შემოდგომის პირველი ნადირობა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

შემოდგომის პირველი ნადირობა, 01 . 09 . 2012
Davitus
პოსტი Sep 1 2012, 22:34
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





შემოდგომა დადგაო და ცამ იცვალა ფერი...
სანადირო ვიკენდს ვგეგმავთ, მე და ტამპლიერი...






აი ასე ხელსა და ფეხს შუა შემოგვეფცქვნა შემოგვეცალა ზაფხულიც, პრინციპში ცოტა იყო და გათავდა, ისე საწყობში მაინც არის დარჩენილი რამცხა რუმცხები, ამიტომ 1 თვესაც გავაქაჩინებთ (ასე ღადაობდნენ ძველად)

თუმცაღა შემოდგომა მეტად პუნკტუალური პერსონაა, ამიტომ არც დაუგვიანია და როგორც ამას ათასწლეულების მანძილზე აკეთებდა, პირველ სეკტემბერსაც უსიკვდილოდ გამოცხადდა

31 აგვისტო დღევანდელი დღისგან განსხვავებით ბევრად ამაღელვებელი მახსოვს, 1 სექტემბრის მოლოდინში, პირველი სასწავლო დღის წინ რომ არდადეგების ემოციებით გაბრუებული, სამზადისში ხარ, თან გიხარია კლასელებს ნახავ, თან გაკვეთილების დამღლელი საათები რომ გახსენდება ცოტა სევდიანდები და ისევ საგაზაფხულო არდადეგების ნოსტალგიებში ვარდები,
სამაგიეროდ საპირველსეკტემბრო საყიდლებზე წასვლისთანავე გავიწყდება ეს ყველაფერი და საღამოს უკვე სარკის წინ იმაზე ფიქრობ რომ ხვალ პირველ ზარზე ყველა შენს ახალ შარვალს და ბოტასებს მისჩერებოდეს იქნება : ))

ჩემი შვებულება ლამისაა შემომელია და ნორმალურად არც გავსულვარ სანადიროდ, მართალია მწყრის სეზონია, მაგრამ ირგვლივ ისეთი საშინელებები ისმის ე.წ. მანოკებზე რომ უკვე სურვილიც არ მაქვს მწყერზე სანადიროდ გასვლის, არ მინდა ამ ვაი მონადირებს გადავეყარო, ყველა ადამიანები ვართ და თავს კონტროლი რომ ვერ გავუწიო...

მოკლედ გადხედე ჩვენი მონადირული ისტორიიდან ვოიაჟებს და რათქმაუნდა გამახსენდა რომ გულიო-გვრიტ-ქედანიც გვყავს სანადირო ნუსხაში, ჩვენი წარსული გამოცდილების გამო, ბევრი ჩალიჩი არც დაგვჭირვებია რომ სასტავი შეკრულიყო, მოკლედ "ისტ ჰანტერზ თიმი" შეიკრა ფაქტიურად 1 საათში, მადლობა ჯეოსელს, მაგთის და ბილაინს, ეგენი რომ არა ფორუმის პიემებით
მოვაგვარებდით საქმეს უმარტვესად newsmile05.gif

სასტავი შეიკრა

TAMPLIER
Hunter777
ჯეკო
Davitus


მე გავუარე ტამპლის, გადავჯექი მანქანაში, რუსთავში მივადექით ჰანტერას, ავიწოვეთ, გადავედით ჯეკოსთან და გავაგრძელეთ გზა მარნეული-გარდაბნის მიდამოებში, დღე იყო ღრუბლიანი, წვიმაც გვემუქრებოდა მაგრამ მაინც ბოლომდე არ გაგვწირა ბუნების შვილები და მაინც დიდი პატივი გვცა


