყოს მისი მინიმუმიც კი) მანამდე არაფერი გვეშველება მაგრამ რომ ვიძახოთ სანამ ის/ეს იქნებაო არც ესე შეიძლება. შეძლებისდაგვარად სწორად დაგეგმარებულ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ და ხალხს მოვუწოდოთ ბუნების დაცვისკენ. სამწუხაროდ ბევრს არ ესმის რომ თუ ბუნებაში მიმდინარე შეუქცევადი პროცესების ერთიანი ჯაჭვიდან თუნდაც ერთი რგოლი მაინც თუ ამოვარდება მთელი ჯაჭვი დაიშლება და ფატალურ შედეგს მივიღებთ.

და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია დავიცვათ შემდეგი:

1) გთხოვთ ნუ დავანაგვიანეთ რეკრეაციულ კომპლექსს (საყოფაცხოვრებო თუ სხვა ტიპის ნარჩენები მოაგროვეთ და ნაგვის ურნებში ჩაყარეთ)
2) გაუფრთხილდით ტყეს, თითოეული მოჭრილი ხით ხელს ვუწყობთ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრდას რაც უარყოფითად აისახება პირველ რიგში ისევ და ისევ ადამიანზე და ყველა ცოცხალ ორგანიზმზე. ტყის გაჩეხვა იწვევს მეწყრებს და ეროზიას და ნიადაგის გამოფიტვას.
3) ნუ ჩაყრით წყალში ნარჩენებს ვინაიდან ამით ბუნებაში მიმდინარე წყლის ევტროფიკაციის პროცესს შეუწყობთ ხელს. (ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით პრობლემურია შავი ზღვა და მისი სანაპირო ზოლი).


შეუძლებელია ადამიანმა ამ პრობლემებს საღი გონებით შეხედოს და გული არ მოუკვდეს და მაინც გულგრილი დარჩეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Jul 13 2011, 20:45
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



კარგი სტატიააა...
ჩელე მართალი ხარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Jul 13 2011, 21:01
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ციტატა(ჩელე @ Jul 13 2011, 17:59) *
Caldera

ერთ-ერთი დიდი პრობლემა საქართველოში ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც გადიან ბუნებაში, ისვენებენ, შემდეგ ქეიფობენ და მერე სახლებში მიდიან, ნაგავი რომელიც გროვდება ყოველთვის რჩება ბუნებაში. ამ ყველაფერს ემატება ხე-ტყის უკანონო ჭრა, ბრაკონიერობა, სხვადასხვა ნადირის, ფრინველის და თევზის უკანონო გზით მოპოვება, რაც საბოლოოდ აისახება ჩვენი რეკრეაციული ზონების განადგურებაზე. რა უნდა ვქნათ? კარგი ჩვენ ჩავატარებთ აქციას, მაგრამ ცოტა დიდმა ინსტანციებმა თუ არ მიაქციეს ამ ყველაფერს ყურადღება, მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით. მაგრამ ერთიც არის: ჩვენვე უნდა შევიგნოთ, რომ ამით ბუნებას და მერე ჩვენ გვადგება ზიანი. სანამ შეგნება არ გვექნება ამ საკითხს არ ეშველება..... სამწუხაროდ....

vetanxmebi.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 13 2011, 21:04
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბუნებას რომ თავი დავანებოთ, ერთხელ სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი და ბავშვიანმა ქალმა აიღო მონარჩენი ქაღალდები ბანანის ქერქები და ა.შ. ჩაწყო პარკში, გამოაღო ფანჯარა და გაქნებული მანქანიდან გადაისროლა. გაიზრდება ბავშვი და იგივეს გააკეთებს, იმიტომ რომ მშობელმა ასწავლა!!! ის ქალი კიდე, დარწმუნებული ვარ, ბავშვის გაზრდამდე მიტინგებზე ივლის საქართველო უნდა გადავარჩინოო. წარმოიდგინეთ ადამიანი ხალხმრავლობაში და შუა ტრასაზე რომ ასეთ საქციელს ჩაიდენს, ბუნებაში, სადაც არავინ არ უყურებს რა საზიზღრობებს გააკეთებს. გულის ამრევია და მეტი არაფერი!!! newsmile042.gif newsmile042.gif

რო კითხო საქართველოსთვის ყველაფერს გააკეთებენ. და იმისი ზრდილობა და შეგნება არააქვთ საკუთარი "გამონახოცი" სხვას რო არ დაუდონ ცხვირწინ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Jul 13 2011, 21:25
პოსტი #7


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოდა მაგიტომაა მერე ეს ჩვენი რეკრეაციული პოტენციალი გამოუყენებელი და ინვესტორებიც არ ინტერესდებიან რაც არ უნდა არეკლამო.

საზღვარგარეთ აბა ასანთის თუნდაც ერთი ღერი დააგდე ქუჩაში იმხელა ჯარიმას გამოგიწერენ რომ მთელი ცხოვრება ვერ გადაიხდი. სადაც ბუნებას აფასებენ იქ ყოველთვის განვითარების მაღალი დონეა და უკეთ ცხოვრობენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 08:53