თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პისტოლეტი - რევოლვერი _ ISSC M22-გლოკის ანალოგი

პოსტის ავტორი: OQRO444 Mar 4 2011, 17:40

მეგობრებო ძალიან მაინტერესებს ეს იარაღი -ISSC M22, რომელიც არის გლოკის ანალოგი და ძალიან აქებენ youtube-ზე, გთხოვთ განვიხილოთ ეს იარაღი მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ყველა საჭირო ინფორმაცია რაც სასარგებლო იქნება თითოეული ჩვენთაგანისათვის....წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისათვის.....

აქვე დავდებ youtube-ს ვიდეოებს:.....

http://www.youtube.com/watch?v=B9KIr3TrqOc

http://www.youtube.com/watch?v=JiuovEP5ZFU&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=alyW3VUYeko&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=pokzlJ2puo4&feature=related

პოსტის ავტორი: romeo 1 Mar 4 2011, 20:46

კარგი სავარჯიშო იარაღია, მარტივი და ხარისხიანი(ავსტრიულია) მაგ პისტოლეტიდან ნასროლი მაქვს 200-მდე ვაზნა, და საკმაოდ მიზნიანი იარაღია. (თავიდან სამიზნეებს გასწორება დაჭირდება) უარყოფითი მხარე- ვერ მუშაობს სტაბილურად სტანდარტულ ვაზნაზე და მოითხივს მაღალსიჩქარიან ვაზნებს.

პოსტის ავტორი: შუკა Mar 4 2011, 21:54

გლოკი-ISSC M22

თითქმის ისეთივე შედარებაა როგორც

ბენელი- შტოგერ 2000

ანალოგი ყოველთვის ანალოგია..

ანუ ისეთი ვერ იქნება როგორც ორიგინალი..
ach.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Mar 5 2011, 11:31




რათქმაუნდა ვერიქნება იმიტომრომ ISSC M22 ის კალიბრი 22 LR ია. და 690 ლარი ღირს newsmile05.gif

http://www.caravani.ge/pistoletebi_post.php?id=20

http://www.magnum.ge/production-ka-all-16

პოსტის ავტორი: OQRO444 Mar 5 2011, 12:18

ციტატა(შუკა @ Mar 4 2011, 22:54) *
გლოკი-ISSC M22

თითქმის ისეთივე შედარებაა როგორც

ბენელი- შტოგერ 2000

ანალოგი ყოველთვის ანალოგია..

ანუ ისეთი ვერ იქნება როგორც ორიგინალი..
ach.gif


შუკა - გასართობად და მიზანში სროლისათვის მემგონი კარგი უნდა იყოს...იაფია და იორღა newsmile011.gif

პოსტის ავტორი: shaman Mar 6 2011, 20:35

http://pix.ge/
მე ეს მომწონს ძალიან,მაგარი სიმპათიური და ლამაზია.

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 7 2011, 13:54

კოლტ გოვერმენტის ანალოგიაა, 911 კალ 5,6 მცირე კალიბრზე მაგრამ რაში უნდა გამოიყენო გართობის გარდა ვერ ვხვდები ალბათ სუიციდიდკენ მიდრეკილებს დააინტერესებთ უფრო! ისე სიმპატიურია newsmile029.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: shaman Mar 7 2011, 20:24

რათქმაუნდა გასართობად აბა რისთვის სუიციდისკენ მიდრეკილება მე არ მაქვს და!!!!
თან მაგარი სიმპათიური იარაღია ერთადერთი რაშიც ჯობია ISSC M2,რომ ლულის ქვეშა უნივერსალური სამაგრი აქვს და ლაზერის და ფანარისაც მაგრამ ლაზერი უკეთესია,დაყენების საშუალებას გაძლევს!!!!

პოსტის ავტორი: romeo 1 Mar 7 2011, 20:32

GSG-1911 კარგად მუშაობს აგრეთვე სტანდარტულ 22კალ. ვაზნაზეც, განსხვავებით ISSC M22-სა, ოღონთ დაშლა-აწყობაში უფრო რთულია უკანასკნელ იარაღზე.

პოსტის ავტორი: woodman Mar 7 2011, 21:31

22 კალიბრს მარტო სპორტული დანიშნულება არააქვს. არმიაში იყენებენ ჯაშუშურ დავალებებზე კერძო პირების ლიკვიდაციისთვის ასე აბუჩად ნუ აიგდებთ ამ კალიბრის პისტოლეტებს

პოსტის ავტორი: Davitus Mar 7 2011, 23:37

woodman

მაგ ტიპის ოპერაციებისთვის, სხვა უკეთესი იარაღები არსებობს, აქ მაგზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ასე რომ "გეკოს" კალიბრი ე.წ. weapon of choice კატეგორიაში არანაირად არ ჯდება

ერთადერთი სასარგებლო დანიშნულება, დამწყებთათვის ვარჯიში და სროლის "ნავიკების" საწყისი მომზადება

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 8 2011, 03:08

ციტატა(Davitus @ Mar 8 2011, 00:37) *
woodman

მაგ ტიპის ოპერაციებისთვის, სხვა უკეთესი იარაღები არსებობს, აქ მაგზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ასე რომ "გეკოს" კალიბრი ე.წ. weapon of choice კატეგორიაში არანაირად არ ჯდება

ერთადერთი სასარგებლო დანიშნულება, დამწყებთათვის ვარჯიში და სროლის "ნავიკების" საწყისი მომზადება



+100 ეგრეა დავითუს გეთანხმები!

