თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მტკნარი წყლის მშვიდობიანი სახეობები _ ჭანარი

პოსტის ავტორი: sergeevich Jul 20 2009, 18:14

Barbus capito-Чанари-Булат май

http://www.radikal.ru

ჩემი უსაყვარლესი სახეობაა, საშუალება რომ იყოს ხელოვნურად უნდა მოამრავლოს კაცმა. სურათზე ზემოთ ჭანარია, ქვემოთ მურწა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 20 2009, 18:29

sergeevich
გაიხარე, სულ მინდოდა ამათი ერთად ნახვა. მეშლება ხოლმე

პოსტის ავტორი: ქევხო Jul 21 2009, 14:56

მომრავლებაზე მიფიქრია მაგრამ მურწა და წვერა იკვებება მცენარეული საკვებით? მაგალითად კორმა

პოსტის ავტორი: sergeevich Jul 21 2009, 15:01

უნდა ვივარაუდოთ, რომ იკვებება რადგან მურწაც წვერაც და ჭანარიც სმესზე და კოპტონზე კარგად ჯდება.

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 23 2009, 09:56

sergeevich
ძალიან მაგარი თევზი ჩანს. ალბათ გემოც კარგი ექნება.

პოსტის ავტორი: sergeevich Jul 23 2009, 11:29

წვერას წააგავს გემოთი.

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 17 2009, 20:30

ხომ არ გაქვთ ინფო, ჭანარის წონის შესახებ? ანუ რამდენ კილოს აღწევს, გამიგია რომ საკმაოდ დიდი ეგზემპლიარები შეიძლება შეგხვდეს თევზაობისას,

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 18 2009, 09:50

ციტატა(ნიკაP&A @ Oct 17 2009, 09:30 PM) *
ხომ არ გაქვთ ინფო, ჭანარის წონის შესახებ? ანუ რამდენ კილოს აღწევს, გამიგია რომ საკმაოდ დიდი ეგზემპლიარები შეიძლება შეგხვდეს თევზაობისას,



ოფიციალური მონაცემები: სიგრძე 105 სმ-მდე, წონა 6-7 კგ

პოსტის ავტორი: snap Feb 5 2010, 17:45

ჭანარის დაჭერა შესაძლებელია გაზაფხულზე, თუთა რომ შეწითლდება. მდინარეებში, რომლებიც მინგაჩაურს უერთდება.ალაზანზე , მტკვარზე,ხრამზე.მაისის ხოჭოს ბუღლუჭოზე. არის ეგზემპლარები 15 კგ.მდე. აგვისტოს შუა რიცხებამდე შეიძლება დაიჭირო. ქვირითის დადების შემდეგ ბრუნდებიან ისევ მინგაჩაურში. ლაპარაკია გამსვლელ ჭანარზე. მაგარი გემრიელი რამეა.

პოსტის ავტორი: gocha-tita May 2 2010, 00:14

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 2 2010, 01:21

მაგის დაჭერის მუღამი მაქვს რა მაგარი განსხვავებული ყოფილა მურწასგან განსხვავებული ზოლი აქვს

პოსტის ავტორი: ლეკი May 2 2010, 12:23

ორივე გემრიელი თევზია ნამდვილად, მაგრამ მე მაინც მურწა მირჩევნია... newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 3 2010, 11:56

წვერა რომელია აბა? თუ მურწას წვერას ეზახიან და ეგ არის? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 3 2010, 12:48

რა თქმა უნდა ჭანარიც წვერაა
ისევე როგორც საქართველოს წყლებში მობინადრე მისი ნათესავები
მტკვრის წვერა (Barbus lacerta )
კოლხური წვერა (Barbus tauricus)
მურწა (Barbus mursa)
საერთოდ ბარბუსი (იქტიოლოგიაში წვერას ასე ეწოდება) მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახეობაა
მათ შორის ჩვენი ჭანარი შეიძლება ითქვას ყველაზე გამორჩეულია
შთამბეჭდავი ზომით
გავრცელების ვიწრო არეალით
და გამრავლებასთან დაკავშირებული სირთულეებით

გუშინ თევზაობიდან სახლისკენ გზაზე
ცოლისძმა მიმტკიცებდა
90 კილოგრამიანი ჭანარის დაჭერას ვარო შესწრებული
რა თქმა უნდა აბსურდია
მაგრამ ეს თევზი თავისი განსაკუთრებული ზომებიდან გამომდინარე
ლეგენდარულ არსებათაა მონათლული

პირადად მე
წელს საახალწლოდ 4 კილოგრამიანი ჭანარი დავიჭირე
დეზერტირების ბაზრობაზე small3d018.gif newsmile035.gif
და როდესაც დავაგემოვნეთ
მამაჩემმა მითხრა:
ეგეთი გემრიელი თევზი სოხუმის შემდეგ არ მიჭამიაო.

