Cralusso - მდინარის/დინების(უცნაური) ტივტივები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
Cralusso - მდინარის/დინების(უცნაური) ტივტივები
გიორგი
პოსტი Aug 23 2010, 23:08
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი







http://www.cralusso.com/angol/termekek.php



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 14 2010, 13:19
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიწყებ clarusso-ს წარმოების მდინარეზე(დინებაზე) სათევზაო ტივტივების ტესტვას (River floats)



მოგეხსენებათ მაღაზიებში უკვე კარგა ხანია მოიპოვება უცნაური ფორმის ტივტივები, თითქოსდა არაფერი საერთო
არ ქონდეთ ჩვენთვის მიღებულ კლასიკური ფორმის ტივტივებთან, თუმცა კონსულტანტები და მწარმოებლები
გვიმტკიცებენ რომ ეს არა თუ კარგი ტივტივები, არამედ მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ დინებებზე.
იქ სადაც ჩვეულებრივი წვეთი დინებას სწრაფად გააქვს ეს რევოლუციური ფორმის ტივვტივები თავის სიტყვას
ამბობენ და მეტ კომფორტს უქმნიან მეთევზეს, ჩერდებიან, ნაპირისკენ არ გამოდიან, ზოგიერთ შემთხვევაში დინების
საწინააღმდეგოდაც მიდიან (ზოგიერთი პრაქტიკოსის გადმოცემით), თუმცა ეს ყველაფერი არის დამოკიდებული
მოდელზე.....

ის რაზეც მე გადავწყვიტე სტატიის დაწერა არის ამ ყველა მითის თუ სიმართლის გამოცდა და რეალურად დარწმუნება
იმაში თუ მართლაც ესეთი სასწაულმოქმედებით გამოირჩევიან ეს ტივტივები თუ უბრალოდ სარეკლამო ხრიკია.

სანამ განხილვას დავიწყებ მინდა ყველა დაგვარი ტივტივის სავარაუდო შემძენს შევახსენო, რომ
აბსოლიტურად ყველა მოდელს ესაჭიროება სილიკონის სტიკები, რადგან კომპლექტებს ისინი არ მოყვება,
ან მოყვება არასასაჭირო რაოდენობით. და კიდევ ამ ტივტივების ფასი არც ისე ბიუჯეტურია, მერყეობენ
10-დან 25 ლარამდე, ტვირთამწეობის და მოდელის მიხედვით





SHARK

ჩემი პირველი ტესტირების ობიექტი გახდა მოდელი SHARK-ი 6-გრ.. რატომ შევაჩერე ჩემი
ყურადღება ამ ტივტივაზე? კომპლექტის ყიდვისას ტუტორიალზე აწერია რომ ამ ტივტივებით იყო მოგებული აშშ-ს ღია
და უნგრეთის ჩემპიონატები, მაშასადამე ინტერესის საგანი ძალიან საინტერესო უნდა გამომდგარიყო.

კომპლექტში არის 1 ტივტივა დამატებითი 4 ერთეული ანტენებით, რომელთაგან 2 არის მეტ მგრძნობიარობაზე
გათვლილი, გასხვავება არის ფორმაში და ფერებში რომლების გამოყენება შესაბამისი ადგილის, ფერის აღქმადობის
და პირადი კომფორტის გათვალისწინებით შეიძლება.



ტივტივას აქვს ანტენის დასაფიქსირებელი 2 პოზიცია, როგორც მწარმოებელი გვეუბნება - პირველი პოზიცია, ამ შემთხვევაში
პირობითად სურათზე ნაჩვენები ფოსფორისფერი ანტენა უნდა დაფიქსირდეს მაშინ, როდესაც მდინარეზე დინება
ძლიერია და მისი შეჩერება გიჭირთ. მეორე პოზიცია (წითელი ანტენა) უფრო მიზანშეწონილია თუ დინება შედარებით ნელია
ან გინდათ ტივტივა გაატაროთ(მართოთ) დინებაზე. მგონი სწორედ მესმის:
When the current is strong or you are holding back hard use the first bristle position. When the flow is
slower or you want to run the float through the swim the second bristle position is recommended.
თუ რამე შემეშალა თარგმანში შემისწორეთ



ეს მოდელი გამოდის შემდეგი თვირთამწეობის: 1 - 1,5 - 2 - 3 - 4 - 5 - 6 - 8 - 10 - 12 - 15 - 20 გრ.
კიდევ ერთი მომენტი რაც უნდა გვახსოვდეს ამ ტივტივის მონტაჟისას, არ შეიძლება ზედა და ქვედა ღერძების
დაკავშირებისას, როდესაც ძუას უყრით სილიკონებში და ვამონტაჟებთ ტივტივაზე, იგი ეხებოდეს კორპუსს.
პ.ს. ამ მოდელს მოყვება ქარხნული 1 წლიანი გარანტია.

