მარჯვენა თუ მარცხენა ))) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
მარჯვენა თუ მარცხენა )))
assassin29
პოსტი Dec 5 2015, 00:01
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(shotaa @ 4th December 2015 - 23:51) *
ქალაქი იზრდება მოსახლეობაც მანქანებსაც ყიდულობს ხალხი რა არი ამაში ცუდი? ყავდეს ყველა მეორეს მანქანა რა ჯობია მაგას.

ყველას უნდა რო არიყოს პროპკები ქალაქში გასაგებია დამღლელია ნერვების მომშლელი საწვავის ხარჯიჩ იმატებს მაგრამ რომ უთხრა მეტროთი იარეო არავინ იზავს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 5 2015, 00:27
პოსტი #17


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგით რა, მანქანა არის ფუფუნების საგანი, სხვა შემთხვევაში კი შემოსავლის წყარო. 1500$ რომ მოაგროვებს ადამიანი და გარბის მანქანის საყიდლად, ეგ ნორმალურად მიგაჩნიათ?

გადატენილია ასეთი 1000$ მანქანიანი ქალებით ქალაქი, ქართველები ისეთი პაკაზუხა ხალხი ვართ, ლიჟბი მანქანით ვიაროთ და მარჯვენა საჭის დედაც, საჭმლისაც, და ჩასაცმელისაც. მშივრები კვდებიან და განვადებით აიბოლიტ ს6 გამოაქვთ. ასეთი ხალხისთვის რაც უფრო ძვირი იქნება ავტომობილი, მით უფრო დაისვენებს ყველა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shotaa
პოსტი Dec 5 2015, 01:01
პოსტი #18


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 113
რეგისტრ.: 30-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო მართლა არ მესმის, მე მაგალითად მინდა მანქანის ყიდვა შეიძლება ბევრმა იცოდეს integra
type-r ეს ავტომობილი მხოლოდ იაპონიაში მხოლოდ მარჯვენა რულით გამოდის საუკეთესო მონაცემებით, მხოლოდ ბიუჯეტური მანქანები ხო არაა ზოგს არ ყავს სხვა ქვეყანაში ანალოგი.
ფულის მოგროვებას და ბევრი რამის მოკლებას თუ ეხება საქმე (ჭამას არ ვგულისხმობ) მე ვარ ეგეთი ადამიანი და მესმის სხვისიც კარგად მინდა ავტომობილი მაქ მიზანი და იმ მიზნისთვის ვიკლებ ბევრ რამეს პაკაზუხობად არ ვთვლი ამ საქციელს, მინდა დავკავდე სპორტით და იმიტო მჭირდება ვიღაცას სოფელში წასვლა უნდა ვიღაცას სანადიროდ ყველას ხო თავისი ჭიის გასახარებლად უნდა რატო უნდა ქონდეს ერთეულებს ამის შანსი და არა უმრავლესობას.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია shotaa: Dec 5 2015, 01:03
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Dec 5 2015, 02:44
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამ ქვეყანაში საერთოდ კონსტიტუცია არსებობს ნეტა? როდისაქეთია შეძლებული მოსახლეობის ფენა უწყვეტავს ყველა დანარჩენს რაიყიდოს როდის და სად მითუმეტეს საყოფაცხოვრებო ნივთზე ვლაპარაკობთ. აკრძალვებით კიარა ახალი შემოვლითი და ქალაქს რომ კვეთს ისეთი გზატკეცილი თუ რაქვია არვიცი ეშველება პრობკებს. სხვა ქვეყნებსაც ქონდათ მსგავსი პრობლემები და მშვენივრად გადაჭრეს არაა საჭირო ველოსიპედს თავიდან მოგონება თანაც მახინჯის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება კაგებეს ნოსტალგია სუფევს და ჩვენივე თავს აკრძალვებს ვუწესებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Dec 5 2015, 09:06
პოსტი #20


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნებისმიერი კანონი რაღაცას კრძალავს და არეგულირებს. მე ვერ ვხედავ პრობლემას თუ მთავრობა ახალი და მარცხენასაჭიანი მანქანების ქვეყანაში იმპორტს წაახალისებს, ხოლო ძველი და მარჯვენასაჭიანისას შეზღუდავს. რაც შეეხება ქვეყანაში უკვე შემოყვანილ მანქანებს აქ უფრო მტკივნეული იქნება რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცით უნდა დაიწყონ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Dec 5 2015, 09:22
პოსტი #21


