ლანგჰაარი - გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
ლანგჰაარი - გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი
tavadi baratashv...
პოსტი Nov 1 2010, 10:17
პოსტი #16


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რაც შეეხება იმ რაღაც აჩარკას newsmile035.gif ორი კურღელი ყავს დაჭერილი ცოცხლად და არაჩვეულებრივად ნადირობს newsmile035.gif იმას და ჩემ ძაღლს არ შვადარებ, ორივეს მუშაობის სხვადასხვა სტილი აქვს. აქ სხვა თემაა და ყოველგვარი აგრესიულობის გარეშე ფორუმელებს ვთხოვე რეალურად თუ ვინმეს გყოლიათ მომწერეთ მეთქი, ერთია თეორიული ცოდნა, რომელსაც წიგნიდან და ინტერნეტიდან გავიგებ, მარა პრაქტიკულიც საჭიროა დამეთანხმებით. ავჩარკის თემას რაც შეეხება არაა გავაკვირი, ეგ ჯიშიანი ძაღლი მაინცაა და ბევრჯერ მინახავს ნაბუშარი და დვარნიაშკა ძაღლებით ენადიროთ და ეს ძაღლები ჯიშიანებს ტოლს არ უდებდნენ, ამას ჰაერზე და გაგონის ნაღდად არ ვლაპარაკობ. არავის კომპეტენციას და ცოდნას არ ვაყენებ ეჭვის ქვეშ, ყველაფრის მცოდნე არავინ ვართ და რაღაც რომ არ ვიცი იმიტომ ვკითხულობ, ტყუილი კი არაფერი დამიწერია და არც აგრესიული, პატივისცემით თქვენი მონამორჩილი newsmile035.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 1 2010, 12:53
პოსტი #17


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




G L P - German Longhaired Pointer
გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი


აღწერილობა

ლანგჰაარი უნდა იყოს კუნთოვანი, ელეგანტური და ათლეტური, მაგრამ ის არ უნდა იყოს მძიმე და ვეებერთელა, უნდა შეეძლოს თავისუფლად და სწრაფად გადაადგილება. ფიზიკურად ის ზომიერია, არ უნდა გამოიყურებოდეს ძალიან სუსტად. ამ ჯიშის ძაღლებისთვის დამახასიათებელია ტემპერამენტობა, რაც მის გარეგნობაშიც გამოიხატება. როგორც ყველა გერმანულ ჯიშს მასაც თათებზე აქვს აპკი. ამ ჯიშის გაზრდისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და გაკონტროლდეს მისი აგრესიულობა ლეკვობის პერიოდში.


ბეწვი და შეფერილობა

ლანგჰაარს აქვს საშუალო სიგრძის ოდნავ ტალღოვანი ბეწვი (დაახლოებით 3-5 სმ), მაგრამ არა ზედმეტად ხუჭუჭი. ის არ არის ნაზი და რბილი, არამედ მტკიცე და ბზინვარე. ბეწვის შეფერილობა არის მუქი შოკოლადისფერი ან ყავისფერი, ახასიათებს კვადრატული ფორმის ლაქები, რომელიც ძირითადად გვხვდება თავზე, ზურგზე ან კუდზე. თეთრი ლაქები დასაშვებია მხოლოდ გულმკერდის არეში, თათებსა და დრუნჩზე.


ზომა

ხვადი - დაახლოებით 60-70 სმ-ს შორის, ძუ - 58-63 სმ. მაქსიმალური წონა 30 კგ.


სიარული

მისი სიარული ხასიათდება გრძელი და თავისუფალი ნაბიჯებით.


ხასიათი

ლანგჰაარი კეთილი, ნაზი, მეგობრული და ჭკვიანი ჯიშია. ის იმდენად მოსიყვარულეა, რომ ვერ ეგუება ადამიანებთან განცალკევებით ცხოვრებას. ვერ ეგუება ჩაკეტილ ცხოვრებას, ესაჭიროება სისტემატიური სეირნობა და ვარჯიში. უყვარს ბავშვებთან ერთად თამაში და არ არის აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ.