გავაკეთე სატესტო გასვლა მტკვარზე, უფრო სწორედ მტკვრიდან გამოსულ არხზე, რომელიც მოედინება მცხეთის
დამბიდან ზაჰესისკენ. არხი იმიტომ შევარჩიე, რომ მთელი არხის გაყოლებაზე თანაბარი დინებაა, ფსკეტიც ასე თუ ისე სწორი.
თავიდანვე მინდა ავღნიშნო რომ საკმაოდ შრომატევადი დასამონტაჟებელია ტივტივა, სიმძიმის შერჩევაც საკმაო დროს მოითხოვს.
შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი არ გამართლდა, დაახლოებით 2 წუთი მოუნდი მის ძუაზე დაკომპლექტებას სიმძიმიანად,
ეგეც ნემსკავის, ლიდერის და კარაბინის გარეშე. წარმოიდგინეთ რეალური თევზაობისას როდესაც მიხვალთ მდინარეზე,
მიამონტაჟებთ და აღმოჩნდება, რომ ტვირთამწეობის შერჩევაში შეცდით, ძველის მოხსნა და ახლის დაყენებაში
ძალიან, ძალიან , ძალიან დიდი დრო დაგეკარგებათ, ანუ რაც დამონტაჯებაში მიდის დრო იგივეა საჭირო მის მოხსნაში newsmile05.gif



ჩემი დაკვირვებით ტვირთის შერჩევა კონკრეტულად ამ მოდელს არ სჭირდება, რაც მითითებული აქვს იგივე ყოფნის.
რაც შეეხება გატარებას: არხის ნელი დინებაც კი მას ნაპირისკენ აგდებდა, ანუ ის რისთვისაც გათვალისწინებულია
ნამდვილად ვერ შეასრულა, შეიძლება კიდევ უფრო დაბალ დინებაში თავი გამოეჩინა თუმცა ჩემ შემთხვევაში ეს ესე არ მოხდა.
დავამატებდი, რომ გატარებისას აუცილებელია ძუის ნაზად მოჭიმულ მდგომარეობაში დაფიქსირება რადგან დინებას იმის გარდა, რომ
გამოაქვს ნაპირისკენ ძირავს კიდევაც მას და ანტენა იკარგება წყალქვეშ. მაშასადამე მიხვდებით რომ მისი სროლა სათევზაო ადგილდან
ზემოთ დინებაში დაუშვებელია. გატარება ვცადე ნაპირთან ახლოსაც და მოშორებითაც, ვცვლიდი ჯოხის კუთხეს თუმცა შედეგი ერთი
და იგივე იყო ესეთ სტაბილურ დინებაშიც კი. ყველაზე კარგ შედეგი თუ ამას შედეგი შეიძლება დავარქვათ ალბათ იქნება ის რომ
ადგილი დაიპუროს მეთევზისგან დაბლა დინებაში დაახლოებით 10 მეტრში, ნაპირთან ახლოს.



ამ სურათებზე ჩანს თუ როგორ დგას წყალში. სტაბილური დგომაც არ ქონდა, ხან ამოიწეოდა, ხელით მანევრირება მაინც
საჭირო იყო ტივტივის დაძირვის სარეგულიროდ, მაგრამ წვალებ წავალებაში მაინც მიღწევადი იყო ყველაფერი.




ძალიან მოკლე დასკვნა რომ გავაკეთო, ჩემი შეხედულებით არის ის რომ ვერ დავადგინე კონკრეტულად რისთვის რა სიტუაციაში და
რა დანიშნულებით არის შექმნილი ეს მოდელი. სავარაუდოა რომ არ გაამართლა, რადგან ინტერნეტ სივრცეშიც ძალიან მწირი ინფორმაცია
მოიპოვება მასზე. ვიმეს თუ გაქვთ რაიმე კომპეტენტური ინფორმაცია ამ ტივტივაზე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი და გავიზიარებდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 16 2010, 18:52
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



BOLO

bolo - 10გრ. - ესეც მეორე ტივტივა რამაც ჩემ ხელში გაიარა

კომპლექტში შედის: კორპუსი ღერძით, 5 ერთეული ანტენა, რომლებიც ვითარებიდან
გამომდინარე შეგიძლიათ გამოიყენოთ და 2 ანტენის სამაგრი, რომლებიც გათვლილია
დინების მიმართულებაზე, ანუ გააჩნია მეთევზე მდინარის რომელ ნაპირზე დგას და დინება
მისგან რა მიმართულებით მიედინება. საკმაოდ უშნოდ გამოიყურება newsmile05.gif
გამოდის 3 - 4 - 6 - 8 - 10 - 12 - 15 - 20 გრ-ში