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აბა ისაა ნორმალური ძველი დიზელის ძრავიანი მარშრუტკები, ან ჯიპები თუ სედანები ან თუნდაც სამარშრუტო ავტობუსები საშინლად რომ ჭვარტლავენ გარემოს თუ ის რომ ტაქსების უმრავლესობა საშინლად გაუმართავია? (იმდღეს ჩემს წინ მიდიოდა ტაქსი უკან სხვადასხვა სიმაღლის საბურავი ეყენა თუ რა ჭირდა ვერ მივხვდი, მანქანა ლამბადას ცეკვავდა თან კლიენტი ეჯდა) არც ისაა ნორმალური რომ ქვეყანაში სადაც მარჯვენა მოძრაობაა მარჯვენასაჭიანი მანქანები თუ არ ჭარბობს. არც ბევრად ნაკლებია მარცხენასაჭიანზე. ყოველივე ამას დარეგულირება ჭირდება! და ზემოთ აღნიშნული ტიპის მანქანების მფლობელებს აუცილებლად შეეხება მეტნაკლებად, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shotaa
პოსტი Dec 5 2015, 16:09
პოსტი #22


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 113
რეგისტრ.: 30-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(assassin29 @ Dec 5 2015, 01:01) *
ყველას უნდა რო არიყოს პროპკები ქალაქში გასაგებია დამღლელია ნერვების მომშლელი საწვავის ხარჯიჩ იმატებს მაგრამ რომ უთხრა მეტროთი იარეო არავინ იზავს

გეთანხმები მაგრამ გააჩნია რის ხარჯზე იქნება, რამოდენიმე ქალაქში ვარ ნამყოფი და ჩვენ ქალაქთან შედარებით ყველგან განიერი გზებია, ჩვენთან გზებიც არაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Dec 5 2015, 22:41
პოსტი #23


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(axalcixeli @ 5th December 2015 - 10:06) *
მე ვერ ვხედავ პრობლემას თუ მთავრობა ახალი და მარცხენასაჭიანი მანქანების ქვეყანაში იმპორტს წაახალისებს

ამისი წახალისების ერთადერთი გზაა ნორმალური სამსახური და ხელფასი. დღესდღეობით კი ეს ჩვენთან ფუფუნებად ითვლება. ათეულს გადავცდი კაი ხანია მანქანებში, აქედან არცერთი მარჯვენა და გადატანილი არ ყოფილა, უბრალოდ არ შეიძლება ასე ვიღაცის ნებაზე კანონების მიღება-გაუქმება. ზეგ მოვა ვინმე ახალი და გვეტყვის იგულავეთ ბიჭებო, გავაუქმე ამათი დამტკიცებული კანონიო, მაზეგ კიდე სხვა მოიფიქრებს რამე ოქროს და აეეე...რავი აბა, "კაკ მინიმუმ" უფლება ირღვევა ადამიანის, რომელსაც უნდა ყავდეს მარჯვენა საჭიანი მანქანა! გააძვირონ განბაჟება ცოტა, ფულიც შევა ბიუჯეტში და კოლოფი ასანთის ფასიც არ ექნება მანქანებს. ვისაც გულით უნდა კიდე, პატარას გაიჭირვებს და მაინც იყიდის. პოტენციური ათიდან შემოვა 2-3 და ქალაქსაც ეშველება და არც ბიუჯეტი დაიქცევა, ია ტაკ დუმაიუ))) vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Dec 6 2015, 09:31
პოსტი #24


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სწორედ მაგას ვგულისხმობდი, გააძვირონ ძველი ან/და მარჯვენასაჭიანების განბაჟება, მარცხენა საჭიანისა და ახალის კი გააიაფონ და წახალისებაც ეგ იქნება.

