Weihrauch HW100 SK - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Weihrauch HW100 SK, მცირე მიმოხილვა
Geoჟორჟიკა
პოსტი Sep 8 2009, 19:32
პოსტი #101


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



თუ თემა არასწორადაა გახსნილი დიდ ბოდიშ ვიხდი და გთხოვთ გადაითანოტ შესაბამის განყოფილებაში უბრალოდ საქმე ის არის რომ ამ ფოუმზე პნევმატიკას არა აქვს განყოფილება და ამიტომ იძულებული ვიყავი აქ გამეხსნა ეს თემა ნუ მაინც ხრახნლულიანია და ვიტო რათ მჩაგრავ ჰააააა newsmile05.gif

შემოგთავაზებთ ერთ-ერთი უცხოური ფორუმიდან ამ შესანისნავი შაშხანის განხილვას მოკლედ მოვკალათდეთ კარგად ჩვენს სავარძლებში და დავიწყეთ newsmile05.gif . აბა მემგონი მოვიდა დრო რომ კარგად გავიცნოთ ამ ცნობილი შაშხანის ხარისხი და შესაძლებლობები. ადრე მე შეგნებულად არ ვიყიდე აღნიშნული შასხანა რიგირ მიზეზების გამო : დიდი გაბარიტები , დასატუმბი პორტის არ არსებობა, კონდახის ალტერნეტივის არ არსებობა, მოდერატორისთვის განკუთვნილი რეზბის არ არსებობა, დიდი მასა და სხვა. ყოველთვის როცა ამ შაშხანის ყიდვას ვაპირებდი ხელს მიშლიდა და მაკავებდა ამ მიზეზებიდან ერთ-ერთი რის გამოც ამდენი ხანი არ ვიყიდე ეს აგრეგატი. სხვა მწარმოებლების პროდუქციიდან მიღებული გამოცდილებით შემიძია დავასკვნა რომ ეს შაშხანა მე მთლად 100%-ი თუ არა 90%-ით მაინც მერგება. თუ რატომ 90%-ით ამას ქვევით მოგითხრობთ .

Weihrauch HW100 SK
მწარმოებელი ქვეყანა : გერმანია
კალიბრი: 4,5 მმ
ლულის სიგრძე (რეალური) : 410 მმ
მთლიანი სიგრძე (პასპორტით) : 975 მმ
მთლიანი სიგძე მოდერატორის გარეშე(რეალ): 875 მმ
მთლიანი სიგძე მოდერატორით ; (რეალ) 1050 მმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (პასპორტით) : 275მ/წმ ( 25 ჯოული)
ტყვის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (რეალური) : 275 მ/წმ (25,3 ჯოული)
მჭიდი 14 ტყვიიანი ( 2 ცალი კომპლექტში)
სრულყოფილი გასროლების რაოდენობა 28 (პასპორტით)
სრულყოფილი გასროლების რაოდენობა რეალური 36-37 ( ეს ის რაოდენობაა როცა ქრონოგრაფი ისევ 274- 275 მ/წმ დიაპაზონში აჩვენებს ტყვიის სიჩქარეს და რეზერვუარის მანომეტრის ისარი ისევ მწვანე შკალაზე დგას )
მასა : 3,2 კგ ( პასპორტით)
მანომეტრი: არის
მაქსიმალური სამუშაო წნევა : 200 ატმოსფერო
დასატუმბი პორტი : არის
მოდერატორი: არის

მწარმოებლის საიტი : http://www.weihrauch-sport.de





მე ტყულად არ დამიწერია დაწყრილებით ამ კარაბინის მონაცემები (როგორც მწარმოებლის მიერ მითითებული ასევე რეალური) , საქმე იმაშია რომ ჩემი კარაბინის ( და ვფიქრობ არამარტო ჩემი) გაბარიტები არანაირად არ ჯდება მწარმოებლის საიტზე მითითებულ გაბარიტებში , მე წესით უნდა მქონდეს 16 ჯოულიანი ვარიანტი რომლის ლულაც 310მმ-ია მაგრამ როგორც ვხედავთ ჩემს კარაბის აქვს ”FAC ”ვერსიის გაბარიტები თუმცა ენერგია და შესაბამისად ტყვიის საწყისი ისჩქარე არის 16 ჯოულიანის
უნდა ავღნიშნო რომ ამ ”კარაბინის” სიგძე არცთუისე პატარაა რადგან თუ შევადარებთ მას АА410-თან ვნახავთ რომ არცთუისე ჩამორჩება ”კარაბინი” მეორე მწარმოებლის შაშხანას გაბარიტებში , შედარებისთვის აი ფოტოებიც , АА410-თან და BSA-ის კარაბინთან შედარება. ამ სურათის მიხედვით HW100 SK შეიძება შაშხანად ჩავთვალოთ BSA-ის კარაბინთან შედარებით .