მოლოდინი იყო ძალიან დიდი: მწარმოებელი იუწყებოდა, რომ მისი გაჩერება შეგვიძლია საშუალო და ნელ დინებებზე,
ანუ დაპურბულ ადგილზე თავისუფლად უნდა შეგვეძლოს მისი გატარება, თან ისე რომ ტივტივა არ უნდა აცდენილიყო
სასურველ მარშრუტს, ამის გარდა გარკვეული არაზუსტი ჩაგდების შემდეგ უნდა შეგვეძლოს მისი საჭირო წერტილამდე
მიტანა წყალშივე, ძალიან უცნაურ და წარმოუდგენელ გამოძახებად ჟღერდა ეს ყველაფერი. ხოდა მეც ავიღე და გავედი
მისი მითის დასანგრევად თუმცა............ აი ეს თუმცა იყო ის რამაც ყველანაერ მოლოდინს გადააჭარბა.

ისევ იგივე ადგილი, იგივე დინება, იგივე საზოგადოება და იგივე ტესტ-გასვლა, მხოლოდ მოდელი იყო განსხვავებული.
პრინციპში shark-ის ტესტირების შემდეგ თითქმის ჩაქნეული მქონდა ხელი ამ უცნაურ ტივტივებზე, მაგრამ რადგან არსენალში
მოიპოვებოდა მაინც არ დავიზარე და დავიწყე მისი მონტაჟი. ტუტორიალი იუწყება რომ გარკვეული გადატვირთვა
საჭირო იყო +5%-20%, მეც ავიღე და 10 გრამიანი დავტვირთე 10%, თუმცა კიდევ შეიძლებოდა გარკვეული
კორექტივების შეტანა, მაგრამ ტესტისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი გამოდგა. დინება ჩემგან მარჯვნიდან მოდიოდა,
შესაბამისად ანტენის სამაგრ-მიმართულების მიმცემიც შესაბამისი დავაყენე. რაც მონტაჟს ეხება ეხლავე ვთქვათ რომ
იგივენაირ სირთულეებთნ არის დაკავშირებული როგორც shark-ი ამის გარდა კიდევ უფრო მეტი დისკომპორტი გარკვეულ
წვრილმანებში, რომლებიც დამატებით მონტაჟდება ტივტივაზე, რამაც წაგვართვა კიდვ უფრო მეტი საჭირო დრო.



ხოოოოოოდა გავაწყე და ჩავაგდე........მარა რა ჩავაგდე newsmile05.gif რატომღაც ნაპირთან ახლოს, მომეჩვენა, რომ ესეც გამოაქვს
დინებას ნაპირისკენ, მაგრან ნურას უკაცრავად რააააა, ვაკვირდები, ვაკვირდები კიდევ ვაკვირდები, უკვე მინდა
გამოვიტანო და საბოლოოდ ბრენდზე უარი ვთქვა, ჯოხი გავწიე ოდნავ და რას ხედავს ჩემი თვალები, ტივტივა დინებაში შევიდა newsmile05.gif
ძალიან გავოცდი, არც მეჯერა, ხან ვიფიქრე რაღაც მომეცვენათქო, ხან რა, მერე თავიდან შევაგდე და ჯოხის ლავირება დავიწყე.
ჩავაგდე ჩემგან 10 სთ-ზე დაახლოებით 5 მეტრში ქვემოთ დინებაზე, ჯოხის კუთხე დაახლოებით 9 საათზე იდგა, ძალიან
ნელა გავწიე 12 საათისკენ და თან ოდნავ ძუაც მივახმარე და ისევ შევიდა ტივივა, თვალებს არ უჯერებდი. შემდეგ გადავწყვიტე
შორ მანძილზე მეცადა იგივე, I ცდა, II, III და ბოლოს იქითაც გავაჩერე. ან ისე რომ ტივტივა ისევ ტივტივებდა და არანაირი
ხარვეზის გამოხატულება არ ქონდა, მყარად იდგა ერტ ადგილზე. ხაზზეც ძალან თამამად ვატაებდი, მიჭირდა მაგამ მაინც ვატარებდი.