პოსტის ავტორი: Shooter Mar 8 2011, 16:04

ვერ ვხედავ აზრს ამ კლასის იარაღში. პლასტმასის სათამაშოიებში გათვლილი მხოლოდ გასართობ სროლაზე. სახლიდან გატანა ამ იარაღის აკრძალულია. ხარისხი საშინელი. ვაზნა არც ისე იაფია. აზრი არ აქვს ამ კლასის იარაღის შეძენას.

ეგ იარაღიც არ არის ამ სიტყვის სრული გაგებით. უფრო ცეცხლსასროლი სათამაშო. რესურსი მცირე. ანუ ერთადერთი რაც უვარგათ არის ვიდი მიახლოებული ნამდვილ იარაღთან.

ამ კალიბრზე კარგია ადაფტერები ანუ საბრძოლო იარაღზე საკეტის და მჭიდის შეცვლით .22 კალიბრის პისტოლეტის მიღება. შესანიშნავი ინსტრუმენტებია სპორტული ან ნახევრად სპორტული პისტოლეტები (რუგერი, ბრაუნინგი ბაკ მარკი, მარგოლინი, ჰამერლი, ბერეტა ნეოს და ასე შემდეგ). ყველა ეს პისტოლეტი ძალიან ზუსტია და პრაქტიკულად უკვდავი განსხვავებით ასეთი სათამაშოებისგან როგროებიცაა ზიგ მოსკიტო, ვალტერ პ22 და ეს ფსევდო გლოკი.


ციტატა(woodman @ Mar 7 2011, 22:31) *
22 კალიბრს მარტო სპორტული დანიშნულება არააქვს. არმიაში იყენებენ ჯაშუშურ დავალებებზე კერძო პირების ლიკვიდაციისთვის ასე აბუჩად ნუ აიგდებთ ამ კალიბრის პისტოლეტებს


აბუჩად აგდება იმის რაც ადამიანს ემსახურება ერთ საუკუნე არის სისულელე. .22 ვაზნა არის მსოფლიოში ალბათ ყველაე გავრცელებული კალიბრი და მას აქვს უამრავი გამოყენება. .22 სარგებლობაზე არც ღირს დავა.

პოსტის ავტორი: woodman Mar 15 2011, 22:22

მე როგორც ვიცი მეორე მსოფლიო ომში ამერიკელ მფრინავებს ქონდათ hi standart ის პისტოლეტები რომელშიც 22 lr ვაზნები იდო.
შუთერ დამეთანხმები???

პოსტის ავტორი: zaza7761 Dec 20 2011, 21:26

საინტერესოა ISSC-ს სამიზნე მანძილი რამდენი მეტრია?

პოსტის ავტორი: Shooter Dec 21 2011, 10:30

ციტატა(woodman @ Mar 15 2011, 23:22) *
მე როგორც ვიცი მეორე მსოფლიო ომში ამერიკელ მფრინავებს ქონდათ hi standart ის პისტოლეტები რომელშიც 22 lr ვაზნები იდო.
შუთერ დამეთანხმები???


დაგეთანხმები მაგრამ არა მფრინავებს არამედ მაში6დნროინდელ "სპეცნაზებს". ასევე მოგვიანებით მზვერავი თვითმფრინავის პილოტებს საბჭოთაკავშირის თვაზე რომ დაფრინავდნენ. პაუერსის ჰაი სტანდარტი მგონი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალების მუზეუმში ინახება რუსეთში.



პოსტის ავტორი: Shooter Dec 21 2011, 10:36

ციტატა(zaza7761 @ Dec 20 2011, 22:26) *
საინტერესოა ISSC-ს სამიზნე მანძილი რამდენი მეტრია?


მაქსიმუმ 50 მეტრი ალბათ. გამომდინარე იქიდან, რომ მოკლე ლულა აქვს და იაფი იარაღია აქიდან გამომდინარე შედეგებით. სეიძლენბა მამენტ 50 მეტრიც ვერ გაქაჩოს. არ მისვრია და ზუსტად არც ვიცი. საერთოდ ეგ მაჩვენებეელი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ითვლება დამიზნულ სროლად, ანუ რა არის გაფანტვის მაქსიმალური ზღვარი. 5სმ, 10 სმ, სილუეტი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)