რატომ ავირჩიე S ვერსია და არა T ? უბრალოდ მე ბევრ ვკითხულობდი ფორუმებზე და დავასკვენი რომ კონდახის T ვერსია მოსახერხებელია უფრო საყრდენიდან სროლისას ,მაგრამ ტყეში ხეტიალისთვის და ნადირობისათვის S ვერსია შკარად ჯაბნის პისტოლეტურ კონდახს. რაშიც კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარმა გასვლებმა ბუნებაში , ამ ვერსიის კონდახის არჩევანში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლესაც , მე შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე ვანახე მას ამ ორი ვერსიის სურათი და იგი არც დაფიქრებულა ისე აირჩია S ვერსია , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას რომ არჩევანში დამეხმარა.





შიდა დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალია , ვტენით მჭიდა, თვითინ მჭიდი არის ალუმინის შენადნობისაგანმართალია ხარისხი ძალიან მაღალი არ არის კონკრეტულად ამ დეტალის , აგერ-ეგერ ეტყობა ფრეზის კვალი , თუმცა ეს უმნიშვნელო ნაჩხაპნები არანაირ გავლენას არ ახდენს მექნიზმის იდეალურად და შეუცდომლად მუშაობაზე მთლიანობაში.







ვტენით კარაბინს, ამისათვის საჭიროა ზატვორი მოვწიოთ უკან ბოლომდე და აი ამ დროს ხდება ბარაბნის ( მჭიდის) შემობრუნება იმისათვის რომ ტყვია გაუმზადოს მიმწოდებელ რათან მოხდეს მისი ლულაში მიწოდება



შემდეგ ჩვენსკენ (უკან) ვწევთ მჭიდის ფისქსორტს და ვიღებთ მჭიდს



ამ ფოტოზე ფიქსატორი უკან დავაბრუნე რომ მეჩვენებინა მჭიდის მამოძრავებელი ღერძი



სავსე მჭიდს ვაბრუნებთ უკან , თუთქმის არ არსებვობს რისკი იმისა რომ მოვახდინოთ ფუჭი გასროლა, რადგან თუ გავითვალისწინებთ ბარაბნის და ლულის კოლოფიშ კონსტრუქციას ეს შეუძლებელია, რადგან როგორც კი გამოჩნდება ტყვიისთვის განკუთვნილი ცარიელი კამერა ბარაბანში ესეიგი დარჩა 3 გასროლა newsmile05.gif. ესეიგი დავაბრუნეთ ბარაბანი ადგილზე , დავაფიქსირეთ ფიქსატორით (უბრალოდ წინ წავწიეთ გიგი) და დავკეტეთ ზატვორი, ამ მომენტში ხდება საბრძოლო დამრტყმელი ზამბარის მოჭიმვა და ტყვიის მიწოდება ლულის კამერაში , ანუ ბარაბნის მოტრიალება და საბრძოლო ზამბარის მოჭიმვა განცალკევებული მოქმედებებია ეს ცოტა უნცაურია ბარაბნიან სისტემებში მაგრამ კარგია ამ შემთხვევაში ვაირაუხი აშკარად ჯობნის AirArms -ს







კარგი კონსტრუქციაა არა? newsmile05.gif მოიცადეტ ჯერ არ დამიმთავრებია , ვაირაუხს აქვს ერთი საუკეთესო თვისება იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგავიწყდათ რომ დატენილი შაშხანა გიჭირავთ ხელში და ისევ მოინდომეთ დატენას ან შემთხვევბით მეორედ (მესამედ, მეათედ არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ) გადმოწევთ ზატვორს უკან ამ დროს ბარაბანი არ დატრიალდება და არ მიეწოდება მეორე (მესამე, მეათე) ტყვია ლულაში და შესაბამისად გამორიცხულია ორი და მეტი ტყვიის შემთხვევითი გასროლა რასაც შეიძება საკმაოდ მძიმე შედებები მოყვეს , მაგ: საუნდ მოერატორის დაზიანება რა შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის, ნერვების და ფინანსების ფასი დაგიკდებათ რომ აღადგინოთ იგი . დავტენოთ კარაბინი და დავაკვირდეთ დამცველს , მისი ჩართვა შესაძებელია მხოლოდ მაშინ როცა იარაღი დატენილია ან უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით ესე : როცა საბრძოლო ზამბარა მოჭიმულია და მზად არის იარაღი სასროლად. ეს იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ ტყვია არ მიგიწოდებით ლულაში მის დამცველზე დაყენებას ვერ შეძლებთ , მშვენიერი გადაწყვეტილებაა იმისათვის რომ სროლის წინ უცებ მივხდეთ რა მდგომარეობაშია კარაბინი ( არის თუ არა დატენილი და სასროლად მზად )