რასაც მივხვდი ის არის, რომ ეს ტივტივა რეალურად მუშაობს, აკეთებს იმას რასაც გვეუბნებიან, პირველ ჯერზე
ყველაფერი კარგად არ გამომივიდა, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა(თან მყარი), რომ უბრალოდ პრაქტიკის ამბავია და
რამოდენიმე გასვლაზე ნებისმიერი მიაღწევს შედეგს ამ მოდელით. მთავარი არის ხელის, ჯოხის, ძუის და ტივტივის სინთეზში
მოყვანა. აი ესე აპობდა დინებას, თან ისე რომ არაფრის არ ეშინოდა newsmile05.gif



მთავარია ვინმე შეცდომაში არ შეხვიდეთ და არ გეგონოთ რომ უბრალოდ ჩავაგდე და თავისიტ დგას წაყალსიო, bolo-საც
უნდა ნაზად შეჩერება ჯოხის მესვეობით, ისიც იგივენაირად იპარება ან მიაქანებს დინება თუ არ შევაჩერეთ ძუის დაჭერით.
ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ bolo არ არის ისეთი მგრძნობიარე როგორც მიღებული წვეთის ფორმის სტიკები, თუმცა
ინტერნეტში იუწყებიან რომ 10 გრამიანი ტვირთამწეობის ტივტივებზე 50 გრამიანი თევზებიც საკმაოდ ეფექტურად
იგრძნობა. მთავარია ოდნავი გადატვირთვა არ დაგავიწყდეთ.

კიდევ ერთ ნაკლოვანებაზე მინდა გითხრათ რაც მას ახასიათებს. ტივტივა არის ძალიან ხმაურიანი, ანუ საჭიროა კარგად ვარჩევდეთ
რეეალურ და ცრუ ჩარტყმებს, რადგან ტივტივის ამოღების დროს იქმნება დიდი ხმაური ე.წ. წყლის შეწუხება რის შემდეგაც თევზი ფრთხება.
ვხსნი: bolo თავისი კონსტუქციით არ არის სიმეტრიული, გამოტანისას ხან წყალში იძირება, ხან ზედაპირზე მოდის, ხან წყალში
დრიფტინგს აკეთებს, მოკლედ გამოტანისას შეიძლება გეგონოთ რომ ზედ თევზია newsmile05.gif

დასკვნა:ტივტივა მუშაობს, თან ძალიან დამაკმაყოფილებლად, მე თევზაობის პროცესში არ გამომიცდია, მაგრამ ვიტყოდი, რომ
საშუალო და ნელი დინებებისთვის სადაც გვინდა, რომ დინების სიჩქარეზე უფრო ნელა გავატაროთ ან გვინდა, რომ გარკვეულ ზოლში
ჩავეტიოთ ძალიან მისაღებია. მგრძნობელობა სავარაუდოდ ვერ ექნება კარგი, უფრო სწორედ ლიფსიტებს ალბათ ვერ შეეგუება
თუმცა გარკვეული პრაქტიკის და გამოცდილების შემდეგ ეგეც გასარჩევი გახდება. ყველაზე დადებითი რაც აღმოვაჩინე ამ მოდელში არის
ის, რომ ჩაგდებული ტივტივის შეტანა შეიძლება სიღრმეში ანკესის ლავირებით და სწორი კუთხის დაჭერით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 16 2010, 22:41
პოსტი #4


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჰმმმ საინტერესოა ბაბუ.... მე მგონი პირველი ტივტივაც იზავდა თავისას... ალბათ რაღაც მუღამის დაჭერა სჭირდება...

შარკზე კატალოგში წერია, რომ ანტენის დამაგრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს... ანუ რომელ ნახვრეტში მიამაგრებ უნდა შეესაბამებოდეს დინების პირობებს...

მოკლედ დამუღამება იქნება საჭირო...

"ბოლო"-ს რაც შეეხება, კატალოგსი წერია, რომ ბოლონეზთან უნდა იხმაროო....

მაგრამ !!! აქ არის დიდი მაგრამ....

ღირს კი მაგ ტივტივების ხმარება ?? ანუ ღირს არა მარტო ფულეად გამოხატულობაში... არამედ კაიფს რამდენად გაჭერინებს თებზაობის ?? ანუ დროის მეტი ნაწილი თუ იმაზე უნდა იყო კონცენტრირებული რომ, როგორ გააწყო და შემდეგ როგორ მართო ეს ტივტივა, მაშინ თებზაობისგან კაიფს როდისღა მიიღებ ?? თუმცა შეიძლება ყველაფერი დამუღამების ამბავია....


მოკლედ დიდი მადლობა ბაბუ ამ სტატიისთვის... და საერთოდაც კაი წამოწყება... მე როგორც ვუყურებ, ტივტივა ყველას ადვილი თემა გონია და შესაბამისად ძალიან ცოტა მასალა არის ინტერნეტში.... არა და მასეც არაა... newsmile05.gif ტივტივა ფაქტიურად უნივერსალური ჭერის მეთოდია.... და რაც მეტი სახეობის ტივტვა იქნება განხილული - მით უკეთესია ....

მოკლედ მეც აქ ვარ და დავდებ ხოლმე სხვადასხვა ტიპის ტივტივების განხილვებს...

