Chris Pfeiffer in Tbilisi - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
Chris Pfeiffer in Tbilisi, ექსტემალური შოუ
le1
პოსტი Oct 16 2011, 16:10
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2
რეგისტრ.: 15-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება




19-23 ოქტომბერს კავკასიის ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა მოტოსპორტის ლეგენდად აღიარებული გერმანელი სპორტსმენი კრის ფაიფერი.
22 ოქტომბერს 16:00 საათზე კრის ფაიფერი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ყველაზე ექსტრემალურ და თავბრუდამხვევ შოუს გამართავს.

პირველად საქართველოში მსოფლიოსა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი სთანთრაიდინგში, რედ ბულის სპორტსმენი კრის ფაიფერი ყველას დასანახად დაამტკიცებს, რომ მოტოციკლი უბრალოდ გადაადგილების საშუალება არ არის! კრის ფაიფერი თბილისში აჩვენებს, რომ მოტიციკლით შესაძლოა არა მხოლოდ სწრაფი მოძრაობა, არამედ წარმოუდგენელი ილეთების შესრულებაც: ფაიფერის არსენალშია 33 ადამიანზე გადახტომა ტრამპლინის გარეშე, 30 წამის განმავლობაში 15 ჯერ დატრიალება უკანა ბორბალზე და კოცნაც კი ილეთის შესრულების დროს.

სთანთრაიდინგი – მოტოციკლის მართვა წინა ან უკანა ბორბალზე, რთული ან სანახაობრივი ილეთების შესრულება მოძრაობის ან ადგილზე დგომისას. სთანთრაიდინგი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სპორტია მსოფლიოში.

კრის ფაიფერი ცნობილია, როგორც:
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სთანთრაიდინგში - 2003, 2007, 2008, 2009
ევროპის ოთხგზის ჩემპიონი სთანთრაიდინგში - 2004, 2006, 2007, 2008
Erzberg Red Bull Harescramble, Extreme Enduro Race ოთხგზის ჩემპიონი - 1996, 1997, 2000, 2004

სამი შვილის მამას რისკის სულაც არ ეშინია და მზადაა ყოველდღიურად დაამყაროს ახალი გამაოგნებელი რეკორდები. თუ რას უმზადებს თბილისელებს კრისი, ამის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცემა კრის ფაიფერის საჩვენებელ შოუზე:
22 ოქტომბერი 16:00 - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის წინ




გთხოვთ მობრძანდეთ, წინასწარ გიხდით მადლობას.

http://www.youtube.com/watch?v=dlTtTa_HcLQ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ODZELA
პოსტი Oct 16 2011, 17:26
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 275
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კრისს არაერთხელ მოუწყვია თავბრუ დამხვევი შოუ და ეხლაც იმ იმედით ვარ რომ ჩვენც კარგი სანახაობის მომსწრენი გავხდებით. მაგრამ უტრამპლინოდ 33 კაცზე გადახტომა არარეალურია ჩემთვის პირადად როგორც მოტოსპორცმენისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ODZELA
პოსტი Oct 16 2011, 17:34
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 275
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi






ესეც ვიდეო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Oct 17 2011, 10:08
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



გიჟიააააა... D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Oct 17 2011, 20:40
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგარი ვინმეა, თუ მოვახერხებ აუცილებლად მოვალ.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 11:28