BMW - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
მარდი
პოსტი Jun 6 2013, 21:41
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბიჭებო სულ მქონდა ამ თემის გახსნის სურვილი მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე... ჩემთვის ბმვ უსაყვარლესი ფირმაა. მოდით აქ ვისაუბროთ ბმვ-ს დადებით და უარყოფით მხარეებზე სხვადასხვა სერიებზე და საერთოდ ბმვ-ზე მგონი დაგაინტერესებთ. newsmile05.gif





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Jun 6 2013, 22:13
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



კუთხააა სად ხარ აბაააა? D.gif მოი აქანე, მოიი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 6 2013, 22:37
პოსტი #3


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



mardi

აი ეგ ვიდეო ნაღდად არ უნდა დაგედო რა, მაგას მივაშლი უეჭველი, შენ თუ ეგ დრიფტაობა სწორ ქმედებად მიგაჩნია და პახოდუ სამარიაჟოდ, აღარ ვიცი რა გითხრა, იმედია ასაკის ბრალია ეგ ყველაფერი.



მაგ "ფეთსოთებმა" დაღუპა ბევრი ღრუზინი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 6 2013, 22:54
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



არ მეგონა ასეთი "გადარეულები" თუ გვყვავდნენ საქართველოში...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jun 7 2013, 08:53
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



აჰა, მოვედი მეც D.gif მოკლედ მაღლა ვიდეოს ვერ ვხედავ სამსახურისდა გამო და არ ვიცი რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ newsmile05.gif სამაგიეროდ შემიძლია BMW-ს ცუდ მხარეებზე ვილაპარაკო D.gif მაგალითად:

1. ტრ აკი აქვს მსუბუქი და ცურავს მოსახვევებში D.gif

2. ასევე პერედოკი აქვს ქაღალდის და მალე ფუჭდება D.gif

3. ხმელი და გრუბი მანქანაა და ლახანკასავით დადის

მოკლედ მითები შორს წაგვიყვანს, ამიტომ რეალობასაც ვიტყვი, მე პირადად მე-2 BMW მყავს და მის სუსტ პერედოკზე და ტრაკის ქნევაზე უბრალოდ მეცინება და მორჩა

პირადად ჩემი აზრი კი ამ ბრენდის შესახებ არის ის რომ მსოფლიოს უძლიერესი ფირმაა მსუბუქი მანქანების წარმოებაში, საკმაოდ კომფორტულიც არის, საკმაოდ ელეგანტური და საკმაოდ სწრაფიც

ისე ყველაზე კარგი მოდელები როგორც მოდელებში ისე ძრავებში მაინც 90-ან წლებში გამოდიოდა, იგივე

E-30 ///M-3 (რომლის ფასიც ბევრი დღევანდელი თანამედროვე მანქანის ფასს აჭარბებს)




იგივე E-34 ///M-5




და იგივე E-36 ///M-3



ეს კი ამ ბრენდის ლეგენდარული მოდელი

///M-1 რომელმაც 1972-79 წლებში დაიპყრო მსოფლიო ♥



ამავე წლებში გამოდიოდა ყველაზე მუშა (დღესაც) უვანოსო ძრავები, რომლის "ნიზი" იყო თუჯისაგან დამზადებული და საკმაოდ დიდ "ნაგრუზკას" უძლებდა newsmile05.gif



ესეც პატარა ინფო:

Bayerische Motoren Werke AG (BMW) — გერმანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებს და ძრავებს აწარმოებს. საწარმოს შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში

BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დეიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანიას ახალი სახელი - „ბაიერიშე მოტორენ ვერკე“ ეწოდა. 1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი - „ტურ 3ა“ შექმნა, შემდეგ კი „მოტორ 4“, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.
მაქს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაქსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება. მან გამოუშვა „R 32”, რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში პატარა ავტომობილების მწარმოებელ Dixi-ს ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს „ოსტინ დიქსის” მარკით. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდი ხანი არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან.
1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80 კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (ამ ელემენტით BMW დღესაც იწონებს თავს) და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ. სპორტული ავტომობილების რამდენიმო მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო.
1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველადი ღირებული სპორტული ავტომობილი - ორადგილიანი როდსტერი 328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille Miglia-ში (მილე მილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისთვის. BMW 328-მ თავისი „მოვალეობა” 1940 წელს შეასრულა, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166,7 კმ/სთ) ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.
1951 წლიდან დაიწყო BMW-ს ახალი მოდელის წარმოება. BMW 501 თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავს ამხელა მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა რვაცილინდრიანი ძრავი შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ავითარებდა.
1955 წლისათვის კომპანიამ საკმაოდ უცნაური მოდელი - იესტა შექმნა. მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა, ძრავი კი 13-ცხენისძალიანი იყო და მხოლოდ 80 კმ/სთ-ს ავითარებდა, მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით BMW-მ ძვირადღირებული სპორტული მოდელები - 503 და 507 შექმნა. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებული ფირმა ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა BMW-ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ სხვის დაუხმარებლად ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა განიზრახა. 1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1,4 ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო BMW-ს მორიგი აღმავლობა.
1966 წელს კომპანიამ ახალი BMW 2000 წარადგინა. უნდა ითქვას, რომ ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიის BMW-ების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის BMW. 70-იანი წლების ბოლოს კი ზედიზედ იქმნება მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილებიც.
BMW-3-ის სედანების მეოთხე თაობას საქარხნო ინდექსით E30 აწარმოებდნენ 1982 წლის ნოემბრიდან 1991 წლის ბოლომდე (ლაპარაკია BMW „ხულიგანკაზე“). ამ მოდელში და საერთოდ BMW-ში მაქსიმალური კომფორტი აქვთ მძღოლს და მის გვერდით მჯდომ მგზავრს, BMW-ს ხელსაწყოთა პანელის გაფორმება კი მრავალი წლის მანძილზე ბევრი მწარმოებლისთვის ეტალონად ითვლებოდა.
BMW პირველად ჩაება ფორმულა 1-ში 2006 წელს.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/BMW
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 7 2013, 09:08
პოსტი #6


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგ ვიდეოები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ეგ არც დრიფტია, არც ქუჩის რბოლა. ეგ არის დიდი ბოდიში და კვერცხობა. ცენზურა არ მაძლევს საშუალებას უფრო ცუდად ვთქვა.

რაც შეეხება თვითონ მარკას. რა თქმა უნდა უარყოფითთან ერთად თავისი დადებითიც აქვს ამ მანქანას. ჩემი აზრით თუ მართვა არ იცი ამ მანქანის არც უნდა გაეკარო, იმიტომ რომ სულ სხვანაირად დადის და ცოდნა უნდა. 3 ჩემი ახლო მეგობარი შეიწირა ამ მარკამ. მეტი რაა? დანარჩენს ჩემზე მცოდნეები დაწერენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 7 2013, 11:06
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კუთხა

დიდი არაფერი სანახავი ვიდეო არ არის, ქუჩის ხულიგანი თევზაძის ვიდეოებია, რომლებსაც (თავისი თუ არა), სხვების რისკის ფასად იღებს და მერე ნეტში ანთავსებს, მაგ ვიდეოების მიზანს მე პირადად ვერ ვხვდები, თვითდამკვიდრება პროფესიონალურ რალიში ცადოს, ვინმე უარს ეუბნება თუ რაა ვერ გამიგია


ბმჭ მე პირადად მომწონს, მაგრამ არ ვაფანატებ, არ მომწონს ის რომ ძაან გაპაპსავიკებულია. მართვა უდაოდ განიჭებს სიამოვნებას, მაგრამ შეტყუებაც იცის სისწრაფემ და ვისაც ნებისყოფა არა აქვს (პროფესიონალიზმი აქ არაფერ შუაშია), დამღუპველი ზეგავლენა აქვს.

მე დიდი ხანია შევეშვი სპორტულ მანქანებს, ზუსტად მაგის გამო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
SPEC
პოსტი Jun 7 2013, 11:26
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 247
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



დავამატებ, რომ ყველასათვის ცნობილ Mclarren F1-ის ძრავი სწორედ BMW-ს დამზადებულია , მანქანა ლეგენდაა , ხოლო მისი უმთავრესი დეტალი,სული და გული სწორედ ძრავია ! ))

ეს კი მონაცემები :
Model
Type
Horsepower
Bore and stroke
Displacement
Compression ratio
Engine control system
Valve gear

Power (SAE net)
Torque (SAE net)
Redline BMW S70/2
6.1 liter 48 valve V-12 with aluminum block and heads
627 bhp
3.38 x 3.41 in (86 x 87 mm)
370 cubic in, 6064 cc
10.5:1
Bosch Motronic with port fuel injection
Chain-driven double overhead cams, 4 valves per cylinder, hydraulic lifters, variable intake timing
618 bhp @ 7400 rpm
479 ft-lb @ 4000 rpm
7500 rpm

Acceleration
0-30 mph (48 km/h): 1.8 s
0–60 mph (97 km/h): 3.2 s
0–100 mph (160 km/h): 6.3 s
0–124.28 mph (200.01 km/h): 9.4 s
0–150 mph (240 km/h): 12.8 s
0–200 mph (320 km/h): 28 s Top speed
With rev limiter on: 231 mph (372 km/h)
With rev limiter removed: 242.96 mph (391.01 km/h)
Over Distance
0–400 m (0.25 mi): 11.1 s at 138 mph (222 km/h)
0–1,000 m (0.62 mi): 19.6 s at 177 mph (285 km/h)