ხმ: სურათები ცოტა დიდი დაგედო newsmile05.gif თუ არა არ ჩანს არაფერი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
angler
პოსტი Sep 17 2010, 10:35
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 70
რეგისტრ.: 14-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით მეგობრებო. ვიტო ძალიან კარგი საქმეა. მინდა ერთი შესწორება შევიტანო shark-ის თაობაზე. SHARK გამოიყენება ჩქარ დინებაში სათევზაოდ, მაგრამ არა ბოლონეზით, არამედ ეგრეთ წოდებული შტეკერით (pole fishing). ტივტივა უნდა კონტროლდებოდეს ანკესის ცხვირით, ანუ, თუ ბოლონეზით ვთევზაობთ ძუის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ანკესის სიგრძეს, რათა ადვილად მოხდეს ტივტივას კონტროლი, ესე იგი დიდ მანძილზე ამ ტივტივას ვერ გავატარებთ, ამიტომაც შენ შემთხვევაში ვერ გამოიყენე.
იგივე პრინციპით მუშაობს TORPEDO, TORPEDO TUNING და RAY.

ხოლო ბოლონეზით გატარებისთვის ყველაზე მეტად გაამართლა BOLO-მ (მისი პირდაპირი დანიშნულებაც ეგ არის), ასევე კარგია და უფრო ფუნქციონალურია (თუმცა ნაკლებად მგრძნობიარეა) SURF.


გისურვებთ წარმატებას.


P.S.

მეტი დამაჯერებლობისთვის ეხლახან გავესაუბრე სკაიპით cralusso-ს შეფს, კრალიკს:


Hello, how are you?
[11:17:21] CRALUSSO: Hello, we are fine thank you and you?
[11:18:01] george javakhishvili: fine thanks. I have one technical question, we have some discussion about cralusso shark float
[11:18:49] george javakhishvili: is it suitable to fish with it by bolo rod as pole fishing rod?
[11:20:26] CRALUSSO: Well, the shark float is not really goes together with the bolognese rod. For bolognaxe we suggest the bolo float
[11:21:24] george javakhishvili: yes I know it, but my customer wants to use it with bolo
[11:22:02] CRALUSSO: For bolo rod the shark only used in the line of the end of the rod.
[11:22:42] CRALUSSO: If you use with bolo rod, you can not throw further then the end of the rod
[11:22:56] george javakhishvili: ok, thank you, I see now
[11:23:11] CRALUSSO: OK, you are welcome
[11:23:23] george javakhishvili: bye
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 17 2010, 16:42
პოსტი #6


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვესწრებოდი ტესტ-გასვლას. რა თქმა უნდა ფოტოგრაფის ამპლუაში. თავიდან დავიტანჯე, იმდენი იჩალიჩა ვიტომ სანამ ანკესი გააწყო. ეს ერთი მინუსი. შემდეგ შარკის ტესტვისას ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მუღამის ამბავია ეს ყველაფერი. ახალი ხილია და არ ვიცით ჯერ. მაგრამ ისიც გამახსენდა, რომ ვიდეოებში რაც ვნახე იუთუბზე, საკმაოდ ოსტატურად ართმევდნენ თავს, ამიტომ ეს იმედი უფრო იმედისმომცემად მეჩვენა. შემდეგ ბოლოს გატესტვისას, ასევე გული ამიცრუვდასავით, მაგრამ შემდეგ ვიტოს ერთმა გაუაზრებელმა მოძრაობამ, საოცრად გაგვაკვირვა, სასიამოვნოდ თქვენ წარმოიდგინეთ: ტივტივა დინებაში შეცურდა. ასე რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რადგან ახალი ხილია, დამუღამება სჭირდება და როცა უკვე ალღოს აუღებ, თევზაობაც უფრო სასიამოვნო გახდება. ერთი მინუსი ჩემი აზრით, მონტაჟია, რომელიც არც თუ ისე ცოტა დროს გართმევს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 18 2010, 11:24
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გიორგი
ციტატა(somkhishvili @ 16th September 2010 - 23:41) *
შარკზე კატალოგში წერია, რომ ანტენის დამაგრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს... ანუ რომელ ნახვრეტში მიამაგრებ უნდა შეესაბამებოდეს დინების პირობებს...

ანტება მეყენა უკანა სამაგრში, ისე როგორც დინებას შეესაბამებოდა, მაინც ვერ გაართვა თავი, შეიძლება მართლა მეშემეშალა
რამე და შემდეგ გასვლაზე კიდევ ერთხელ გადავხედავ ინტერნეტწყაროებს და უფრო დაკვირვებულად გავტესტავ, სიმართლე
გითხრათ SHARK-ზე ძალიან ცოტა რამ მოიპოვება ნეტში.

