სოკოს გარჩევა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
სოკოს გარჩევა, განვიხილოთ
Davitus
პოსტი Nov 13 2012, 08:23
პოსტი #16


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რაიყო ხალხო, ძებნის ტუტორიალიც დავდო? თუ ქართული უნიკოდი არ გიყენიათ კლავიატურაზე? თუ დავიჯერო ასეთი ძნელი საძებნია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Nov 13 2012, 08:38
პოსტი #17


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



ალთაზარ
ეგენი მეც ვნახე, უბრალოდ მანდ არ იყო განხილვა იმისი რაც მე მაინტერესებდა, ანუ იყო თუ არა შესაძლებლობა რომ ზედაპირულად გაგვერჩია შხამიანი საჭმელი სოკოსაგან, აღმოჩნდა რომ ასეთი მეთოდი არ არსებობს და უბრალოდ უნდა სცნობდე სოკო, ამიტომ ჩემით სოკოს შეგროვების იდეას აღმოვფხ**ი თავიდან, სად მაქვს მოსაკლავი თავი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 13 2012, 08:39
პოსტი #18


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



KTX-100

მაგ პრინციპით, სწორად გაქვს მაშინ გახსნილი თემა და რას გვერჩი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Nov 14 2012, 12:48
პოსტი #19


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



რამდენიმე დღის წინ მოვკრიფეთ მანჭკვალა... უგემრიელესი გამოვიდა ზეთში, მწვანილებთან და ხახვთან ერთად...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
pihtona
პოსტი Nov 14 2012, 17:20
პოსტი #20


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 82
რეგისტრ.: 8-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aliaska



ციტატა( T A M P L I E R @ Nov 12 2012, 15:50) *
pihtona

ეგ როგორ?აგორავებენ??



საქართველოში ეძებენ??


აბა გნოლებით??

დიდი ბოდიშის მოხდით შემეშალა (ღორებით ეძებენ) წარმოდგინე რაც მოზდის კატას ვალერიანზე ეგრეა ხორიც ტრუფელის სუნზე.
კი არის კატეგორია ხალხის ვინც დადის ამ სოკოზე მაგრამ გაბაზრებული არარის ეგრომ გაბაზრდეს წარმოიდგინე რამოხდება?
გადათხრიან მთელ ტყებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Nov 14 2012, 17:26
პოსტი #21


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



pihtona
საქართველოში ნამდვილად არ გამიგია ტრუფელი თუ იყო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
pihtona
პოსტი Nov 14 2012, 18:44
პოსტი #22


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 82
რეგისტრ.: 8-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aliaska



კი კი არის. ოღონდ ცოდნა უნდა სად და რა დროს უნდა მოძებნო.... მერე ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია გაყიდვის საფრანგეთის საელჩიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DATKA
პოსტი Nov 15 2012, 20:21
პოსტი #23


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 593
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეც ვერ ვარჩევ ბევრ სოკოს, ვიცი მხოლოდ რამოდენიმე და მეტს ხელს არც ვკიდებ.

ისე ტრუფელი რომ საქართველოში არსებობს მეც გამიგია მარა მხოლოდ გამიგია რო ამტკიცებენ რომ არისო newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Nov 15 2012, 22:48
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



DATKA
ციტატა
მხოლოდ გამიგია რო ამტკიცებენ რომ არისო
ბოროტ ენებს არ დაუჯერო D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Nov 16 2012, 14:59
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტრუფელი – ოქროზე ძვირფასი დელიკატესიაოოო .სად მოდის ნეტა wtfg.gif wtfg.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Nov 16 2012, 15:03
პოსტი #26


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტრუფელის ხსენებაზე უმეტესობას შოკოლადის უგემრიელესი კანფეტი წარმოუდგება, თუმცა დღეს საკონდიტრო ნაწარმზე არ ვისაუბრებთ. ტრუფელი სოკოა, რომელიც მიწის ქვეშ 10-დან 30-სანტიმეტრამდე სიღრმეზე იზრდება.

იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დელიკატესია და ოქროზე მეტად ფასობს: კილოგრამის ღირებულება 800-დან რამდენიმე ათას დოლარამდე მერყეობს. ამის მიუხედავად გურმანები მისგან დამზადებული კერძების გასასინჯად არაფერს იშურებენ.

ნაირსახეობა ტრუფელისა

ტრუფელის მთავარი ღირსება სპეციფიკური სუნი და გემოა. მოხალული ნიგვზის, კენკრის, ხავსის, ძირს დაცვენილი ფოთლებისა და ტყის მიწის სურნელი – ასეთია ტრუფელის არომატთა გამა. სწორედ ეს არომატია ამ სოკოს სავიზიტო ბარათი. სურნელი იმდენად გამორჩეული, მათრობელა და ორიგინალურია, რომ უცნაურია, რატომ არ მოუვიდა აზრად რომელიმე მსხვილ პარფიუმერულ კომპანიას მის საფუძველზე ექსკლუზიური საღამოს არომატის შექმნა? პარფიუმერული "გურმანები," ისევე, როგორც ტრუფელის მოყვარულნი, მასში უამრავ თანხას გადაიხდიდნენ.

ტრუფელის რამდენიმე სახეობა არსებობს: შავი (ზაფხულის და ზამთრის), თეთრი, ჩინური, მაგრამ ევროპაში უფრო მეტად გავრცელებულია ზამთრის შავი და თეთრი ჯიშები.

ზამთრის შავი ტრუფელი (Tuber melanosporum) ნოემბერში ჩნდება და მაქსიმალურ გემოვნებით თვისებებს იანვარ-თებერვალში ამჟღავნებს. ყველაზე ხშირად გვხვდება იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში (განსაკუთრებით პროვანსში).

ზამთრის შავი ტრუფელის არომატი გაცილებით დახვეწილია, ვიდრე თეთრის (Tuber magnatum). ამასთან, ეს უკანასკნელი სწრაფადაც ქროლდება, ამიტომ თეთრ ტრუფელს კულინარიული დამუშავების გარეშე თხლად დაჭრილს ყრიან კერძში, მაგალითად, რიზოტოში ან პასტაში. იტალიასა და საფრანგეთში ტრუფელების ბიზნესი ძალზე მომგებიანია, თუმცა კონკურენციაც დიდია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად - ამ სოკოზე მონადირეთა რიცხვიც. პიემონტელი მკრეფავების თქმით, ტრუფელის ფასი იმდენად მაღალია, რომ მათი ძაღლებისა და თავად მათი უსაფრთხოებისთვისაც დაცვის დაქირავებაა საჭირო (ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ კილოგრამის ფასი 1000 დოლარია).

ნადირობა სოკოზე

ტრუფელებზე ნადირობა ღამის საქმიანობაა, რომელიც მრავალწლოვან გამოცდილებას, შრომისმოყარეობასა და გამჭრიახობას მოითხოვს. ღამის უძრავ ჰაერში სოკოს მძაფრი სურნელი უფრო ადვილი აღსაქმელია, ამიტომ სეზონის დადგომისთანავე ტყეები ჩირაღდნებითაა გაჩახჩახებული.

დელიკატესის ძებნაში მონადირეებს ღორები და ძაღლები ეხმარებიან. ამ საქმიანობისთვის ძაღლებს სპეციალურად გეშავენ: თავდაპირველად დედალ-ლეკვებს რძეს ასმევენ, რომელსაც ტრუფელის ნაყენი ან ნახარში აქვს დამატებული. მომდევნო ეტაპია წვრთნა ოთახში: ტრუფელებით გაპოხილ ხის ნაჭრებს სხვადასხვა ადგილზე მალავენ და ცხოველებს მათ მოძებნას აიძულებენ. შემდეგ ეზოსა და ბოსტანში ინაცვლებენ, ბოლოს კი ტყეში გადიან. რაც შეეხება ღორებს, მათ არავითარი სპეციალური მომზადება არ სჭირდებათ. მგრძნობიარე ყნოსვის ორგანოს მეშვეობით ადვილად პოულობენ ტრუფელს, თუმცა აღმოჩენილი სოკოს არომატზე ისეთ ნეტარებაში ვარდებიან, მათი ადგილიდან გაყვანა ხშირად შეუძლებელია ხოლმე.