აუცილებელია აღინიშნოს რომ ორივეს ვაირაუხსაც და AirArms -საც დამამკვრივებელი რეზინი აქვს ლულის კამერაში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან მოდელებს და არა მიმწოდებელზე როგორც ეს აქვს ბიუჯეტურ მოდელებს. ამის გამო იგი ადვილად გადაიტანს 5000-6000 გასროლას ყიველგვარი დამამკვრივებელი რეზინის რგოლის შეცვლის გარეშე.



დასატუმბი პორტი და მანომეტრი ნუ რა შეიძება ითქვას ამაზე? არც არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ არის და თავის საქმეს აკეთებს ძალიან კარგად , ჰო მანომეტრი შკალა მშვენიერი კითხვადია , ჰო ერთად-ერთი მანომეტრია რომლის შკალაც ზუსტად ემთხევა Hill-ის ნასოლის შკალას .





ლულის ფასკა არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს , უბრალოდ ხარისხიანია და მომხმარებლის ჩარევას არ საჭიროებს





აი საუნდ მოდერატორზე კი ღირს ყურადღების შეჩევერა და უფრო დაწვრილებით დათვალიერება , მას არ აქვს <F> წარწერა
ანუ იგი არ არის შესუსტებული ვერსიებისთვის განკუთვნილი და შესუსტებული ვერსიების საუნდ მოდერატორებისგან განსხვავდება სიგრძით , ის უფრო მოკლეა! დიახ უფრო მოკლეა , მართალია სულ 5 მმ-ით არის მოკლე მაგრამ გაუგებარია რატომ?! ნუშეიძება უბრალოდ შემთვხევითობაა და მეტი არაფერი newsmile05.gif .
ნუ რაც შეეხება საუნდმოდერატორის მუშაობას, ნუ ეს არის ყვეალზე ჩუმი შაშხანა რომელიც მე მქონია ოდესმე , იგი გაცილებით უფრო ჩუმია ვიდრე АА კიზეზი კი ალბათ იმალება რედუქტორში, რომელიც კარაბინშია ჩამონტაჟებულია და ერთი გასროლისთვის საჭირო ჰაერის რაოდენობას პორციებად ყოფს განსხვავებით პირდაპირსადენიანებისაგან. აი ეს დადასტურდა მაშინ როცა მოვხსენი მაყუჩი და იმისათვის რომ გამებო როგორ ”ბრახუნებდა” კარაბინი მოდერატორის გარეშე newsmile05.gif , მიდა გითრათ რომ საკმაოდ არასასიამოვნო ხმა ქონდა newsmile05.gif თუმცა არა ისეთი როგორც АА-ს ან ВСА-ის ამათი სროლისას მოდერატორის გარეშე ყურები მტკივდება newsmile05.gif . საერთოდ რედუქტორი ერთ ერთი აუცილებლეი ფაქტორია ”ჩუმი” სროლისთვის.





სასხლეტი- ნუ განსაკუთრებული არაფერი უბრალოდ საუკეთესოა newsmile05.gif , არ საჭიროებს არანაირ დამატებით რეგულირებას ( ნუ ჩემთვის ყოველშემთვევაში) მუხედავად იმისა რომ ამის საშუალება არის newsmile05.gif . თვითონ სასხლეტი არის პლასტიკის , ნუ მართალია ეს საუკეთესო არჩევანი არ არის მაგრამ როგორც ერთი საკმაოდ ცნობილი მწარმოებლიდან ვიცი : ეს უბრალოდ მოსახერხებელია, ხარისხიანი და გამძლეა მომხმარებლისთვის და იაფი და ეკონომიკურად მომგებიანი მწარმოებლისთვის.