მოვლა

ადვილად იწვრთნება, უყვარს მუშაობა და საჭიროა მისი რეგულარული ვარჯიში. ის ვერ ეგუება ბინაში ცხოვრებას, რადგან ესაჭიროება ძალიან დიდი სივრცე და ისეთი პატრონი, რომელიც სისტემატიურად ანადირებს. ამ ძაღლის ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს მის სპორტულ გამოყენებასაც.

ჯანმრთელობა

მათ არ გააჩნიათ არანაირი გენეტიკური ხინჯი, უწესრიგობა ან დაავადება. მათ სისუსტეს წარმოადგენს ძალიან რბილი ყურები, რომელიც მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ. ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ყურების წმენდა რეგულარულად, განსაკუთრებით წყალში ყოფნის შემდეგ.


ისტორია

ამ ჯიშის გამოყვანა და გავრცელება დაიწყო გერმანიაში. თავდაპირველად მისი გამოყენების მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი. ამიტომ მას სეტერებთან და ინგლისურ პოინტერებთან აჯვარებდნენ, რათა გაზრდილიყო ამ ჯიშზე მოთხოვნილება. თავიდან ეს ძაღლები ძალიან ჯიუტები და ტემპერამენტიანები იყვნენ.
ამ ჯიშის პირველი ჩვენება მოეწყო 1878 წელს ფრანკფურტში და ამ პერიოდისათვის დაიწერა პირველი სტანდარტი ამ ჯიშის შესახებ. ამის შემდეგ სელექციონერებმა უკვე განსაკუთრებით დაუთმეს ყურადღება ამ ჯიშის დახვეწას. უმოკლეს პერიოდში მათ მიზანს მიაღწიეს და ამ ჯიშმა სახელი გაითქვა საველე ოლიმპიადაშიც.


ეს სტატია ინგლისურიდან გადმოვთარგმნე და შეცდმომებს ნახავთ, რისთვისაც ბოდის მოვიხდი. რაც შევძელი არ დავიზარე და გავაკეთე. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 1 2010, 23:26
პოსტი #18


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ლეკი გაიხარე ძმაო, კაი კაცი ხარ გენაცვალე, იმას რასაც მე შავს ვეძახი მუქი შოკოლადის ფერი აღმოჩნდა ასე რომ, ჩემი ძაღლი მართლა ლანგჰარი ყოფილა, ყველა ანალოგიურ სურათზე რომელიც ჩემს ძაღლს მაგრა გავს მუქი შოკოლადისფერი უწერია, ვაახ კაცო ნამდვილი შოკოლადი შავია და მითუმეტეს მუქი შოკოლადი ხო შავია და შავია, ასე რომ ოჩოპინტრემ დაჭყიპოს ეს უცხოელები არ მანერვიულეს კაცო, მეგონა ხალხი ხო არ მოვატყუე მეთქი newsmile035.gif

აი ესაა ის ჯიგარსონა ამდენხანს რო ვამტკიცებდი ლანგჰაარია მეთქი, უბრალოდ მზეზე სხვა ფრად ჩანს ძაღლის ბეწვი და ჩრდილში სხვანაირად, იმიტომ რომ როგორც ზემოთ ლეკმაც აღნიშნა პრიალა ბეწვი აქვს


ეს ძაღლი ნადირობს ყველაფერზე ფრინველიდან დაწყებული ნადირით დამთავრებული
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 2 2010, 10:34
პოსტი #19


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ესეც საჭირო ლინკები ამ ძაღლის შესახ:

http://vimeo.com/4236064
http://www.versatiledogs.com/forum/viewtop...7&start=360
http://www.germanlonghair.org/
http://www.dl-gna.org/
http://www.dl-gna.org/Color.htm
http://www.dl-gna.org/Breed_Standard.htm
http://www.deutsch-langhaar-verband.de/Bil.../bilder_dl.html
http://www.deutsch-langhaar-gruppe-osnabrueck.de/
http://www.fishnhunt.co.nz/forum/YaBB.cgi?num=1284203913/12
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Nov 2 2010, 11:31
პოსტი #20