ტრუფელის სეზონი პიემონტეში ზეიმის საბაბია. ადგილობრივი მცხოვრებნი მას დღესასწაულით აღნიშნავენ, რომელსაც sagra ეწოდება. ამ პერიოდში ბაზრები, მაღაზიები და რესტორნები ეგზოტიკური არომატით ივსება. ტრუფელებზე მონადირეები, ე.წ. trifolau, გორაკებიდან საუკეთესო საკვირაო კოსტუმებში გამოწყობილნი ეშვებიან, ჭუჭყიანი სამოსი კი ღამის "ნადავლთან" ერთად ზურგჩანთებში უდევთ. კარგ წელიწადს, როდესაც ამინდი ჩვეულებრივზე უფრო ნოტიოა, მდიდარი "მოსავალი" მოდის. თითოეულმა მონადირემ ხუთი თითივით იცის ის ადგილები, სადაც სოკო იზრდება და დღის განმავლობაში რამდენჯერმე შემოირბენს ხოლმე. ზოგიერთი ჩუმად ქირაობს მანქანას და კვალის ასარევად სხვადასხვა გზით დადის.

ტრუფელის კულინარია

ტრუფელები სხვადასხვა ზომის არსებობს: კაკლიდან - ფორთოხლამდე, ზოგჯერ უფრო დიდიც იზრდება. ყველაზე მსხვილი, 2,5-კილოგრამიანი სოკო 1951 წელს იპოვეს. რესტორატორები უპირატესობას გოლფის ბურთის ზომის ნაყოფს ანიჭებენ, რომელიც ადვილად იჭრება თხელ ნაჭრებად (თუმცა ზომა გემოვნებით თვისებებზე გავლენას არ ახდენს). ტრატორიებსა დ რესტორნებში იყიდება ასაგინები – მომცრო სადილის თეფშზე მოთავსებული კერძები, უხვად მორთული ტრუფელებით. მათ შორისაა ფონდუტა – მდნარი, რბილი და გემრიელი ყველი ფონტინა ტრუფელებთან ერთად; ჰაეროვანი რიზოტო, რომელსაც უხვად აქვს მოხეხილი პარმეზანი და ზემოდან მოყრილი თეთრი ტრუფელის "ქუდი."

ფასიდან გამომდინარე ტრუფელს დამოუკიდებელი სახით არ ამზადებენ. უფრო ხშირად თხლად ჭრიან და ცხელ კერძს აყრიან. სოკო "დნება" და საჭმელს არაჩვეულებრივ არომატს აძლევს.

სასარგებლო რჩევები

ტრუფელის ადგილმდებარეობის გამოცნობა ძალიან რთულია. არც სამეცნიერო კვლევებს და არც ხალხში გავრცელებულ ნიშნებს შეუძლია ზუსტად იწინასწარმეტყველოს, როდის და სად ამოვა სოკო. მისი გამოჩენა გარემო პირობებზეა დამოკიდებული, მათ შორის ნიადაგის ტიპსა და ტემპერატურაზე. ტრუფელის ზრდისთვის ხელსაყრელი მიწა უნდა იყოს რბილი და ფორებიანი, კალციუმით მდიდარი და ჟანგბადით გაჯერებული. ამასთან, საჭიროა დიდი რაოდენობით ნალექი.

თუ გაგიმართლათ და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ტრუფელი იპოვეთ, იცოდეთ, ეს სოკო რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოამზადოთ. არ მოათავსოთ ბრინჯის მარცვლებში, როგორც ხშირად ურჩევენ ხოლმე, - ეს მხოლოდ გამოაშრობს და არომატს დაუკარგავს მას. უმჯობესია თუ ჰაერგაუმტარ კონტეინერში ან ქაღალდის პაკეტში შეინახავთ გრილ და ბნელ ადგილას.