ციტატა(somkhishvili @ 16th September 2010 - 23:41) *
ღირს კი მაგ ტივტივების ხმარება ?? ანუ ღირს არა მარტო ფულეად გამოხატულობაში... არამედ კაიფს რამდენად გაჭერინებს თებზაობის ?? ანუ დროის მეტი ნაწილი თუ იმაზე უნდა იყო კონცენტრირებული რომ, როგორ გააწყო და შემდეგ როგორ მართო ეს ტივტივა, მაშინ თებზაობისგან კაიფს როდისღა მიიღებ ?? თუმცა შეიძლება ყველაფერი დამუღამების ამბავია....

რაც შეეხება ღირებულებას, მე მგონია რომ ძალიანაც ღირს, მონტაჟს მართლა მიაქვს დიდი დრო,
მაგრამ როდესაც გაიწყობა ბოლომდე მერე უკვე ძალიან ფასეული ხდება, აბა წარმოიდგინე -
დინებაში ატარებ დინებაზე ნელა, თან ზუსტად იმ ადგილზე სადაც გაქვს ჩაყრილი მოსაჩვევი,
დინება არ გიშლის ხელს, უბრალოდ პრაქტიკაც უნდა გატარების დამუღამებას. ანუ ჩემი დასკვნაა, რომ
გარკვეული წვალების და პრაქტიკის შემდეგ ხელში გეჭირება შერიოზული იარაღი.

angler
ციტატა(angler @ 17th September 2010 - 11:35) *
ტივტივა უნდა კონტროლდებოდეს ანკესის ცხვირით, ანუ, თუ ბოლონეზით ვთევზაობთ ძუის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ანკესის სიგრძეს, რათა ადვილად მოხდეს ტივტივას კონტროლი, ესე იგი დიდ მანძილზე ამ ტივტივას ვერ გავატარებთ, ამიტომაც შენ შემთხვევაში ვერ გამოიყენე.

ციტატა(vito @ 14th September 2010 - 14:19) *
გატარება ვცადე ნაპირთან ახლოსაც და მოშორებითაც

მაინც არ გამოვიდა, ყველანაერ პოზიციაში ვცადე რაც მომივიდა თავში, მაინც აგდებდა ნაპირისკენ, შემდეგ გასვლაზე კიდევ
გავაკეთებ რამეს, იქნება ვიდეო გადაუღო და ისე განახოთ, შემდეგი ტესტი მინდა სერფზე ჩავატარო და სავარაუდოდ ეგ მოხდება ხვალე,
ასე რომ ამ თემას დავხურავ დროებით შემდეგ სტატიამდე და მერე ვიბაასოთ რა და როგორ იქნება, თან თევზაობის თანხლებით
ვაპირებ და მგრძნობელობაზეც გარკვეული წარმოდგენა მექნება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 13:09
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



SERF

ბოლობოლო ეს ტივტივაც მეღირსა.......

უკეთესი იქნებოდა ამით დამეწყო ყველაფერი, რადგან ეს მოდელია ყველაზე პოპულარული მსოფლიოში,
მაგრამ არც ეხლაა გვიანი newsmile05.gif ალბათ ყველაზე უცნაური ტივტივაა რაც კი შემხვედრია ცხოვრებაში....



ალბათ ყველაზე სრულყოფილი მოდელია, არც სილიკონი აკლია რომლითაც უნდა მიმაგრდეს ძუა ღერძზე,
არც შესაბამისი ინსტრუქცია აკლია, რომელიც საკმარისდ ინფორმატიული და ყველანაერ პირობებს, მონტაჟის
დეტალებს, დინების მიხედვით ღერზძების მიმართულების დაყენებას, ტივტივის გადატვირთვას და ყველანაერ
დეტალებს ხსნის რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს მეთევზემ. კომპლექტის დანახვისას ადამიანი
იფიქრებს, რომ ინჟინერის დიპლომის გარეშე მისი აწყობა შეუძლებელია თუმცა არც ესე რთულადაა ყველაფერი newsmile05.gif
როგორც წინა მოდელებზე გითხარით ეს მოდელიც საკმაოდ დატვირთულად გამოიყურება.

დავიწყოთ იმით თუ რა შედის კომპლექტში: კორპუსი, 2 ქვედ და 2 ზედა ღერძები რომლებიც განკუთვნილია შესაბამისი
მიმართულების დინებისთვის, 3 სხვადასხვაფერი ანტენა, 1 ღამის გასანათებელი საშუალების სტიკი(ფოსფორის)
და სილიკონის მილი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის რაც ზევით ავღნიშნე newsmile05.gif



ინსტრუქცია: საკმაოდ სრულყოფილად გამოიყურება. მარცხენა სურათზე ხედავთ ტივტივის გადატვირთვის
სქემას,ხოლო მარჯვენაზე ღერძების სწორედ მონტაჟისას. თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორც იუწყებიან
თვით ანტენის კუთხეც კი რეგულირებული უნდა იყოს დინების მიხედვით. ეს მომენტი განპირობებულია ალბათ იმით,
რომ ტივტივა მეთევზისგან დაბლა დინებაში უნდა იქნეს გაჩერებული, მაშასადამე ხედვის კუთხეც უფრო კომფორტული
უნდა იყოს. სილიკონების დაჭრის რაოდენობაც მითითებულია კონკრეტულად 4 ერთეულით ყველა კუთხისთვის, ქვედა ღერძზე 3
და ზედაზე 1-ით.