პ.ს კარგ სამსახურს და მაღალ ხელფასებს მხარს ვუჭერ ორი ხელით newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Dec 6 2015, 20:59
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხალხნო გამოსავალი ძალზედ მარტივია.
გაძვირდეს 20-30%-ით მარჯვენა საჭიანი მანქანების განბაჟება. (შემცირდება რეალიზაცია, შემცირდება დროსი ცოტა გრძელ ვადაში მარჯვენა საჭიანი მანქანების რაოდენობა).
აუცილებელი გახდეს ტექ. დათვალიერება პირველ რიგში საზოგადოებრივ ტრანსპორზე, მაგ: ტაქსი, სამარშრუტო ტაქსი, ავტობუსი და სატვირთო ავტომობილები.( მაგალითად ვადა დადგინეს 6 თვის პერიოდშინ გაიაროს პირველი ტექ. დათვალიერება. ხოლო ყოველ შემდეგ წელს კი ჩვეულებრივად როცა მოუწევს მაშინ. ეს ხარჯი ერთბაშად არ ექნება გადასახდელი და არც რიგები იქნება ტექ. დათვალიერების სადგურებში.)
ამ 6 თვის პერიოდის გავლის შემდეგ აუცილებელი გახდეს ტექ. დათვალიერება კერძო მოხმარების მაქანებზე იგივე პრინციპით.
ამ ყველაფრისთვის საჭირო იქნება ახალი ტექ. დათვალიერების სადგურების აშენება, მომსახურე პერსონალის მომზადება. რაც თავის მხრივ დაასაქმებს კიდევ ბევრ ადამიანს და ეს ცალკე ხეირი იქნება კიდევ როგორც ხალხისთვის, ისე ბიუჯეტისთვის.
მესმის , რომ გამოიწვევს ხალხის ნაწილობრივ გაღიზიანებას ( თავის დროზე დიდი შეცდომა იყო გაუქმება) , მაგრამ მოიტანს ბევრ სარგებელს. და კიდევ რა დადებითი შედეგები ექნება ეს ზემოთ უკვე დავწერე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Dec 6 2015, 21:50
პოსტი #26


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



assassin29
ციტატა(levani mgebrishvili @ 4th December 2015 - 20:10) *
ესეიგი რაგამოდის ბატონო ჩემო თუ 5000 + არ აქვს კაცს უმანქანოდ უნდა იაროს?
3000 დოლარად მშვენიერი მანქანები მოდის მარჯვენა საჭიანი ახალი ლეგასი სკაილაინი ფორესტერი და ა.შ და ამ ფასად იაპონიიდან თუ აკრძალეს რა ჯანდაბა ვიყიდო? დანჯღრეული ტროიკა თუ ოპელი? რომელი უფრო აბინძურებს გარემოს?


3000$ შეიძლება ნორმალური მანქაის მოძიება ამერიკულის ან ევროპულისაც. რაც შეეხება გარემოს დაბინძურებას: ყველა კატალიზატორ ამოცლილი მანქანა აბინძურებს გარემოს. არა აქვს მნიშვნელობა იაპონურია თუ დანჯღრეული ჟოპელი. newsmile05.gif

ციტატა(levani mgebrishvili @ 4th December 2015 - 20:10) *
ვისაც უნდა უნდა ყავდეს კიდეც გავგიჭდები რა ყველა იმაზე წუწუნებს რო პრობკებია ქალაქშიო, თბილისი მანქანებს ვეღარ იტევსო და ასე შემდეგ და რულიდან არ ჩამოდიან
მე რო არამაქ საშუალება ძვირიანი მანქანა ვიყიდო ჩემ ხარჯზე უნდა ეშველოს მოძრაობას?



სწორედ მაგიტომ არის საცობები, რომ ყოველ მეორეს ავტომობილი ყავს. ბევრი მანქანაა ქალაქში და გზებიც არ გაუთვალისწინებიათ კომუნისტებს, როცა თბილისს აგეგმარებდნენ. მაგრამ რაც არ უნდა ფართე გზები გვქონდეს, ქართული სიარულით, მაინც საცობები იქნება. მორალი: ჯერ შეგნება და მერე დანარჩენი. არ მიგულისხმია, რომ მაინცდამაინც შენზე უნდა ეშველოს მოძრაობას. ზოგადად ვსაუბრობ.



ციტატა(levani mgebrishvili @ 4th December 2015 - 20:10) *
ეს კარგია მერე? გაფიცებ ეხლა პრადო უფრო სჭირდება კაცს თუ იაფიანი მანქანა რითაც ხშირ შემთხვევაში ოჯახს არჩენს

მაპატიეთ თუ მეჩვენება მაგრამ მგონია რომ გინდათ რომ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხს მანქანების ყიდვა გაუჭირდეს? არარი ეს ეგოისტური?