სახლში ოპტიკური სამიზნეები ოხრად მიყრია , მაგრმ აი საშუალო რინგები დიუმიანი დიამეტრით არ აღმომაჩნდა თვისუფალი newsmile05.gif , მაგრამ სროლა ხომ გინდა კაცს , ამიტომ ბუშნელ 3.5-10х40-მა ტავის რინგებიტ გადმოინაცვლა АА-დან ამ კარაბინზე newsmile05.gif . საინტერესო კი ის არის რომ მოვხსენი მხოლოდ ჭანჭიკები რომლიტაც რინგები მაგრდება მერცხლის კუდზე ხოლო ოპტიკურ სამიზნეებზე დასამაგრებელი ჭანჭიკებისთვის არ მიხლია ხელი და ეს ყველაფერი თუ მიდიოდა კარგად АА-ზე ასევე იდეალურად დაჯდა ვაირაუხზეც , რაზე მეტყველებს ეს? newsmile05.gif იმაზე რომ ”ყველაფერი უკვე ჩვენამდე მოიფიქრეს” newsmile05.gif და ნორმალური მწარმოებლები სარგებლობენ ამით, ანუ სწორი გათვლები და ერგონოიული გაბარიტები სხვა და სხვა ნორმალური მწარმოებლების ერთმანეთს ემთხვევა newsmile05.gif



ნუ მოვიდა სროლის დროც , მე მხოლოდ 22 მეტრიანი დისტანციაზე სროლის საშუალება მქონდა და გამოყიყენე სტანდარტული გამოს სამიზნეები , ცოტა ხანი სროლის შემდეგ მივხვდი რომ რამდენიმე სამიზნეც საკმარისია იმისათვის რომ წარმოდგენა შეგექმნნას ამ კარაბინზე, თითოეულ სამიზნეზეა ნასროლი ორ- ორი მჭიდი ანუ თითოში 28 – 28 ტყვია newsmile05.gif , მდააა… უინტერესოა newsmile05.gif





შემდეგ ვნახე ალუმინის ქვაბი და დავიეყე მაგაზე სროლა , კედლების სისქე 1,1 – 1,2 მმ , ნუ ესეც მალე მომბეზრდა , სადაც დაუმიზნებ იქ ხვდება , მართლაც მოსაბეზრებელია newsmile05.gif უნდა გავიგო როგორ მუშაობს ცოტა შორ დისტანციებზე ვესროლე დაახლოვებით 35 მეტრზე ფოთლებს ….. მომეწონა newsmile05.gif







გავემზადე და წავედი ტყეში მეუღლესთან და შვილთან ერთად , დავდეთ ბოთლები 35 მეტრზე , ვესროლე …… კვლავ უინტერესოა newsmile05.gif , ცოტა ხანი ხეტიალის შემდეგ მივხვდი რომ ვაირაუხი საკმაოდ მძიმეა თუმცა ბალანსი კარგია newsmile05.gif . შემდეგ ვეცადე მესროლა 70 მეტრზე ლუდის ბოთლისთვის , ვისროლე …… კვლავ უინტერესოა , შემდეგ ვნახე შმაპანური ბოთლი და ვესროლე პირველად 52 მეტრიდან … გავიგონე მოხვედრის თუმცა ბოთლი ისევ დგას ….წავედი და გავავირე სურათი , ტყვია თუთქოს შეედუღა ბოთლს newsmile05.gif , დავბრუნდი გავისროლე მეორედ და ნახევარი ბოთლი ჩამოიფშვნა newsmile05.gif.



ნუ დასკვნის მაგიერ :
რა შეიძება ვთქვათ Weihrauch HW100 SK-ზე , ხარისხიანი კარაბინია , არ საჭიროებს ჩარევას და დამუშავებას , ვფიქრობ დიდხან გამიჩერდება ხელში, სიზუსტე შეუდარებელია, იმაზე მეტია ვიდრე მე სროლა შემიძლია newsmile05.gif . გასროლების რაოდენობა საკმარისია , ისვრი , ისვრი, ისვრი და კიდევ ისვრი ტყვიები კი არ თავდება newsmile05.gif 14-ანი მჭიდი შესანიშნავია newsmile05.gif, ნუ საერთოდ კონკრეტული მინუსი ვერ ვნახე , მაგრამ შეიძება მინუსად ჩაითვალოს ის რომ არის საკმაოდ მძიმე და კარაბისნისთვის შეუფერებელი გაბარიტები აქვს newsmile05.gif
დიდი მადლობა რომ ამდენი წაიკითხეთ და არ მაგინეთ newsmile05.gif
პირველწყარო : http://talks.guns.ru/forummessage/96/511808.html
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ბესო
პოსტი Apr 21 2012, 18:44
პოსტი #102


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს არის სრული იდიოტიზმი, მაგის მაგივრად უბრალოდ რომ აეკრძალათ არასრულწლოვნებისთვის იარაღის მიცემა და პნევმოს შესყიდვისას უბრალოდ ჯანმრთელობის ცნობა ან პრავა მოეთხოვათ საკმარისი იქნებოდა და სკოლაში ბავშვები სისულელეებს აღარ გააკეთებდნენ! ან რომ გაფორმდება მერე ვერ ესვრიან ერთმანეთს თუ რა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
2 გვერდი V  < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 20:14