თუ სოკოს მირთმევას უახლოესი დღეების განმავლობაში არ აპირებთ, მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში გაყინეთ. მისი გალღობა უშუალოდ გამოყენების წინ ჯობს. შეიძლება ტრუფელის დაკონსერვებაც სტერილიზებულ ქილაში Pecorino Toscano-სთან ერთად. მოათავსეთ ქილაში სოკო, ყველი და დაასხით კარგად რაფინირებული ზეითუნის ზეთი. მიიღებთ ერთბაშად სამ არაჩვეულებრივ პროდუქტს: ტრუფელებს, ტრუფელის ზეთს და ყველს ტრუფელის არომატით.

კიდევ ერთი პრაქტიკული რჩევა: შეიძინეთ ტრუფელები იმავე დღეს, როდესაც მათ მომზადებას გეგმავთ. შეინახეთ ქაღალდის პაკეტით მაცივრის ბოსტნეულისთვის განკუთვნილ განყოფილებაში. დაჭრილი ტრუფელი ქილაში რამდენიმე დღე ინახება (აუცილებლია სიცივე), ტრუფელის პიურე ქილაში - ერთი კვირა, ტრუფელის ზეთი კი შეგიძლიათ 4 კვირის განმავლობაშიც შეინახოთ.

ტრუფელისა და მისგან დამზადებული პროდუქტის ყიდვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხარისხს. ამ სოკოს ზოგიერთი სახეობა აღმოსავლეთ ევროპიდან ექსპორტირდება, ალბასა და პერიგორაში მოპოვებული ტრუფელები კი დაუვიწყარი არომატით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს. მიენდეთ საკუთარ ყნოსვას – იგი ზუსტად მიგითითებთ ნამდვილ დელიკატესზე. ქილაში კონსერვირებულმა ტრუფელმა შესაძლოა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ არსებობს ერთი საინტერესო ვარიანტი – თხლად დაჭრილი თეთრი ტრუფელი შავი ტრუფელის წვენში. შეიძლება იყიდოთ ტრუფელზე დაყენებული მცენარეული ზეთი რბილი, გაწონაწორებული არომატით, რომელიც ნებისმიერ კერძს ამ სოკოს გამოკვეთილ გემოს მისცემს.

მიწის ღვინო

ტრუფელისთვის ნიშანდობლივი მიწის არომატი და გემო არსებითად ართულებს შესაფერისი ღვინის შერჩევას. შავი ტრუფელის პარტნიორად აუცილებლად წითელ ღვინოებში უნდა ეძებოთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ არომატთა შორის წინააღმდეგობა, შეარჩიეთ მსგავსი გემოვნებითი პალიტრის სასმელი – ძლიერი, მიწის სურნელით. თუ გავითვალისწინებთ წესს "ადგილობრივი კერძი – ადგილობრივი ღვინო," ლანგეში მოპოვებულ ტრუფელებს ყველაზე მეტად უხდება მომწიფებული Barolo ანBarbaresco, თუმცა შეიძლება მოსინჯოთ ოდნავ მსუბუქი Dolcetto-ც. სხვა იტალიური ღვინოებიდან შავ ტრუფელებს ყველაზე მეტად შეეფერება შედარებით დაძველებული Angelo Gaja Sito Moresco 1997 (ფონდუტესთან), ცოცხალი Roberto Voerzio Langhe Rosso Vignaserra 2000 (კვერცხის ტალიოლინი თეთრი ტრუფელებით) და შესანიშნავი რბილი Gianni Voerzio Barolo La Serra 1997. შესაფერისი მეწყვილე იქნება საშუალო ასაკის წითელი ბურგუნდიულიც. მდიდარი გემოს მქონე კერძების უმეტესობასთან კარგია რონის ღვინოები.

