მარჯვენა თუ მარცხენა ))) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
მარჯვენა თუ მარცხენა )))
თაზო
პოსტი Dec 4 2015, 10:30
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხალხებო, აბა გამომხედეთ აქეთ. ალბათ ყველა გაიგებდით ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც მარჯვენა საჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვას შეეხება. და 150 ლარიან სტიკერს "ჩემი მანქანა მარჯვენა საჭიანი იყო". newsmile042.gif ვიცი აქ ბევრს ყავს მარჯვენა საჭიანი და გადატანილი საჭიანი მანქანები. საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად სწორია, არასწორია, გამართლებულია თუ არა ეს კანონპროექტი. რათქმაუნდა თუკი პარლამენტი დაამტკიცებს მას, რისი დიდი ალბათობაც არის. გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრი))) newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Dec 4 2015, 10:40
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მიცემითში გავიგნო თუ წოდებითში? შენ მარტო მითხარი


ჯერ გზას მიხედონ და მერე მიხედონ მანქანებს.

ესენიც მალე გაუყვებიან შორეულ გზას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Dec 4 2015, 10:43
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(kajuberi @ 4th December 2015 - 11:40) *
მიცემითში გავიგნო თუ წოდებითში?

ნათესაობითში newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Dec 4 2015, 11:07
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოკლედ ასეთია ჩემი აზრი და ხედვები.
1. არავის აქვს უფლება ადამიანს აუკრძალოს იმ ავტომობილის ყოლა რომელიც მას მოსწონს. ეს ეხება, როგორც მარჯვენა საჭიან, ისე ძველ ავტომობილებს.
გამოსავალი: გინდა მარჯვენა საჭიანი? გადაიხადე. დადგინდეს გარკვეული ყოველწლიური ტარიფი, მარჯვენა საჭიანი ავტომობილების ყოლაზე. მარჯვენა მარჯვენა საჭიანებს ფარების ნათების მიმართულება და კუთხე სხვა აქვს. მოსათხოვნია მათი რეგულირება ( ისევ ტექ. დათვალიერებამდე მივედი) ან რეგულირების შესაძლებლობის არქონის შმეთხვევაში, მოსთხოვე ფარების შეცვლა დაშვებული მიმართულების ოპტიკით.
2. გინდა ძველი ავტომობილი? გაიარე ტექ. დათვალიერება, ნუ დაარღვევ ტექნიკურ და ეკოლოგიურ ნორმებს და პაჟალსტა ირახრახე რეტროთი.
3. "ჩემი მანქანა მარჯვენა საჭიანი იყო"- რას გვაძლევს ეს ფირნიში? რაში გადავიხადო 150 ლარი? რა... გავაფრთხილო სხვები, რომ ჩემი ავტო მოჭარბებული რისკის მატარებელია და მომერიდეთთქო? მაშინ გადაახდევინონ გაზ ჩაყენებულ ავტოების მფლობელესაც და მიაკვრევინონ ფირნიში, ისენი უფრო მეტი საფრთხის შემცველები არიან. აზრი მხოლოდ ერთია ამ შემთხევაში: ბიუჯეტის შევსება.
4. და მთავარი........ ამდენ ბალამუტობას, დააწესონ გაზრდილი ტარიფი მარჯვენა საჭიან ავტომობილების განბაჟებაზე .
აუცილებლად შემოიღონ ტექ. დათვალერება ( და არა ფულის კეთების სტანოკი). მესმის ეს ყველაფერი, გაჭირვებული ხალხის უფრო გაჭირვებას გამოიწვევს, მაგრამ სამაგიეროდ: 1. გადარჩება უამრავი ადამიანის სიცოცხლე. 2.და მთავარი გამოსწორდება ეკოლოგიური მდგომარეობა, 2. განახლდება საერთო ავტო პარკი, 3. შემცირდება უარგისი ავტომობილების რაოდენობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოძრაობის ნაკადის შემცირებას და საცობებს აგვარიდებს.