ვერ გაგიმართლებ იმედებს და გეტყვი, რომ არ ვარ ეგოისტი. newsmile05.gif რაც შეეხება პრადოებს. მართალი ხარ. ამიტომ ღირს ძვირი პრადო. თუ პრადო გყავს არ იტაქსავებ. ეხლა შენ წარმოიდგინე, ყველას რომ ჰქონდეს ფული (ღმერთმა მოგვცეს) და ყველამ პრადო რომ იყიდოს, რა ამბავი იქნება ქალაქში. მარცხენა საჭიანი ოპელითაც შეიძლება ოჯახის რჩენა. და კიდევ: თუ გაჭირვებული ხარ, რა გემანქანება შე კაი კაცო? ადვილი გგონია შენ ტაქსაობა? newsmile05.gif სწორად გამიგე რაც ვთქვი.


shotaa
ციტატა(shotaa @ 4th December 2015 - 23:51) *
ჩელე
ქალაქი იზრდება მოსახლეობაც მანქანებსაც ყიდულობს ხალხი რა არი ამაში ცუდი? ყავდეს ყველა მეორეს მანქანა რა ჯობია მაგას.
საცობია თუა მიზეზი მისი დარეგულირების სხვა ბევრი გზა არსებობს.
ტექ დათვალიერებას ვემხრობი 100 %


არაფერი ცუდი არ არის ამაში, რომ ქალაქი იზრდება. შენ როგორ გესახება, რა ალტერნატივები არსებობს დარეგულირების ამბავში? გგონია, ბევრი იაპონური მანქანა გაივლის ტექდათვალიერება? ტყუილად გგონია. ნახევარზე მეტს ამოცლილი აქვს კატალიზატორი. newsmile05.gif


shotaa
ციტატა(shotaa @ 5th December 2015 - 02:01) *
მე მაგალითად მინდა მანქანის ყიდვა შეიძლება ბევრმა იცოდეს integra
type-r ეს ავტომობილი მხოლოდ იაპონიაში მხოლოდ მარჯვენა რულით გამოდის


რაც შეეხება ამ ამბავს: ის მანქანები, რომლებიც უკვე ნაყიდია, გზაშია და მოდის. ასევე სპორტული მაქნანები, ტრანზიტით და რეექსპორტით ნაყიდი მარჯვენა საჭიანი ავტომობილი, შეზღუდვა არ შეეხება. ასე რომ ღმერთმა მოგცეს იმდენი ფული, რომ შეძლო მისი ყიდვა.

PREDATOR
ციტატა(PREDATOR @ 5th December 2015 - 03:44) *
სხვა ქვეყნებსაც ქონდათ მსგავსი პრობლემები და მშვენივრად გადაჭრეს


თუ იცი, როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა იქნებ გვითხრა თუ იცით?...


ჩემი აზრით: ან უნდა გაიზარდოს განბაჟების ფასი მარჯვენა საჭიანებზე ან დროებით მაინც შეწყდეს იმპორტი. ცოტა განიტვირთება სიტუაცია. და საერთოდ: ჩვენ მთავრობაში რომ ჭკვიანები ისხდნენ, საერთოდ თუ არა, გავანახევრებდი განბაჟების საფასურს ელექტრომობილებზე და ჰიბრიდებზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Dec 6 2015, 22:32
პოსტი #27


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ჩელე @ Dec 6 2015, 22:50) *
ჩემი აზრით: ან უნდა გაიზარდოს განბაჟების ფასი მარჯვენა საჭიანებზე ან დროებით მაინც შეწყდეს იმპორტი. ცოტა განიტვირთება სიტუაცია. და საერთოდ: ჩვენ მთავრობაში რომ ჭკვიანები ისხდნენ, საერთოდ თუ არა, გავანახევრებდი განბაჟების საფასურს ელექტრომობილებზე და ჰიბრიდებზე.