Times-ისა დაThe Daily Telegraph-ისცნობილი კულინარიული მიმომხილველი, ფიონა ბეკეტი თეთრი ტრუფელის საუკეთესო კომპანიონად 1959 წლის შამპანურ Dom Perignon-ს მიიჩნევს, რომელსაც თავადაც დაჰყვება თეთრი ტრუფელის გემო. თუ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას ვერ აძლევთ, მაშინ ნებისმიერი კარგად დაძველებული შამპანურიც გამოდგება, მაგალითად, 1990 წლის.

თეთრი ტრუფელისთვის ღვინის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ისინი "ხსნის" სასმელში დაფარულ ხილის არომატს, განსაკუთრებით თეთრ ღვინოებში. ამის გათვალისწინებით შეიძლება შეარჩიოთ გრავის ნაკლებმკვეთრი გემოს მქონე თეთრი ღვინოები.

როდესაც ტრუფელით მომზადებულ კერძს სასმელს ურჩევთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი შემადგენელი ყველა ინგრედიენტის თვისება, რაც ძალზე რთულია. ერთადერთი საერთოა ცხიმი, რომელიც საუკეთესოდ გადმოსცემს ტრუფელის გემოს. იგივე ფიონა ბეკეტი Jean-Louis Chave-ს 1998 წლის თეთრ Hermitage-ს შესანიშნავ კომპანიონად მიიჩნევს ტრუფელებიანი ხბოს ტარტარისთვის, რომელიც ზეითუნის ზეთითა და ლიმნითაა შეზავებული. ეს კერძი თითქმის ყველა წითელი ღვინის არომატს კლავს გარდა Jean Luc Colombo Cornas Les Ruchets 1997- ისა სირადან, რომელიც გამოხატული ეგზოტიკური გემოთი ხასიათდება. ეს ღვინო კიდევ უფრო მეტად შეეხამება ნანადირევს, მაგალითად, ტრუფელით ფარშირებულ მწყერს.

იმდენად, რამდენადაც ტრუფელი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, ისარგებლეთ შემთხვევით და მოუწყვეთ ზეიმი საკუთარ თავსა და სტუმრებს, მოძებნეთ სარდაფში საუკეთესო ხარისხისა და ვინტაჟის ღვინო და ამ სოკოთი მომზადებულ არომატულ კერძთან ერთად მიირთვით. შედეგი ყველას სასიამოვნოდ გააოცებს.



vinoge.com ესეც წყარო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Nov 16 2012, 15:47
პოსტი #27


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



kajuberi
small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 16 2012, 23:04
პოსტი #28


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



kajuberi

newsmile027.gif


ტრუფელის არომატით გაჯერებული რიზოტო მაქვს მირთმეული იტალიაში - რომში, მე სანამ ამიხსნიდნენ მანამდე ვჭამე და მივხვდი რომ ყველაფერი დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორთან, იმის გამო რომ საკმაოდ ძვირი ღირს და იშვიათობაა, გურმანები აფანატებენ, მართალი გიტხრათ რაც ახლა წავიკითხე, ამდენი არომატები არ შემიგრძვნია, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული გემოს კერძს რომ მივირთმევდი ეგ "მოვწვი" არადა ბრინჯზე დიდად არ ვგიჟდები მაგრამ, საკმაოდ მომეწონა

თურმე ტრუფელის დამსახურება ყოფილა, ფასი რომ გავიგე რაც გადიხადეს... მაგრა გამიტყდა D.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
llevis501
პოსტი Oct 30 2016, 12:00
პოსტი #29


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 11
რეგისტრ.: 15-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობა. ვინმემ მითხარით ეს რა სოკოო და და თუა ვარგისი საჭმელად



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
llevis501
პოსტი Oct 30 2016, 12:06
პოსტი #30


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 11
რეგისტრ.: 15-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობა , თუ იცით რა სოკოა და თუ იჭმევა, მოპოვებულია თბილისის მიდამოებში



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 12:14