გზად რათქმაუნდა მოსანადირებელი ობიეკტების მოძრაობას ვაკვირდებოდით, მოღრუბლულ ამინდში კი ხვდებით რომ ფაქტიურად არ მოძრაობენ ქედნები, მაგრამ ჩვენ მაინც ოპტიმისტურად განწყობილი მივდიოდით, შესაბამისად ოპტიმიზმმა ორ გზააბნეულ ქედანს პანჩური კრა და ჩვენს მიმართულებით გამოსტყორცნა, იმის გამო რომ ჩვენც ვმოძრაობდით, სროლისთვის მძღოლს მანქანის გაჩერება მოუწია, და 1:0

ანგარიშიც გაიხსნა, პირველი ქედანი შემოდგომის პირველ დღეს ნიკოლოზ ტამპლიეროვიჩს ეკუთვნის "ფენომას" მეშვეობით, 10 ნომერი ვაზნით




ჯეკო გადახტა და პირველი ნადავლიც ჩვენია.






ამ ერთი ნადავლით არ დავკმაყოფილდით იმიტომ რომ ლიცენზიაში ჩაწერილ ზღვრულ ლიმიტამდე ბევრი ფრინველი გვაკლდა : ))) ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით დიდ ყანებს, სადაც სიმინდის და იონჯის ნათესებია

დაახლოებით ვიცოდით სადაც ისხდნენ გულიოს დიდი გუნდები, ჯეკო მოსავლელად წავიდა, ჩვენ გავნაწილდით, ნომრებში








მე მაყვლის ბუჩქი მერგო : ))







ამ დროს უეცრად თავს დაგვესხა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ადგილობრივი იხვის ასეული გუნდების არტილერია,



ჩვენ რათქმაუნდა მოვიმარჯვეთ ლიცენზეა სადაც წერია რომ წყალმცურავებზე ნადირობა დაშვებულია 1 ნოემბრიდან,
სამივემ გადავიკითხეთ და იარაღი არც კი დაგვიმიზნებია, ჯეკო სამწუხაროდ ჩვენთან არ იყო და ეს ნუსხა ვერ წავაკითხეთ, ის იყო ტელეფონზე ვურეკავდით რომ გაისმა ორი გასროლის ხმა და ჯეკოს ერთი იხვუკა შემოაკვდა,





ნუ რა გაეწყობოდა, სასწრაფო წესით ვამცნეთ ვადების შესახებ და მანაც ათეულობით იხვს გაუხანგრძლივა 2 თვის სიცოცხლე



ამის შემდეგ ყანა-ყანა მივადექით სამიზნის დისლოკაციის ადგილს, გეგმა იყო შემდეგი, დაჯგუფების ორი წევრი "ალფა" შემოუვლიდა და მიეჭრებოდა გულიოს ბანაკს, აფრენილ და მათგან გადარჩენილ ფრინველებს
რომლებიც ყანისკენ გამოემართებოდნენ ცეცხლს გაუხსნიდა დაჯგუფების დარჩენილი ორი წევრი "ბრავო"






მოკლედ ტაკნტიკურმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მტრის ბანაკში არეულობა ჩვენს სასარგებლოდ გამოიწვია, შედეგით კმაყოფილებმა ყანიდან დასასვენებლად მტრის დარბეულ ბანაკში გადავინაცვლეთ






რათქმაუნდა ზღვრულ ლიმიტამდე ისევ გვაკლდა გარკვეული რაოდენობა, ამიტომ გავემართეთ ახალი კერების აღმოსაჩენად, გზად ისე გულგრილად ვერ ჩავუარეთ შავ ნაყოფებს, რომლებიც ხეზე ბლომად ესხა და ერთი ამოსუნთქვით 5 ცალი ერთად ჩამოვყარეთ...
(მაგათი ერთ-ერთი დაუნდობელი მტერი რომ მე ვარ, ბევრმა კი იცის ამ ფორუმზე : )) )






ისე ვაზნაა დასანანი თორემ გასართობად, პესტკონტროლს კი მოუწყობდა ამ მონოქრომულ არსებებს ადამიანი