ისე ჯერ სად ხართ..... ეხლა ცოტა ხანში ფურაშკიან-ღიპიან-კალიასკიანი მოტოებით "გაიშნიკებიც" გამოჩნდებიან და დაიწყებენ ტალონების ხ**ეტვას და ჩასასაფრებულები რადარების მოშვერას. ჰაჰა.... რა მაგარი იქნება..... შევეცი მოკლედ ........... ნუ ვის ამას თვითონ მიხვდებით........ პატივისცემით (არა თქვენი პატივცემით და არა იმიათი newsmile045.gif ) მუდამ თქვენი საბოოოო...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Dec 4 2015, 11:22
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საბო
რამდენის გაანალიზება მოგისწრია შე კაცო , ჩვენც დაგვიტოვე სათქმელი newsmile05.gif პრინციპში მაგის დრო არ იყო ასე მგონია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Dec 4 2015, 11:37
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



საბო

small3d018.gif dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 4 2015, 11:45
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



2008 წლიდან დღემდე მყავს მარჯვენა საჭიანი მანქანა. ეს უკვე მესამეა. მეოთხეს უკვე მარცხენა საჭიანს ვიყიდი. ნელ-ნელა მივედი ამ აზრამდე ისევე როგორც მეორად საბურავს აღარ ვიყიდი არასოდეს. რამოდენიმეჯერ შემექმნა მარჯვენა საჭის გამო საავარიო სიტუაცია. ანუ ტრასაზე გასწრებისას (მარტი ვიჯექი მანქანაში და მარცხნივ არავინ არ მეჯდა რომ ეკარნახა გზა თავისუფალი იყო თუ არა) კინაღამ შევასკდი შემხვედრ მანქანას. ასეთი შემთხვევა ამ 6-7 წელიწადში შეიძლება 2-3 იყო მაგრამ მაინც ხომ იყო. იშვიათად მაგრამ მაინც მექმნება მარჯვენა საჭის გამო პრობლემა. განსაკუთრებით გვერდით თუ არავინ გიზის, გასწრებისას გიჭირს და ნერვიულობ. ისე თუ ვთქვათ ქალაქში მოძრაობ და არ ასწრებ არანაირი პრობლემა არ არის. ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა მთავრობის მხრიდან, არა და იაპონიის მანქანები მაგარი შენახული და იაფია. აზერბაიჯანში 2005 წლის ქვემოთ გამოშვებული მანქანების რეგისტრაცია აკრძალეს და ადვილად შეეგუა მოსახლეობა.
ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი. მარჯვენა საჭიანის აკრძალვით საავარიო სიტუაციების რისკი მცირდება. მოსახლეობას კი ეზღუდება შანსი იაფად შეიძინოს კარგი (მაგრამ მარჯვენა საჭიანი) მანქანა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Dec 4 2015, 12:22
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(sabo73 @ 4th December 2015 - 12:07) *
ბიუჯეტის შევსება.

100% მართალი ხართ


ეხლა 2005 წლიანი მანქანა მარჯვენა საჭიანი უფრო უსაფრთხოა თუ 1990 წლიანი მარცხენა ხრონგი ბლიად newsmile042.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 4 2015, 13:27
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ბიუჯეტი როგორ შეივსება აკრძალვით საინტერესოა???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Dec 4 2015, 13:56
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



მარტივად რო ვთქვათ თუ იცი ტარება მნიშვნელობა არაააქ რულს საით იქნება, პროსტა ბიუჯეტის და ხალხის გაღვლეპის თემაა რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Dec 4 2015, 14:14
პოსტი #11


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საჭე საით არის. მარჯვენასაჭიანი მანქანა საფრთხეს ქმნის და ასევე ძველი მარცხენასაჭიანი (მით უმეტეს მარჯვენა) ხრონგებიც რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი. დილით სახლიდან რომ გამოვალ ვაჟაზე სუნთქვა არ შეიძლება ისე იგრძნობა გამონაბოლქვი. ყოველივე ამას დარეგულირება რომ ჭირდება არც ეგაა სადაო მგონი. მთავარია სწორედ მიუდგნენ და მართლა მარტო ბიუჯეტის შესავსებად არ შემოიღონ ახალი კანონები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 4 2015, 14:40
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