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მადლობა ლეკის საინტერესო სტატიისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 3 2010, 22:43
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



წყალში როგორია ეგ ჯიგარი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 3 2010, 22:48
პოსტი #22


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




feroni
ეს ჯიში საქართველოში (და მსოფლიოს ბევრ ნაწილშიც კი) იშვიათია და შესაბამისად მცირე ინფორმაცია არსებობს, მაგრამ თუ ფოტო და ვიდეო მასალის მიხედვით ვიმსჯელებთ წყალშიც უნდა გაქაჩოს.. newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 3 2010, 23:54
პოსტი #23


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თუ ამერიკულ და ევროპულ სამონადირეო კლუბების ოფიციალური საიტებს დავუჯერებთ თანაბარი წარმატებით ნადირობს ნადირ ფრინველზე, არსებობს კლუბები რომლის წევრებიც მხოლოდ ამ ძაღლებით ნადირობენ, წყალში მუშაობას რაც შეეხება ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი რომ მაგრად მუშაობს, წყლიდან არ ამოდის თუ კამიშებში რამე იპოვა სანამ არ ამოაფრენს, ცივი წყალი და ყინული არ აშინებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Nov 4 2010, 11:51
პოსტი #24


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე რა მაინტერესებს, ის ყოვლადკეთილადმოსაგონარი შავშოკოლადისფერი ძაღლი, ლანგჰაარს რომ გავს გარეგნობით, ეს მართლაც კარგად ჩანს ფოტოზე, მაგრამ ნამდვილად ლანგჰაარი იყო თუ არა - საიდან ვასკვნით? მშობლები ყავდა ლანგჰაარები, მომშენებელმა დაუბარა ლეკვის პატრონს თუ რამე წერილობითი დოკუმენტი არსებობდა ბუნებაში?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 4 2010, 13:29
პოსტი #25


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შადი შამოდი
ბატონო შადიმან, თქვენთან თუა ერთი მაინც დარეგისტრირებული?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Nov 4 2010, 19:28
პოსტი #26


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩვენთან არა, რა თქმა უნდა. არც ძველ კატალოგებში და საჯიშე ნუსხებში წავწყდომივარ. საბჭოთა კავშირშიც და მერე რუსეთშიც, ბოლო 25 წლის მანძილზე, არც ერთ სანადირო ძაღლების გამოფენაზე არ შემხვედრია პირადად და არც სხვისგან გამიგონია, რომ ვინმეს ეთქვას. ერთხელ მყავს ნანახი, მოსკოვში, ევრაზიაზე - შოუგამოფენაზე, ლამაზ ქალს ყავდა გამოყვანილი და იმით უფრო დამამახსოვრდა, ამბობდნენ ელჩის ცოლიაო. მგონი 2005 წელი იყო, კატალოგი მაქვს სადღაც და უნდა მოვძებნო. შაგინოვს ვკითხოთ, როცა ჩამოვა, იმას მეტი ეცოდინება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Nov 7 2010, 16:40
პოსტი #27


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,031
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



hunter87
შენი ძაღლის სურათები არ გაქ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 8 2010, 02:54
პოსტი #28


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



სამწუხაროდ არა, მარა ზუსტად ისეთი იყო ზემოთ როა მუქი შოკოლადოსფერი გულზე თეთრი ლაქით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
zura27
პოსტი Jul 3 2011, 15:02
პოსტი #29


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 18-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაუმარჯოს. მე მყავს ჯიგრებო ამ ჯიშის ძაღლი, მართლა ზალიან მაგარია, უჭკვიანესი ძაღლია,


newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jul 3 2011, 15:56
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



zura27
გაგიმარჯოს, აბა უფრო მეტი მოგვიყევი შენს ძაღლზე, საბუთები აქვს თუ არა, რამდენი წლისაა, რაზე ანადირებ და ა.შ.

ხი კიდევ ერთი სურათბეი არ დაგავიწყდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 10:22