ამდენ ბოდიალში გადავედით ბოლნისში და მჟავე წყ**ბიც დავაგემოვნეთ





იქვე ვნახეთ ადგილობრივი მონადირე აზერები, (მე პირველად ვნახე) ძაღლებით იყვნენ მწყერზე და ზოლზე ნადირობდნენ, ვიფიქრეთ გავეკაიფოთ თქო, გვერდზე ყანაში სადაც მხოლოდ ბალახი იყო, შევვარდით მანქანით, კაპოტზე შემოვისვით თოფმომარჯვებული ჯეკო და დავიწყეღ "ჩელნოკით სიარული"



გვიყურეს, გვიყურეს თათრებმა და ბოლოს ერთმა გაბედა და მოვიდა, გვეუბნება გაკვირვებული: სლუში, კტო ვას ტაკ ახოტიტსა ნაუჩილ?

ავუხსენით რომ უბრალოდ ვმაიმუნობდით, მაგრამ ამ საღამოს დარწმუნებული ვარ ბირჟაზე დიდის ამბით მოყვება როგორ გადააწყდა უცნაურად მონადირე "უვიც" თბილისელებს D.gif


მოკლედ თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ბევრი ბოდიალის შემდეგ მივადექით ადგილს, სადაც წავიპოზიორებდით, ცეცხლსაც დავანთებდით და ნანადირევსაც მოვამზადებდით


































პოზიორიბისასაც ქედნების გუნდი ელანდება, ეს ვინა ყოფილა კაცოოო













საკმაოდ იღრუბლებოა და წვიმის საჭიშროებაც იყო, ამიტომ სასწრაფოდ დავაფიქსირეტ ნანადირევი როგორც 21-ე საუკინუის მონადირის წესია და შევუდექით მომზადებას, იმის გამო რომ ფრინველი ძალიან მსუქნიც არ იყო და შესაბამისად დიიიიდი ქვაბიც არ გვქონდა,ასევე მთლიანად გაპუტვა გასუფთავებაც დიდ დრო წაიღებდა, არადა წვიმა იმუქრებოდა მოგევლინებითო, გადაწყდა ნაწილი ფრინველისგან გამოგვეყენებინა მკერდის ფილე და ბარკლები




პუტვის პროცესი



ხორცი რომ შერბილებულიყო დავამარინადეთ ლუდში, გასუფთავებამ მაინც დიდი დრო წაიღო, ცეცხლიც ავაგიზგიზეთ, ქვაბიც ამოვაცუნცულეთ და ერბოც ჩავათხლიშეთ, კარგად ათუხთუხებულ ზეთოვან მასაში
გასუფთავებული ხორციც ჩავყარეთ და დორბლებ მომდგრებმა მგლის თვალებით ალყა შემოვარტყით











რათქმაუნდა სპეციალური ჯადოსნური ფხვნილები და სითხეებიც შევურიეთ რომ კერძიც არანაკლებ ჯადოსნური გამოსულიყო, ამასობაში წვიმა ისევ იმუქრებოდა და ამას უკვე ჭექა-ქუხილით გამოხატავდა.







მაინც იმედის თვალით ვუყურებდით რომ მოვასწრებდით, სახელდახელოდ გავშალეთ სუფრა, მაგრამ ქვაბში კერძს სულ არ ეჩქარებოდა, ჩვენც დამშეულები მივუსხედიტ სუფრას რომ რაც გვქონდა ის მაინც
აგვეთვისებინა სანამ დღის კერძი მოვიდოდა. ის იყო სადღეგრძელო უნდა შეგვესვა და მერთი გვეხსენებინა, წვიმა ამდენი მუქარის შემდეგ, ადგა და მართლა მოვიდა, მოვიდა და ავისალეთ ჩვენც კრუხ წიწილებივით : )))

ვინ სად გარბოდა და ვის რა მიქონდა ვერ გაიგებდა კაცი, მაგარი სასაცილოები ვართ ეს პატარა კაცუნები დედაბუნების წინაშე : ))

