ჰაერის (გაზის) ზამბარა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ჰაერის (გაზის) ზამბარა
minchanin
პოსტი Sep 29 2012, 10:43
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ მეგობრებო,გადავწყვიტე თქვენს ფორუმზედაც განვაახლო ჩემი გამოჩენა. მოვიდა დრო დავიწყო ქართული ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება. თუ რა არის ჰაერის ზამბარა უკვეა ფორუმზე ნახსენები, და ჩემი აზრით გამეორებას არ საჭიროებს. ჰაერის ზამბარის ფასი იქნება 35 დოლლარი პლიუს ტრანსპორტირების ხარჯი. მინდოდა ფასი უფრო დამეწია, მაგრამ ე.წ. "ზაგატოვკა'', რიდანაც ჰაერის ზამბარა მზადდება, საქართველოში ორჯერ ძვირი აღმოჩნდა ვიდრე ბელორუსიაში, ამიტომ უფრო იაფად ვერ გავაკეთებ. მინდა ავღნიშნო რომ ლაპარაკია
ჰაერი ზამბარაზე 8 მმ.-იანი ''შტოკით''. 10 მმ-იანი ''შტოკიანი'' ზამბარის დამზადებას ჯერ ვერ მოვახერხებ, რადგან მისთვის ''ზაგატოვკა'' ჯერ ვერ მოვძებნე. გადაგზავნის ფასი (ფოსტით) მაგ. ზესტაფონიდან თბილისამდე ჯდება 7.5 ლარი. ისე საოცარია რომ მინსკიდან ზესტაფონამდე ფოსტით გადაგზავნის ფასი 1.5 ჯერ უფრო იაფია ვიდრე ზესტაფონიდან

თბილისამდე. გარანტია 6 თვე. ამ პერიოდში უვარგისი ზამბარა შეიცვლება ვარგისი ზამბარით. ზამბარის გადატენვა უფასოა ერთი წლის განმავლობაში, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდით. გარანტია არ ვრცელდება იმ ზამბარებზე რომლების კორპუსი ან ''შტოკი''იქნება მექანიკურად დაზიანებული. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ თუნდაც მცირეოდენი

განაკაწრი , ან ჩაჭ*ლეტილობა ''შტოკზე'' იწვევს ზამბარის გამოუსწორებელ უვარგისობას. გარდა ამისა, თუ ჩვეულებრივ ზამბარაზე სამონტაჯო სიგრძის 5-8 მილიმეტრით უზუსტობა საშინელებას არ წარმოადგენს, ჰაერის ზამბარის შემთხვევაში 1 მილიმეტრიც კი შეიძლება გადამწყვეტიც იყოს. იმის გამო რომ ერთი და იგივე მარკის თოფები, მაგრამ გამოშვებულები

სხვა და სხვა დროს განსხვავდაბიან ზამბარის სამონტაჟო ზომებით, საჭიროდ მივიჩნევ, ზამბარის შეკვეთის დროს შეტყობინებული იქნას მისი (ზამბარის) სამონტაჟო პარამეტრები : სამონტაჟო სიგრძე ( დგუშის ფსკერიდან ზამბარის მისაყრდენამდე), დგუშის შიგა დიამეტრი, და დგუშის გადაადგილების (ფეხზე შეყენების დროს) მანძილი. კიდევ უფრო

უკეთესი იქნება თუ თოფს, ან მარტო საკომპრესიო ცილინდრს (აწყობილ მდგომარეობაში) გადმოაგზავნით. ამ შემთხვევაში მე თვითონ ჩავსვამ ზამბარას და გამოვცდი (თოფის შემთხვევაში). ამ შემთხვევაში ზამბარის ჩაყენების ფასი იქნება 10 დოლლარი. არ მინდა რომ ვინმეს ეგონოს, რომ ეს თითქოს წაგლეჯვა იყოს, მინსკში ერთხელ ერთმა კაცმა ორი ზამბარა

გააფუჭა ზედიზედ, და მესამის დაყენებამ მე თვითონ მომიწია. თუმცა როგორც ვიცი თბილისში უკვე არიან ამის სპეციალისტებიც. მე მგონი ძირითადი გასაგებად დავწერე, თუ რაიმე არის გაუგებელი ან დასაზუსტებელი ბრძანეთ, და დაუყოვნებლივ გავარკვევთ.

მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩემთვის ამ საქმეში (და არა მარტო ამ საქმეში ) მთავარია ის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი.
მე მგონი სწორად მოვიქეცი ამ თემის აქ დაწერაზე. თუ რამეში შევცდი მზად ვარ მივიღო შენიშვნა და გამოვასწორო. ასევე მზად ვარ , საჭიროების შემთხვევაში , უფრო ღრმად ვილაპარაკოთ Hაერის ზამბარაზე. ყველას მიმართ პატივისცემით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Sep 30 2012, 12:27
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Sep 30 2012, 16:46
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



აი, ჩემს მიერ დამზადებულ ჰაერის ზამბარები, მათს ასევე ეძახიან ნიტრო პისტონს, გაზის ზამბარას, აირის ზამბარას. მე ვეძახი ჰაერს ზამბარას, რადგან მასში ჩატუმბულია ჩვეულებრივი მშრალი ჰაერი.