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jun 7 2013, 12:03
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



Davitus
ა ვიცი თევზაძის ვიდეოები და სრულიად გეთანხმებით მის მიმართ გამოთქმულ ყველა სიტყვაში newsmile045.gif

სისწრაფერს რაც შეეხება მართლა ვერ ვხვდები ამ დამკვიდრებულ ლეგენდებს თითქოს ბმწ არის ყველაზე სწრაფი და თავისებური მართვა უნდა და ასე შემდეგ, იგივე მერსედესსაც და ძალიან ბევრ მანქანას აქვს ძლიერი ძრავი, რომელიც ძალიან დიდი სიჩქარეს ავითარებენ ძალიან მოკლე დროში, მაგრამ იმათზე არ ამბობენ არაფერს, რატო? ვერ ვხვდები....

ალბათ ეს ლეგენდები დამკვიდრდა იქიდან რომ ახალგაზრდების 60% ბმვ-ს ანიჭებს უპრატესობას თუნდაც იგივე მერსედესთან შედარებით, მაინც უფრო ახალგაზრდულ მანქანად ითვლება და იმიტომ და სწორედ ამ არჩევანის ბრალია რომ ბევრმა ახალგაზრდამ რომელმაც ჯერ ტარება არ იცის იარა იმაზე მეტი სისწრაფით ვიდრე შეიძლებოდა და დაიმთხვა რომ დაიმტვრა ბმვ-თი, რაც თამამად შეიძლებოდა მერსედესითაც მოსვლოდა და კარგი "შეკრული ადინაცატითაც" D.gif

ისე თანამედროვე მანქანები უკვე ისეა დახვეწილი მოცურების, ბუქსაობის და ასე შემდეგ საწინააღმდეგო სისტემებით რომ საკმაოდ ძნელდება უკვე მანქანის მოცურება თუ ხელით არ გაითიშე ეგ ფუნქციები newsmile045.gif

ესეც E46 ///M-3 ძალიან ლამაზი მოდელი newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jun 7 2013, 12:10
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



E-92 ///M3







4.4 2 ტურბინიანი F-10 ///M-5, 560 ცხენის ძალა, რომლის წვა შერეულ პირობებში შეადგენს 9.9 ლიტრს newsmile05.gif დაუჯერებელია ცოტა ხო? newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jun 7 2013, 12:16
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



კომფორტის მოყვარულები ბრძანდებით? თქვენს წინაშეა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი დიპლომატიური ტიპის მანქანებში

BMW E-38
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Jun 7 2013, 13:13
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Davitus @ Jun 6 2013, 23:37) *
mardi

აი ეგ ვიდეო ნაღდად არ უნდა დაგედო რა, მაგას მივაშლი უეჭველი, შენ თუ ეგ დრიფტაობა სწორ ქმედებად მიგაჩნია და პახოდუ სამარიაჟოდ, აღარ ვიცი რა გითხრა, იმედია ასაკის ბრალია ეგ ყველაფერი.



მაგ "ფეთსოთებმა" დაღუპა ბევრი ღრუზინი

არა თევზაძეს მეც არ ვამართლებ...
უბრალოდ 5 სერიის ბმვა ამ ვიდეოებში რომელიც ძალიან მომწონს და მაგიტომ დავდე.
თუ რაიმე არასწორად დავდე შეასწორე თუ შეიძლება. newsmile045.gif

ციტატა(კუთხა @ Jun 7 2013, 13:16) *
კომფორტის მოყვარულები ბრძანდებით? თქვენს წინაშეა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი დიპლომატიური ტიპის მანქანებში

BMW E-38

კომფორტი და ხმაც ძალიან მაგარიაქვს 740ებს ბიძაშვილს ყავს და ოცნებაა რა.. newsmile027.gif
ამერიკულებს კიდევ გერმანულები ჯობია როგორც ვიცი ხოო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თემო.
პოსტი Jun 7 2013, 14:02
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 595
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



BMW E-38 monkey.gif ჩემთვის პირადად თავის წლებში საუკეთესოა, მიუხედავად იმისა რომ მერსედესის მოყვარული გახლავართ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jun 7 2013, 14:24
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



ციტატა(sergo tabagari @ 7th June 2013 - 14:13) *
ამერიკულებს კიდევ გერმანულები ჯობია როგორც ვიცი ხოო?

elementarno-vatson.gif გერმანელი თავის სამშობლოში უფრო გერმანელია ვიდრე ამერიკაში გაკეთებული newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Jun 7 2013, 15:10
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(კუთხა @ Jun 7 2013, 15:24) *
elementarno-vatson.gif გერმანელი თავის სამშობლოში უფრო გერმანელია ვიდრე ამერიკაში გაკეთებული newsmile05.gif

vetanxmebi.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 22:52