vetanxmebi.gif

სადაა მერე ჭკვიანები? bliadzl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 7 2015, 01:52
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(თაზო @ 5th December 2015 - 23:41) *
.რავი აბა, "კაკ მინიმუმ" უფლება ირღვევა ადამიანის, რომელსაც უნდა ყავდეს მარჯვენა საჭიანი მანქანა! გააძვირონ განბაჟება ცოტა, ფულიც შევა ბიუჯეტში და კოლოფი ასანთის ფასიც არ ექნება მანქანებს. ვისაც გულით უნდა კიდე, პატარას გაიჭირვებს და მაინც იყიდის. პოტენციური ათიდან შემოვა 2-3 და ქალაქსაც ეშველება და არც ბიუჯეტი დაიქცევა, ია ტაკ დუმაიუ)))


კენჭი იყარე არჩევნებზე newsmile090.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Dec 7 2015, 08:48
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



megreli
არ ვარ მე იმნაირი))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Dec 7 2015, 12:29
პოსტი #30


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩელე



(3000$ შეიძლება ნორმალური მანქაის მოძიება ამერიკულის ან ევროპულისაც. რაც შეეხება გარემოს დაბინძურებას: ყველა კატალიზატორ ამოცლილი მანქანა აბინძურებს გარემოს. არა აქვს მნიშვნელობა იაპონურია თუ დანჯღრეული ჟოპელი. newsmile05.gif )




მაქვს 3000 $. ამ ფულით მომდის 2005 წლიანი ნისან იქსტრაილი(დიდი ხანია უკვე მყავს ეს ავტომობილი 2001 წლიანი და ჩემი დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე მიძლებს ერთგულად. ვფიქრობ, საუკეთესოა თავის კლასში) 120000 მდე გარბენით, 4BB შეფასებით.
რა ალტერნატივის მოძებნა შეიძლება ამერიკის და ევროპის ბაზარზე ამ ფასად?4x4 ზე ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ერთი ავტომობილის ყოლის საშუალება მაქვს და სედანს ვერ ვიყოლიებ ნამდვილად.

ეხლა ზოგადად რას ვფიქრობ ამ კანონზე.

ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მანქანაა და დასარეგულირებელია.
1)უნდა შეზღუდულიყო იაპონიიდან იმპორტი მანქანის გამოშვების წელის მიხედვით და გაზრდილიყო ბაჟი.(სრულად აკრძალვა არ იყო საჭირო, ვინაიდან განსაკუთრებულად მოწესრიგებული მანქანები შემოდის ამერიკისგან და ევროპისგან განსხვავებით)
2)ტექ-დათვალიერება 100 % ით საჭიროა.(რას გავს ჩვენი ავტოპარკი კი ვიცით. თავისი ტაქსით, მარშუტკით, ავტობუსით და სპეც-ტექნიკით ასევე)
3)დამწყებისთვის ჩემი აზრით მნიშვენლობა არ აქვს რომელ საჭესთან დაჯდება. ვინც ტარება არ იცის, ვერც მარცხენას ატარებს და ვერც მარჯვენას.ამიტომ ყველაზე მეტად რაც მომეწონა ის არის, რომ მართვის მოწმობის გამოცდები ჩატარდება რეალურ მოძრაობაში და უფრო მეტიც არის საჭირო ამ მხრივ, ვისაც აქვს ,,პრავა''აღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩემის აზრით თავიდან უნდა ჩააბაროს გამოცდა, ახალი წესებით. მართალია დიდი ხარჯია, მაგრამ აუცილებელი უსაფრთხოებისათვის. ვინაიდან ტარება 80-% მა არ იცის.
4)100 ქულიან სისტემას ვემხრობი 100 % ით
5)300 ლარიან ჯარიმასაც ვემხრობი ღერძულას გადაკვეთაზე, მაგრამ ცოტა მეშინიაnewsmile05.gif, თუმცა სხვანაირად ვერ გადავეჩვევით.

მოკლედ ყველაფერს ვეთანხმები მარჯვენა საჭიანების რეგისტრაციის აკრძალვის გარდა, ვინაიდან არ მაქვს სურვილი ჩავჯდე ამერიკულ და ევროპულ, გაბანძებულ ავტომობილში ზემოდან 5000 $ ის დამატებით და მინიმუმ 150000 კმ ით მეტი გარბენით, მიმაჩვია იაპონიამ კომფორტს.

არ მაქვს პრეტენზია 10000 $ ზე ზემოთ ღირებულების მანქანებზე. ვიცი რომ კარგია, მაგრამ არ მაქვს ფული.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jaba_gugesha: Dec 7 2015, 12:31
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 07:20