დასავლეთ საქართველოში ჭანარი არაა
მდინარეებსა და გამდინარე მთის ტბებში ბინადრობს მისი მოყვასი newsmile041.gif
კოლხური წვერა (Barbus tauricus)
მისი ლათინური სახელწოდება არაორაზროვნად მიუთითებს ყირიმულ ფუძეებზე
ენციკლოპედიურთან მიახლოვებულ ლინკებზე ხშირად წამიკითხავს
რომ მისი წონა 250 ან 500 გრამამდეა
თუმცა პირადად არაერთხელ დამიჭერია კილოგრამმდე ეგზემპლარები - ანკესით
სასროლი ბადით თევზაობოსას კი 1,500 იანებიც არ იყო იშვიათობა

მოკლედ ჭანარი წვერაა
წვერა - ბარბუსია
დასაჭერად კი -
მერსედეს ბრაბუსია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 3 2010, 21:18

ციტატა((dila)adriano @ 3rd May 2010 - 13:48) *
მოკლედ ჭანარი წვერაა
წვერა - ბარბუსია
დასაჭერად კი -
მერსედეს ბრაბუსია


newsmile027.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB May 3 2010, 23:05

დიდი ზომის ჭანრებზე მიმართეთ დალის მთის წყალსაცავს (ტარიბანას).
შარშან დავიჭირე 2.6კგ, საზანზე თევზაობისას დაჯდა ბოლომდე მეგონა რო საზანს ვიჭერდი სადამ არ დავინახე.
მშვენიერი დასაჭერია, კარგად იბრძვის.. გემო არ ვიცი არ ვჭამ თევზს..

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 3 2010, 23:08

მემოთიც მაგარი გემრიელია

პოსტის ავტორი: FISHING CLUB May 3 2010, 23:10

ხო ალბათ, ჩემებს სახლში მაინც და მაინც არ მოეწონათ ძაან დიდი ფხებიაქო.. რავიცი შეიძლება კარგად ვერ გააკეთეს..

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 3 2010, 23:57

FISHING CLUB
ეგრეა დიდი ფხები აქვს და რაც არ უნდა გემრიელი იყოს მაინც დაგიკარგავს მუგამს.ისე დიდი გემოტი არ გამოირცჰევა

პოსტის ავტორი: dmoral May 4 2010, 00:07

ციტატა(FISHING CLUB @ May 4 2010, 00:10) *
ხო ალბათ, ჩემებს სახლში მაინც და მაინც არ მოეწონათ ძაან დიდი ფხებიაქო.. რავიცი შეიძლება კარგად ვერ გააკეთეს..



დიდი ეგზემპლარი გაშლილი მუცლით ქვემოთ(ტაფაზე) უნდა შეიწვას. ძალიან მაგარია newsmile027.gif newsmile05.gif) ქუთაისში როცა მოხვდებით შეიარეთ სორმონში

(გელათის გზაზე). ახლოსაა და ყველამ იცის ე.წ. ვალოდიას დუქანში. სეზონზე თითქმის სულ აქვთ დიდი წვერა. newsmile05.gif) დაფნარისო ამბობენ.

ხოო დამავიწყდა! და კიდე ახალი ტყემალი....... + ღვინო "ტიპა" ხვანჭკარა .newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: cybernetic May 6 2010, 00:43

ციტატა
მომრავლებაზე მიფიქრია მაგრამ მურწა და წვერა იკვებება მცენარეული საკვებით? მაგალითად კორმა


კი შესაძლებელია ტბაზე მოამრავლო, მე დასავლეთში ნოქალაქევის აუზებზე ვითევზავე სასროლი ბადით კარპზე და ამურზე, იმდენი კოლხური წვერა ვიჭირე, თანაც კარგი ჩასუქებულები. საქმე იმაშია რომ გამდინარე წყალი უნდა შედიოდეს, იქ კიდე ტეხურა შედის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)