თუ რა არს ჰაერის ზამბარა ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ ყურადღებას გავამახვილებ რამოდენიმე ასპექტზე:
1. ჰაერის ზამბარა შეიძლება გამოყენებული იქნას ზამბარა დგუშიან პნევმატიურ თოფებში, სადაც დგუშის დაჭერა „შეპტალოთი“ ხდება (დგუშის გვერდითი ნაწილით)



2. ჰაერის ზამბარის დატუმბვა ხდება ოპტიმალური წნევით, ან იმ წნევით რომელსაც მოითხოვს მომხმარებელი.

3. ჰაერს ზამბარის ეფექტურობა ჩვეულებრივ ზამბარასთან შედარებით
შეიძლება დავიანგარიშოთ დგუშის გადაადგილების მანძილისა და მისი (დგუშის) დიამეტრის შეფარდებით -

2,3 - მდე - არა აფექტურია
2,4 – 3,2 - ნაკლებად ეფექტურია
3,3 – 3,6 - ეფექტურია
3,7მმ და ზემოთ - მაქსიმალურად ეფექტურია.
ჰაერის ზამბარის ძირზე, იმყოფება კლაპნის ვინტი, რომლის ამოხრახვნა, ან მასზე მექანიკური ზემოქმედება აკრძალულია.







კორპუსზე ძირის მიმაგრება ხდება თითფერის (ლატუნის) შელღობით (პაიკით), ან ელექტრო შესადუღი აპარატით. ორივე შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია საშიშროებას არ წარმოადგენს. ჩემს მიერ ჩატარებული ტესტის დროს ჰაერის ზამბარამ შელღობილი ძირით გაუძლო 500 ატმოსფეროს და არ გასკდა.






ზამბარები ძირითადად გვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც არის მათ შორის განსხვავება - ღერძის (ეგრეთწოდებული "შტოკის") დიამეტრში, კორპუსის დიამეტრში, ძირის დიამეტრში, სიგრძით, და რა თქმა უნდა მასში ჩატუმბული ჰაერის წნევით.



ზამბარა შეიძლება იყოს თოფში ჩაყენებული როგორც ღერძით დგუშში, ასევე პირიქით კორპუსით დგუშში. ეს დამოკიდებულია კომპრესორის და დგუშის კონსტრუკციებზე.

ეს იყო მინიმალური განმარტებები, ახლა კი საფასური, ვადები, მოწოდება, გადახდა:

ჰაერის ზამბარებს (ღერძის დიამეტრით 8მმ) ვამზადებ შეკვეთით სამი დღის განმავლობაში, წინასწარი გადახდის მერე. ფასი 35 ამერიკული დოლარი. რა თქმა უნდა ლარებშიც შესაბამისი კურსით. სხვა დიამეტრის მქონე ღერძიან (შტოკიან) ჰაერის ზამბარებს ჯერ არ ვამზადებ.

გაგზავნა ხდება დამკვეთის ხარჯებით (ჰაერის დამზადების საფასურში 35$-ში არ შედის ტრანსპორტირების ღირებულება). პროდუქცია იგზავნება - ფოსტით, კურიერით, მარშრუტკით. გადახდისა და გამოგზავნის ვარიანტები ინდივიდუალურად განიხილება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.


საგარანტიო მომსახურება:

გარანტია 6 თვე, მომხმარებლის სახელზე გაგზავნის მომენტიდან. ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დატუმბვა უფასოა, გაგზავნის ხარჯების გარეშე.

გარანტია არ ვრცელდება თუ ზამბარაზე მოხდენილი იქნა მექანიკური, ან მაღალი ტემპერატურის (50 გრადუსის ზემოთ) ზემოქმედება. ყოვლად დაუშვებელია ღერძზე ნაკაწრები, ან ჩაჭ*ლეტილობები, თუნდაც ძალიან მცირე.

კატეგორიულად აკრძალულია ზამბარაზე დაწოლა მისი სიმძლავრის შესამოწმებლად.

ჰაერის ზამბარა ნორმალურად მუშაობს 0 გრადუსიდან +45 გრადუსამდე.

დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ თემიდან ჰაერის ზამბარა პნევმატიური თოფებისთვის
[/quote]
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Oct 1 2012, 09:19
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



აი სტეოგერ х50-ის მონაცემები (ტყვიის სიჩქარეები) ჩემი ჰაერის ზამბარით, შედარებულია ჩვეულებრივ ხვეულ ზამბარასთან
[quote name='guricha' date='Sep 29 2012, 11:31 PM' post='99616']


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 04:16