რაც ამის აწყობას შეეხება კიდევ უფრო გავაბუქებდი და ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო გართულებულია ვიდრე bolo newsmile05.gif თითქმის
იგივე რაოდენობის ნაწილებისგან შედგება, მაგრამ ქვედა ღეძზე სილიკონების წამოგება კიდევ ამატებს დაკარგულ წუთებს ,
ეს ცოდვა კვლავ რჩება. ტივტივა პრიორიტეტულად გათვლილია დინებაზე შეჩერებით თევზაობისთვის, ანუ დაპურებულ
ადგილზე მისი შეჩერება ერთ წერტილში არის მისი მთავარი არსი. კიდევ ის არის მისი არსი, რომ შეიძლება მტაცებელზე
იქნას გამოყენებული. ვთქვათ გვინდა რომ ე.წ. "ჟივეცი"-ცოცხალი თევზუკა იდგეს დინების ეპიცენტრში და არ გამოქონდეს
ან გაქონდეს დინებას, ანუ ნაპირის პარალელურად ჩერდებოდეს. მგონი კარგი აზრია, იდეაში ტივტივა საკმაოდ უხეშია და
ლიფსიტის რხევას უნდა უძლებდეს... აბა პრაქტიკას დამიხედეთ newsmile05.gif გინდ ისე თქვით და გინდ ასე, მაგრამ საოცრება
საკუთარი თვალით ვნახე newsmile05.gif ეხლა კოპერფილდი არ მოსულა და ფოკუსი არ მანახა, მაგრამ ის რაც სხვა ტივტივაზე არ მინახია
აქ ვნახე. მოკლედ დავიწყოთ რეალური შეფასება და ვნახოთ რას გვაჩვენებს საქმეში.......

გამოდის 3 - 4 - 6 - 8 - 10 - 12 - 15 - 20 გრამის ტვირთამწეობებით, ჩემი ტესტირების ობიექტია 8 გრ.



საღამოს გავაგრძელებ თუ არ დამეზარა

ტესტი: ხოდა ხომ უნდა მენახა რას შვება ეს ტივტივა და გავედი კვლევებზე, ამჯერად მტკვრის არხით არ დავკმაყოფილდი
და პირდაპირ მტკვარს მივაშურე ზაგესის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. დინება საკმაოდ სწრაფი იყო, არხზე ბევრად უფრო სწრაფი.
მისვლისას კი ვიფიქრე რომ ადგილი ცუდად შევარჩიე, მაგრამ საღამო იყო და გადანაცვლებას აზრი არ ქონდა. მარტო ვიყავი
და ვინმეს რომ გადაეღო სურათები არ მყავდა. ასე რომ რაც შევძელი განახებთ, რაც ვერა და გაჭირვებით მოგიყვებით.

გაწყობა: როგორც ადრე მოგახსენეთ გაწყობამ ბევრად მეტი დრო წამართვა ვიდრე მეგონა, ძალიან ბევრი, და ეს მხოლოდ
უბრალოდ გაწყობაზეა ლაპარაკი. ამას მიამატეს ის დრო რასაც წამართმევდა მისი სწორედ გაწყობა, ანუ სწორედ გაწყობაში
იგულისხმება I მისი სწორედ დატვირთვა და II ძუის სწორედ დაბალანსება ღერძებზე. ზედასა და ქვედა ღერძებისთვის ეს
მომენტი აუცილებელზე აუცილებელია, მთავარია რომ მიიღწეს ანტენის იდეალურად ვერტიკალური მდგომარეობა. ამ ყველაფერს
1საათის წვალების შედეგად მივაღწიე. მთელი პროცესის დეტალურად დახატვა ძალიან გამიჭირდება რადგან ისეთი ნიუანსებია
რის გადმოცემასაც არც ჩემი ტექნიკური ლექსიკონი და ვგონებ რომ ზოგადად ქართული ენაც არ მომცემს newsmile05.gif ტივტივას უნდა უჩანდეს
მხოლოდ ანტენა კორპუსის გარეშე, ამის მიღწევა კი საკმაოდ რთულია, გადატვირთვა ხდება ყველა დინებაზე ცვალებადობით
დინების მიხედვით, ასე რომ რაიმე კონკრეტული წონის შერჩევა შეუძლებელია, ყველა მდინარეზე სხვადასხვაგვარად მოგიწევთ.