მოკლედ ყველაფერი შევყარეთ მანქანაში, ქვაბი სანამ ცეცხლი არ ჩაგქრებოდა ადგილზე უნდა დარჩენილიყო, ასეთი იყო ძირითადი სამოქმედო გეგმა, რაღადაგიმალოთ და წვიმამ რომ გული იჯერა ჩვენი დაბნეული სირბილის ყურებით და სიცილით ადგა და წავიდა

რა გვექნა, ამასობაში კერძიც მომზადდა და გაჯადოსნურდა, გადმოვიღეთ და იმის შიშით რომ წვიმა გვეკაიფებაო მანქანაშივე გავშალეთ პურმარილი, დღის კერძი შეიძლება ითქვას რომ "შედგა" მარინადმა
ტავისი გაიტანა და ხორცი საკმაოდ რბილი გამოვიდა








ვსვით, ვჭამეთ, ვილაყბეთ, ვიხალისეთ, ნაგავი დავასუფტავეთ, ყველაფერი ცავალაგეთ მანქანაში და გამოვედით გზაზე, სანამ თბილისამდე მოვიდოდით გადაუღებლივ იწვიმა, მემგონი ახლაც წვიმს, ამიტომ
შეიძლება თამამად ითქვას რომ ამინდმა დიდი პატივი გვცა, მაღარიჩი ჩვენზეა : ))



ასე და ამგვარად ვისიამოვნეთ და ტკბილ მოგონებებში აღვბეჭდეთ შემოდგომის პირველი დღე

და ცოტაოდენი თქვენც გადმოგეცით, როგორც შეგვეძლო. ღმერთმა ნადირობის, ბუნებში გასვლის სურვილი და შესაძლებლობა არ მოგაკლოთ არავის!




ყვავი იქა, გვრიტი აქა
ტაფა იქა მწვადი აქა







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 38)
გიორგი
პოსტი Sep 20 2012, 17:09
პოსტი #31


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ტაბასკო რა შუაში იყო - მაინც ვერ გავიგე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 20 2012, 17:49
პოსტი #32


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi




ბოდიში თუ შენი გემოვნების კომპოზიცია ვერ შევქმენით D.gif D.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 20 2012, 18:48
პოსტი #33


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოფილიყო ის განხილვა რას ერჩოდით ??? მშვენიერი დისკუსია გამოვიდა ეხლაც ხელმეორედ ვკითხულობ D.gif მართალია ეს კაცი !! ბროწეულიან ფონზე რაღაც ვერ ჩაჯდა ეგ კეჩუპი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 21 2012, 10:18
პოსტი #34


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კეტჩუპი არა რაააD.gif
ტობასკო D.gif

მერე კიდე ყველას აქვს თავისი გემოვნება და თავისი გემოვნებით აკეთებს რასაც აკეთებს და არ არის ვალდებული ვინმეს გემოვნებაზე იფიქროს"ნეტა მას თუ მოიეწონებაო"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Sep 21 2012, 11:12
პოსტი #35


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



გიორგი
ტაბასკო იყო თუ რაციყო ძან გემრიელი იყო, კერძში მითუმეტეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 21 2012, 11:43
პოსტი #36


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა
მერე კიდე ყველას აქვს თავისი გემოვნება და თავისი გემოვნებით აკეთებს რასაც აკეთებს და არ არის ვალდებული ვინმეს გემოვნებაზე იფიქროს"ნეტა მას თუ მოიეწონებაო"


ეგეთი სიბრძნეები კიდე ბევრი გაქვს ?? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 21 2012, 11:45
პოსტი #37


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



უFF ბევრი კიდე D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rifle
პოსტი Sep 25 2012, 10:48
პოსტი #38


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 121
რეგისტრ.: 11-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ტობასკო იყო თუ რა იყო, კაცმა ისიამოვნა ბუნებაში, ინადირა, და როგორც გაუხარდა ისე გადაიღო სურათები და გვაჩვენა newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 25 2012, 11:15
პოსტი #39


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



დიდი მადლობა ყველას!მიხარია თუ მოგეწონათ!თუ არ მოგეწონათ ეგაც მიხარია!

თემა დახულად გამომიცხადებია


daxurulia.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 16:51