როგორც გავიგე აკრძალვაზეა საუბარი და არა რაიმე დამატებით ბაჟის დადებაზე. მაინც ვერ ვიგებ აკრძალვით ბიუჯეტი როგორ შეივსება? ანუ 2016 წლის მარტიდან ვეღარ განაბაჟებ მარჯვენარულიან მანქანას (ამის შემდეგ ვეღარ შემოიყვანთო). რაც ქვეყანაშია მათზე არაფერი იყო ნათქვამი. სანამ იარსებებს 2016 წლის მარტამდე შემოყვანილები, იქნებიან, მათზე არანაირ რეგულირებაზე არ არის ჯერჯერობით საუბარი და შემდგომ თუ რამეს ცვლიან და ვინმემ იცით დაწერეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Dec 4 2015, 16:03
პოსტი #13


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს კანონპროექტი მე ასე გავიგე: 2016 წლიდან (თუ დაამტკიცეს რა თქმა უნდა) ვეღარ შეოიყვანენ მარჯვენა საჭიან მანქანას და ვერ განაბაჟებენ. რეექსპორტზე და დასაშლელად მგონი პრობლემა არ შეექმნებათ.

რაც შეეხება თვითონ კანონპროექტს: აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე.

დადებითი:

1. აღარ გაიზრდება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რიცხვი. (თორე უკვე იაპონიის ერთ-ერთი პროვინცია გავხდით)
2. ეს ავტომობილები, იმდენად ბევრია და იმდენად იაფი, რომ ყველა მეორე ადამიანს უკვე მანქანა ყავს, თან მარჯვენა საჭით. (აიღებენ მართვის მოწმობას და მეორე დღეს ყიდულობენ მანქანას. რითიც იზრდება უბედური სემთხვევების რისკი.)
3. შედარებით გაიზრდება მარცხენა საჭიან ავტომობილებზე მოთხოვნა, რაც გაზრდის მის ფასს და ასე ყოველ მეორეს უკვე აღარ ეყოლება მანქანა. (რაც შემაცირებს ავტომობილების რაოდენობას ქალაქში. თუ არ შეამცირებს, კატასტროფულად მაინც არ გაზრდის)

უარყოფითი:

1. ის ადამიანები, რომლებიც გადართულნი არიან ამ საქმეზე და ორ კაპიკს შოულობენ, შეუმცირდებათ გაყიდვები. შესაბამისად შეუმცირდებათ შემოსავალი რაც ძალიან ცუდია. თუმცა ამ თემაში გამოცდილი კაცი, ადვილად ადაპტირდება ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე. ამიტომ შეიძლება ითქვას, ეს მინუსი არ არის, მაგრამ მაინც....
2. იმ ადამიანებს, ვისაც დღემდე (ანუ სანამ გაჟღერდებოდა ამ კანონის შესახებ) უკვე ნაყიდი აქვს მანქანა და გზაშია, 2 თვის შემდეგ რომ ჩამოუვა ეს მანქანა, სად წაიყვანოს? ალბათ ამასაც კანონით დაარეგულირებენ. თუმცა დიდი იმედი არ მაქვს.
3. ხალხი აბუნტდება. თუმცა ეს იქნებ კარგიც იყოს, თორე მაგრად გადაისხეს თავზე უკვე....

150 ლარიანი ფირნიში, სრული იდიოტიზმია.

მოკლედ, რაღაცეები არ მახსენდება. ნუ დამიწყებთ კამათს იმაზე, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილი საფრთხეს არ წარმოადგენს:

1. ზოლებს ვერ იცავენ ან არ იცავენ. მაგრამ ასე 90% რომ ასე დადის, ეს უკვე პრობლემაა. მართალია მარცხენა საჭიანებიც არ აკლებენ, მაგრამ მარჯვენა საჭიანი რომ მიდის ჩემ წინ, მაშინვე ვხვდები და ფრთხილად ვარ.
2. ტრასაზე, გასწრებაზე, საშინელი საფრთხეა. თუ მარტო ზის მძღოლი ხომ საერთოდ. არ მითხრათ, რომ ვინც მარჯვენა საჭესთან სხედხართ, არ გიჭირთ ტრასაზე სიარული. ამასწინად, კინაღამ მარჩი გავაპე შუაზე გლდანში. ამით იმის თქმა მინდა, რომ მარჯვენა საჭეს ზემოდან ემატება ქართული იდიოტური სიარული მანერა რაც დამეთანხმებით, რომ დიდი პრობლემაა.

ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, თან მომხრე ვარ ამ კანონის და თან არა. მაგრამ რაღაც უნდა გაკეთებულიყო აშკარად. თვითონაც კარგად ხედავთ რა მდგომარეობაა თბილისში. ასე, რომ უფრო მომხრე ვარ, რომ ეს კანონი ამოქმედდეს. ახლა მეტყვით, დაგაზული მანქანებიც საშიშიაო. მართალიც იქნებით, საშიშია. მაგრამ გაზზე შემოიღეს სავალდებულო დათვალიერება რასაც ნამდვილად არ მოყოლია ხმაური, იმიტომ რომ საჭირო იყო ეს გაკეთებულიყო და გაკეთდა კიდეც რაც თანდათან დაარეგულირებს გაუმართავი სისტემის გამართულად მუშაობას.

აბა გისმენთ, გადამეცით ანათემას.... D.gif D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Dec 4 2015, 19:10
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(chele @ 4th December 2015 - 17:03) *
2. ეს ავტომობილები, იმდენად ბევრია და იმდენად იაფი, რომ ყველა მეორე ადამიანს უკვე მანქანა ყავს, თან მარჯვენა საჭით. (აიღებენ მართვის მოწმობას და მეორე დღეს ყიდულობენ მანქანას. რითიც იზრდება უბედური სემთხვევების რისკი.)

ესეიგი რაგამოდის ბატონო ჩემო თუ 5000 + არ აქვს კაცს უმანქანოდ უნდა იაროს?
3000 დოლარად მშვენიერი მანქანები მოდის მარჯვენა საჭიანი ახალი ლეგასი სკაილაინი ფორესტერი და ა.შ და ამ ფასად იაპონიიდან თუ აკრძალეს რა ჯანდაბა ვიყიდო? დანჯღრეული ტროიკა თუ ოპელი? რომელი უფრო აბინძურებს გარემოს?
ციტატა(chele @ 4th December 2015 - 17:03) *
მეორე ადამიანს უკვე მანქანა ყავს,

ვისაც უნდა უნდა ყავდეს კიდეც გავგიჭდები რა ყველა იმაზე წუწუნებს რო პრობკებია ქალაქშიო, თბილისი მანქანებს ვეღარ იტევსო და ასე შემდეგ და რულიდან არ ჩამოდიან
მე რო არამაქ საშუალება ძვირიანი მანქანა ვიყიდო ჩემ ხარჯზე უნდა ეშველოს მოძრაობას?

ციტატა(chele @ 4th December 2015 - 17:03) *
3. შედარებით გაიზრდება მარცხენა საჭიან ავტომობილებზე მოთხოვნა, რაც გაზრდის მის ფასს და ასე ყოველ მეორეს უკვე აღარ ეყოლება მანქანა. (რაც შემაცირებს ავტომობილების რაოდენობას ქალაქში. თუ არ შეამცირებს, კატასტროფულად მაინც არ გაზრდის)

ეს კარგია მერე? გაფიცებ ეხლა პრადო უფრო სჭირდება კაცს თუ იაფიანი მანქანა რითაც ხშირ შემთხვევაში ოჯახს არჩენს

მაპატიეთ თუ მეჩვენება მაგრამ მგონია რომ გინდათ რომ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხს მანქანების ყიდვა გაუჭირდეს? არარი ეს ეგოისტური?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shotaa
პოსტი Dec 4 2015, 22:51
პოსტი #15


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 113
რეგისტრ.: 30-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩელე
ქალაქი იზრდება მოსახლეობაც მანქანებსაც ყიდულობს ხალხი რა არი ამაში ცუდი? ყავდეს ყველა მეორეს მანქანა რა ჯობია მაგას.
საცობია თუა მიზეზი მისი დარეგულირების სხვა ბევრი გზა არსებობს.
ტექ დათვალიერებას ვემხრობი 100 %
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 23:45