პრაქტიკა: მოკლედ უკვე გამართული ვარ და მზად ვარ ვეჭიდაო გამოძახებას. გადავაგდე დინებაში. კუთხე რომლითაც
უნდა იყოს ტივტივა და ჯოხის წვერი ერთმანეთთან ინსტუქციის მიხედვით მე ვერ დავიჭირე, უფრო სწორედ ვერ გავაჩერე, დინებას
მაინც გამოქონდა ნაპირისკენ, თუმცა როგორც კი დინებაზე ცოტათი მიუშვი და მერე ვეცადე მის შეჩერებას ყველაფერი თავის ადგილზე
დადგა. ტივტივა საკმაოდ მყარად ჩერდება ერთ წერტილში, საჭიროა მხოლოდ მისი ოდნავი შეკავება. აღმოჩნდა რომ serf-ს აქვს
იგივე თვისება რაც bolo-ს, ანუ მისი შეყვანაც შესაძლებელია ნაპირიდან სიღრმეში და დაკვებილ ადგილამდე მისი მიტანა,
ტექნიკურად თითქმის იდენტურად ხდება ეს ყველაფრი, უბრალოდ serf-ს ცოტა ზედმეტი ძალისხმევა ჭირდება. შეიძლება
ითქვას რომ პირველი პრაქტიკული გასვიდან ადამიანი დაასკვნის რომ ტივტივა რეალურად მუშაობს.



დამატებითი მოუხერხებლობები: სასროლად ცოტა არ იყოს და ძალიან დისკომფორტულია მისი ფორმის გამო, რაც მოითხოვს
გარკვეულ პრაქტიკას, გადახლართვის ალბათობა სროლისას საკმაოდ დიდია დამწყებისთვის. კიდევ ერთი არასასურველი მომენტი არის
მისი დაბალი ინდიკატორული ღირებულება პატარა თევზების ჩარტყმებზე. პირადად მე ეგ ვერ ვნახე იმის გამო, რომ თევზი
მაგ დრეს არც ერთ მეზობელტან არ მოდიოდა, მაშსადამე არააქტიურობის გამო ვერანაერ პირად შეხედულებას ვერ გეტყვით, უბრალოდ
რაც ელექტრონულ სივრცეში მოვიძიე ყველა აღნიშნავს ამას.
დასკვნის სახით ვიტყოდი რომ ტივტივა მუშაობს კარგად. მისი შეძენა უპრიანი იქნებოდა მხოლოდ ტივტივების მოყვარულთათვის
და იმ ხალხისათვის ვისაც საკმაოდ დალაგებული ნერვული სისტემა გააჩნია. უყვარს მდინარეზე თევზაობა და აინტერესებს კონკრეტულად
ესეთი მეთოდის ათვისება, წინაარმდეგ შემთხვევაში შეიძლება პირველვე გასვლაზე იფიქროთ რომ არ გიღირთ ამდენი წვალება ამ
საკმაოდ ძვირადღირებული ტივტივის ათვისებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
davit.p
პოსტი May 5 2011, 20:14
პოსტი #9


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 543
რეგისტრ.: 13-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



უკაცრავად დაა, ეს ტივტივა თავისიტ იჭერს და "სადოკშიც" თავისით სვავს თევზუკეებს თუ დახმარება ჩირდება რამეში ? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 8 2011, 12:34
პოსტი #10


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



davit.p
ეს სპორტული ტივტივაა და ყავს თავისი კლიენტი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gloster
პოსტი May 9 2011, 19:02
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 146
რეგისტრ.: 28-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მაგარი რამე ჩანს newsmile05.gif))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
maxo06
პოსტი Aug 8 2011, 13:02
პოსტი #12


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 66
რეგისტრ.: 30-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



1 კვირის წინ მდინარე ქსანზე გამოვცადე ბოლო,თან საკმაოდ სწრაფ დინებაში,მეც გაკვირვებული დავრჩი მისი მუშაობით.აკეთებს იმას რისთვისაც არის შექმნილი---ნუუუუ თუ მთლად ჩქერში არ მიუშვებთ მშვენივრად მუშაობს მე მაქვს 4 გრამიანი და პატარა ლიფსიტაზეც კი კარგად აჩვენებს ჩარტყმებს,მოკლედ მე მომეწონა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marani
პოსტი Aug 23 2011, 21:16
პოსტი #13


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 13
რეგისტრ.: 12-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალბათ მაინც ამ ყველაპერს შენი თვალით უნდა უყურო, რომ გაერკვე კარგათ!

marani
marani
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 15:14